სვანი67 წავიკითხე...
ხალხნო გააქტიურდით, აჰა კიდევ თქვენ ოშო:
ზორბა - ბუდა
ოშო,
ზოგჯერ როდესაც თქვენ ლაპარაკობთ, ცხოვრება წარმომიდგენია ბერძენი ზორბას სახით. ჭამა, სმა, მხიარულება, იყო ძლიერი და გატაცებული - მაშინ მე ვფიქრობ, რომ ეს არის გზა. სხვა დროს თქვენ ლაპარაკობთ მასზედ, რომ გზა - ესაა იჯდე მდუმარედ, ცნობიერად და გაუნძრევლად როგორც ბერი. მაშინ როგორ ვიყოთ ჩვენ - ზორბები თუ ბერები - და შესაძლებელია კი ორივეს გაერთიანება? მე ვგრძნობ, რომ თქვენ შეძელით ურთიერთსაწინააღმდეგოს გაერთიანება, მაგრამ შეგვიძლია განა ჩვენ ვიყოთ ორივენი - ზორბები, მოძრავნი გატაცებითა და სურვილებით და ბუდები - ცივები და დაწყნარებულები?
ეს არის უმაღლესი სინთეზი - როდესაც ზორბა ხდება ბუდა. მე ვცდილობ აქ შევქმნა არა ბერძენი ზორბა, არამედ ზორბა - ბუდა.
ზორბა მშვენიერია, მაგრამ რაღაც აკლია. მას ეკუთვნის მიწა, მაგრამ აკლია ზეციური. ის მიწიერია, ფესვგადგმულია როგორც გიგანტური კედარი, მაგრამ მას არ გააჩნია ფრთები. მას არ შეუძლია აფრინდეს ზეცაში. მას აქვს ფესვები, მაგრამ არ აქვს ფრთები.
ჭამა, სმა, მხიარულება - მშვენიერია თავისთავად, ამაში არაფერია ცუდი. მაგრამ ეს არასაკმარისია. თქვენ მალე დაიღლებით ამისგან. შეუძლებელია უბრალოდ ჭამა, სმა და მხიარულება. მალე ცხოვრების ბედის ტრიალი მხიარულებას გადააქცევს მწუხარებად - იმიტომ რომ იგი მეორდება. მხოლოდ ძალიან საშუალო გონებას შეუძლია გააგრძელოს ამაში ბედნიერების მონახვა.
თუკი თქვენ გაგაჩნიათ ცოტაოდენი გონებაც კი, მაშინ ადრე თუ გვიან თქვენ აღმოაჩენთ ყველაფერი ამის მთლიან ამაოებას. როგორ ხანგრძლივად შეგიძლიათ თქვენ ჭამა, სმა და მხიარულება? ადრე თუ გვიან გარდაუვალად წარმოიშობა კითხვა: რა აზრია ყველაფერ ამაში რატომ? შეუძლებელია დიდხანს გაექცე ამ კითხვას. და თუ თქვენ ძალიან ჭკვიანი ხართ, მაშინ ეს კითხვა ყოველთვის აქაა, არ მოგასვენებთ თქვენ, აკაკუნებს თქვენს გულში. კითხულობს: მიპასუხე მე?! - რატომ?!
და საჭიროა დაიმახსოვროთ შემდეგი: ის ადამიანები არ არიან იმედგაცრუებული ცხოვრებისაგან, რომლებიც ღარიბები არიან, შიმშილობენ; არა. მათ არ შეუძლიათ იყონ იმედგაცრუებულნი. მათ ჯერ კიდევ არ უცხოვრიათ. როგორ შეუძლიათ მათ იყვნენ იმედგაცრუებულნი? მათ აქვთ იმედი. ღარიბ ადამიანს ყოველთვის იმედი აქვს. ღარიბ ადამიანს ყოველთვის უნდა, რომ რაღაც მოხდეს, იმედი აქვს, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს - დღეს თუ არა, მაშინ ხვალ ან ზეგ, თუ ამ ცხოვრებაში არა, მაშინ შემდეგში.
