Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(3)
[1]
2
3
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მტკიცებულებები, რომ ევოლუცია ფაქტია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ენიგმა
Super Member
ჯგუფი: Registered
ენიგმა
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 514
წევრი No.: 275750
რეგისტრ.: 5-April 25
#62053138
· 5 May 2025, 23:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ევოლუცია არის ცოცხალი არსებების დროში განვითარება და ცვლილებები, რომელსაც მრავალი მტკიცებულება აქვს. ამ თემაზე ბევრი შესწავლილია და დასტურდება როგორც სამეცნიერო ფაქტი.
აქ წარმოდგენილია 21 მტკიცებულება, რომლებიც ემყარება ევოლუციის თეორიას. შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი მათგანი, თუ არ ეთანხმებით რომელიმე პუნქტს, და განვიხილოთ უფრო დეტალურად
ჩამოთვლილი ყველა პუნქტი წარმოადგენს სხვადასხვა დარგის (პალეონტოლოგია, გენეტიკა, ემბრიოლოგია, შედარებითი ანატომია, მოლეკულური ბიოლოგია, ექსპერიმენტული ევოლუცია, ბიოგეოგრაფია) მიერ მოპოვებულ მონაცემებს, რომლებიც თანხვედრაში არიან ევოლუციურ თეორიასთან და გამორიცხავენ ალტერნატიულ ახსნებს.
1) მიწაში ნაპოვნია მილიონობით ნამარხი, რომლებიც გვაჩვენებს როგორ იცვლებოდნენ ცოცხალი არსებები დროთა განმავლობაში.
2) ამ ნამარხებს მიწის შრეებში აქვს თავისი თანმიმდევრობა ქვედა შრეებში უფრო ძველები არიან, ზედა შრეებში უფრო ახალი, რაც პირდაპირ ებმის ევოლუციურ განვითარებას.
3) არის ეგრეთ წოდებული გარდამავალი სახეობები, მაგალითად ცხოველები, რომლებიც არც მთლიანად თევზები არიან და არც მთლიანად ამფიბიები რაღაც შუალედური ფორმები.
4) გენეტიკა (DNA) პირდაპირ აჩვენებს რომ ყველა ცოცხალი არსება რაღაცნაირად დაკავშირებულია ერთმანეთთან რაც უფრო ახლოსაა ორი სახეობა, მით უფრო მსგავსი გენები აქვთ.
5) როცა ადამიანისა და სხვა ცხოველების გენომს ვადარებთ, პირდაპირ ჩანს საერთო წინაპრები მაგალითად, ადამიანისა და შიმპანზეს გენომი 98-99%-ით ემთხვევა.
6) ემბრიონები (ანუ ჩანასახები) განვითარების დასაწყისში ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, თუნდაც თევზი, ქვეწარმავალი, ფრინველი და ადამიანი რაც საერთო საწყისზე მიუთითებს.
7) ცხოველების სხეულის სტრუქტურებიც ჰგავს ერთმანეთს, მაგალითად ადამიანის ხელი, ცხენის ფეხი და დელფინის წინაკიდურები ზუსტად ისეთივეა, როგორც ადამიანის ხელი. ძვლების წყობა ერთნაირია, განსხვავება მხოლოდ ფორმასა და ფუნქციაშია. მხრის ძვალი (როგორც ჩვენთან) მაჯის ძვლები, ხელის გრძელი ძვლები, თითების ძვლებიც კი აქვს, უბრალოდ გარედან არ ჩანს და ცურვის ფუნქციაზეა მორგებული.
ამას ჰქვია ჰომოლოგიური სტრუქტურები და ცოცხალი მტკიცებულებაა, რომ ყველა ეს არსება საერთო წინაპრიდან მოდის.
8) ჩვენს სხეულშიც არის რაღაც ორგანოები, რომლებიც ადრე აქტიური იყო, ახლა აღარ მუშაობს, მაგალითად კუდის ძვლის ნაშთი .
9) ლაბორატორიაშიც არაერთხელ დაუდასტურებიათ ევოლუცია, მაგალითად ბაქტერიები დროთა განმავლობაში იწყებენ ანტიბიოტიკებზე წინააღმდეგობის გაწევას ანუ იცვლებიან რეალურ დროში.
10) ადამიანებმა თვითონაც შევცვალეთ ცხოველები და მცენარეები ხელოვნური შერჩევით მაგალითად ძაღლის ჯიშები, მოსავალი, ხილი, ბოსტნეული... ესეც ევოლუციაა, უბრალოდ მართვადი.
11) ბუნებაშიც ვხედავთ ცოცხალი არსებების შერჩევას გარემოს მიხედვით, მაგ. როგორ გახდა მუქი ფერის პეპელა დომინანტი ინდუსტრიულ ქალაქებში, სადაც ყველაფერი ჭვარტლით იყო დაფარული.
12) ვირუსებიც ვითარდებიან ევოლუციურად გრიპიც, კორონავირუსიც. სწორედ იმიტომ გვჭირდება ახალი ვაქცინები.
13) ცხოველების გეოგრაფიულად როგორც არიან განაწილებული ეგეც ბევრს ამბობს კუნძულებზე ხშირად უნიკალური სახეობები ჩნდებიან, რადგან იზოლირებულ გარემოში ვითარდებიან.
14) გენეტიკურ მუტაციებს რეალურ მოსახლეობაში სერიოზული გავლენა აქვს, ზოგჯერ სარგებელი მოაქვს, ზოგჯერ ზიანი მაგრამ პროცესი რეალურია და არ გაჩერებულა.
15) მეცნიერებმა არაერთხელ მოახერხეს ევოლუციური პროცესების წინასწარ განჭვრეტა და მერე იმ პროგნოზის დადასტურებაც, რაც ძალიან სერიოზული მტკიცებულებაა. მაგალითად
მათემატიკურად გამოთვალეს, რომ თუ ვიღაც საერთო წინაპარი ჰყავდა ადამიანსაც და შიმპანზესაც, მაშინ სადღაც 48 ქრომოსომიდან ერთ-ერთი უნდა შეერთებულიყი ანუ უნდა გვენახა ისეთი ქრომოსომა, რომელიც გაერთიანებულია ორისგან. მერე ზუსტად ეგეთი ქრომოსომა აღმოაჩინეს ადამიანის გენომში ქრომოსომა ნომერი 2. ანუ ჯერ ლოგიკურად მიუდგნენ მერე აღმოჩინეს.
