Nielsen
Crazy Member

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1860
წევრი No.: 171180
რეგისტრ.: 31-July 13
|
#40683867 · 23 Apr 2014, 17:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რთულია ტრადიციას დაუპირისპირდე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს ტრადიცია ორიათასწლიანია. ყველასათვის ცნობილია ისტორიული დამოკიდებულება იუდასადმი, როგორც გამცემლისადმი. სწორედ ამ ტრადიციის მიხედვით იუდა ბრალდებულია ყველაზე მძიმე დანაშაულში კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. ორი ათასი წელია რაც იგი ხალხში ზიზღს იწვევს და მისი სახელი უარყოფით ასოციაციებს ქმნის.
რწმენა იმისა, რომ იუდა გამყიდველია ტრადიციაა, რომელზე დაფიქრებაც არავის უნდა. არავინ ცდილობს სიღრმისეულად ჩაწვდეს ამ ისტორიას. ამ ტრადიციაზეა დამყარებული ფართო მასების ბრმა რწმენა და არავითარ ალტერნატიულ ახსნას არ სცნობს დაშვებულად.
ქრისტიანული ტრადიცია ასწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა, მისი საფუძვლები ქრისტეშობიდან I-II საუკუნეებშია, როდესაც იწყებოდა ეკლესიის სწავლების ჩამოყალიბება. სწორედ ამ ეპოქაში შეიქმნა ახალი აღთქმა, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი იუდასადმი, როგორც გამყიდველისადმი დამოკიდებულების ტრადიციას. ისტორიულ სცენაზე პირველად სწორედ სახარების ავტორებმა წარმოაჩინეს იუდა როგორც მოღალატე, იგი იყო ბოროტი, გამცემი მოწაფე, რომელის არსებობაშიც არ იყო ნათელი წერტილი და მისი გამართლება არას გზით არ შეიძლებოდა.
რამდენადაც იუდა მნიშვნელოვანია ქრისტაინულ ისტორიაში, იმდენად ცოტა მასალაა გადმოცემული მის შესახებ ქრისტეს ცხოვრების აღწერისას. რამდენიმე უმნიშვნელო აღნიშვნა მისი არსებობსა და ხაზგასმით აღწერილი სცენა მის მიერ ქრისტეს გაყიდვისა – აი რა არის ნათქვამი მის შესახებ ოთხივე სახარებაში.
ოთხივე სახარება ქრისტეს გარდაცვალების შემდეგ დაიწერა, მაშინ როდესაც უკვე ყველაფერი ჩავლილი იყო და ფაქტებზე შეიძლებოდა „გარედანაც“ შეეხედათ. ოთხივე მათგანმა (სახარების ავტორებმა) უკვე ყველაფერი იცოდა, მათ იცოდნენ მათი როლი ისტორიაში, იცოდნენ როგორი იქნებოდა დასასრული, იცოდნენ (ყოველ შემთხვევაში ხვდებოდნენ), რომ მათი სიტყვები ღირსეულ ადგილს დაიკავებდა ქრისტიანულ მოძღვრებაში, ეკლესიაში რომელიც მაშინ იბადებოდა. სწორედ ამ ცოდნის საფუძველზე იქნა დაწერილი ქრისტეს ცხოვრების შეასხებ.
ზემოთ ხსენებულის გამო, არაა გამორიცხული სახარების ავტორები სუბიექტურები ყოფილიყვნენ და რეალობა ყოველი მხრიდან არ გაეშუქებინათ. თუმცა ამის გაგებაც შეიძლება: სიმართლე მათგან დაფარული იყო, მათ არ იცოდნენ ფაქტების რეალური მხარე, არ იცოდნენ იუდას რეალური მოტივები. მიუხედავად ამისა, მოგვიწვევს მაინც ახალი აღთქმის ჭრილში ვიმსჯელოთ და დავეყრდნოთ იმ მცირე ინფორმაციას, რომელსაც ოთხი სახარება იუდას შესახებ გვაწვდის.