თქვენ როგორ ფიქრობთ? ვინ არიან ის ადამიანები, აღმწერი ზეცისე როგორც პლეიბოის კლუბი, ვინ არიან ის ადამიანები? დამშეულები, ღარიბები, ხელიდან გაუშვეს საკუთარი ცხოვრება - ისინი აპროექცირებენ საკუთარ სურვილებს ზეცაზე. ზეაში მოედინება ღვინის მდინარეები... ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც წარმოიდგენენ ღვინის მდინარეებს? მათ ეს ყველაფერი აქ გაუშვეს ხელიდან. იქ არის ნატვრის ხეები. თქვენ ზიხართ მის ქვეშ და იმ მომენტში, როდესაც ჩაიფიქრეთ სურვილი, ის იმწამსვე ასრულდება. არც ერთი წამი არ ყოფს სურვილსა და ასრულებას, არ არის არავითარი დროის მონაკვეთი სურვილსა და ასრულებას შორის. ეს ხდება მომენტალურად მაშინვე.
ვინ არიან ეს ადამიანები? - ვინც შეიცნო შიმშილი, მათ არ ჰქონდათ საშუალება გაეგოთ ცხოვრების მშვენიერება. როგორ შეეძლოთ მათ იმედი გასცრუებოდათ ამაში? მათ არ ჰქონდათ გამოცდილება, მხოლოდ გამოცდილების საშუალებით მოდის გაგება ყველაფერი ამის აბსოლუტური ამაოებისა. მხოლოდ ზორბები მიდიან ასეთი ცხოვრების აბსოლუტური ამაოების გაგებამდე.
ბუდა თავად იყო ზორბა. მისთვის მისაწვდომი იყო ყველა მშვენიერი ქალი, რომლებიც იყვნენ მის ქვეყანაში. მამამისმა შეუქმნა პირობა ყოფილიყო მშვენიერ ქალთა გარემოცვაში. მას ჰქონდა ყველაზე ლამაზი სასახლეები - განსხვავებულები წელიწადის სხვადასხვა დროისათვის. ის ფლობდა ყველანაირ ფუფუნებას, რომელიც იყო შესაძლებელი იმ დროისათვის. ის ცხოვრობდა ბერძენი ზორბას ცხოვრებით, სწორედ ამიტომ 21 წლის ასაკში მას მთლიანად გაუცრუვდა იმედი. ის იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი. თუკი ის იქნებოდა საშუალო ადამიანი, მაშინ გააგრძელებდა ცხოვრებას ძველებურად. მაგრამ მალე მან გაიგო ძირითადი არსი ეს გამეორებაა, ეს ერთი და იგივეა. ყოველ დღე თქვენ ჭამთ, აკეთებთ სექსუალურ აქტს ქალთან, მას ყავდა ყოველ დღე ახალი ქალი სასიყვარულოდ. მაგრამ რამდენი ხანი? მალე მას ყელში ამოუვიდა.
ის გაიქცა სასახლიდან, ქალებისაგან, სიმდიდრისაგან, ფუფუნებისაგან, ყველაფრისაგან. ამიტომ მე არ ვარ ბერძენი ზორბას წინააღმდეგი, იმიტომ რომ ბერძენი - ზორბა - ეს თავად ფუძეა... მე მთლიანად ამ ცხოვრების მომხრე ვარ, რადგან მე ვიცი, რომ სხვა სამყარო შეიძლება იყოს ნაგრძნობი მხოლოდ ამის საშუალებით. ამიტომ მე არ ვამბობ, რომ საჭიროა მას გაექცე, მე არ გეტყვით თქვენ: გახდით ბერი. ბერი - ეს არის, ვინც წავიდა ზორბას წინააღმდეგ, ის გაქცეულია, მშიშარაა, მან გააკეთა რაღაც აჩქარებით, უგუნურებით. ის მოუმწიფებელი ადამიანია. ბერი - მოუმწიფებელი, ძუნწი - მოწყურებული სხვანაირ სამყაროს და სურს ის ძალიან ადრე. დრო კი ჯერ არ მოსულა, ბერ ჯერ არ მომწიფებულა. იცხოვრეთ ამ სამყაროში იმიტომ რომ ეს სამყარო იძლევა დასრულებულობას, მომწიფებას, სიმთლიანეს. ეს სამყარო გიკეთებთ გამოწვევას, რისი წყალობითაც თქვენში წარმოიშობა ცენტრირება, გაცნობიერება. და ეს გაცნობიერება ხდება კიბე. მაშინ თქვენ შეგიძლიათ იმოძრაოთ ზორბადან ბუდასაკენ.