რიჩარდ ლენსკის ცნობილი ექსპერიმენტი ბაქტერიებზე იცი? მეცნიერებმა თქვეს, რომ თუ შთამომავლობას მუტაციები დაუგროვდა, ადრე თუ გვიან გაჩნდებოდა თვისებები, რაც ახალ გარემოსთან მორგებაში დაეხმარებოდა. და ეგრეც მოხდა ერთმა ჯგუფმა ახალი უნარი შეიძინა დაიწყო ისეთი ნივთიერების ჭამა, რაც ადრე არ შეეძლო. ეს ცვლილება დნმ-ში გაიშიფრა, დადასტურდა, და ხელმეორედაც გამეორდა.
როცა პალეონტოლოგებმა ივარაუდეს, რომ თუ ფრინველები დინოზავრების შთამომავლები არიან, მაშინ აუცილებლად უნდა მოეპოვებინათ ბუმბულიანი დინოზავრები. წლები გავიდა და მართლაც აღმოაჩინეს ჩინეთში ნაპოვნია არაერთი ნამარხი, რომელზეც პირდაპირ ჩანს ბუმბულ.
16) როცა სხვადასხვა გზით ვაგენებთ ცხოველების "ოჯახის ხეებს“ მორფოლოგიით, ქცევით, გენეტიკით ყველა გზა დაახლოებით ერთსა და იმავეს გვაჩვენებს.
17) ადამიანის გენომში არის უამრავი "გათიშული" გენები, რომლებიც მუშაობდა ჩვენს წინაპრებში, მაგრამ ახლა უკვე უბრალოდ ზიან და არაფერს აკეთებენ.
18) ადამიანის დნმ-ში (და არა მარტო ადამიანის) არის მთელი რიგი გამეორებული კოდები, რაც მიუთითებს საერთო გენეტიკურ წარმომავლობაზე სხვა სახეობებთან.
19) ჩვენი დნმ-ის შიგნით მეცნიერებმა იპოვეს ძველი ვირუსების კოდები ანუ მილიონობით წლის წინ ვირუსები შეუერთდნენ ჩვენი წინაპრების დნმ-ს და ეგ კოდები დღემდე გვაქვს შთამომავლობაში. სხვა ცხოველებშიც ეგ კოდები ზუსტად იგივე ადგილას ზის, რაც ნიშნავს, რომ საერთო წინაპარი გვყავდა, რომელსაც ეს ვირუსი შეეყარა..
20) ბუნებაში შემთხვევითი მუტაციები ნელ-ნელა გროვდება და ამას მეცნიერულად ადგენენ როგორც გენეტიკურად, ისე ვიზუალურად და ქცევის დონეზეც.
21) იგივე გენეტიკური "შეცდომები" (მაგ. მუტაციები ან ფსევდოგენები ) გვხვდება ადამიანში და შიმპანზეში ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს შეცდომები უკვე არსებობდა იმ დროს, როცა ორივე ერთ საერთო წინაპარს მივეკუთვნებოდით რადგან შეუძლებელია ერთი და იგივე შემთხვევითი შეცდომა ცალ-ცალკე ორჯერ ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას გაჩნდეს. ეს პირდაპირი გენეტიკური კვალია საერთო წინაპრის.
(ფსევდოგენები არის დნმ-ის სეგმენტები, რომლებიც გენების მსგავსია, მაგრამ მათ დაკარგული აქვთ ცილის კოდირების უნარი ან აღარ ფუნქციონირებენ, რადგან მათში დაგროვდა მუტაციები დროთა განმავლობაში.)
This post has been edited by
ენიგმა
on 5 May 2025, 23:13
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#62053570
· 6 May 2025, 07:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ენიგმა
QUOTE
5) როცა ადამიანისა და სხვა ცხოველების გენომს ვადარებთ, პირდაპირ ჩანს საერთო წინაპრები მაგალითად, ადამიანისა და შიმპანზეს გენომი 98-99%-ით ემთხვევა.
ეს პუნქტი ავიღოთ
როგორც მახსოვს ღორიც სადღაც მაგ პროცენტები გადის ....და ეგეც ჩვენი ბიძაშვილია?
--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ენიგმა
Super Member
ჯგუფი: Registered
ენიგმა
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 514
წევრი No.: 275750
რეგისტრ.: 5-April 25
#62053579
· 6 May 2025, 07:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
არა, ეგრე არ არის. მარტო პროცენტული მსგავსება არ ნიშნავს, რომ ვინმე შენი "ბიძაშვილია". გენეტიკური მსგავსება ბევრ არსებასთან გვაქვს, რადგან ყველას გვაქვს რაღაც საერთო ისტორია ანუ ყველა ორგანიზმი ბოლოს და ბოლოს სიცოცხლის ერთი წინაპრიდან მოდის, ამიტომ ბევრი გენები ზოგადად ყველა ცოცხალს გვემთხვევა.
მაგრამ რამდენად ახლოს ვართ ვინმესთან, ეს არა მარტო გენების “საერთოობის” რაოდენობით, არამედ იმითაც ისაზღვრება, სად გვაქვს ეს დამთხვევები, რა ტიპის გენებია, და როგორ გვიწყვია დნმ, ანუ ე.წ. გენომის სტრუქტურა. ხოდა ზუსტად ამ დეტალებზე იშლება განსხვავება ღორსა და შიმპანზეს შორის.
შიმპანზესთან გვაქვს დაახლოებით 98.8% დამთხვევა და ეს დამთხვევები მოდის ისეთი დნმ-სექციებიდან, რომლებიც ნამდვილად ფუნქციური და მნიშვნელოვანია და ეს მიუთითებს საერთო ახლო წინაპარზე, რომელიც დაახლოებით 6-7 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ანუ ერთი სახეობიდან ორად გაყოფის წერტილი გვაქვს მოძებნილი. ამიტომ კი, ბიოლოგიურად პირდაპირ ნათესავებად ვთვლებით ჰომინიდების ოჯახში ვართ ორივე.
