* * *
ოშო. სექსიდან ზეცნობიერებამდე
სექსი ეს არ არის თქვენი ქმნილება. ეს ღმერთის საჩუქარია.
ეს სიხარულია! ეს ღვთაებრივი საჩუქარია,ტკბობა და დღესასწაული.
ეს დიად დღესასწაულში მონაწილეობაა,რომელსაც არსებობა წარმოადგენს.
ვინ გითხრათ თქვენ,რომ სექსი არის ჭუჭყიანი?
მთელი სიცოცხლე სექსის წყალობით არსებობს,მთელი სიცოცხლე მისგან იზრდება.
რა მშვენიერია ყვავილი – დაკვირვებიხართ?
ესეც სექსუალურია.
ჩიტი,რომელიც მღერის დილით განდეგილის საცხოვრებლის მახლობლად,მშვენიერია,მაგრამ გიფიქრიათ იმაზე,რომ ეს,მისი სიმღერა,სექსუალური მოპატიჟებაა?
ის ეპატიჟება პარტნიორს,ეძებს პარტნიორს,საყვარელს.ყველგან სადაც არის სილამაზე,არის სექსი.
არაფერია ცოდვა სუფთა,უბრალო სექსში.
ეს ბუნებრივია.
არ არის საჭიროება დამალო იგი, მშვენიერი სიტყვა “სიყვარულის” მიღმა,არ არის საჭირო შექმნა მის გარშემო რომანტიული ბურუსი.
ეს უნდა იყოს სუფთა ფენომენი: ორნი ამ მომენტში გრძნობენ,რომ მათ სურთ უფრო ღრმა დონეზე შეერთდნენ;აი ყველაფერი.
არავითარი მოვალეობა,არავითარი ვალი,არავითარი ვალდებულება მასში.
სექსი უნდა იყოს სავსე თამაშითა და ლოცვით.
ჩემი მიდგომა არც ამქვეყნიურია და არც იმქვეყნიური.
ჩემი მიდგომა ეს არის არა უარი რაღაცის მიმართ,არამედ მისი გამოყენება.
რაც არ უნდა გქონდეს მოცემული,ეს ძვირვაფია – ასეთია ჩემი გაგება.ეს ასე,რომ არ იყოს,არსებობა შენ ამას არ მოგცემდა.
მე გასწავლით,თუ როგორ შეხვიდეთ ღრმად სიყვარულში.
მე აგრეთვე გასწავლით, როგორ წახვიდეთ ღრმად სექსში. იმიტომ რომ ეს ერთადერთი გზაა,გამყვანი საზღვრებს მიღმა.
ხალხი მიეჩვია: ისინი ფიქრობენ,რომ რელიგიური ადამიანები უნდა იყვნენ სექსის წინააღმდეგ, ხოლო ისინი, ვინც სექსის წინააღმდეგნი არ არიან,განა შეუძლიათ იყვნენ რეგილიურები?
ეს გახდა დაწესებული კატეგორიები.მე ვანგრევ ამ კატეგორიებს; და არ ვითვალისწინებ,რომ მსოფლიო მყის უარს იტყვის თავის გონების მყარ შაბლონებზე.
ამიტომ მე არ ველი,რომ ისინი აგრეთვე გამიგებენ.როდესაც ისინი ვერ მიგებენ,მე აბსოლუტურად მესმის მათი გაუგებრობა.
დასჭირდება წლები და ასწლეულები,რომ მათ გამიგონ,მაგრამ ეს ყოველთვის ხდება.
თვით მეოცე საუკუნეში ხალხი ცხოვრობს მთლიან უცოდინარობაში სექსთან დაკავშირებით; ისინიც კი, რომლებზედაც თქვენ ფიქრობთ,რომ უნდა იცოდნენ უკეთესად.
თქვენმა ექიმმაც კი სინამდვილეში არ იცის რა არის სექსი,არ იცის მისი მრავალწახნაგოვნება. მან უნდა იცოდეს,მაგრამ ექიმებიც კი ძალიან ცრუმორწმუნეობით ცხოვრობენ. ისინიც იცნობენ ზოგიერთ საკითხებს ბაზრიდან.
არც ერთ სამედიცინო კოლეჯში სექსი არ ისწავლება როგორც ცალკე საგანი. ასეთი უსაზღვრო, ძლიერი საგანი და ჯერ არ ისწავლება.
დიახ,სექსის ფიზიოლოგია ცნობილია ექმიებისაგან,მაგრამ ფიზიოლოგია ჯერ არ არის ყველაფერი.
არსებობს უფრო ღრმა ფენები: არსებობს ფსიქოლოგია,არსებობს სულიერება,ასრებობს სექსის ფსიქოლოგია და სექსის სულიერება.
ფიზიოლოგია – ეს მხოლოდ გარეგანი მხარეა.
სიტყვა “სექსი” ძალიან მშვენიერია.
საწყისი ფესვი სიტყვა “სექსისა” ნიშნავს გაყოფას. – სექსი ნიშნავს დაყოფას.
თუ თქვენ გაყოფილი ხართ შიგნით, მაშინ იქნება სექსი.
რა ხდება მაშინ,როდესაც თქვენ ოცნებობთ კაცზე ან ქალზე? ერთი თქვენი ნაწილი ისწრაფვის შეხვდეს მეორე ნაწილს,თქვენ კი ცდილობთ შეხვდეთ სხვას გარედან.
თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ერთი წამით,მაგრამ თქვენ კვლავ მარტოხელა იქნებით,იმიტომ რომ გარეგანი შეხვედრა არ შეიძლება იყოს მარადიული. სექსი გარდაუვლად წარმავალი იქნება,იმიტომ, რომ სხვა არის სხვა.
თუ თქვენ ხვდებით თქვენს შინაგან ქალს,ან შინაგან კაცს,მაშინ შეხვედრა შეიძლება იყოს მარადიული; და როდესაც ყველა დაყოფა ქრება,ეს შეხვედრა ხდება.
ეს არის ალქიმიური ტრანსფორმაცია: თქვენი ქალი და თქვენი კაცი ხვდებიან შინაგანად და თქვენ ხდებით ერთიანი. როდესაც ხართ მთლიანი,გექნებათ სიყვარული.
----- გაგრძელება იქნება
This post has been edited by ZAZAi on 4 May 2009, 00:36
მიმაგრებული სურათი