ნება მომეცით, მე კვლავ გავიმეორო: მხოლოდ ზორბები ხდებიან ბუდები, ბუდა კი არასოდეს იყო ბერი. ბერი - ეს ისაა, ვინც არასოდეს ყოფილა ზორბა, ისაა ვინც დანებდა ბუდას სიტყვების მომხიბვლელობას. ბერი - ეს არის მიმბაძველი, აყალბებს, ბაძავს ბუდას. ის შეიძლება იყოს ქრისტიანი, შეიძლება იყოს ბუდისტი, ჯაინისტი - ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა - მაგრამ ის ბაძავს ბუდას.
როდესაც ბერი მიდის ამ ცხოვრებიდან, ის მიდის, რომ იბრძოლოს მასთან. ეს არ არის მშვიდობიანი წასვლა. მთელი მისი არსება მიისწრაფვის უკან. ის იბრძვის მასთან. ის გაორებაშია. ერთი ნახევარი მისი არსებისა - ამ ცხოვრებისკენაა, მეორე ნახევარს კი სწყურია სხვა. ის გაყოფილია ნაწილებად. ბერი - ეს შიზოფრენიულია საკუთარ ფუძეში, გახლეჩილი პიროვნებაა, დაყოფილია მაღლად და დაბლად. და ეს უმდაბლესი აგრძელებს მის მიზიდვას, მაგრამ რაც უფრო მეტად იხშობა, მით მეტად და მეტად მიმზიდველი ხდება იგი. იმის გამო, რომ მან არ განიცადა უმდაბლესი, მას არ შეუძლია შესვლა უმაღლესში.
თქვენ შეგიძლია მოხვდეთ უმაღლესში მხოლოდ მაშინ, როდესაც განიცადეთ უმდაბლესი. თქვენ შეგიძლიათ დაიმსახუროთ უმაღლესი მხოლოდ უმდაბლესის მთელი წუხილებისა და აღფრთოვანებების გავლით. მანამ სანამ ლოტოსი გახდება ლოტოსი, მან უნდა გაიაროს ტალახი. ტალახი ეს არის სამყარო. ბევრი გაექცა ტალახს, ის არასოდეს არ გახდება ლოტოსი. ეს გავს ლოტოსის მარცვალს, რომელმაც უცბად უარი განაცხადა ტალახში ჩავარდნაზე - შეიძლება საკუთარი ეგოს გამო: �მე ხომ - ლოტოსის მარცვალი ვარ! მე არ შემიძლია ჩავვარდე ტალახში!� მაგრამ მაშინ ის რჩება მარცვალი, აღარასოდეს აყვავდება. თუკი მას სურს გადაიქცეს ლოტოსად, ის უნდა ჩავარდეს ტალახში. უნდა განიცადო ეს პოლარობები. არ განიცადო ეს ურთიერთწინააღმდეგობა - იცხოვრო ტალახში - შეუძლებელია გადააგდო ეგო.
მე ვიქნები უკანასკნელი ადამიანი, თუკი გავაკეთებ თქვენგან ბერებს - ბერები რატომ არიან განწყობილები ჩემს წინააღმდეგ? მე მსურს, რომ თქვენ ფესვი გიდგათ მიწაში.
მე სრულიად ვეთანხმები ფრიდრიხ ნიცშეს, რომელიც ამბობს: �მე გთხოვთ თქვენ, ჩემო ძმებო, დარჩით მიწის ერთგულები და ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც ლაპარაკობს იმედებზე სხვა სამყაროს შესახებ� შეისწავლეთ საკუთარი პირველი გაკვეთილი ნდობა, ენდეთ მიწას. ეს - ეს არის თქვენი სახლი სწორედ ახლა!
ნუ იდარდებთ სხვა სამყაროზე. იცხოვრეთ ამ სამყაროში, და იცხოვრეთ მასში ინტენსიურად, მგზნებარებით. იცხოვრეთ მასში ტოტალურად, მთელი საკუთარი არსებით. და ამ მთლიანი ნდობის წყალობით, ამ მგზნებარე ცხოვრების წყალობით, სიყვარულით და მხიარულებით თქვენ შესძლებთ გახვიდეთ ამ სამყაროს საზღვრებს მიღმა.