ღორთან კი შეიძლება სტატისტიკურად ზოგ მონაცემში აღმოჩნდეს, რომ 92-94%-მდე გენეტიკური მსგავსება გვაქვს, მაგრამ ეგ სისხლის ნათესაობას არ ნიშნავს, ეგ უფრო მიუთითებს იმაზე, რომ ბევრი ძირითადი ბიოლოგიური ფუნქცია ორივეს გვაქ ვსუნთქავთ, გვაქ თირკმელები, ღვიძლი, ინსულინი... ანუ ძირითადი მექანიზმები გვაქვს მსგავსი და ეს ასახულია გენებში და არა იმიტომ, რომ ღორის ბიძაშვილები ვართ
ბანანთანაც 60%-იანი გენეტიკური დამთხვევაა მაგრამ არავინ ამბობს, რომ ბანანი ჩვენი ბიძაშვილია.
This post has been edited by
ენიგმა
on 6 May 2025, 07:37
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#62053582
· 6 May 2025, 07:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ენიგმა
ოკ გასაგებია
და ბოლო ბოლო ვიცით ვინ არის ჩვენი წინაპარი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ენიგმა
Super Member
ჯგუფი: Registered
ენიგმა
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 514
წევრი No.: 275750
რეგისტრ.: 5-April 25
#62053585
· 6 May 2025, 07:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
QUOTE
და ბოლო ბოლო ვიცით ვინ არის ჩვენი წინაპარი?
არ ვიცით კონკრეტული ინდივიდი ანუ ვიღაც "სახელად არჩილ, გვარად აფრიკელი“, მაგრამ ვიცით სახეობა, საიდანაც ადამიანის ხაზი (ჰომინიდები) წამოვიდა. გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით ნამარხები, დნმ-ის მონაცემები, ანატომიური მტკიცებულებები და ქრონოლოგიურად მიწყობილი სახეობები, რომლებიც ადამიანისკენ მოემართებიან ავსტრალოპითეკიდან ჰომო ჰაბილისამდე, ჰომო ერექტუსიდან ჰომო საპიენსამდე.
ჩვენ ვიცით სად ცხოვრობდნენ, როდის ცხოვრობდნენ, როგორ გამოიყურებოდნენ, რას აკეთებდნენ და როგორ შეიცვალნენ დროთა განმავლობაში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#62070627
· 15 May 2025, 02:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ენიგმა
QUOTE
არ ვიცით კონკრეტული ინდივიდი
ოკ ეგ არ იცით ....კაი მაგალითად ავიღოთ ნებისმიერი ფრინველი ცხოველი ან მწერი .....
აი პეპელა ავიღოთ ....დავიწყოთ ბაქტერიით და გაყევი ბოლომდე რა რისი შემდეგ წარმოიშვა რომ ბოლოს პეპელა მივიღეთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ენიგმა
Super Member
ჯგუფი: Registered
ენიგმა
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 514
წევრი No.: 275750
რეგისტრ.: 5-April 25
#62071764
· 15 May 2025, 19:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
QUOTE
აი პეპელა ავიღოთ ....დავიწყოთ ბაქტერიით და გაყევი ბოლომდე რა რისი შემდეგ წარმოიშვა რომ ბოლოს პეპელა მივიღეთ
მე კი დაგიწერ, მაგრამ შენც ხომ წაკითხული გაქვს ეგ? თუ არა? მგონი კი და უბრალოდ გინდა ჯერ დამაწერინო და მერე თქვა, რას არ ეთანხმები. ჰოდა, მოდი, პირდაპირ თქვი, რას არ ეთანხმები და მაგას გავყვეთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#62071998
· 15 May 2025, 22:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ თემაში დავწერ არსებობს ორი ევოლუცია ცოხველების ევოლუცია და ადამიანის.
ცხოველების ევოლუციას არც ბიბლია უარყოფს და არც მეცნიერება. ასე რომ აქ დიდი საკამათო არაფერი და ის მუხლები რაც ცხოველების ევოლუციაზეა ზოგადად გამოირიცხა.
გადავიდეთ ადამიანის ევოლუციაზე. აქ რაც ჩამოვყევი მგონი 3 მუხლი შემრჩა მხოლოდ რომელიც ადამიანის ევოლუციას ეხება აქედან 2 ადამიანის და შიმპანზის მსგავსებაზეა, რაღაც მარტივი არგუმენტებია უფრო რთულ არგუმენტებს ველოდები.
მაგალითად ადამიანის ტვინზე და მის წარმოშობაზე.
უცებ გამახსენდა ამ თემაზე დიდი მეცნიერი მიჩიო კაკუ კარგ კითხვას სვავს დინოზავრებმა ათეული მილიონებით წელი იცხოვრეს და ტვინი ვერ განივითარეს და ისეთივე უტვინო და პატარა დარჩათო ხოლო ადამიანმა როგორ მოახერხა ეს ასე მცირე დროშიო.)
მეორე თემა რატომ არ მოაღწიეს ცოცხალმა ქვე სახეობებმა ადამიანის ჩვენამდე ცოცხალი სახით. განსხვავებით მაიმუნებია ათასობით ჯიშია ობობების და სხვა სახეობების.
მესამე თემა ადამიანის თავისქალები და აშ.
ეხლა მეზარება გრძელი პოსტების წერა სხვა დროს იყოს შესავლისთვის საკმარისია. ორი კითხვაც დასმულია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#62072152
· 16 May 2025, 00:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ენიგმა
QUOTE
მე კი დაგიწერ,
ნეტა რა უნდა დაგეწერა?
QUOTE
მაგრამ შენც ხომ წაკითხული გაქვს ეგ? თუ არა?
არა არ მაქვს წაკითხული .....
მე ჯერ არ გამიგია ევოლუციის თეორიიდან დაიწყონ ბაქტერიით და ხის მსგავსად მივიდნენ სრულყოფილ მაიმუნამდე ან რომელიმე თევზის სახეობამდე ან მწერამდე....ასე ზოგადად ხსნიან იყო ბაქტერია მერე მარტივი უჯრედი მერე რთული უჯრედი და მანდ ჩერდებიან ...ჩვენ ზოგადად ისიც კი არ ვიცით ვინ იყო შიპანზეს და ჰომოსაპიენსის წინაპარი ან იმის წინაპარი და კიდევ იმის წინაპარი და ბოლოს ბაქტერიამდე .....ყველაფერი ზოგადია იყო ეს იყო ის დნმ გენეტიკა საათი დაკალიბრება და ამას უწოდებთ ფაქტს ....არ არის ეგ ფაქტი .....თქვენი ფაქტი მხოლოდ შეიცავს 10 % თარიღები, დნმ და გენეტიკა.....დანარჩენი არის მეცნიერების ინტერპრეტაციები თეორიების, ჰიპოტეზები, ვარაუდები და ბოლოს ზღაპრები
This post has been edited by
lasha kakauridze
on 16 May 2025, 00:13
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ენიგმა
Super Member
ჯგუფი: Registered
ენიგმა
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 514
წევრი No.: 275750
რეგისტრ.: 5-April 25
#62072234
· 16 May 2025, 01:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
დავიწყოთ ბაქტერიიდან პეპელამდე, როგორც გინდოდა. კი ეს პროცესი დადგა დროის მასშტაბით მილიარდობით წელიწადზე. მაგრამ ეს არ არის “ზღაპარი”, ეს არის გენეტიკურად დადასტურებული სერია გარდაქმნების, რაც დაფიქსირებულია როგორც გენომებში, ისე გაქვავებულ ნამარხებში.
