ვახ რა თემა, რა თემა.
ეხ, ჯანდაბას ლეკების თავი.
ინდურ მითოლოგიაში ფრინველი გარუდა და სიცოცხლის ხე ერთად არიან გამოსახულნი. ეს გამოსახულება მიწიერის სულიერთან შეერთებას გულისხმობდა.
დასავლეთშიც ისევე იყო გავრცელებული მოძღვრება ხუთი პირველსაწყისის შესახებ, როგორც ანტიკურ საბერძნეთში. მაგრამ დასავლეთში ამ მოძღვრებამ უფრო მეტი პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა, აღმოსავლური ორთაბრძოლების პირველი ჩინური სკოლები ამ მოძღვრებას ეყრდნობოდნენ.
ხუთ პირველელემენტში, სადაც ხეს თავისი ადგილი ეკავა, თითოეულ სტიქიას, თითო ცხოველი და ორთაბრძოლის გარკვეული სტილი შეესაბამებოდა.
ადეპტი ხუთივეს სწავლობდა, ერთში სპეციალდებოდა.
ხე დრაკონის სიმბოლოდ და პარალელად ითვლებოდა და დრაკონის სტილი ხესთან იყო ასოცირებული.
ხეს ბუდისტური დატვირთვითაც ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან სწორედ ხის ქვეშ მიაღწია ბუდამ ნირვანას და ბუდისტური სკოლის მიმდევარი ბერები, ხშირად ბუდას მსგავსად ხის ქვეშ მედიტირებდნენ.
თუმცა დაოისტებისთვის მედიტირების ადგილი უფრო ჩანჩქერი იყო, ვიდრე ხე.
ხუთ პირველსაწყისს შორის, აღმოსავლურ ორთაბრძოლებში ხეს აღმატებული ადგილი სულაც არ სჭერია.
ყველაფერი დამოკიდებული იყო სკოლაზე და ამა თუ იმ პიროვნების ამა ამა თუ იმ სტიქიისადმი ფსიქოფიზიოლოგიურ მიკუთვნებაზე.
ზოგიერთ სკოლაში ხის დაფარული ბუნების შესაწავლა კი ითვლებოდა სწავლების საბოლოო ეტაპად, მაგრამ ზოგ (განსაკუთრებით დაოისტურ სკოლაში) სტილი უფრო წყალთან ასოცირდებოდა.
ა ვი გოვორიტე, ცარ, ცარ!. . . .
ბა-გუას სკოლა უფრო შორსაც წავიდა და ხუთი პირველსაწყისი რვამდე გაზარდა.
შაოლინის მონასტრის მოძღვარი, შაოლინის უშუს ფუძემდებელი, ბუდიზმის 28-ე პატრიარქი ბოდჰიდჰარმა შვიდი წელი იჯდა მედიტაციაში.
რაღაც ეტაპზე შეამჩნია რომ ეძინებოდა.
ადგა, ქუთუთოები მოგლიჯა და დაბლა დაყარა.
იქიდან კი ჩაის ხე ამოვიდა.
ეხლა ჩაი, სუმთლად ხე არ არის, ბუჩქია, მაგრამ
lg-2ch, რამე რომ იყოს ამ თემაში ბუჩქი არ წავა?
ძველი ნაცნობობის ხათრით. . . . .
ხო მართლა ბუჩქზე გამახსენდა. . . . . .

P.S.
თქვენც ეგ გაგახსენდათ არა?
ეხ, რა ეშველება ამ ქვეყანას.
This post has been edited by karlsoni on 26 Apr 2006, 02:28
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/