სხვა სამყარო დამალულია ამ სამყაროში. ბუდას სძინავს ზორბაში. აუცილებელია მისი გაღვიძება. და არავის არ შეუძლია თქვენი გამოღვიძება, გარდა თავად ცხოვრებისა.
მე აქ ვარ, რათა დაგეხმაროთ თქვენ იყოთ ტოტალურები, სადაც არ უნდა იყოთ თქვენ, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოთ თქვენ - იცხოვრეთ ეს მდგომარეობა ტოტალურად. მხოლოდ იცხოვრო რაღაც მთლიანად, შესაძლებელია გახვიდე მის საზღვრებს მიღმა.
ჯერ გახდით ზორბა, მიწის ყვავილი და შემდეგ დაიმსახურეთ შესაძლებლობა გახდით ბუდა - ყვავილი სხვა სამყაროსი. სხვა სამყარო არ არის სადღაც გარეთ: სხვა სამყარო დამალულია ამაში. ეს - მხოლოდ გამოვლინებაა სხვისი, სხვა კი გამოუმჟღავნებელი ნაწილია ამისი.
არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ცხოვრებისა
ოშო, რას ნიშნავს იცხოვრო თავისუფალი ცხოვრებით?
ჩემი მითითება ძალიან უბრალოა: იცხოვრეთ იმდენად მოშვებულად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. იცხოვრეთ ინტენსიურად, მგზნებარედ, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ცხოვრებისა.
ფრიდრიხ ნიცშე ამბობს: �ღმერთი მოკვდა�. ეს არასწორია, იმიტომ რომ ღმერთი არასოდეს ყოფილა დასაწყისშივე. როგორ შეუძლია მას მოკვდეს? ცხოვრება არის, ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება. დართეთ ნება საკუთარ თავს. მე კვლავ ვიმეორებ: დართეთ ნება საკუთარ თავს იყოს ატანილი ცხოვრებით.
წარსულის ეგრეთ წოდებული რელიგიები ყოველთვის გეუბნებოდნენ თქვენ სრულიად საპირისპიროს. ისინი ამბობენ: �განდექით�. მე გეუბნებით �იდღესასწაულეთ!� ისინი უარყოფენ ცხოვრებას, მე ვამტკიცებ მას. ისინი ამბობენ, რომ ცხოვრება - ეს რაღაც არარეალური, ილუზიურია და ქმნიან ღმერთის აბსტრაქტულ იდეას, რომელიც სხვა არაფერია, გარდა მათი საკუთარი გონების პროექციისა. და ისინი ეთაყვანებიან ამ პროექციებს. ეს ისე უგუნურობაა, იმ დონის სიბრიყვეა, რომ შეიძლება მხოლოდ გაგიკვირდეს, როგორ ეთაყვანებოდა მილიონობით ადამიანი ასეთ რეალურ უაზრობას. ის რაც არსებობს, უარყოფილია იმის გულისთვის, რაც წარმოადგენს უბრალოდ აბსტრაქციას გონებისა. ღმერთი - ეს მხოლოდ სიტყვაა, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ღმერთი რეალურია.
რეალობა - ეს ცხოვრებაა: თქვენ გრძნობთ მას თქვენივეე გულისცემაში, ის პულსირებს სისხლში, იგი ყველაფერშია: ყვავილებში, მდინარეებში, ვარსკვლავებში. ისინი კი იძახიან, რომ ყველაფერი ეს არის მაია, ილუზია. იძახიან რომ, იგი შედგება იგივე ნივთიერებებისგან, რაც სიზმრები. ისინი ქმნიან ღმერთს და ყველა, რა თქმა უნდა ქმნის მას თავის წარმოდგენაში. ამიტომაც არსებობს ათასობით ღმერთები.
ეს თქვენი წარმოსახვაა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ღმერთი ოთხი თავით, შეგიძლიათ შექმნათ იგი ათასი თავით. თქვენი გადასაწყვეტია, ეს თქვენი თამაშია. და ეს ხალხი ლაპარაკობდნენ... შხამავდნენ სხვათა გონებას.