სახარებაში არის მომენტები, სადაც ერთი შეხედვით ოთხივე მთხრობელის ისტორია ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ რაც შეეხება იუდასთან მიმართებას – ამ შემთხვევაში ოთხივე ავტორი ერთსულოვანია – ისინი ერთხმად აფასებენ იუდას როგორც გამყიდველსა და მოღალატეს. არ შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ სახარებაში იუდას ყოველი ხსენებას თან ახლავს დამამცირებელი, სასირცხვილო სიტყვა „გამცემი“!. ეს იარლიყი მას ბიბლიაში პირველივე გამოჩენისთანავე ედება და აღარასოდეს შორდება. ასევე ყურად საღებია შემდეგი ფაქტიც: იუდა ერთადერთი მოწაფე იყო იუდეას ტომიდან, დანარჩენი თერთმეტი მოწაფეცა და იესოც გალილეელები იყვნენ. არსებობს საფუძველი ვიფიქროთ რომ „ნაციონალურმა“ სიუცხოვემ რაიმე გავლენა იქონია მოწაფეებზე იუდას მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებისას, მაგრამ იმის თქმა რომ ეს მთავარი მიზეზი იყო მისი „გარიყვისა“ დიდი შეცდომა იქნება. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ იუდა, როგორც ერთადერთი არაგალილეელი თავს უცხოდ გრძნობდა, არ შედიოდა ახლო კონტაქტში სხვა მოწაფეებთან, სწორედ ამან გამოიწვია რომ მისი საქციელის შემდეგ მოწაფეების მხრიდან არ მოხდა ფაქტებისადმი ჩაღრმავება და მის რეალურ მოტივებზე დაფიქრება.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქრისტესა და მისი მოწაფეების ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტის აღწერა მოხდა მიკერძოებულად: ერც ერთ სახარების ავტორს არ დაუფიქსირებია იუდას მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება, მითუმეტეს მაშინ როცა გადმოცემულია ძირითადად მათი დამოკიდებულებები და არა ფაქტები.
იუდას ქმედების მოტივები მრავალნაირი შეიძლება იყოს. პირველ რიგში განვიხილოთ ის ვერსიები, რომლებიც ეხმაურება იუდას, როგორც მოღალატის წარმოჩენის ტრადიციას. ეს ვერსიები ძირითადად შემდეგ აზრს ეფუძნება: იუდას ყოველ ქცევაში იდო უდიდესი ზიზღი, ქრისტეს ან ზოგადად მისი მოძღვრების მიმართ. ან: იუდა ფიქრობდა რომ მისი ასეთი საქციელით შეძლებდა ქრისტესათვის ხელი შეეშალა იმ მისიის შესრულებაში, რომელიც მას ჰქონდა მიზნად დასახული.
და მაინც, რამ აიძულა ერთი თორმეტ მოწაფეთაგანი წასულიყო ამ საქციელზე? რა მოტივი შეიძლება ჰქონოდა მას იმის გაკეთებისათვის, რის გამოც მთელი კაცობრიობის მანძილზე მისი სახელი შეჩვენებული იქნებოდა?
ერთი მოტივი (დავარქვათ მას ნეგატიური) რომელიც სახარებების ზერელე წაკითხვიდან მალევე ამოტივტივდება არის – ვერცხლისმოყვარეობა.
მასწავლებლის გაყიდვაში აღებული ფული – აი რა ამოძრავებდა იუდას. ოცდაათი ვერცხლი - ხაფანგი, რომელშიც ეს ბოროტმოქმედი გაება. ეს რა თქმა უნდა არის ყველაზე უბრალო და ყველაზე პოპულარული განმარტება იუდას საქციელისა. ახსნა – რომელიც მისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისათვის, რომელიც არ ცდილობს აზროვნებით დავიდეს რეალურ ჭეშმარიტებამდე.
ამ პოპულარულ აზრს ხელს ისიც უწყობდა რომ, იოანეს სახარეის მიხედვით ფულის ყულაბა რომელიც მოწაფეებს ჰქონდათ, იუდასთვის იყო მიბარებული. მაგრამ ეს ფაქტი არ იძლევა იმის საბაბს რომ იუდაზე ვიფიქროთ ქურდიაო. იოანე ამბობს რომ იუდა ფულს იპარავდა, მაგრამ არანაირ კონკრეტულ ფაქტს არ ასახელებს, მითუმეტეს ამის შესახებ სხვა მთხობელები დუმან.