ბაქტერია (პროკარიოტული უჯრედი) გაჩნდა დაახლოებით 3.5 მილიარდი წლის წინ. მილიარდობით წლის შემდეგ გაჩნდა ეუკარიოტები - ესე იგი უჯრედები ბირთვით. ამას მოჰყვა მრავალუჯრედიანობა, შემდეგ სხვადასხვა ქსოვილები, სიმეტრია, მობილურობა, სენსორული ორგანოები და ბოლოს - ნერვული სისტემაც. ეს იყო არა სპონტანური ნახტომები, არამედ მილიარდობით მცირე მუტაცია და შერჩევა
ახლა რაც შეეხება პეპელას - პეპელა არის მწერი, მწერები კი ეკუთვნიან ართროპოდების ფილუმს. ართროპოდები წარმოიშვნენ დაახლოებით 540 მილიონი წლის წინ, კამბრიულ აფეთქების პერიოდში. გენეტიკური და მორფოლოგიური მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ მწერები გამოყვნენ არხიდების მსგავსი წინაპრებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ წყალში. და კი ის მშვენიერი ფრთები, რაც პეპელას აქვს, განვითარდა თანდათანობით, მუტაციებით და შერჩევით, რათა მფრინავობა გახდა ეკოლოგიურად სასარგებლო.
კიდე რა თქვი? აა ხო არ ვიცით შიმპანზეს და ჰომოსაპიენსის წინაპარი ვინ იყოო. ნწ ნწ ვიცით, და თან საკმაოდ დეტალურადაც. არსებობს ათობით ჰომინინის სახეობა, რომლებიც ცხოვრობდნენ ბოლო 7 მილიონი წლის მანძილზე. მაგალითად საჰელანტროპუსი, არდიპითეკუსი, ავსტრალოპითეკუსი, ჰომო ჰაბილისი, ჰომო ერექტუსი - და ეს ყველანი იდენტიფიცირებულნი არიან როგორც ნამარხებით, ისე გენეტიკური კვლევებით.
ევოლუცია როგორც მოვლენა არის ფაქტი. ანუ ის, რომ ცოცხალი არსებების სახეობები იცვლებიან დროში - დადასტურებულია პირდაპირი დაკვირვებით ლაბორატორიაში, ბუნებაში და გენომებში. ხოლო ევოლუციის მექანიზმები (როგორ ხდებოდნენ ეს ცვლილებები) - უკვე მეცნიერული თეორიაა. მაგრამ თეორია მეცნიერებაში ნიშნავს არა “ზღაპარს”, არამედ მტკიცედ დადასტურებულ ახსნას, რომელიც ემყარება მონაცემებს, განმარტავს მოვლენებს და პროგნოზებსაც კი იძლევა.
თუ ეს ყველაფერი “ზღაპარია”, აბა როგორ ხსნი, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები დღესაც კი იბადებიან ახალი მუტაციებით? - ეს პირდაპირი მაგალითია ევოლუციის რეალურობის.
თუ შენ მოითხოვ აბსოლუტურად ყველა გარდამავალი სახეობის სახელს, გენეტიკურ პროფილს და ნახატს, გეცოდინება, რომ ეს არის იგივე, რაც ისტორიკოსს მოსთხოვო ყოველი მეომრის სახელის ცოდნა იმპერიის არსებობის დასამტკიცებლად. მტკიცებულება არსებობს, მაგრამ სრულად დეტალიზებული სია ყოველთვის არ იქნება შენ ხელში. მეცნიერება არ მუშაობს იმ პრინციპით, რომ ყველაფერი ან 100% ვიცით, ან არაფერი. იცის რაც იცის - და რაც იცის, საკმარისია იმისთვის, რომ ევოლუცია ფაქტად ჩაითვალოს.
daviti35
QUOTE
ამ თემაში დავწერ არსებობს ორი ევოლუცია ცოხველების ევოლუცია და ადამიანის.
ცხოველების ევოლუციას არც ბიბლია უარყოფს და არც მეცნიერება. ასე რომ აქ დიდი საკამათო არაფერი და ის მუხლები რაც ცხოველების ევოლუციაზეა ზოგადად გამოირიცხა.
აი ზუსტად აქ არის პირველი სერიოზული პრობლემა. შენ ცხოველებისა და ადამიანის ევოლუციას თითქოს ორი დამოუკიდებელი პროცესი გგონია - რაც არც სამეცნიერო, არც ბიბლიური თვალსაზრისით არაა სწორი. ევოლუცია ერთიანი პროცესია, რომელიც ყველა სახეობას მოიცავს - ადამიანის ჩათვლით. ადამიანი ცხოველია ბიოლოგიურად და მაგ პროცესიდან გამონაკლისი ვერ იქნება, თუკი ევოლუცია მართალია. თუ ცხოველების ევოლუცია აღიარებულია, ავტომატურად ნიშნავს, რომ ადამიანიც განიცდიდა ევოლუციას. ვერ იტყვი ეგრე “აქამდე ევოლუცია იყო, აქედან აღარ არის”. ეგ რომ შეიძლებოდეს, ეგ იგივე იქნებოდა, გეთქვა “მზის სხივები არსებობს მუხამდე, მაგრამ მუხის იქით აღარ აღწევს”
(შენგან არ მიკვირს უკვე)
QUOTE
უცებ გამახსენდა ამ თემაზე დიდი მეცნიერი მიჩიო კაკუ კარგ კითხვას სვავს დინოზავრებმა ათეული მილიონებით წელი იცხოვრეს და ტვინი ვერ განივითარეს და ისეთივე უტვინო და პატარა დარჩათო ხოლო ადამიანმა როგორ მოახერხა ეს ასე მცირე დროშიო.)
