Trulalaამას ეძახი გაოფტოპებას?!
ამ თემაზე მიხეილ ქვლივიძეს დაწერილი აქვს შესანიშნავი ლექსი "იუდას მონოლოგი":
"...უნდა გავწირო კაცი იესო, რომ ქრისტე ღმერთი გადავარჩინო..."
ეს თემა დიდიხნისაა და რახან აქამდე გაძლო და აქტუალურია ალბათ "არის მასში რაღაც ანტიკური"
Предатель Христа реабилитирован Евангелием от Иуды
Иуда был любимым учеником Христа, и его предательство являлось актом веры. Такую интерпретацию древнего апокрифического текста, известного как Евангелие от Иуды, представило 6 апреля в Вашингтоне Национальное Географическое общество, сообщает британская газета The Times.
Самый интригующий фрагмент текста начинается со слов: "Тайная запись откровения, изложенного Иисусом в беседе с Иудой за три дня до Пасхи". В нем содержатся прямые указания на то, что Иуде были доверены особые тайны, его Иисус выделял, как любимого ученика, и ему сказал буквально следующее "Ты будешь проклят потомками и станешь повелевать ими". Один из теологов, присутствовавших на пресс-конференции, отметил: "Текст Евангелия от Иуды превращает акт предательства Иуды в акт повиновения".
У гностиков идея избранности Иуды и особой роли его предательства зафиксирована во многих текстах, хорошо известных ученым. Важность Евангелия от Иуды состоит в том, что это один из немногих оригинальных гностических апокрифов, созданных в раннехристианскую эпоху.
Евангелие от Иуды записано на коптском языке на папирусе примерно в 300 году нашей эры. До нас дошло примерно 26 страниц. Датировку документа и его подлинность подтверждает серия исследований, в том числе, радиоуглеродный, мультиспектральный, химический анализы, палеографические и контекстные свидетельства. Средний разброс дат - 220 - 340 годы. По-видимому, он является переводом более раннего оригинала, написанного по-гречески и датируемого II веком.
Папирус был найден в начале 1970-х в районе египетского города Эль-Минья. Он является частью более крупного собрания документов, которое в науке принято называть Кодексом Чакоса (по имени владельцев документа). В составе Кодекса находятся также " Первое откровение Иакова", письмо Петра Филиппу и некоторые другие тексты.
Презентация текста Евангелия от Иуды прошла одновременно с представлением его перевода на английский язык. Национальное Географическое общество подготовило также специальный телефильм, трансляция которого назначена на 9 апреля.
პოლონურის მცოდნეებს, და არა მხოლოდ მათ , ვეპატიჟები პოლონეთში ქართული სათვისტომოს საიტზე
http://mamuli.net/qartlosi/bpg/publication...=vsub,33&vtkid= იქ ძალიან კარგი სტატია დევს - Ja , Judasz ანუ მე, იუდა.
აქაც შეგიძლიათ უფრო მეტი ონფორმაციის მოპოვება.
- 'Gospel of Judas' Surfaces After 1,700 Years - The New York Times, 06.04.2006
- Judas did not betray Jesus, lost gospel claims - The Times, 06.04.2006
- Ватикан реабилитирует Иуду Искариота - Lenta.ru, 12.01.2006
- Древнейшую Библию можно будет читать в Интернете - Lenta.ru, 04.08.2005
Сайты по теме
- The Lost Gospel of Judas
* * *
არავითარი ჟერტვა ისტორიი.
ახლა ბევრი წერის დრო არა მაქვს და ამიტომ რუსთავზე მქონდა რამოდენიმე პოსტი და იმას გადმოვიტან აქ და ეს პასუხიც იქნება ტრულალას ვარაუდზე რომ ეს ის იუდა არ არისო.
http://forum.rustavi2.com/index.php?showtopic=4354&st=401. კანონიკური ხედვა ამ თემის ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან ვიცი, რომ იუდა მოღალატე და გამცემია და დასასჯელი დაისაჯა.