მე გეუბნებით თქვენ - ცხოვრება არის ერთადერთი არსებული ჭეშმარიტება. არ არის სხვა ღმერთი, გარდა ცხოვრებისა ამიტომ მიეცით თავს ნება იყოთ შეპყრობილი მუსიკის ნოტებით. თუ თქვენ შეძლებთ გააკეთოთ ეს უბრალო რამე... ეს ადვილია, იმიტომ რომ კითხვა არის მხოლოდ იმაში, რომ მიეცეთ დინებას. ნუ ეწინააღმდეგებით მდინარეს, დართეთ ნება მდინარეს, რომ გაგიყვანოთ ოკეანესთან. ის უკვე გზაზეა მისკენ. მოდუნდით, არ დაიძაბოთ და არ ეცადოთ იყოთ სასულიერო. არ შექმნათ არავითარი დაყოფა მატერიასა და სულს შორის. არსებობა მთლიანია, მატერია და სული - უბრალოდ ორი მხარეა ერთი და იგივე მონეტის. მოდუნდით, დაისვენეთ და იცურეთ მდინარესთან ერთად.
იყავით მოთამაშეები, ნუ იქნებით საქმოსნები და თქვენ გაიგებთ ღმერთის შესახებ კიდევ მეტს, იმიტომ რომ მოთამაშეს შეუძლია გარისკოს. მოთამაშე არ არის მოანგარიშე. მას შეუძლია დადოს ყველაფერი რაც გააჩნია. როდესაც მოთამაშე დებს ყველაფერს, ის კანკალებს და ელოდება... რა მოხდება ეხლა? ამ მომენტში ფანჯარა შეიძლება გაიღოს. ზუსტად ეს მომენტი შეიძლება გახდეს თქვენთვის ტრანსფორმაცია.
იყავით ლოთები, შესვით ცხოვრება, ამ არსებობის ღვინით. ნუ დარჩებით ფხიზელი. ფხიზელი ადამიანი - მკვდარია. დალიეთ სიცოცხლის ღვინო. მასში იმდენად ბევრი პოეზიაა, იმდენად ბევრი სიყვარულია, იმდენად ბევრი ნექტარია. თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ გაზაფხულის ყვავილობა ყოველ მომენტში. უბრალოდ დაუძახეთ მას და მიეცით ნება მზეს, ქარს და წვიმას შემოვიდეს თქვენში.
სწორედ ამიტომ სპირიტუალისტები არიან ჩემს წინააღმდეგ, ისინი ფიქრობენ, რომ მე უარვყოფ ღმერთს. მე არ უარვყოფ ღმერთს. თავდაპირველად მე ვქმნი ღმერთს რეალურს, მე ვაცოცხლებ მას, მე ვაახლოვებ მას თქვენთან, ახლოს. როგორც თვით თქვენი გული - ვინაიდან ის თქვენი არსებაა, არა როგორც განცალკევებული, არა როგორც დაშორებული, არა როგორც ცაში, არამედ აქ და ეხლა მე ვცდილობ დავანგრიო თვით იდეა იქ და მაშინ მთელი ჩემი სწავლება ამაშია, აქ და ეხლა, რადგან არ არსებობს სხვა სივრცე გარდა �აქ� და არ არის სხვა დრო გარდა �ახლა�.
ცხოვრება - ეს სუფთა ტილოა
ოშო,
ნუთუ ცხოვრება არ არის ტანჯვა?
ეს დამოკიდებულია თქვენზე. ცხოვრება თავის თავად - ეს სუფთა ტილოა, ის ხდება ისეთი, რასაც დახატავთ მასზე. თქვენ შეგიძლიათ დახატოთ ნეტარება.
ამ თავისუფლებაში - თქვენი სიდიადეა.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თავისუფლება ისე, რომ მთელი თქვენი ცხოვრება გადაიქცეს ჯოჯოხეთად, ანდა ისე, რომ თქვენი ცხოვრება აღივსება სილამაზით, დალოცვით, ნეტარებით, რაღაც ზეციურით. ყველაფერი ეს დამოკიდებულია თქვენზე;ადამიანს გააჩნია სრული თავისუფლება.
ტანჯვა იმიტომაა ასე ბევრი, რომ ხალხი ბრიყვია და არ იციან რა გამოსახონ ტილოზე.
