მე თქვენ არ დამიმცირებიხართ! ამერიკაში ხშირად იბეჭდება წიგნები მსგავსი სათაურებით მაგ: ისტორია ჩაინიკებისთვის (History for dummies), გეოგრაფია ჩაინიკებივის და ა.აშ. ეს წიგნები მართლა დებილებისთვის და ჩაინიკებისთვის კი არ არის

გათვლილი. უბრალოდ მსგავს წიგნებში ძალზედ გამარტივებულად და დეტალურად არის ახსნილი ყველაფერი. და ამიტომაც მოგწერეთ ეს.
წავალ ეხლა დავიწყებ პოსტის წერას ამ ძალით სახარებაზე
* * *
სიმართლე გითხრათ, ეს ტექსტი სრული სახით ნამდვილად არ მქონდა წაკითხული ნაწყვეტ-ნაწყვეტებს თუ არ ჩავთვლი. თან თავისი გნოსტიკური შინაარსის გამო ამით არასდროს დავინტერესებულვარ. მაგრამ იმის მერე რაც აქ ცოტა ფრთხილი დამოკიდებულება შევნიშნე ამ ტექსტის მიმართ, გამიჩნდა ეჭვი ამ სახარების გარკვეული სიახლოვის შესახებ კანონიკურ სახარებებთან. მაგრამ დავამთავრე თუ არა ამ ტექსტის კითხვა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ავტორმა ქრისტე ჩაანაცვლა ვიღაც ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებული საინგილოელი მკითხავით, რომელიც თავს ჯადოს “მოხსნით” ირჩენს.
აქ მოყვანილ სახარების ციტატებს ქართული თარგამანიდან მოვიყვან მიუხედავად მისი მცირეოდენი ლაფსუსებისა.
პირველი ალბათ რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ ეს სახარება არ არის იუდა ისკარიოტელის მიერ დაწერილი არამედ არის სახარება იუდა ისკარიოტელზე. კოპტურად რომ ვთქვად (ეს სახარება კოპტურ ენაზე არის დაწერილი IV საუკუნეში, რომლიც სავარაუდოდ თარგმნილია ბერძნულიდან და რომელიც თავის მხრივ დაწერილი უნდა იყოს სადღაც II საუკუნეში): ПЕYAГГЕ?ION NIOY?АС და არა ПЕYAГГЕ?ION ПКАТА IOY?АС. გაიგეთ რამე? ვერაფერი? ვერც მე

კოპტოლოგები კი ასე ამბობენ. მოკლედ მოგვიწევს ვენდოთ. აგრეთვე გასათვალისწინებელია ისიც რომ ამ სახარების ავტორი იუდაზე საუბრობს მესამე პირში. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპრაკო ეს არ არის იუდა ისკარიოტელის მიერ დაწერილი.
ამ სახარების მთავარი პრობლემა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ბიბლიას არის იუდას გამოყვანა არა როგორც გამყიდველად და გამცემად არამედ როგორც ქრისტეს ნების “აღმსრულებელად”. ეხლა ნებისმიერი ვისაც ერთხელ მაინც აქვს წაკითხული ბიბლია იცის, რომ იუდა არის გამყიდველი. აქ კიდევ საქმე ისეა თითქოს ქრისტე იუდას დახმარებით ყოფილიყოს ჯვარცმული.
იესო ეუბნება იუდას: “მაგრამ შენ აღემატები მათ ყველას, რადგან მსხვერპლად მიიტან კაცს, რომელშიც ვარ მე” (იუდას სახარება) ანუ იესო, იუდას საიდუმლოდ აძლევს სპეციალურ დავალებას. რათა მას გაეცა იგი.
არცერთი ადამიანი რომელიც ოდნავ მაინც სერიოზულად არის დაკავებული ბიბლიით და ქრისტიანობით არ დაეთანხმება იმ აზრს თითქოს ქრისტეს და იუდას ერთობლივი შეთქმულება რეალური ფაქტი იყოს.