მე უფრო პიროვნული ხედვა მაინტერესებს ამ შემთხვევაში ლიტერატურული გმირის, იუდას, ფსიქოლოგიური პორტრეტი.
მე რწმენას არ ვეხები.რწმენა და ცოდნა , რომ სხვადასხვა კატეგორიებია, ალბათ ეს არ არის სადისკუსიო.
ღვთისგან ბოძებული გვაქვს თავისუფალი ნებაო. კარგია კარგი დაგემართოს, მაგრამ თუ იქვე ნათქვამია ერთი თქვენგანი პირზე კოცნითა გამცემსო?! მაშ ეს უკვე ცნობილია უფლისათვის, რომ მას გასცემენ და აქ უკვე საინტერესოა არა ის იუდა ერქვა მას პეტრე თუ პავლე, არამედ მოტივი რამაც კერძოდ მას, იუდას, გადაადგმევინა ეს ნაბიჯი.
ნაკლებად საინტერესოა რა სახელის მატარებელი იქნებოდა ის გამცემი, უფალმა ბრძაბა ერთ-ერთი თქვენთაგანიო. ე.ი. ამ 12 ში ერთ-ერთს უნდა ჩაედინა გაცემის აქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში წინასწარმეტყველება, რომ ის ვინც მისი სისხლი და ხორცი იგემა გასცემდა მას არ ახდებოდა?!
არის იუდას საქციელის არა რელიგიური ახსნის მცდელობაც.
სახელი იუდა ძალზედ გავრცელებული იყო პალესტინაში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იუდა ისკარიოტთან. სახელის მართებულ დამწერლობად სახელდება იუდა
იშ- კარიოტი ანუ იუდა კატიოტიდან, ანუ პალესტინის სამხრეთში მდებარე ქალაქიდან, ანუ იგი არის ერთადერთი არა გალილეელი, ანუ არის პროვინციელი და ამდენად მიზანსწრაფული,, ენერგიული. გადამჭრელი ზომებიც მისთვის უცხო არ უნდა იყოს.
არის კიდევ ერთი არანაკლებ საინტერესო ხედვაც იუდას საქციელის. რომ იმ პერიოდში პოლიტიკური სიტუაცია ისეთი იყო, რომ საკმაოდ მაღალი გადასახადებითა და სხვადასხვა "ხარკებ-ხრიკებით" ებრაელობა ახერხებდა გარკვეული სტაბილურობის შენარჩუნებას. იესო და მისი მიმდევრები კი ამ სტაბილურობის დამანგრეველ საფრთხედ იყო აღქმული ებრაელური ელიტის მიერ და ეს მათი გააზრებული მცდელობა იყო ქვეყნის "მცირე სისხლის ფასად" გადარჩენისა.
იქნებ განზოგადოებულად ვისაუბროთ არა ბიბლიასა და რწმენაზე უკუხედვით.
ვისაუბროთ ბიბლიაზე როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებზე და არა როგორხ წმიდა წერილზე.
2.არ ვუპირისპირებ მე ერთმანეთს ცოდნასა და რწმენას. სრულიად გეთანხმები, რომ ცოდნის საფუძველმიცემული რწმენა მართლაც უმაღლესი კატეგორიაა, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი რწმენა უფრო იშვიათია.
ბიბლიასაც რაც შეეხება ალბათ მთლად კარგად ვერ გამოვხატე ჩემი აზრი.
მინდოდა მეთქვა, რომ ბიბლიური სიუჟეტი განყენებულად წარმოვიდგინოთ და ისე შევეცადოთ შევაფასოთ ცალკეული გმირების ქმედებები.
ის რომ უფალმა იცოდა, რომ მას გასცემდნენ და ეს მოღალატე, რომ იუდა იქნებოდა ეს სადაო არ არის ისევე, როგორც რომ ეს ცოდნა არ ზღუდავდა იუდას თავისუფალ ნებას, მის არჩევანს.