აქვე გავიხსენოთ თუ რითი დამთავრდა იუდას გამყიდველობის ისტორია: „როცა გაიგო იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მას მსჯავრი დასდეს, ინანა და უკან მიუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებს და უხუცესებს და უთხრა: „შევცოდე, უბრალო სისიცხლი რომ გავეცი“. მათ კი უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი“. და დაყარა ვერცხლი ტაძარში, განშორდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო“. (მათე 27:3-5) ფულთან ასეთი მარტივი განშორება თვითმკვლელობა – რითი შეიძლება აიხსნას მოვლენების მსგავსი განვითარება? თითქოს მან ვერ გაუძლო მოსალოდნელი შეურაცხყოფის შიშს? ან იქნებ სხვა მოწაფეების თვალში სინდისის აღდგენას ცდილობდა? თუკი იუდას მთავარ მამოძრავებელ მოტივად ვერცხლისმოყვარეობას მივიჩნევთ, მაშინ კითხვებზე მისი აღსასრულის შესახებ, ნამდვილად გაგვიჭირდება პასუხის გაცემა.
მსგავსი საქციელით, რომელიც იუდას სიკვდილით მთავრდება ეჭქვეშ აყენებს იმ მოსაზრებას რომ ვერცხლისმოყვარეობა იყო ერთადერთი მისი მოტივი. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დავფიქრდეთ მის სიღრმისეულ მოტივებზე და არ დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმ ანარეკლით, რასაც სახარება იუდას შესახებ გვაძლევს.
ასევე ერთ-ერთ ასეთ ზედაპირულ მოტივად შეიძლება ჩავთვალოთ შური. ერთი შეხედვით ეს შეიძლება უსაფუძვლოდ მივიჩნიოთ. მითუმეტეს რომ ბიბლიაში არც ერთი ავტორი არ ახსენებს რომ იუდა შურს ჰყავდა შეპყრობილი. შური მისი დამახასიათებელი თვისება არ ყოფილა, ან რისი უნდა შეშურებოდა მას? იესოს ღატაკი ცხოვრების? მასზე მადევარი მოწინააღმდეგების, რომლებიც მუდამ ცილს სწამებდნენ თუ ნახევრად ლეგალური ცხოვრება? რა თქმა უნდა იესოში იგი სხვა რამესაც ხედავდა, ეს იყო იესოს მომავალი დიდება. სამ წელიწადში იესოს სახელი მთელს გალილეას მოედო, გადავიდა იუდეაში. უამრავი ხალხი ცდილობდა მისი სიტყვის გაგონებას, მისდევდნენ და სჯეროდათ მისი. ხალხის ერთ ნაწილს იესო უყვარდა და პატივს სცემდა, მეორე ნაწილს კი ეშინოდა მისი და სძულდა. მას მტრებიც ჰყავდა და მეობრებიც. რა თქმა უნდა ყველა, ვინც მის სიტყვებს ისმენდა მისთვის ახლობელი არ ხდებოდა და მისი სიტყვები გულთან არ მიჰქონდა.
ეს იყო დაფარული დიდება, დიდება რომელიც მის მასწავლებელს ჰქონდა და ელოდა. სავსებით შესაძლებელია სწორედ ამას დაებადა შური მეთორმეტე მოწაფეში, ამას ებიძგებინა მისთვის დანაშაულზე. მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს შემდეგი: იუდა იესოს მოწაფეებში შემთხვევით არ მოხვედრილი, იგი არჩეული იყო თავად იესოს მიერ როგორც სანდო პიროვნება, ხოლო როგორ შეიძლებოდა ადამიანს რომელიც მან აირჩია გულში ჰქონოდა შური, თუნდაც ვერცხლისმოყვარეობა? ამაზე პასუხის გაცემა რთულია, ასევე რთულია იმის თქმა რომ იუდა მსგავს საქციელზე წავიდა შურის, ან და ვერცხლისმოყვარეობის გამო. მისი მოტივი აუცილებლად უნდა ყოფილიყო უფრო სიღრმისეული, უფრო რთული ვიდრე ეს ერთი შეხედვით, ზედაპირული ანალიზიდან ჩანს.
ბიბლიის მკვლევარებში არსებობს ასევე შემდეგი აზრიც, თითქოს იუდას მთავარი მოტივი ქრისტესადმი იმედგრაცრუება იყო. თითქოს მან შური იძია იმის არ შესრულების გამო რისი იმედიც ჰქონდა. რას შეეძლო იუდასათვის გული გაეტეხა? ამის შესახებ ე. შიურე ამბობს: „უნდა ვიფიქროთ, რომ ღალატის მიზეზი არ იყო ისეთი მდაბიო, როგორიცაა ფულის სიყვარული, სამაგიეროდ შეიძლება ყოფილიყო პატივმოყვარეობა და იმედგაცრუება. იუდა ეგოიზმით გამოირჩეოდა. იგი ვერ დაკმაყოფილდებოდა იმ მცირედით რაც ამ ქვეყნად იესოს მოწაფეებს ერგებოდათ. მას დიდების იმედი ჰქონდა, ხოლო როდესაც გაიგო რომ იესო უნდა დაღუპულიყო მიხვდა რომ მისი იმედები გაქარწყლდა. ამიტომაც გაყიდა ის, ვისაც უკვე აღარ თვლიდა ნამდვილ მესიად, ვინც მთელი მისი იმედები გააცრუა“.