კი, კაკუ სვამს ამ კითხვას, მაგრამ როგორც საინტერესო დაკვირვებას, არა როგორც ევოლუციის საწინააღმდეგო არგუმენტს. შენ რომ ამ სიტყვას იყენებ, ისე ჟღერს თითქოს ეგე სერიოზული მინუსია ევოლუციისთვისო.
მაგრამ პასუხი მარტივია - ევოლუციას არ აქვს მიზანი. ის არ მუშაობს “ტვინის ზრდისკენ” ან “გონიერებისკენ”. უბრალოდ გარემო და გადარჩენის საჭიროებები იძლევა ამას, რის შედეგადაც ზოგიერთ სახეობაში მენტალური კომპლექსურობა უფრო ეფექტიანი ხდება.
დინოზავრებს შეიძლება დიდი ტვინი არც სჭირდებოდათ გადარჩენისთვის - ზომა და ძალა საკმარისი იყო. ჩვენიან ჰომინიდებს კი სუსტი სხეული ჰქონდათ და ტვინის მომატება იყო გადარჩენის გზა. ასე რომ, გონიერების ევოლუცია იყო პასუხი კონკრეტულ ეკოლოგიურ მოთხოვნაზე და არა ბუნების მიზანმიმართული პროექტი.
QUOTE
მეორე თემა რატომ არ მოაღწიეს ცოცხალმა ქვე სახეობებმა ადამიანის ჩვენამდე ცოცხალი სახით. განსხვავებით მაიმუნებია ათასობით ჯიშია ობობების და სხვა სახეობების.
სამი მიზეზი 1) ბევრმა მათგანმა მართლაც მოაღწია, ანუ ჩვენ ვხედავთ ცოცხალ ფორმებს, რომლებიც ახლოს არიან წინაპრებთან - მაგალითად, შიმპანზეები, ბონობოები, გიბონები და ა.შ. 2) ევოლუცია მუშაობს არა ხაზოვნად (“მაიმუნი გახდა ადამიანი”), არამედ ტოტებად - წინაპარი შეიძლება გაყოფილიყო ორ ან მეტ სხვადასხვა ხაზად. ერთი განვითარდა ჰომოსაპიენსამდე, მეორე დარჩა სხვა სახეობად. და 3) როგორც ყველა სახეობა, შუალედური ფორმებიც გადაშენდნენ დროთა განმავლობაში. გადაშენება ევოლუციის ბუნებრივი ნაწილია.
QUOTE
მესამე თემა ადამიანის თავისქალები და აშ.
ამას მეტი კონკრეტიკა უნდა, თორემ “თავისქალა” ზოგადად არაფერს ამბობს. მაგრამ თუ იგულისხმე ის, რომ განსხვავებული თავისქალა არ ნიშნავს გადახტომას სხვა სახეობაში, ეგეც არასწორია. ჰომინინების თავის ქალები ავსტრალოპითეკუსიდან ჰომო ერექტუსამდე და ჰომო ჰაბილისამდე პირდაპირი მტკიცებულებებია თანმიმდევრული ევოლუციური ცვლილებების. მაგალითად, ტვინის მოცულობის ზრდა, ყბების შეკვეცა, შუბლის ფორმის შეცვლა - ეს ყველაფერი თანმიმდევრულად იცვლება მილიონობით წლის მანძილზე და შენს თვალწინ დევს როგორც ქრონოლოგიური სერია.
შენ გგონია, რომ ევოლუცია რაღაც “ზედმეტად თეორიულია”, მაგრამ რეალობაში ევოლუცია სულაც არაა სუსტი თეორია, არამედ თანამედროვე ბიოლოგიის ყველაზე მტკიცე საყრდენი. შენ თუ გინდა კამათი - ეგ პრობლემა არაა, მაგრამ მოდი ისე არ ვილაპარაკოთ, თითქოს ყველაფერს ინტუიციით “ვგრძნობთ” და ეგ არის ჭეშმარიტება.
თუ სურვილი გაქვს, დეტალურად განვიხილოთ ადამიანის ტვინის ევოლუცია ან გენეტიკური მსგავსებები შიმპანზესთან
This post has been edited by
ენიგმა
on 16 May 2025, 01:38
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16535
წევრი No.: 10503
რეგისტრ.: 30-May 05
#62072310
· 16 May 2025, 02:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სულ მარტივად, ევოლუცია, რაშიც ვგულისხმობ ერთი უჯრედიდან მთელი ცოცხალი სამყაროს წარმომავლიბას, არის ისეთივე ფაქტი, როგორც მამა შვილობა, რომელსაც დაადასტურებ დნმ-ით.
ანალოგიურად, ისიც ფაქტია რომ დედამიწა 4.5 მილიარდი წელია არსებობს.
ევოლუცია არის ასევე თეორია, კერძოდ ბუნებრივი გადარჩევის, რომელიც ხსნის მექანიზმს, თუ როგორ მოქმედებს ევოლუცია დროში. თეორია არასდროს შეიძლება იყოს ფაქტი, რადგან ის არის ფაქტების დამაკავშირებელი, და მისი ძალა იმაშია თუ რამდენად კარგად ახსნის დღეს არსებულ ფაქტებს. ამიტომ თეორია ყოველთვის სპეკულაციურია და არასდროსაა სრული. ეგ ეხება როგორც ევოლუციის თეორიას, ისევე ნიუტონის მექანიკას, ფარდობითობით თეორიას და სხვას. დარვინის თეორია არის ძალიან ძლიერი თეორია დღესაც, თუმცა არა სრულყოფილი.
ბიოლოგია წინ წავიდა დარვინის შემდეგ - დარვინმა გენების არსებობა არ იცოდა, არ იცოდა მათი მუტაციის შესახებ, დნმ-ის არსებობა არ იცოდა. არც სამყაროს ასაკი იცოდა. და ამის მიუხედავად დადო მაინც ეს თეორია. იმ მომენტში როცა ორიჯინი გამოაქვეყნა, ევოლუცია არ იყო სამეცნიერო ფაქტი, არამედ იყო ბუნებაზე დაკვირვებებზე აღმოცენებული თეორიის დასკვნა.