მაგრამ რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ იუდა თავისუფალი იყო თავის არჩევანშიო მე მაინც მეჩვენება, რომ ეს მთლად მართებული მტკიცება არ არის. არცერთი ადამიანი ციდან არ ვარდება და მას ყოველთვის თან სდევს განვლილი ცხოვრების, აღზრდის, განათლების და ბოლოს და ბოლოს სოციუმის "შლეიფი". ამდენად მისი ნებაც ვერ იქნება თავისუფალი. ამიტომ არის საინტერესო საიდან მოვიდა იუდა ისკარიოტი, სად და რა ცხოვრებით იცხოვრა მანამდე. ამიტომ დავწერე ის ორიოდე სიტყვა იუდას წარმოშობის შესახებ. მისი ფსიქოლოგიური ტიპისა და სულიერი მდგომარეობის შესწავლის გარეშე ძნელი იქნება მისი ქმედების ახსნა.
იქნებ მართლაც პროვინციელი იდეალისტია, რომელიც თავის საკუთარ პიროვნულ ღირსებასაც კი ხელყოფს, ოღონდ კი ასრულდეს ის რაც "მასწავლებელმა" ბრძანა. ცხადია, რომ ეს მის მცირედმორწმუნეობაზე უნდა მიუთითებდეს, რადგან ძლიერი რწმენის შემთხვევაში აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ მესიას, ძეს უფლისას, მისი "დახმარება" სჭირდებოდა.
რადგანაც სახარება აუტენტიკურ, ისტორიულ რეალობას ეხება, მაშ გვაქვს უფლება, რომ
სხვა სიტუაცია წარმოვიუდგინოთ. იერუსალიმში იესო ღიად შევიდა, ხალხი მას ეგებება და ფიანდაზებს უგებს. იგი ღიად ქადაგებს, მას ცხადია სახეზეც სცნობენ. მაშ რად დასჭირდა იუდას კოცნით მინიშნება - აი, ეს არის იესო ნაზარეველიო?! გამოდის ბოლოს უკვე იმალებიან და ალბათ გადაცმულებიც არიან. ყოველ შემთხვევაში პეტრე მთელი ორი საათი იმყოფება რომაელ ჯარისკაცებს შორის და მას ვერ სცნობენ! იქნებ ამ ჯარისკაცების სამოსშიც კი არის გადაცმული?!
შეიარაღებული კი ნამდვილად არის, მან ხომ მახვილიც იშიშვლა. მაშ შეიარაღებული მხოლოდ პეტრეა თუ სხვებიც?
გავიმეორებ უკვე ნათქვამს: იქნებ ასეთი გზით სამშობლოს დიდი სისხლისღვრისგან დახსნას ფიქრობდა ისკარიოტი?
ან უბრალოდ ტრივიალურმა შურმა და სიხარბემ აიტანა/ ან როგორც უცხო მხარის შვილი თავს გარიყულად გრძნობდა და წვეთ-წვეთობით გროვდებოდა მასში ის ბალღამი რაც გაცემის აქტით დააგვირგვინა.
უფალი სიყვარულია, უფალი მოწყალეა და მომტევებელი, მაშ იქნებ მართლაც მოხდა მათი შეხვედრა და შეუნდო უფალმა, მაგრამ როგორც უძღები შვილის ძმას ეწყინა მამისგან "უკეთური" შვილისთვის მიცემული მიტევება და მისთვის დაკლული ხარი, ასევე მახარობლებმაც არ ჩასწერეს სახარებაში ამის შესახებ? მათთვის ხომ არაფერი ადამიანური უცხო არ იყო? აკი სამჯერ უარყო პეტრემ უფალი? აკი თომამ ვერ ირწმუნა მკვდრეთით აღდგომა და საკუთარი თითების უფრო სჯეროდა ვიდრე იმავე მახარობლების?
