There you go
დანარჩენ ამბებს რაც შეეხება რაც წინა პოსტში ჯეპეტოს დააწერინე:
1. მოლეკულურ საათებზე წრიული ლოგიკა მაშინ გამოვა ეგ ყველაფერი თუ იმ მეთოდებს არასწორად გამოაჩენ რომლებსაც ვიყენებთ. როცა მოლეკულურ საათებს ვაკალიბრებთ, ვიყენებთ ნამარხების დიდი რაოდენობიდან რაღაც ნაწილს, როგორც გარე დროის წერტილებს. მერე ეგ საათები ახერხებენ გამოიცნონ საერთო წინაპრის ასაკი, ზოგი ისეთისაც რომლის ნამარხიც არ გვაქვს. ეგ გამოცნობა ხშირად არ ეთანხმება ნამარხების ასაკებს და ზუსტად მაგ აცდენას ვიყენებთ რომ ორივე უფრო ზუსტად გავიგოთ. წრიული ლოგიკა არ არის ეგ, ეგ არის როგორც მაგალითად ჯიპიესი იყენებს სატელიტის სიგნალებს რომ ზუსტი ლოკაცია იპოვოს, სამკუთხედში მოქცევით. ზემოდან, საათები პირდაპირ ნამარხებს არ ათარიღებენ. ეგ ნამარხები ცალკე თარიღდებიან გეოლოგიურად და იზოტოპებით და ფაქტია მაგათი ასაკები მაგ საათებისგან დამოუკიდებლად. წრიული ლოგიკა იქნებოდა წარმოდგენა რომ არ გვქონდეს ნამარხი რა ასაკის არის და მარტო მოლეკულური საათის გამო მიგვეწერა ზედ რაღაც ასაკი, ან პირიქით, მოლეკური საათი რომ არ აჩვენებდეს დაახლოებით დროს და რახან ნამარხი ვნახეთ მაგიტო მოვიტყუოთ რომ მოლეკულური საათიც ზუსტად ეგრეა. რავი ამაზე უკეთესად აღარ ვიცი როგორ ავხსნა ეს.
2. მუტაციის სიჩქარე განსხვავდება ზოგ სახეობაში ერთმანეთისგან. ვიცით ეგ გადასარევად და ფეხზე არავის კიდია. გარკვეულია კონკრეტულად რა იწვევს მაგ სიჩქარის ცვლილებას და მაგათი გათვალისწინებით გვაქვს გაზომილი და ნანახი ევოლუციური სურათი რომელიც უხეშად ემთხვევა ნამარხებს. კიდე უკეთესად თუ გინდა ამის ახსნა დაწერე და კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვან
3. ნუ მოლეკულური საათებით არ ვათარიღებთ ნამარხებს და ეგ უბრალოდ სუფთა ტყუილია. შესაბამისად არანაირი წრრიული ლოგიკა არ არის.
4. ძველ მოდელებს არ ვარგებთ ახალ ინფორმაციას. ვიყენებთ მაგ ძველ მოდელებს, მაგრამ ახალი ინფორმაცია მუდმივად იტესტება და ირკვევა სწორია თუ არა! ეგ რომ ეგრე არ იყოს მოლეკულური საათებით ახალ ნამარხების ლოკაციებს ვერ მივაგნებდით, უბრალოდ ვიღაცის ფანტაზია იქნებოდა და რაღაცა ზღაპრული ჰიპოთეზა.
5. გარე, ობიექტური სტანდარტი მოითხოვა რომელიც წინასწარ არ ითვალისწინებს ევოლუციის იდეებს/ნამარხებს და აგერ
- პირდაპირი მუტაციების სიხშირე ადამიანებში. მშობლების და შვილების გენომებით გვაქვს ნანახი და არის ~1x10⁻⁸ მუტაცია ყოველ ნუკლეოტიდის წყვილში ყოველ თაობაში. არც ნამარხი უნდა მაგას და არც ევოლუცია აინტერესებდა მანდ ვინმეს.
- ვირუსების ევოლუცია. ათწლეულები შეგვიძლია პირდაპირ ვუყუროთ ეგ მუტაციები როგორ ხდება და რა დროში. არანაირი ნამარხი საჭირო არ არის.
- ნეანდერტალელის და დენისოვანის გენომები. ამათი ნამარხები ნახშირბადით თარიღდებიან იმდენად ახლოს იყვნენ ისტორიულად ჩვენთან. ამიტო მოლეკულური საათების დაკალიბრება ფიზიკურად არ ჭირდებათ. იზოტოპებიც და ეგ საათებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აჩვენებენ ერთ ასაკს.
6. კამბრიული აფეთქება იყო ნამდვილად სწრაფი მოვლენა, მაგრამ ეგ სწრაფი სინამდვილეში ათობით მილიონი წელი იყო. და რაც მთავარია რეალურად უკეთესი განამარხების პირობები იყო მაგ დროს, მაგიტომ ბლომად ნამარხი გვაქვს.
7. ადამიანის და შიმპანზეს გაყოფის ასაკი რო იცვლება ვიცით ეგ და არაფერია მაგაში განსაკუთრებული. მეთოდები უკეთესი ხდება და ზემოდან ახალ მტკიცებულებებს ვპოულობთ. სისუსტე არ არის ეგ, ძალაა - ყველაფერს უფრო უკეთესი სიზუსტით ვიგებთ ნელნელა.
8. 14C-ს რაც შეეხება, ეგ არის დიდი ხნის გაბათილებული კრეაციონისტების "არგუმენტი". ეგ 14C აჩვენებს დაბინძურებას და ჰელიუმის გაპარვის იდეა არასწორ ფიზიკაზეა აგებული. ეგრე არ მუშაობს რადიომეტრული გეოქრონოლოგია.
აი ესე მუშაობს ცოდნა და არა რწმენა

რამე კითხვა თუ გაქ გამოუშვი, ან ამათი რომელიმეს გაშლა თუ გინდა.