ანუ დარვინმა თეორიულად დაასკვნა რომ სიცოცხლე ერთი ორგანიზმიდან უნდა წარმოშობილიყო. როგორც ჯერ კიდევ ანტიკურმა ასტრონომებმა დაასკვნეს რომ დედამიწა მრგვალია, ვიდრე ფაქტიურად დადასტურდებოდა. გამოჩნდა მეორე მღვდელი - მენდელი, რომელმაც გენეტიკის პრინციპები აღმოაჩინა, და აღმოჩნდა რომ
თურმე სამყაროს ქონია ხარჯთაღრიცხვის წიგნაკი დასაბამის დროებიდან მოყოლებული, რაც ყველა ჩვენგანის ყველა უჯრედში დევს. შედეგად, მეცნიერებამ შეძლო თეორიის დასკვნის - ერთი უჯრედიდან მოდის სიცოცხლე - ფაქტად დადასტურება.
ამიტომაა დარვინი ყველაზე გენიალური ადამიანი ისტორიაში. მან სამყაროს ყველაზე დიდი საიდუმლო ამოხსნა მხოლოდ მცირე ფაქტებზე დაკვირვებით - და მისი ამოხსნა ფაქტობროვად დადასტურდა შემდეგ საუკუნეში. თან ისე რომ მან არ იცოდა რა იყო დნმ, გენეტიკა და მისი მექანიზმები, სამყაროს ასაკი - პრაქტილუალდ მხოლოდ ჩიტების ნისკარტებზე დაკვირვებით ამოხსნა ეგ.
This post has been edited by
kaiser Soze
on 16 May 2025, 02:21
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#62072339
· 16 May 2025, 03:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ენიგმა
QUOTE
დავიწყოთ ბაქტერიიდან პეპელამდე, როგორც გინდოდა. კი ეს პროცესი დადგა დროის მასშტაბით მილიარდობით წელიწადზე. მაგრამ ეს არ არის “ზღაპარი”, ეს არის გენეტიკურად დადასტურებული სერია გარდაქმნების, რაც დაფიქსირებულია როგორც გენომებში, ისე გაქვავებულ ნამარხებში.
გენომები რომ მსგავსია ეს არ ნიშნავს ფაქტს ...ეს უფრო მიუთითებს ვიღაცამ ერთი მასალისგან შექმნას ... ასევე როცა ნახულობენ მილიონობით ნამარხებს არ ჩანს ვინ როგორ განვითარდა ....გენომებით მანიპულირებით ფაქტად ვერ აღიარებ
QUOTE
ბაქტერია (პროკარიოტული უჯრედი) გაჩნდა დაახლოებით 3.5 მილიარდი წლის წინ. მილიარდობით წლის შემდეგ გაჩნდა ეუკარიოტები - ესე იგი უჯრედები ბირთვით. ამას მოჰყვა მრავალუჯრედიანობა, შემდეგ სხვადასხვა ქსოვილები, სიმეტრია, მობილურობა, სენსორული ორგანოები და ბოლოს - ნერვული სისტემაც. ეს იყო არა სპონტანური ნახტომები, არამედ მილიარდობით მცირე მუტაცია და შერჩევა
ენდოსიმბიოზის თეორია ბირთვიანი უჯრედი რომ გაჩდა დადასტურებული თუ არის ლაბორატორიულად?
QUOTE
ახლა რაც შეეხება პეპელას - პეპელა არის მწერი, მწერები კი ეკუთვნიან ართროპოდების ფილუმს. ართროპოდები წარმოიშვნენ დაახლოებით 540 მილიონი წლის წინ, კამბრიულ აფეთქების პერიოდში. გენეტიკური და მორფოლოგიური მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ მწერები გამოყვნენ არხიდების მსგავსი წინაპრებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ წყალში. და კი ის მშვენიერი ფრთები, რაც პეპელას აქვს, განვითარდა თანდათანობით, მუტაციებით და შერჩევით, რათა მფრინავობა გახდა ეკოლოგიურად სასარგებლო.
პეპელა შეგნებულად მოვიყვანე ...ეს თქვენი სიტყვების რახარუხი არ მაინტერესებს ....ფრთები განვითარდა ნელ ნელა არის შენი და მეცნიერების ზღაპრები ....ფრთა ან გაქვს ან არ გაქვს ...ნელ ნელა განვითარებულ ფრთები ალბათ იგულისხმება რომ ერთ დროს პეპელას ნახევრად ფუნქციური ფრთა ქონდა ....წესით რომ უნდა გადარჩე ფრთები უნდა მოიშორო და არა განავითარო.....როგორც ეს გააკეთა ადამიანმა კუდი მოიშორა. ეტყობა მაგასაც ნახევრად ფუნქციური კუდი ქონდა და კი არ განავითარა არამედ მოიშორა
როგორც ზემოთ ავღნიშნე პეპელა შეგნებულად მოვიყვანე ....ის გადის სასწაულებრივ მეტამორფოზას ...ჯერ მატლია რომელიც იკვებება ფოთლებით, შემდეგ იკეტება თავის ნაჭუჭში რომელიც ორგანულ და უჯრედული დაშლას განიცდის, აფსოლიტურად სხვა ორგანოები წარმოიქმნება და ბოლოს ულამაზესი პეპელა გამოფრინდება რომელიც ფოთლებით კი არ იკვებება არამედ ყვავილებით შემდეგ დებს კვერცხს და კვდება .....რაში დაჭირდა ევოლუციას ამხელა მეტამორფოზა? ...გარდა ამისა იმ ნაჭიუჭში მატლი რომ ჩაიკეტება იმხელა პროცესი მიდის თუ იქ პატარა შეცდომა დაფიქსირდა განწირულია იქვე პეპელა ვეღარ გამოფრინდება და ვეღარც გამრავლება იქნებოდა ...ანუ იმის თქმა მინდა ეს დროში გაწელილი პროცესი არ ჩანს როგორც ევოლუცია გვთავაზობს არამედ მყისიერად უშეცდომოდ უნდა წარიმართოს მატლის და პეპელას შექმნის პროცესი
QUOTE
კიდე რა თქვი? აა ხო არ ვიცით შიმპანზეს და ჰომოსაპიენსის წინაპარი ვინ იყოო. ნწ ნწ ვიცით, და თან საკმაოდ დეტალურადაც. არსებობს ათობით ჰომინინის სახეობა, რომლებიც ცხოვრობდნენ ბოლო 7 მილიონი წლის მანძილზე. მაგალითად საჰელანტროპუსი, არდიპითეკუსი, ავსტრალოპითეკუსი, ჰომო ჰაბილისი, ჰომო ერექტუსი - და ეს ყველანი იდენტიფიცირებულნი არიან როგორც ნამარხებით, ისე გენეტიკური კვლევებით.
