QUOTE (kaiser Soze @ 10 Jun 2024, 12:25 ) |
daviti35
მანამდე ასე არც მართმადიდებლები იყვნენ, რადგან სქიზმა არ იყო ჯერ. მანამდე იყო ერთი ქრისტიანობა და გინდ კათოლიკე უძახე და გინდ მართმადიდებელი, არა აქვს მნიშვნელობა. წმინდა კათოლიკე ეკლესია ჩვენს აგიოგრაფიებშიც არის ნახსენები.
ზოგადად კომუნისტები რომ ისტორიის ფაბრიკაციას აკეთებდნენ, ეგ ჯერ კიდევ 75 წლის წინ იყო ცხადი, როცა ორველი 1984ს წერდა.
კომუნისტები როგორ ასწავლიდნენ ჯორდანოზე ვერ ვიტყვი, მე პირადად 90-იანებში არ მასწავლიდნენ რომ მრგვალია თქვა და იმის გამო დაწვესო. თუმცა ურბანული ლეგენდა იყო რომ თქვა დედამიწა რომ ბრუნავს მაგიტომ დაწვესო.
არაა ადამიანი მაიმუნისებრთა ოჯახიდან. ძალიან განსხვავდება. ეგ კიდევ ერთი მითია, რომელიც შეიძლება კომუნისტებმა შემოიღეს. ადამიანი არის პრიმატი. და სულ რამოდენიმე პრიმატების ჯიში არსებობს: ადამიანი, შიმპანზე და ბონობო (ოდნავი განსხვავებაა ამათ შორის), გორილა, ორანგუტანგი და გიბონი. პრიმატ- ინგლისურად Ape და მაიმუნი - ინგლისურად Monkey ძაან განსხვავდება ერთმანეთისგან.
და ადამიანი რომ მარტოა დღეს ჰომიდი, ეს ადამიანების "დამსახურებაა", რადგან დანარჩენი ჰომიდების ჯიშები, და სულ მცირე 6 იყვნენ ასეთი ან გადაშენდნენ ან გაითქვიფნენ ადამიანებში. ნეანდერტალები ყველაზე გაბაზრებულია ამათგან.
ზუსტად ანალოგიურად შეუძლია შიმპანზემ ან სპილომ დაიჩემოს ღვთაებრივი წარმომავლობა და თქვას - რად არ არიან სხვა შიმპანზეს ჯიშები ან სპილოს ჯიშები?
ვიმეორებ, დარვინის "ბუნებრივი გადარჩევა" არის თეორია, რომელიც ხსნის ფაქტებს. ევოლუცია, ან ის რომ დედამიწაზე სიცოცხლე წამოვიდა ერთი ორგანიზმიდან, არის ფაქტი.
ბუნებრივი ბალანსი კიდევ რა კუთხით ეწინააღმდეგება ევოლუციას ვერ ვხვდები. მგლები ჭამენ კურდღლებს, კურდღლები მცირდებიან, მერე მგლებს საჭმელი არა აქვთ და მცირდებიან, ამიტომ კურდღლები იზრდებიან რაოდენობაში, მერე მგლებს ბევრი საჭმელი აქვთ და ისინიც იზრდებიან, რასაც ისევ კურდღლების შემცირება მოყვება. ციკლური პროცესია. ვინც ვერ ადაპტირდება შეცვლილ გარემოზე, ის გადაშენდება. როგორც დინოზავრები და მილიარდობით სახოებები - ეგეც შენი ბუნებრივი ბალანსი. ევოლუციაზე ის უნდა გავიგოთ რომ მოქმედებს ძალიან ნელა და გათვლილია გრძელ ვადაზე, და არა მოკლე ვადაზე. მნიშვნელოვან ევოლუციურ ცვლილებებს უნდა 100 ბით ათასი წელი. შესაბამისად სეზონური ციკლირება არის ევოლუციის მიღმა. ეს ასევე შენს კიდევ ერთ კითხვას პასუხობს: თუ რად არის ადამიანის ინტელექტი მეტ ნაკლებად თანაბარი, შენს მაგალითზე ავსტრალიელ აბორიგენებზე.
ასევე ვერ ვხდები თუ რად ეწინააღმდეგება ინსტინქტები ევოლუციას. ინსტინქტები არის გენეტიკური და ეპიგენეტიკური ადაპტაცია ბუნებრივ გარემოზე, როცა გარეგანი სტიმული არის ინტერნიზირებული, და მიუხედად იმისა რომ ცხვოელებში უფრო გამოკვეთილია, ადამიანებშიც ხშირია.
ინსტინქტებს კი არა, ევოლუცია ხსნის რელიგიას, პოლიტიკურ გაერთიანებებს, იდეების ეპილს. შეგიძლია რიჩარდ დაუკინსის თეორიებს გაეცნო, რომელმაც დაამკვიდრა ტერმინი "მემეტიკა". |
არასწორია მანამდე ანუ მე11 საუკუნემდე იყო ყველა მართლმადიდებელი ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსის ქვეშ გაერთიანებული, ხოლო კათოლიკეები ანუ რომის ეკლესია გამოეყო და ცალკე ავტოკეფალურ მსოფლიო ეკლესიად გამოაცხადა თავი მიიღო თავისი მრწამსი და კიდე ბევრი სხვა და გახდნენ კათოლიკეები.