იუდა ბიბლიაში 25-ჯერ არის მოხსენიებული გამცემად და მოღალატედ (მათ. 10:4; 26:16, 21, 24, 25, 45, 46, 48; მარკ. 14:41, 42, 44; ლუკ. 6:16; 2:48; იოან. 6:70, 71; 12:6; 13:2; 13:21; 18:2, 5; და ა.შ. იოან. 6:70 და 13:27 კი წერია რომ სატანა შევიდა იუდაში). თადავ ქრისტეს მიერ კი იუდა ექსჯერ არის მოიხსენული (ბიბლიაში) გამცემად (მათ. 26:21, 45, 46; მარკ. 14:42; ლუკ. 22:48; იოან. 13:21) და ერთხელ ეშმაკად (იოან. 6:70). აგრთვე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქრისტეს გაცემამდე სურდა იუდას გონზე მოყვანა: “იესომ უთხრა მას:
,,იუდა, ამბორით გასცემ კაცის ძეს?”” (ლუკა 22, 48) ამით მან კიდევ ერთხელ მისცა მას შანსი, რომ დაფიქრებულიყო თავის არჩევანზე მაგრამ იუდამ არ აიღო ხელი თავის განზრახვაზე.
წმ. ირინეი ლიონელი II საუკუნეში წერდა იუდას სახარებაზე (სავარაუდოდ ამაზე):
Другие опять говорят, что Каин происходит от высшей силы, и Исава, Корея, Содомлян и всех таковых же признают своими родственниками, и поэтому они были гонимы Творцом, но ни один из них не потерпел вреда, ибо Премудрость взяла от них назад к себе самой свою собственность. И это, учат они, хорошо знал предатель Иуда, и так как он только знал истину, то и совершил тайну предания, и чрез него, говорят они, разрешено все земное и небесное. Они также выдают вымышленную историю такого рода, называя Евангелием Иудыლიონელის საუბროს სექტაზე რომლებიც დადებითად ახასიათებდნენ არამარტო კაენს არამედ სხვა ბიბლიურ პირებს, რომლებიც თავის აზროვნებით ეწინააღმდეგებოდნენ ღმერთს. წმინდანი ბოლოს დასძენს რომ ეს სახარება ამ ერეტიკოსებმა მოიგონეს. ლიონელი აქ საუბრობს კაენიტების სექტაზე, რომელთა რწმენა იყო რაღაც ნაზავი წარმართული რელიგიებისა ქრისტიანობასთან, როგორც ყველა გნოსტიკების.
ტერტულიანე წერდა:
“Они славили Каина за ту силу, которая заключена в нем. Напротив, Авель был произведен низшей силой. Те, кто утверждал это, славили также и Иуду-предателя, поскольку он принес многие блага человеческой расе... «Иуда, – говорят они, – заметив, что Христос собирался отказаться от истины, предал его, чтобы истина не была низвергнута». Другие возражают, говоря: «Поскольку силы этого мира не желали, чтобы Христос страдал, чтобы таким образом люди не получили спасения через его смерть, он предал ради спасения людей”ტერტულიანე წერს: “ისინი განადიდებდნენ კაენს ხოლო აბელს თვლიდნენ დაბალი დონის არსებად”. ახალი აღთქმა კი ამაზე გარკვევით წერს:
“ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისგან იყო და მოკლა თავისი ძმა. მერედა რისთვის მოკლა? იმისთვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი (I იოანე 3,12)” ტერტულიანე შემდგომ ამბობს რომLიგივე ხალხი ვინც განადიდებდა კაენს აგრეთვე განადიდებდნენ იუდას. ეს ხალხი ამბობდა რომ იუდა ამჩნევდა თუ როგორ აპირებდა ქრისტე ჭეშმარიტებისგან განდგონას და ამიტომაც გასცა მან იგი რათა არ მომხდარიყო ჭეშმარიტების დამხობა. ზოგიერთებმა სხვა მხრივ გაუბერეს და ამბობდნენ რომ: ამ ქვეყნის ძალებს არ უნდოდათ, რომ ქრისტე ტანჯულიყო, რათა მისი სიკვდილით ხალხს არ მიეღოთ ხსნა და ამიტომაც იუდა იძულებული შეიქმნა, რომ გაეცა იგი ხალხის გადარჩენისათვის.