მეცნიერები დღესაც დაობენ საჰელანტროპუსი და სხვები მიაკუთვნეს თუ არა ...ეს უფრო ვარაუდებს გავს და არა ფაქტს ....ახლო ბიძაშვილზე ნეადერტალელზე ვერ ჩამოყალიბებულან ბოლომდე და სხვა რაზე უნდა გაერკვნენ
QUOTE
ევოლუცია როგორც მოვლენა არის ფაქტი.
ვერ დავარქმევ ფაქტს ...მე ამას უფრო ვუწოდებ თეორიას რომელიც გაჯერებულია მანიპულაციებით და რაღაცეების არ ცოდნით
QUOTE
თუ ეს ყველაფერი “ზღაპარია”, აბა როგორ ხსნი, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები დღესაც კი იბადებიან ახალი მუტაციებით? - ეს პირდაპირი მაგალითია ევოლუციის რეალურობის.
კი ბატონო თუმცა ბაქტერია მაინც ბაქტერიად რჩება ....
QUOTE
თუ შენ მოითხოვ აბსოლუტურად ყველა გარდამავალი სახეობის სახელს, გენეტიკურ პროფილს და ნახატს, გეცოდინება, რომ ეს არის იგივე, რაც ისტორიკოსს მოსთხოვო ყოველი მეომრის სახელის ცოდნა იმპერიის არსებობის დასამტკიცებლად. მტკიცებულება არსებობს, მაგრამ სრულად დეტალიზებული სია ყოველთვის არ იქნება შენ ხელში. მეცნიერება არ მუშაობს იმ პრინციპით, რომ ყველაფერი ან 100% ვიცით, ან არაფერი. იცის რაც იცის - და რაც იცის, საკმარისია იმისთვის, რომ ევოლუცია ფაქტად ჩაითვალოს.
მე არ ვითხოვ ყველა სახეობის ჩამონათვალს ....როცა მილონობით სახეობა არსებობს და გვაქვს რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი გარდამავალი სახეობა ისიც სადაო ეს ფაქტად არ ჩაითვლება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ენიგმა
Super Member
ჯგუფი: Registered
ენიგმა
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 514
წევრი No.: 275750
რეგისტრ.: 5-April 25
#62072343
· 16 May 2025, 04:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
QUOTE
გენომები რომ მსგავსია ეს არ ნიშნავს ფაქტს ...ეს უფრო მიუთითებს ვიღაცამ ერთი მასალისგან შექმნას ... ასევე როცა ნახულობენ მილიონობით ნამარხებს არ ჩანს ვინ როგორ განვითარდა ....გენომებით მანიპულირებით ფაქტად ვერ აღიარებ
გენომების მსგავსება უბრალოდ მსგავსება კი არ არის, არამედ სისტემატური და თანმიმდევრული კვალი საერთო წინაპრისა. რაც უფრო ახლოსაა სახეობები, მით უფრო მაღალია მსგავსება გენომში რაც შორს - მით ნაკლები. ეს მსგავსება ზუსტად იმ პროგნოზს ემთხვევა, რასაც საერთო ევოლუციური ხე იძლევა. თუ ეს უბრალოდ "ერთი მასალისგან შექმნა“ იყო, მაშინ ასეთ წრფივად კოერენტულ გენეტიკურ კლადისტიკას ვერ მივიღებდით. შენს ალტერნატიულ ახსნა კი ვერ გადამოწმდება და არაფერს ხსნის
QUOTE
ასევე როცა ნახულობენ მილიონობით ნამარხებს არ ჩანს ვინ როგორ განვითარდა ....გენომებით მანიპულირებით ფაქტად ვერ აღიარებ
ეს ტყუილია. არის უამრავი მტკიცებულება არამარტო გენომური, არამედ მორფოლოგიური, გეოლოგიური, სტრატიგრაფიული და ბიოგეოგრაფიული. მაგალითად, ტეტრაპოდების ევოლუცია თევზებიდან პირდაპირ ჩანს ნამარხებით (ტიკტაალიკი, აკანტოსტეგა, იკთიოსტეგა და სხვ.), ასევე არსებობს მრავალი გარდამავალი ფორმა ფრინველებსა და რეპტილიებს შორის (მაგ. არქეოპტერიქსი). ეს მხოლოდ ზედაპირული ფრაზებია.
QUOTE
ენდოსიმბიოზის თეორია ბირთვიანი უჯრედი რომ გაჩდა დადასტურებული თუ არის ლაბორატორიულად?
ენდოსიმბიოზის თეორია არა მარტო ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, არამედ გენეტიკურად და სტრუქტურულადაც - რადგან მიტოქონდრიასა და ქლოროპლასტს აქვთ საკუთარი დნმ, რომელიც მსგავსი არის ბაქტერიული დნმ-ის, რიბოსომები კი პროკარიოტულს ჰგავს, დამოუკიდებლად მრავლდებიან უჯრედში. ლაბორატორიული რეპლიკაცია ასეთი მასშტაბის ევოლუციის მოსალოდნელი არც არის, რადგან მილიარდობით წელია საჭირო. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არ მოხდა? იგივე ლოგიკით ვერ "დაადასტურებ“ დედამიწის ბრუნვას, თუ ლაბორატორიაში პლანეტას არ დაატრიალებ
QUOTE
ფრთა ან გაქვს ან არ გაქვს ...ნელ ნელა განვითარებულ ფრთები ალბათ იგულისხმება რომ ერთ დროს პეპელას ნახევრად ფუნქციური ფრთა ქონდა ....წესით რომ უნდა გადარჩე ფრთები უნდა მოიშორო და არა განავითარო
"ნახევრად ფუნქციური" არ ნიშნავს "უსარგებლოს". ევოლუციაში ფუნქციურობა მოდულურია - ფრთის წინამორბედმა შეიძლება უკეთესი სრიალი, ან თერმორეგულაცია უზრუნველყო და სწორედ ამ გზით განვითარდა. დღესაც ვხედავთ სხვადასხვა დონის "ფრთის მსგავს“ სტრუქტურებს, მაგალითად, ფრინველის წინაპრებში ან გლაიდერ ბაყაყებში. კუდიც არ "მოიშორა“ არავინ ესეც თანდათანობითი რეგრესი იყო, რომელიც ნაკლებად სელექციურად საჭირო სტრუქტურას შეეხო.
