თითქმის მთლიანად გეთანხმებით.
ტრადიციულმა რელიგიებმა ამოწურეს თავისი თავი.
პროგრესული მოვლენიდან რეგრესულად იქცნენ.
ვფიქრობ შორს არაა ის დრო როცა ტრადიციული რელიგიები ან ძირფესვიანად იცვლიან სახეს, ან ძალიან შევიწროვდებიან,ან შესაძლებელია საერთოდაც გაჰქრნენ, როგორც გაჰქრნენ თავის დროზე პოლითეისტური კულტები.
მაგრამ მათი ადგილი რაღაცამ უნდა დაიკავოს. ეს რაღაცა ნელ–ნელა შემოდის, ნელ–ნელა იკვეთება მისი სახე დასავლური დემოკრატიის ფორმით. თანამედროვე დასავლეთი აღარაა ტრადიციულად ქრისტეანული სამყარო. ამჟამად ევროპა და ამერიკა (და ზოგი სხვაც) უკვე არის საკმაოდ უკეთესი, ვიდრე 50–ოდე წლის წინ. მაგრამ მსოფლიოს დიდ ნაწილში ჯერ კიდევ მაგრა ბნელა.
კათოლიციზმი მაგრა შეავიწროვეს ევროპაში და მე ამას მივესალმები. ანალოგიური პროცესები უახდოეს მომავალში (ნებით თუ უნებლიედ) განვითარდება მთელ მსოფლიოში. გადახედეთ, სად არის ყველაზე ცუდი მდგომარეობა დედამიწაზე – იქ, სადაც ტრადიციული რელიგიები მძლავრობენ.
მაგრამ !!!
ეს არ ნიშნავსიმას რომ, არ არის ობიექტური ჭეშმარიტება, ღმერთი, სიკეთე და ბოროტება, სულის უკვდავება და საზღაური ცხოვრების რაობის მიხედვით. ესენი იყვნენ, არიან და იქნებიან.
შინაარსი ყოველთვის ერთია, გამოხატვის ფორმებია სხვადასხვანაირი.
შინაარსი მარადიულია, ფორმებია ცვალებადი.
დაახლოებით მეოცე საუკუნის დასაწყისში კაცობრიობის ერთი გარკვეული ეპოქა დამთავრდა და დაიწყო ახლის ჩასახვა.
ახალი ეპოქის მთავარ შემოქმედად ამერიკის შეერთებული შტატები მოევლინა კაცობრიობას. ევროპა გვერდში დაუდგა როგორც იქნა. ტრადიციული რელიგიები (და ახალი სექტებიც) თავისი დრომოჭმული ტრადიციებით თანამედროვე დასავლეთის ფონზე ძალიან უსუსურად და მოსაწყენად გამოიყურებიან, იძულებულნი არიან ბევრ რამეზე დახუჭონ თვალი. მართალია ეკლესიებში ბევრი დადის დღესაც, მაგრამ ძველებური ტრადიციებით აღარ ცხოვრობენ (შეხედეთ ჩაცმას, ტელევიზიას, კინოს, კონცერტებს და სხვა მრავალს).
ჭეშმარიტი გაგებით ამერიკა და ევროპა ამჟამად გაცილებით და გაცილებით უფრო ქრისტეანულია, ვიდრე გაგანია ქრისტეანობის დროს.
ჩვენი საქმე როგორღაა?
ჯერჯერობით მაგრა ბნელა!
P.S.
This post has been edited by რამაზი on 20 Feb 2007, 04:01