არჩევანი თქვენზეა - ამაშია ადამიანის სიდიადე. ეს ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარია ღმერთისგან. არც ერთ სხვა ცხოველს არ აქვს მინიჭებული თავისუფლება; თითოეულ ცხოველს მიცემული აქვს უკვე გამზადებული პროგრამა. ყველა ცხოველი, ადამიანის გარდა, დაპროგრამებულია. ძაღლი განწირულია იყოს მუდამ ძაღლი, სხვა რამე შეუძლებელია, არავითარი თავისუფლება არ არსებობს. ის დაპროგრამებულია, ყველაფერი უკვე ჩადებულია. მასზე დასმულია ბეჭედი, ის უბრალოდ მიყვება შტამპებს, ის იქნება ძაღლი. მას არა აქვს არჩევანი, ყოველგვარი ალტერნატივა შეუძლებელია. ეს მთლიანად ფიქსირებული არსებაა.
ადამიანის გარდა ყველაფერი დაპროგრამებულია. ვარდი უნდა იყოს ვარდი, ლოტოსი უნდა იყოს ლოტოსი, ჩიტს ექნება ფრთები, ცხოველები გადაადგილდებიან ოთხი ფეხით.
ადამიანი სრულიად თავისუფალია, ამაშია ადამიანის სილამაზე, მისი სიდიადე.
თავისუფლება - ეს ღმერთის უდიდესი საჩუქარია, მხოლოდ თქვენ არ ხართ დაპროგრამებული. თქვენ არ ატარებთ ბეჭედს. თქვენ თვითონ უნდა შექმნათ საკუთარი თავი, იყოთ თვითშემოქმედი. ასე რომ ეს დამოკიდებულია თქვენზე: შეგიძლიათ გახდეთ ბუდა, ბახუდინი ან ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი. შეგიძლიათ გახდეთ მკვლელი ან გასხივოსნებული.
თქვენ შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ თავს გახდეთ ცნობიერების მშვენიერი ყვავილობა, ანდა რობოტი.
მაგრამ დაიმახსოვრეთ, პასუხისმგებელი ხართ თქვენ - მხოლოდ თქვენ და სხვა არავინ.
ოპტიმისტი - ეს არის ადამიანი, რომელიც დილით მიდის ფანჯარასთან და ამბობს: �დილა მშვიდობისა ღმერთო!�
პესიმისტი - ის ვინც მიდის ფანჯარასთან და ამბობს: �ო ღმერთო ეს რა დილაა?�
ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე. დილა იგივეა, შეიძლება ფანჯარაც იგივეა, შეიძლება პესიმისტი და ოპტიმისტი დგანან ერთი და იგივე ოთახში - ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე. მაგრამ რაშია განსხვავება, როდესაც თქვენ ამბობთ �დილა მშვიდობისა, ღმერთო!� და როდესაც ამბობთ: � ო ღმერთო, ეს რა დილაა?�
მე მომისმენია სუფიური იგავი:
დიადი ოსტატის ორი მოსწავლე სეირნობდა ბაღში ოსტატის სახლთან. მათ საშუალება ჰქონდათ ესეირნათ ყოველ დღე, დილით და საღამოთი. სეირნობა იყო სახე მედიტაციის - გასეირნების მედიტაცია - ზუსტად ისე, როგორც ძენის ხალხი აწყობდა მედიტაციებს გასეირნების დროს. თქვენ არ შეიძლება იჯდეთ 24 საათი დღეში - ფეხებს სჭირდება მოძრაობა, სისხლს სჭირდება ცირკულაცია. ამიტომ ძენის და სუფიურ სკოლებში თქვენ მედიტირებთ რამოდენიმე საათი დამჯდრები, შემდეგ კი იწყებთ მედიტირებას სეირნობის დროს. მაგრამ მედიტაცია გრძელდება; სეირნობისას ან ჯდომისას, შინაგანი დინება რჩება იგივე.
ორივე იყო მწეველი და ორივეს უნდოდა ეთხოვა ოსტატისათვის უფლება. ამიტომ მათ გადაწყვიტეს: �ხვალ, შეიძლება მან თქვას �არა�, მაგრამ ჩვენ მაინც ვკითხავთ. ბაღში მოწევა ხომ არც ისეთი უწმინდურობაა. ჩვენ რა თქმა უნდა არ მოვწევთ პირდაპირ მის სახლში�.
