ზარატუსტრა არის ნახევრად მითიური ადანიანი, რომელმაც ზოროასტრიზმის რელიგიას ჩაუყარა საფუძველი,
ამბობენ რომ მისი ცხოვრებიდან ზოგი ფაქტი მხოლოდ მითი და ლეგენდაა.
მისი ცხოვრების ზუსტი დროც კი უცნობია, მიახლოებით ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-8 საუკუნეს ასახელებენ,
ნიცშემ ჩემი აზრით ზრატუსტრა იმიტომ აირჩია თავის ნაწარმოების გმირად,
რომ თავის დროზე ზარატუსტრა გამოვიდა სპარსეთის იმდოირნდელი სახელმწიფო რელიგიის - მიტრას წინაამღდეგ.
ზარატუსტრა არ დაემორჩილა მიტრა-ს დოქტრინებს და თავისი საკუთარი გზა არიჩია,
შემდეგ კი თავის მოსაზრებებზე დაყრდნობით თავისი მოძღვრება - ზოროასტიზმი შექმნა.
ნიცშეს ჭირდებოდა ადამიანი რომელიც აუჯანყდა თავის დროში გაბატონებულ დოქტრინებს და თავის საკუთარ აზროვნებაზე დაყრდნობით წარმართა თავისი ქმედებები,
ანუ თავისი იდეოლოგია ქონდა, და ამას ხალხს უზიარებდა.
უფრო მნიშვნელოვანია ზარატუსტრას ადმოკიდებულება ღმერთისადმი.
(ეს ნამდვილ ზარატუსტრაზე მაქვს საუბარი)
ზარატუსტრას აზრით ღმერთი არის სიკეთის, სათნოების და სამართლიანობის განსახიერება.
მაგრამ იგი ამბობდა რომ ღმერთი არ მოითხოვს ჩვენგან მორჩილებას და სხვადასხვა რელიგური რიტუალების შესრულებას,
ზარატუსტრა ამბობდა:
"ღმერთი არ არის ვაჭარი, იგი არ მოითხოვს რომ ჩვენ მის ნებას დავემორჩილოთ და სამაგიეროდ არ გვთავაზობს სამოთხეს, ეს ქმედება ვაჭრის საკადრისი ქმედება, ვაჭარი მოითხოვს ერთ რამეს მეორის სანაცვლოდ, ღმერთი ამას არ აკეთებს. ღმერთს არც ის უნდა რომ ადამიანები სამოთხით მოიქრთამონ, ანუ მას არ უნდა რომ ადამიანების ქმედებები იყოს დაფუძნებული იმაზე, რომ ამის სანაცვლოდ ისინი სამოთხეში მოხვდებიან, ეს ხომ მექრთამეობაა, ადამიანი ღმეთისგან ქრთამს ითხოვს და სანაცვლოდ მორჩილებას სთავაზობს, ღმერთს მექრთამეები არ უყვარს"
მისი აზრით ღმერთს უხარია როდესაც ადამიანი სიკეთით, სამართლიანობით და კეთილშობილებით ცხოვრობს, ეს არის ერთადერთი მნიშვნელოვანი ღმერთისათვის
აღსანიშნავია, რომ ზარატუსტრა არასოდეს ამბობდა რომ იგი ღმერთისგანაა მოვლენილი, ან მას რამე ღმერთმა ჩაუნერგა,
იგი აღიარებდა რომ მისი ყველა ნააზრევი მისი დამოიკიდებელი ცნობიერებით და გონებით არის მიღწეული,
ამიტომ იგი მარს უჭერდა აზროვნების თავისუფლებას,
ყველაფერი ამის გათვალისწინებით ზარატუსტრა ყველაზე მეტად ერგება ნიცშეს ნაწარმოებს და სამართლიანად იმსახურებს მასში მთავარი როლის თამაშს,

რადგანაც ნიცშეს იდეები ძალიან ბვერ რამეში ემთხვევა ნამდვილი ზარატუსტრას იდეებს,
და ნიცშეს გმირიც ძლიერ იზიარებს თავისი ისტორიული პროტოტიპის იდეოლოგიას..
This post has been edited by Sgt. Pepper on 24 Mar 2006, 11:57