
....................
რატომ მაინცადამაინც აქლემი..................შეცდომა კი აქედან მოდის.........................
... მათეს სახარების XIX თავის 24-ე მუხლი: "უადვილეს არს აქლემი განსვლად ხურელსა ნემსისა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველისა ცათასა" (ახალი ქართულით: "აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ცათა სასუფეველში"). კი მაგრამ, რატომ მაინცდამაინც აქლემი და არა, ვთქვათ, "ჟირაფი" ან "სპილო"? განა ერთი ან მეორე აქლემზე ნაკლებ ზორბაა?... ეს ბერძნული დედნის ძველ გადამწერთა მექანიკური შეცდომის შედეგი უნდა იყოს. შეადარეთ ერთმანეთს ორი ძველი ბერძნული სიტყვა:
"კამელოს" - აქლემი
"კამილოს" - ბაგირი, მსხვილი თოკი.
ტექსტოლოგებისათვის ეს შეცდომა დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ შეცდომაზე დაფუძნებული ტრადიცია კვლავ განაგრძობს არსებობას.