მეორე დღეს ისინი შეხვდნენ ბაღში. ერთმა მათგანმა შეამჩნია რა მეორე ეწეოდა, გაბრაზდა: �შენ ეწევი? შენ რა არ ემორჩილები მის მითითებებს? მეც ვკითხე ოსტატს მაგრამ მან გადაჭრით ამიკრძალა�.
მეორემ უთხრა, მაგრამ მან მე მიპასუხა �ხო�.
ეს ჩანდა ძალიან უსამართლოდ. პირველმა თქვა: �მე წავალ და დაუყოვნებლივ გავარკვევ. რატომ მიპასუხა მე �არა� შენ კი �ხო�.
მეორე დაინტერესდა: �მოიცადე, გთხოვ მითხარი, შენ რა ჰკითხე?�
�მე რა ვკითხე? - უპასუხა პირველმა - მე ვკითხე: �შემიძლია, რომ მოვწიო მედიტაციის დროს?� მან მიპასუხა: �არა� და ჩანდა ძალიან გაბრაზებული�.
მეორემ გაიცინა და თქვა: �ეხლა მე ვიცი რაშია საქმე. მე ვკითხე: �შემიძლია მედიტირება როდესაც ვეწევი?� მან მითხრა �კი�.
ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე. სულ რაღაც მცირედი განსხვავება და ცხოვრება ხდება რაღაც სრულიად სხვა. მაგრამ არ არსებობს უდიდესი განსხვავება. კითხო �შემიძლია მოწევა როდესაც ვმედიტირებ?� უბრალოდ ბრიყვულია. და კითხო: �შემიძლია მედიტირება როდესაც ვეწევი?� ეს სრულიად სწორია �მაგრამ მაინც, ბოლოს და ბოლოს თქვენ იმედიტირებთ�.
ცხოვრება - ეს არც ტანჯვაა და არც ნეტარება.
ცხოვრება - ეს სუფთა ტილოა და საჭიროა თავად იყო მხატვარი მასთან დაკავშირებით.
მოხეტიალემ დააკაკუნა სასტუმროს კარზე სახელწოდებით: �ჯორჯი და დრაკონი�.
არ მისცემთ თქვენ ღარიბ ადამიანს ცოტაოდენ საჭმელს? ჰკითხა მან ქალს, რომელმაც გააღო კარი.
�არა!� - დაიღრიალა მან, კარის მიჯახუნებით.
რამოდენიმე წამის შემდგომ მოხეტიალემ ისევ დააკაკუნა.
კარები გააღო იგივე ქალმა.
�შემიძლია მე მივიღო ცოტაოდენი საჭმელი?� - იკითხა მოხეტიალემ.
�დაიკარგე უსაქმურო! - დაუყვირა ქალმა - და აღარასოდეს დაბრუნდე�.
რამოდენიმე წამის შემდეგ მაწანწალამ კვლავ დააკაკუნა კარზე. ქალმა გააღო კარები.
�მაპატიეთ, - უთხრა მაწანწალამ, - შემიძლია ახლა დაველაპარაკო ჯორჯს?�
ცხოვრება ეს არის სასტუმრო (მოსაცდელი დარბაზი) სახელწოდებით �ჯორჯი და დრაკონი�. თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ რამოდენიმე სიტყვით აგრეთვე ჯორჯსაც.
სიხარბე უბრალოდ ნიშნავს, რომ შენ ღრმა სიცარიელეს გრძნობ და გინდა შეავსო იგი ნებისმიერი შესაძლო რამით; არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს. და როცა ამას მიხვდები, სიხარბესთან საერთო არაფერი გექნება. შენ უნდა იღონო რამე მთლიანობასთან დასაკავშირებლად და შინაგანი სიცარიელეც გაქრება. და ამასთან ერთად გაქრება ყველანაირი სიხარბე. ეს არ ნიშნავს, რომ შენ იწყებ ცხოვრებას თავიდან, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ შენ არ ცხოვრობ მხოლოდ რაღაცეების შეგროვების მიზნით.
   
        
Estote ergo vos perfecti sicut et Pater vester caelestis perfectus est! Non quod intrat in os, coínquinat hóminem : sed quod procédit ex ore, hoc coínquinat hóminem. Et erunt duo in carne una. Ítaque jam non sunt duo, sed una caro. Qui non díligit, non novit Deum : quóniam Deus cáritas est!