და აი ამ მოტივის მთავარი გასაღებიც: იუდა თვლიდა რომ იესო არ იყო ნამდვილი მესია, რომ მან მისი იმედები გააცრუა. მაგრამ რანაირი იყო იუდას თვალში ნამდვილი მესია? მისი აზრით როგორი უნდა ყოფილიყო ახალი წინასწარმეტყველი?
ისრაელი ელოდა მესიას როგორც მეფეს, რომელიც გახდებოდა მათი პოლიტიკური, სამხედრო წინამძღოლი და შეძლებდა მათ გამოხსნას რომაელთა ტყვეობისაგან. მაგრამ არანაირად არ ელოდნენ ადამიანს რომელიც მათ დამოძღვრას დაიწყებდა, მოახდენდა სასწაულებს და ხალხს მოუწოდებდა ერთ ლოყაში დარტყმის შემდეგ მეორე მიეშვირათ. შეიძლება დავუშვათ რომ იუდა იყო მორწმუნე ტრადიციული ებრაელი, რომელიც სწორედ ებრაელების შეხედულებას იზიარებდა მომავალ მესიასთან დაკავშირებით. მსგავსი შეხეულებიდან გამომდინარე შეიძლება იუდა როგორც თავისი ქვეყნისა და ნაციის პატრიოტი გამოვიყვანოთ, რომელსაც უნდოდა მისი ხალხი რომის ტყვეობისაგან გამოეხსნა. იმედგაცრუებამ იმ მოძღვრებისადმი, რომელსაც იესო თავის მოწაფეებს უზიარებდა, შეიძლება მართლაც გადაადგმევინა ნაბიჯი იუდას ღალატისაკენ, მითუმეტეს შეიძლებოდა წინასწარმეტყველის მოკვლას იუდეველებში დიდი საპროტესტო ტალღა აეგორებინა რომაელების წინააღმდეგ. სწორედ ამ აზრისაა ინგლისელი მწერალი ტომას დე კუინსი, რომელსაც ეყრდნობა ბორხესი თავის ესსეში „იუდას გამცემლობის სამი ვერსია“, და წერს: „იუდამ ქრისტე გაყიდა იმისთვის, რომ მას შესძლებოდა თავისი ღვთიური ბუნების გამოვლენა და ამათანავე ებრაელი ხალხე აეჯანყებინა რომაელების მიმართ, რომელთაც მათ მესია (ქრისტეს სახით) მოუკლეს“
იუდას მოტივის მსგავსი ინტერპრეტაციის განხილვსას აუცილებლად ჩნდება შეკითხვა: როგორ დაუშვა იესომ, როგორც ღმერთკაცმა, ღვთიური ბუნების მქონე ადამიანმა, რომ მისი მოწაფეების რიგებში ყოფილიყო ისეთი პიროვნება, რომელიც არათუ ერთგული იყო მისი, არამედ მისი მოძღვრების შინაარსსაც ვერ ჩასწვდომოდა? ამის დაჯერება რთულია და ეჭვებსაც იწვევს.
განვიხილოთ კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც ზემოთ განხილულებისა არ იყოს, რადიკალურად ნეგატიურ ხასიათს ატარებს. ეს არის იდეა რომელიც მუდამ აქტუალური იყო კაცობრიობის ისტორიაში, ასევე ძველ აღთქმაში. ამ ვერსიის მიხედვით , იუდას ქცევის მთავარი მაპროვოცირებელი მიეზეზი იყო სატანის ხრიკები.
მაგრამ რა ხრიკებზეა საუბარი? და შეიძლება საერთოდ ეს ვერსია სერიოზულად მივიღოთ?