სიტყვა კათოლიკე კი ნიშნავს საყოველთაოს ამიტომ ეგ სიტყვა აგიოგრაფიაში სხვა მნიშვნელობით არის ნახსენები და არა როგორც კათოლიციზმის აღმნიშვნელი).
კომუნისტები კი არა 90იანებშიც ინერციით ზოგი კიდე ეგრე ასწავლიდა და ზოგი ნათესავებიც მიმტკიცებდნენ ამ სისულელეს კომუნისტური გავლენით.
არაა ეგ მისაღები პასუხი თუკი სხვა ჯიშებს აქვთ მრავალფეროვნება და სახეობები რომლებმაც დღემდე მოაღწიეს ჩვენამდე რატომ ადამიანის სხვადასხვა სახეობებმა და გარდამავალმა სახეობებმა კიდე ადამიანიდან მაიმუნში არ მოაღწიეს ჩვენამდე.
არვიცი იცით თუ არა როცა დარვინმა თავისი წიგნი გამოსცა რომელიც აიძულეს. პროლოგში წერს არ მაცლიან კვლევების დასრულებას მაჩქარებენო. გაცვივდნენ მთელს მსოფლიოში მეცნიერები ადამიანის სხვა ქვესახეობების საძებრად ამაზონის ჯუნგლებში და სხვა მიუვალ ადგილებში ეგონათ ადამიანისგან განსხვავებულ რამე "თოვლისკაცს" იპოვიდნენ თუმცა დარჩნენ ხახამშრალა. შეგიძლიათ ნახოთ ამაზე ბიბისის დოკ ფილმები.
შემდეგ ევოლუციის თეორია არანაირი ფაქტი არ არის არ გვაქვს ჩვენ ტექნოლოგია რომ გავიგოთ რა ხდებოდა მილიონი თუ მილიარდი წლის წინ დედამიწაზე, არ აქვთ მეცნიერებს ცოდნა რომ გაიმეორონ იგივე პროცესი ლაბორატორიაში რასაც ევოლუციური სიცოცცხლის წარმოშობა გულისხმობს. ეგ კი არა პირველი სიცოცხლის უჯრედების წარმოშობაც კი არ შეუძლიათ რომელი ქიმიური ელემენტებისგან და როგორ მოხდა ეს რომ შექმნან ცოცხალი უჯრედი და შემდეგ მოახდინონ მისი ევოლუციური განვითარება.
არანაირი ბუნებრივი ბალანსი მაგით არ არის დაცული, რადგან ფლორა ფაუნაში ყველა ყველას ჭამს და საუბარია ათასობით სახეობაზე და არა მგელი კურდღელზე მხოლოდ, აქ უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, გამრავლება, ცხოვრების გარემო პირობები და სხვა ზოგი ატასობით მრავლდება და ზოგი წელიწადში ერთიორი.
რაც შეეხება ინსტიქტებს მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოწინავე ტექნოლოგიებით ისეთი რთული ინსტიქტები რომელთაც დღემდე არ აქვთ ახსნა და ვერანაირი ბუნებრივი ადაპტაცია ამას ვერასდროს გააკეთებს. მარტო ფუტკრებზე რას წერდა დარვინი გაოცებული მათი ტექნოლოგიით ბუდის შენებისა მას რომ დრევანდელი მიღწევებით აღმოჩენილი ინსტიქტები ენახა საერთოდ დაიშოკებოდა. აქ საუბარი არაა მხოლოდ ფაუნას ინსტიქტებზე ასევე ფლორასი და აშ
რიცარდ დოკინსები ადამიანს არ სჭირდება იმის მისახვედრად რომ ეს გენიალური სამყარო ასე ჰოპ ტავისით ვერ აეწყობა იმ გენიალური სირთულის მაშტაბებში რაც ჩვენ გავქვს ყველა მიმართულებით.
მასე იყო ვითომ მეცნიერული ფაქტი დიდი აფეთქების ჰოკინგისეული ათეისტური ვერსია თავისი ევოლუციური მილიარდობით წლის მანძილზე ქიმიური ელემენტების ჩამოყალიბების პროცესით რომელიც საფუძველი გახდა მერე სიცოცხლის წარმოშობის. თუმცა გაფრინდა ჯეიმს ვები და მთელი ეგ მეცნიერული ფაქტი გადაიქცა მეცნიერულ ზღაპრად.
მიჩიო კაკუს და სხვა მეცნიერები მიხვდნენ ამას და დაიწყეს ახალი ვერსიების მათშორის მულტივერსული სამყაროს და სხვა მულტიგანზომილებიანი სამყაროს არსებობის შესახებ.