QUOTE
როგორც ზემოთ ავღნიშნე პეპელა შეგნებულად მოვიყვანე ....ის გადის სასწაულებრივ მეტამორფოზას ...ჯერ მატლია რომელიც იკვებება ფოთლებით, შემდეგ იკეტება თავის ნაჭუჭში რომელიც ორგანულ და უჯრედული დაშლას განიცდის, აფსოლიტურად სხვა ორგანოები წარმოიქმნება და ბოლოს ულამაზესი პეპელა გამოფრინდება რომელიც ფოთლებით კი არ იკვებება არამედ ყვავილებით შემდეგ დებს კვერცხს და კვდება .....რაში დაჭირდა ევოლუციას ამხელა მეტამორფოზა? ...გარდა ამისა იმ ნაჭიუჭში მატლი რომ ჩაიკეტება იმხელა პროცესი მიდის თუ იქ პატარა შეცდომა დაფიქსირდა განწირულია იქვე პეპელა ვეღარ გამოფრინდება და ვეღარც გამრავლება იქნებოდა ...ანუ იმის თქმა მინდა ეს დროში გაწელილი პროცესი არ ჩანს როგორც ევოლუცია გვთავაზობს არამედ მყისიერად უშეცდომოდ უნდა წარიმართოს მატლის და პეპელას შექმნის პროცესი
ზუსტად ეგ არის ევოლუციის ძალა - ისეთი მექანიზმები ცოცხლდებიან, რომლებიც მუშაობენ. რაც არ მუშაობდა, ის ვერ გადარჩა. თანაც მეტამორფოზა არ გაჩნდა ერთ დღეში - არსებობს შუალედური მეტამორფოზული ეტაპების მქონე ორგანიზმებიც, მაგ. ამფიბიებში. და კიდევ ბუნება არ ითხოვს რომ ყოველი მეტამორფოზა იყოს 100%-ით იდეალური, უბრალოდ საკმარისია ზოგიერთი გადარჩეს და გამრავლდეს - ეგ არის შერჩევის ალგორითმი.
QUOTE
მეცნიერები დღესაც დაობენ საჰელანტროპუსი და სხვები მიაკუთვნეს თუ არა ...ეს უფრო ვარაუდებს გავს და არა ფაქტს ....ახლო ბიძაშვილზე ნეადერტალელზე ვერ ჩამოყალიბებულან ბოლომდე და სხვა რაზე უნდა გაერკვნენ
საჰელანტროპუსს აქვს კონკრეტული ანატომიური მახასიათებლები (მაგ. ბიპედალურობის ნიშანი ქალაში და სვამის ხვრელში), რაც გვაჩვენებს რომ ადამიანისა და შიმპანზეს საერთო წინაპარს უკავშირდება. ნეანდერტალელზე კი ძალიან ბევრი რამ ვიცით - მთელი გენომი გაშიფრულია და დღეს ადამიანს გენომის დაახლოებით 2% ნეანდერტალელისგან მოჰყვება. თუ ეს ფაქტი არ არის, მაშინ არაფერი არ არის ფაქტი.
QUOTE
კი ბატონო თუმცა ბაქტერია მაინც ბაქტერიად რჩება ...
და ზღარბიც ზღარბად რჩება, როცა შვილი უჩნდება - ეგ არაფერს ამტკიცებს. მიკროევოლუცია და მაკროევოლუცია არ არის განცალკევებული მოვლენები. მრავალმა მცირე ცვლილებამ შეიძლება წარმოქმნას ახალი სახეობა. ბაქტერია რომ ბაქტერიად რჩება, ეს იმას ნიშნავს რომ მისი შთამომავლები ისევ ბაქტერიის კატეგორიაში დარჩნენ - და ეს არ ეწინააღმდეგება ევოლუციას, პირიქით, ზუსტად ეგ არის ევოლუცია.
QUOTE
როცა მილონობით სახეობა არსებობს და გვაქვს რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი გარდამავალი სახეობა ისიც სადაო ეს ფაქტად არ ჩაითვლება
პირველ რიგში - "რამდენიმე“ არა, არამედ ათასობით გარდამავალი ფორმაა აღმოჩენილი. მეორე - გარდამავალი ფორმა ტერმინია, რომელიც ნიშნავს ორ ჯგუფს შორის მორფოლოგიურად შუალედურ სტრუქტურას. მაგალითად, თევზიდან ამფიბიამდე გარდამავალია ტიკტაალიკი, მაგრამ ის თავისთავად ცალკე სახეობაა და სრულად ფუნქციური ორგანიზმია. მეცნიერება ამაზე უეჭველად ამბობს რომ რაც ვიცით საკმარისია რომ ევოლუცია რეალური იყოს.
This post has been edited by
ენიგმა
on 16 May 2025, 04:08
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#62072406
· 16 May 2025, 08:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
QUOTE
გენომები რომ მსგავსია ეს არ ნიშნავს ფაქტს ...ეს უფრო მიუთითებს ვიღაცამ ერთი მასალისგან შექმნას
მოლეკულური საათები რაზე მიუთითებს ერთი ეგეც დაწერე რა. მართლა Shutter Island-ის სცენარივით ცხოვრობ მოკლედ
--------------------
Honor me, Chaldean priests
Bow to me in adoration
Evangelize prophets of the boundless joy
Sanctify the sin of indulgence
"Inside every cynical person is a disappointed idealist" George Carlin
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ენიგმა
Super Member
ჯგუფი: Registered
ენიგმა
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 514
წევრი No.: 275750
რეგისტრ.: 5-April 25
#62072420
· 16 May 2025, 09:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Saturnus
დავითა ვაფშე ანტიკვარია
QUOTE
ამ თემაში დავწერ არსებობს ორი ევოლუცია ცოხველების ევოლუცია და ადამიანის.
ცხოველების ევოლუციას არც ბიბლია უარყოფს და არც მეცნიერება. ასე რომ აქ დიდი საკამათო არაფერი და ის მუხლები რაც ცხოველების ევოლუციაზეა ზოგადად გამოირიცხა
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
მეცნიერება და განათლება
|
იქით
»
Pages:
(3)
[1]
2
3
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0510 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.