რა თქმა უნდა შეიძლებოდა იუდას ბოროტებაში ყოფილიყო „კაცობრიობის მტრის“, ეშმაკის ხელი გარეული. სწორედ ამ საკითხის განსახილველად დავუბრუნდეთ სახარებას. სადაც ლუკა წერს:„შევიდა სატანა იუდაში, ისკარიოტელი რომ ერქვა და ერთი თორმეტთაგანი იყო. წავიდა, ელაპარაკა მღვდელმთავრებს და მცველთა უფროსებს, როგორ გადაეცა მათთვის იესო“. (22:3-4). ამ თემას იოანე ორჯერ ეხება: „სერობის დროს, როცა ეშკმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს, რომ გაეცა იგი…“; „ამ ლუკმის მერე სატანა შევიდა მასში“ (13:2,27).
როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები? როგორც ალეგორია? თუ პირდაპირი მნიშვნელობით „შესვლა“ სატანისა იუდას გულში. თუ ამ უკანსკნელ ვარიანტს დავუშვებთ, გამოდის რომ იუდა სრულიად უდანაშაულოა იმ ყველაფერში რაც ჩაიდინა, იგი შეპყრობილი იყო სატანისაგან, რომელთან შეწინააღმდეგების ძალაც მას არ გააჩნდა. ხოლო თუ ეს სიტყვები ლუკამ და იოანემ ალეგორიულად თქვეს და იუდას ნელ-ნელა ეპარებოდა ღალატის სურვილი, მაშ იგი აღარ თავისუფლდება იმ დანაშაულისაგან რომელიც შემდგომა ჩაიდინა. მეორე შემთხვევაში სატანა იუდას იყენებს თავისი მიზნებისათვის და ელოდება შესაფერის მომენტს როცა შეძლებს მის მართვას. დავუბრუნდეთ ისევ ფორმალურ მომენტს, თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ სატანა შევიდა იუდას გულში, შეგვიძლია ვთქვათ რომ მანამდე იუდა სუფთა იყო იმ ბოროტებისაგან , რომელიც მასში სატანას შეაქვს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ იუდას სატანით შეპყრობილად ჩავთვლით, ვალდებული ვიქნებით მოვუხსნათ მის პიროვნებას ყველანაირი ბრალდება.
აუცილებელია განვიხილოთ უფრო სიღრმისეული მოტივები იუდასი, რადგან ზემოთ განხილული ყველა შემთხვევა ვერ უძლებს კამათს და საბოლოო ჯამში გამოდის უსუსური იდეები მისი ბოროტად გამოყვანისა, გამოჩენისა თითქოს იუდა ყველაზე დიდი დამნაშავეა კაცობრიობის ისტორიაში.
შემდეგი რამდენიმე ვერსია თავისი არატრადიციულობის გამო ცოტა უცნაური და პარადოქსულია. მათი განხილვა აუცილებელია, შეიძლება ისინი ატარებენ პატარა სიმართლეს იმ უზარმაზარი შინაარსის მოტივებზე ან მოტივზე, რამაც იუდა მიიყვანა იმ საქციელამდე, რაც ჩაიდინა. ზემოთ განხილული მოტივებიდან განსხვავებით ისინი არ არიან დაფუძნებულები იუდას ბროტებაზე, შეიძლება მათ პოზიტიური მოტივები ვუწოდოთ.
რა მოტივებია ესენი?
იესოსა და მისი მოძღვრებისადმი გულწრფელი რწმენა. რაც არუნდა მოულოდნელი მოგვეჩვენოს, სწორედ ამ გულწრფელ, ღრმა რწმენას იესო ქრისტეს მიმართ, მისი სწავლების, როგორც მხსნელის მისიისადმი, ღვთიური წარმოშობისა, ყველაფერისადმი რასაც უკვე ორი ათასი წელია ქრისტიანობა და ქრისტიანული ეკლესია ეყრდნობა, შეიძლებოდა იუდა ისკარიოტელი მიეყვანა იმ ზღვრამდე, რომ მიეღო მსგავსი სასოწარმკვეთელი გადაწყვეტილება. მიუხედავად ამ იდეის პარადოქსულობისა, ვეცდები მაინც მოვიყვანო ფაქტები ახალი აღთქმიდან, რისი ლოგიკური შედეგიც შეიძლება ყოფილიყო ზემოთხსენებული ქმედება. დავუბრუნდეთ პირველწყარის.
„მას შემდეგ დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს და ტაჯულიყო მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო“ (მათე 16:21) ასევე „გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: „კაცის ძე გადაცემული იქნება ადამიანთა ხელში, მოკლავენ მას და მესამე დღეს აღსდგება.“ ისინი მეტისმეტად შეწუხდნენ“ (მათე 17:22-23, ასევე ლუკა 9:22, 24:27.)