3.როგორც იტყობინება სააგენტო Ansa სააღდგომოდ გამოქვეყნდება ტექსტი სახელწოდებით "იუდას სახარება". თეოლოგები შიშობენ, რომ ამ პუბლიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს იესოს მოღალატე - მოწაფის იმიჯის გაუკუღმართება.
ხელნაწერი III - IV საუკუნეებისაა. იგი ეგვიპტეში იქნა ნაპოვნი XX საუკუნის 50-იან წლებში. დაწერილია კოპტურად - ეგვიპტური ენის ერთ-ერთ გვიანდელ სახეცვლილებაზე, რომელზეც საუბრობდნენ ეგვიპტელი ქრისტიანები. მკვლევარები ხაზსუსვამენ, რომ ტერმინი "იუდას სახარება" პირობითია, რადგან ტექსტი არ არის დაწერილი უშუალოდ ქრისტეს მოწაფის მიერ, არამედ მისი მიმდევრების მიერაა, ამდენად უფრო მართებული იქნებოდა ტერმინი "სახარება იუდას მიხედვით".
თანამედროვე თეოლოგები მიიჩნევენ, რომ იუდას სახარების ტექსტი დაწერილი იქნა იმ ხალხის მიერ, ვინც ადრექრისტიანული ეკლესიის ოპოზიციაში იყვნენ. მასში იუდა წარმოდგენილია გმირად, რომელსაც იესოს ღალატი "ღვთიური ძალის მიერ ებრძანა". ამდენად ის არის ღვთიური გეგმის ძირეული ნაწილი, ურომლისოდაც ქრისტე ვერ შეძლებდა საკუთარი ჯვარცმის გზით ცოდვებისაგან გამოესყიდა კაცობრიობა .
მედიაში ჩნდება შეხედულება, რომ ტექსტი, "იუდას სახარება", არის ერთგვარი რეაბილიტაცია აქამდე ჩაწიხლული მოწაფის - თუმცა კი ვატიკანი ამგვარ ინტერპრეტაციას უარყოფს. იტალიელი თეოლოგების აზრით "იუდას სახარების" გამოქვეყნებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი აღთქმის ჭეშმარიტების დამახინჯება, თუმცა ეს დოკუმენტი თავად არ შეიცავს რაიმეს თეოლოგიური თვალსაზრისით ფასეულს, გამოიწვევს ქრისტეს ისტორიაში იუდას როლის შესახებ კითხვების პროვოცირებას.
კათოლიკი მწერალი Vittorio Messori ყოველდღიური გაზეთის „La Stampa”-სათვის მიცემულ ინტერვიუში ხაზსუსვამს ძირითად განსხვავებას ბიბლიასა და იუდას სახარებას შორის - ეს არის შენდობის საკითხი. ბიბლიის თანახმად იესო და იუდა ღალატის შემდეგ ერთმანეთს არ ხვდებიან და სინდისის ქეჯნით გატანჯული იუდა თავსიკლავს - არცერთი მახარობელი არ წერს ქრისტეს მიერ მისთვის დანაშაულის შენდობის შესახებ. "სახარება იუდას მიხედვით " კი გვეუბნება, რომ იესომ თავისთან დაიბარა მოღალატე, შეუნდო მას და უდაბნოში გაამწესაო.
[Kontrowersyjna "Ewangelia Judasza"
http://www.kosciol.pl/article.php/20060227123555881]
მე უფრო მეტად მაინტერესებს საკითხი: არსებობს თუ არა სიტუაცია, როცა მიზანი ამართლებს საშუალებას?
იუდას პრობლემა ბიბლიურ ვარიანტში უფრო მარტივია. ეს არის შემთხვევა, როცა არჩევანი ზენა ძალას უკვე გაკეთებული აქვს. მაგრამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა არჩევანი გასაკეთებელია ჩვეულებრივი მოკვდავის მიერ დღეს, ახლა და ამ წუთში, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით?