#50665495 · 30 May 2017, 18:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუშინ ვკითხულობდი მითს მინოტავრზე და ძალიან საინტერესო დეტალს წავაწყდი. მითში ნახსენებია მედეა, რომელიც ეგეოსის სასახლეში მეფე ეგეოსის მრჩეველია. როცა თეზევსი გამოჩნდება, მეფე ეგეოსი მედეას დაავალებს, გაიგე ვინააა ეს კაცი და თუ საფრთხეს მიქმნის, მომაცილე თავიდანო. მედეაც გაიგებს, რომ თეზევსი არის კაცი, რომელმაც უნდა მოკლას მინოტავრი. ხოდა აქ არის ძალიან საყურადღებო დეტალი: მედეა საწამლავს ჩაუყრის თეზევსს. მისი მოკვლა უნდა.
ერთი შეხედვით ალოგიკური ჩანს მედეას საქციელი. თეზევსის მოკვლით გამოდის, რომ მედეა მხარს უჭერს მინოსელებს და მინოტავრს. რატომ? მითში ამაზე არაფერია ნათქვამი. დიდი ალბათობით, ბერძნებმა იცოდნენ, რომ კრეტის მოსახლეობა იყო ქართველური. ამიტომაც ჩააკვეხეს მანდ მედეა. მედეა შეცადა დაეცვა თავის ნათესავები ბერძენთა თავდასხმისგან.
დღესდღეობით უცნობია, რამ გაანადგურა კრეტის ცივილიზაცია. ერთ-ერთი ვერსიით, ბერძნების შემოსევამ. სწორედ ეს ამბავია გადმოცემული მინოტავრის მითში. კიდევ ერთი დეტალი: მინოტავრის სიკვდილის შემდეგ მინოსის მეფე დახმარებას სთხოვს ..... ღვინის ღმერთს, დიონისეს. რაღა მაინცდამაინც ღვინის ღმერთს? რატომ ამდენი დამთხვევა? ხარისთავიანი კაცი: მიწათმოქმედების კულტი, ღვინის ღმერთი, მედეა.
საეჭვოდ ბევრი დამთხვევა მიუთითებს კრეტელების ქართველურ წარმოშობაზე.
|