„იერუსალიმს რომ ადიოდა, იესომ თან გაიყოლა თორმეტნი განცალკევებით და უთხრა მათ გზაში: „აჰა ჩვენ ავდივართ იერუსალიმ და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობართ, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას. გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან, მესამე დღეს კი აღდგება“ (მათე 20:17-19, იგივეს წერს მარკოზი 10:33-34).
„…იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და კაცის ძე მიეცემა ჯვარზე საცმელად“. (მათე 26:1-2).
„ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: „კაცის ძე გადაცემული იქნება კაცთა ხელში, მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება.“ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები და ეშინოდათ, რომ შეკითხოდნენ მას“. (მარკ. 9:9-10, ასევე მარკ. 8:31).
„…უთხრა თავის მოწაფეებს: „ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა გადაეცემა კაცთა ხელში.“ მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამს, და იგი დაფარული იყო მათთვის, ისე რომ ვერ ჩასწვდნენ მას. და ეშინოდათ, ეკითხათ მისთვის ამ სიტყვების გამო.“ (ლუკ. 9:43-45)
„წაიყვანა თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: „აჰა ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება წინაწარმეტყველთა ყოველი დაწერილი კაცის ძეზე. რადგან წარმართებს გადაეცემა, შეაგინებენ, შეურაცხყოფენ, შეაფურთხებენ. გაშოლტავენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება“. მათ კი აქედან ვერაფერი გაიგეს და ეს სიტყვა დაფარული იყო მათთვის და ვერ ხვდებოდნენ ნათქვამს.“ (ლუკ. 18:31:34)
ზემოთ მოყვანილი ციტატებიდან ჩანს რომ იესომ კარგად იცოდა რა მოელოდა, მისი ადამიანური ბუნებისათვის არ იყო დაფარული საკუთარი მომავალი. მიუხედავად იმისა რომ ერთი და იგივე მომენტი სხვა და სხვა სახარებაში ხშირად სხვა და სხვანაირად არის გადმოცემული, ამ შემთხვევაში მათე, მარკოზი და ლუკა გასაოცარ, უჩვეულო ერთსულოვნებას იჩენენ, ერთმანეთს სიტყვა სიტყვით ეთანხმებიან და ზუსტად ანალოგიური სიტყვებით გადმოსცემენ ისტორიას. ამ ყველაფერის ფონზე აშკარად განსხვავდება ქრისტეს ცხოვრების მეოთხე მთხრობელი -იოანე. „ამის შემდეგ იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე“ (იოანე 13:21).
მაშ ასე, ესო საუბრობს თავის მომავალ ბედზე. რაშინაარსი შეიძლება გამოვიტანოთ ამ სიტყვებიდან? პირველი, იგი აუწყებს მოწაფეებს რომ იგი ჯვარზე გაკვრით მოკვდება, მეორე – იესოიესო წინასწარმეტყველებს მის მომავალ აღდგომაზე, მესამე – იგი ანიშნებს რომ „კაცის ძე“ გაცემული იქნება ერთ-ერთი მოწაფეთაგან, მეოთხე, იგი კონკრეტულად ასახელებს დღეს, ესაა პასექის დღე. ხოლო მეხუთე გარემოება, მის მოწაფეებს მისი არაფერი არ ესმით, და შეკითხვისაც ეშინიათ. ვხედავთ ქრისტე პირდაპირმნიშვნელოვნად საუბრობს მის მომავალ გაცემასა და სიკვდილზე, აღდგომაზე, მოწაფეებს კი მისი არ ესმით. ხოლო მისი სიტყვების არ გაგება მათ რწმენასაც უსუსტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ შეეშინდებოდათ, დაიბნეოდნენ და დაიწყებდნენ შეწინააღმდეგებას მისი რომაელებისაგან დატყვევების ღამეს? (როცა პეტრემ ერთ ერთ ადამიანს ყურიც კი ჩამოაჭრა). ამ ყველაფრის გააზრების ფონზე (რაც არ უნდა ხმამაღლა ჟღერდეს) მაიცნ შეიძლება ითქვას, რომ იუდა იყო ერთადერთი მოწაფე რომელსაც გულწრფელად სჯეროდა მისი, რომელიც მუდამ გულისყურით უსმენდა მას და მის არც ერთი სიტყვას უმნიშვნელოდ არ ყოვებდა,სწორედ რწმენამ უბიძგა იუდას „ღალატისაკენ“, რადგან იგი ერთადერთი იყო, ვინც გაიგო რეალური მიზანი ესოს ამ ქვეყნად მოსვლისა, ცოხვრებისა და რაც მთავარია გარდაცვალებისა. იგი ხვდებოდა რისთვის მოვიდა იესო ამ ცოდვილ სამყაროში , რომ მისი მისია კაცობრიობის გადარჩენა იყო. იესომ მისცა სამყაროს შანსი, და ეს შანსში შედიოდა მისი სიკვდილი. სიკვდილმა დააგვირგვინა იესოს მისია დედამიწაზე, სისხლით მოხდა განწმენდა კაცობრიობის. მისი სიკვდილი სჭირდებოდა სამყაროს, იუდამ სწორედ ეს გაიგო და საკუთარ თავზე აიღო ღვთიური საქმის შესრულება. მან იცოდა რომ ამის გამო მას კაცობრიობისაგან წყევლა არ ასცებოდა, მაგრამ მან ასევე იცოდა, რომ თავად იესოს, თავად ღვთის შვილი იესოს ჰქონდა მისი დახმარების იმედი. იუდამ გადააბიჯა თავის პიროვნებას და ჩაიდინა საბედისწერო საქციელი. ამით აღსრულდა ღვთაებრივი წინასწარმეტყველება.