ამ ტექსტის ავტორი რომ კაენიტი იყო დიდ ეჭვს არ უნდა იწვევდეს რადგანაც ამაზე თვითონ ტექსტი მეტყვლებს. მაგალითად აქ იესო საუბრობს ქრისტეანობისთვის სრულიად უცხო კოსმოლოგიაზე (სინამდვილეში ეს იესო არის პირი, რომელსაც ავტორი უძახის იესოს და თავის ნებაზე აწერს მას იმას რაც თვითონ უნდა.): “"თორმეტი მნათობის თორმეტი ეონი შეადგენს მამას მათსას, და ექვსი ზეცაა ყოველ ეონში, ანუ სულ 72 ზეცა 72 მნათობისათვის, და ყოველ (50) [მათგანში ხუთი] სამყაროა, [სულ] 360 [სამყარო...]. მათ მიეცათ ძალაუფლება და [დიდი] ჯარი ანგელოზთა [ურიცხვთა], დიდებისა და თაყვანისცემისათვის, [ხოლო შემდეგში კი] უმანკო სულები ყველა ეონთა და ზეცათა და მათს სამყაროთა დიდებისა და თაყვანისცემისათვის.” (იუდას სახარება) გნოსტიკური თეოსოფიის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლებებია ე.წ. ეონები (ადამიანსა და ღმერთს “შორის” მყოფადი არსებები), რომელიც ამ სახარებაში გვხვდება 13-ჯერ. იუდას სახარება გნოსტიკური სწავლებების მსგავსად ამბობს რომ სამყარო შექმნილია ადმიანთან ერთად არა ღმერთის არამედ ანგელოზების მიერ: “შემდეგ საკლასმა უთხრა თავის ანგელოზებს: 'შევქმნათ ადამიანი სახედ და ხატად ჩვენად'. შექმნეს მათ ადამი და ცოლი მისი ევა, რომელსაც ღრუბელში ერქვა ზოე.” (იუდას სახარება) ზოე გნოსტიკურ ლიტერატურაში არის ერთერთი ეონთაგანი. ერთერთ საუბარში ნათქვამია: “იუდამ [უთხრა] მას: "მე ვიცი ვინ ხარ შენ და საიდან მოხვედი. შენ ბარბელოს უკვდავი სამეფოდანა ხარ” (იუდას სახარება) გნოსიტიკებისთის ბარბელო არის ერთერთი მთავარი ქალი ეონი, ყოველივე ცოცხალის დედა, რომელიც ცხოვრობს სამყაროს მამასთან და ქრისტესთან ერთად მეშვიდე ცაზე. ბარბელო აგრეთვე გვხვდება იოანეს აპოკრიფში, და ზოსტრიანის ტრაქტატში. მოკლედ აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას მემგონი ამ სახარების გნოსტიკური წარმომავლება დიდ ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს.
ვიკიპედიიდან ერთ საინტერესო აბზაცს დავაკოპირებ: The Gospel of Judas is a Gnostic gospel, the text of which was partially reconstructed in 2006. It has a strong positive focus on Judas Iscariot, who according to the canonical Gospels betrayed Jesus Christ to the Roman authorities by whom he was crucified. The Gospel of Judas frames this act positively (in line with Gnostic thinking — the Gnostic Apocalypse of Peter portrays Jesus as laughing while being crucified), as obedience to the instructions of Jesus, rather than a betrayal. The positive framing follows from the Gnostic notion that the human form is confining, and that Judas was to put into motion events that would release the Spirit of Christ from its physical constraints.
აქ წერია რომ იუდას სახარება არი გნოსტიკური ტექსტი. ვიკიპედია ამბობს რომ განსხვავებით კანონიკური სახარებებისგან, რომლებიც იუდას მოღალატედ თვლიან იუდას სახარება ამ ფაქტს წარმოაჩენს პოზიტიურად. რომელიც იყო (ქრისტეს გაცემა) ქრისტეს ინსტრუქციის შესრულება ვიდრე ღალატი.
აგრეთვე საგულისხმოა ერთი ფაქტი. ეგვიპტური ჯვარი, (crux ansata, Ankh), რომელიც არის დახატული ამ სახარებაში.

ამ ჯვარს ხშირად გამოსახავდნენ ეგვიპტურ ღმერთებთან. ეს ჯვარი ოკულტიზმში სიცოცხლის სიმბოლოა. ანტიკურ ხანაში ეს იყო უკვდავების სიმბოლო, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა სატანურ რიტუალებში. ამ ჯვარის მფლობელები ამით პატივს მიაგებდა ეგვიპტის მზის ღმერთ რას. თუმცა დღეს ამ ჯვარს კოპტური ეკლესიაც იყენებს მაგრამ ადრეულ ხანებში ამ ნიშანს როგორც ზემოთ ვთქვი იყენებდნენ სხვადასხვა დემონური ღმერთების თაყვანისაცემად.