#60443092 · 9 Jun 2023, 12:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Obser_ver
QUOTE | მეცნიერულ დასკვნებს ითხოვ ზღაპრის სტილში და ეგ არ არსებობს, ანუ შენ გინდა რომ სერიოზულ საქმეზე ზღაპრების ენით გაიგონო და ეგ არ გამოვა. |
ზღაპრის ენით არ მითქვამს, სამეცნიერო პოპულარული ენით გთხოვე. თუ არ გსურს, პირდაპირ თქვი. თუ არ შეგიძლია ეგეც. არავინ გაძალებს. უბრალოდ ამოიღე სპეციფიური ტერმინები და შეეცადე გასაგები ენით დაწერო. არ არის რთული.
QUOTE | თეოლოგია ვერ გაგაგებინებს ამას. კი, ბოლო დროს მოდაშია ტვინის და რელიგიის როგორმე დაკავშირება მეც მომისმენია ლექცია ევოლუცია და რელიგია, ასტრონომია და რელიგია და ა.შ. ბოლოს ყველაფერი ღმერთთან მიჰყავთ. ეს არის ზღაპრები ე.წ. ცრუ მეცნიერება, ადამიანების შეცდომასი შეყვანა.
|
მეგობარო, მსგავსი დამოკიდებულება საერთოდ მაკარგინებს სურვილს რამეზე ვისაუბრო შენთან. შენ გგონია რაღაც პრივილეგირებული, აღმატებული სტატუსის მქონე ადამიანი ხარ? ჩემს სფეროში, ისეთი ტერმინებით შემიძლია დაგელაპარაკო, არასრულფასოვნების კომპლექსი შეიძლება გაგიჩნდეს. ხოდა თუ გსურს გააგებინო სათქმელი ადამიანებს, მაგ "ზღპრებით" საუბარს მოეშვი და ისაუბრე ისეთი ენით რომ სხვისთვის გასაგები იყოს. მემგონი აქ საშუალო სკოლის განათლებით არ ვართ, რომ რაღაც ცოტა უფრო სერიოზულ თემებს ვერ ჩავწვდეთ. უბრალოდ, ეგ თავბრუდამხვევი სამეციდინო ტერმინებით საუბარი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ იმის თქმას ერიდები და ცდილობ მაგ ტერმინებში გონება აურიო მოსაუბრეებს.
ხოდა კითხვა არის ძალიან მარტივი. ამას არც ტერმინები ჭირდება და არც სამეცნიერო ხარისხი, რომ მიპასუხო: შეიძლება თუ არა ეგ ე.წ. მატრიცის თეორია მეცნიერულად დასაბუთდეს. იმედია ხვდები რას ვგულისხმობ დასაბუთების ქვეშ.
QUOTE | როგორ არ არსებობს, მარა გაგება უნდა. რომ გაიგო ინფორმაცია უნდა მიიღო, ინფორმაცია რომ მიიღო უნდა წაიკითხო. არავინ მოგიყვება ზღაპრებით ამას. |
კარგი, რაკი არ შეგიძლია მიმითითე ავტორები, რომლებიც ამ დარგში მუშაობენ და მათთან დავძებნი პასუხებს. კი არ გაძალებს ვინმე...
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
|