შეგვიძლია ასევე სხვა ამის მსგავსი ვარიანტიც განვიხილოთ, რათა გავიგოთ იუდა ისკარიოტელის მოტივები. არსებობს რწმენა, რომელიც თავის თავში ასევე ეჭვსაც, დაფიქრებასაც შეიცავს. ასევე არსებობს „ღვთიური რწმენა“, რწმენა რომელიც ჰქონდა აბრაამს, რომელმაც დაუფიქრებლად მიიყვანა თავისი ერთადერთი შვილი და აპირებდა მის ღმერთისათვის შეწირვას. მსგავსი რწმენა უნდა ყოფილიყო ყველანაირი ეჭვებისა და გააზრებების გარეშე. ასეთ რწმენას ქადაგებს წმინდა წერილი.
სჭირდება კი ადამიანს მსგავსი რწმენა? რწმენა, ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე პირადული საკითხია ადამიანისა, ყველაზე ღირებული. ადამიანს აქვს უფლება თავისუფალი არჩევანის, სწორედ ამ არჩევანის შედეგი უნდა იყოს რწმენა, რაც თავის თავში აუცილებლად შეიცავს დაფიქრებასა დ დაეჭვებას. ხოლო ბრმადმორწმუნეობა შეიძლება თავის თავში ატარებდეს ადამიანის მხრიდან ყოველგვარი მოვალეობისა და პასუხისმგებლობისაგან გაქცევას (როგორც აბრაამის მაგალითია, მას ღმერთმა უბრძანა შვილის შეწირვა). მაგრამ შეიძლება ჩავთვალოთ რომ ღმერთი თვითონ წყვეტს ვინ იყოს „კარგი“ ადამიაი და ვინ „ცუდი“? შეიძლება კი მსგავს ბრმადმორწმუნე არსებას თამამად ვუწოდოთ ადამიანი? ნუთუ მსგავსი პოზიცია შეეფერება ღირსეულ ადამიანს?
დიახ, იუდას გულწრფელად სწამდა იესოსი, მაგრამ რწმენა მის სულში თავისთავად შეიცავდა რაღაც ეჭვს, რამაც იგი საბოლოო საქციელამდე მიიყვანა. ხომ შეიძლება ნამდვილი რწმენის ნაწილი იყო სკეპტიციზმი და მუდმივი ფიქირი იმისა „რომ ვცდებოდე?“. რთულია იმის აღწერა რა შეძლება ჩაითვალოს რწმენად და რა არა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩავთვალოთ რომ იუდა იყო სკეპტიკოსი ორწმუნე, რა შეიძლებოდა ეფიქრა მას? დავუშვათ შემდეგი:
„თუ იესო მართლა ღვთის შვილია – იფიქრებდა იუდა – მაშინ ჩემი გაცემა დაეხმარება მას საქმის ბოლომდე მიყვანაში, აღსრულდება ნაწინასწარმეტყველები მისი სიკვდილი და მესამე დღეს აღდგება იგი; ჩემი ქმედებით მე მხოლოდ დავეხმარები მას ღვთიური საქმის აღსრულებაში. ხოლო თუ იი მატუყარა აღმოჩნება, დაე სიკვდილი იყოს მისი სასჯელი მსგავსი ტყუილებისათვის, მისთვის ეს შესაფერისი აღსასრული იქნება“. ძნელია იუდას გამტყუნება, ფაქტია რომ ორივე ვარიანტში იგი მოგებული გამოდის, ერთ შემთხვევაში ღვთის ძეს ახმარება მისიის აღსრულებაში, მეორე შემთხვევაში კი კლავს თვითმარქვია, მატყუარა ადამიანს. ამ შემთხვევაში იუდასთან ერთად გამარჯვებული გამოვიდოდა სიმართლეც. თუმცა მეთორმეტე მოწაფე არ ცდილობდა სიმართლის გაგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაელოებოდა „მესამე დღეს“, იგი სწორედ ამ მესამე დღემდე იკლავს თავს და საკუთარი ნებით ეთხოვება სიცოცხლეს. რამ აიძულა იგი გაეკეთებინა ეს? თუ მას მართლაც სიმართლის „გადამოწმება“ უნდოდა, მინიმუმ მესამე დღეს ხომ მაინც უნდა დალოდებოდა?
იესო აღსდგა და დაბრუნდა თავისი თერთმეტი მშიშარა მოწაფის ცხოვრებაში. ხოლო რაც შეეხება მეთორმეტე მოწაფეს, გაიგო კი მან სიმართლე „სხვა სამყაროში“? იქნებ მან ადგილი ღმერთის გვერდით დაიკავა, სადაც აღარ შეაწუხებდა მისი მისამართით გამოთქმული ბრალდება მოღალატისა.
ქრისტეს პირდაპირი ბრძანება. ეს ბოლო ვერსია სრულებით ავსებს წინა ორს და ქმნის საერთო სურათს იუდას „ღალატისა“, რომელიც ღვთის საქმის აღსასრულებლად მოხდა. ერთ ერთ ყურადსაღებ ვარიანტად ზუსტად ის შეიძლება მოვიყვანოთ რომ ქრისტემ თავად უბრძანა მას რომ გაეყიდა იგი. დავუბრუნდეთ კვლავ ახალი აღთქმის ტექსტს:
„რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად. და როცა ჭამდნენ, თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამდემც“. ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: „მე ხომ არა, უფალო?“ მან მიუგო და უთხრა: „ვინც ჩემთან ერთად ხელს ჩამოაწობს ჯამში, ის გამცემს.“ მიუგო იუდამ, მისმა გამცემმა, და უთხრა: „ნუთუ მე ვარ, რაბი?“ „შენ თქვი“ – უთხრა მას. (მათ. 26:20-23,25).
„რომ მოსაღამოვდა, თორმეტთან ერთად მოვიდა იგი. როცა ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე.“ ისინი დანაღვლიანდნენ და ჰკითხეს სათითაოდ: „მე ხომ არა ვარ?“ მან უთხრა მათ: „ერთი თორმეტთაგანი, ჩემთან ერთად ჯამში ჩამწობი“ (მარკ. 14:17-20).
„“და აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად აის ამ სუფრაზე; რადგან ძე კაცისა მიდის განჩინებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი.“ და მათ დაიწყეს ერთმანეთის ამოკითხვა: რომელი მათგანი გააკეთებდა ამას.“
„ამის თქმის შემდეგ იესო სულით აღელდა, დაამოწმა და თქვა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე“. გადახედეს მოწაფეებმა ერთმანეთს გაოგნებულებმა, ვისზე თქვაო. იესოს უბეს მიყრდნობოდა ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს. სიმონ-პეტრემ აბიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზე თქვაო. გადაიხარა იგი იესოს მკერდისაკენ და ეუბნება: „უფალო, ვინაა იგი?“ მიუგებს იესო: „ეს ისაა ვისაც ამოვუწობ ლუკმას და მივცემ.“ ამოაწო ლუკმა, აიღო მისცა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს. ამ ლუკმის მერე სატანა შევიდა მასში. ეუბნება მას იესო: „რაც გასაკეთებელი გაქვს, მალე გააკეთე.“ მაგრამ მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რა უთხრა ეს. ის კი, როგორც კი ლუკმა აიღო, დაუყონებლივ გავიდა. და იყო ღამე. (იოან. 13:21-28,30).
ამ პასაჟებიდან გამომდინარე ჩანს რომ ქრისტებ პირდაპირ ”უბრძანა” რომ მისი გამცემი იუდა უნდა ყოფილიყო, რომ ეს რთული საქმე მას უნდა ეკისრა.
|