კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო (თავი I)„სულიერება ის მდგომარეობაა, როცა ადამიანის ემოციური მხარე მიილტვის სილამაზის იდეალისაკენ, ნებამოწყალების უანგარო საქმეებისაკენ და გონება - ჭეშმარიტებისაკენ“
კითხვა: ერთნაირი სარწმუნოება აქვთ მართლმადიდებლებსა და ლათინებს?მიგება: არა, მათ შორის არის განსხვავება და საკმაოდ სერიოზული.
კ.: რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა სარწმუნოება?მ.: მართლმადიდებლებმა შემოინახეს ქრისტიანული სარწმუნოება წმიდად და შეურყვნელად, ანუ ისე, როგორც განგვიცხადა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, როგორც ქადაგებდნენ მოციქულები და განმარტავდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები, წმიდა მამები და მასწავლებლები ეკლესიისა; კათოლიკეებმა კი დაამახინჯეს ქრისტიანული სარწმუნოება მთელი რიგი მწვალებლური სწავლებებით და შემოიღეს წმ. ეკლესიის გარდამოცემასთან შეუთავსებელი წეს-ჩვეულებანი.
კ.: დიდი ხანია, სარწმუნოებრივი დაბნეულობა გაჩნდა დასავლეთის ეკლესიაში?მ.: სარწმუნოებრივი დაბნეულობა IX საუკუნეში განცხადდა და მას შემდეგ ეს პროცესი დღემდე არ შეწყვეტილა.
კ.: რა მოიმოქმედა ეკლესიამ ლათინთა შორის გაჩენილი არასწორი სწავლების საპასუხოდ?მ.: ეკლესია მიუთითებდა მათ შორის გაჩენილ შეცდომებსა და არასწორ სწავლებაზე და მოუწოდებდა სიწმიდის დაცვისაკენ, მაგრამ კათოლიკეები წინააღმდეგობას უწევდნენ, რითაც ფაქტიურად თვითონ დააყენეს თავიანთი თავი ეკლესიის გარეთ. ამის შემდეგ ეკლესიამ ჩამოიშორა ისინი.
კ.: სწორად მოიქცა ეკლესია, როცა მოიკვეთა კათოლიკეები?მ.: დიახ, სწორად მოიქცა, რადგან ეკლესია თითქმის ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მოთმინებით, მაგრამ დაჟინებით მოითხოვდა კათოლიკეთაგან - არასწორი სარწმუნოებრივი სწავლების უარყოფას. მაგრამ ისინი წინ აღუდგნენ ეკლესიის სწავლებას და ვინც ეკლესიისას არ ისმენს, „იყავნ იგი შენდა ვითარცა მეზუერე და წარმართი“, (მათე 15,17). პავლე მოციქული გვასწავლის: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არ ეგევითარი იგი და ცოდვას და არს იგი თვით დასჯილ“ (ტიტე 3, 10-11)
კ.: რა ცდომილებანი გააჩნია დღეისათვის დასავლეთის ეკლესიას?მ.: ეს ცდომილებანი შემდეგია ა) კათოლიკენი ასწავლიან, თითქოსდა რომის პაპი არის ღმერთის მოადგილე დედამიწაზე; ბ) ამბობენ, რომ რომის პაპი, როდესაც სარწმუნოებაზე საუბრობს, არასოდეს ცდება, ანუ მის შეუმცდარობას ამტკიცებს; გ) მათ სწამთ, თითქოს სული წმიდა გამოდის არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც; I-II მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული „მრწამსის“ საწინააღმდეგოდ. დ) აღიარებენ ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვას იოაკიმესა და ანასაგან; ე) აქვთ სწავლება, თითქოს წმიდანებს იმაზე მეტი ღირსება და დამსახურება აქვთ, ვიდრე ეს ერთი ადამიანის ცხონებისათვის არის საჭირო; ვ) ბავშვებს არ სცხებენ მირონს და არ აზიარებენ; ზ) ერის ადამიანებს არ აზიარებენ სისხლით; თ) ზიარებაში იხმარება გაუფუებელი პური; ი) მარხულობენ შაბათს; კ) ღვთისმსახურებისას იყენებენ ორღანს და სხვ. ერთი სიტყვით, დიარღვა დოგმატური ერთობა - ეკლესიის ერთობის პრინციპი, ერთმა ეკლესიამ მიითვისა ზოგადად მთელი ეკლესიის ღირსება; სიყვარულის პრინციპი შეცვალა დამორჩილების პრინციპმა.
თავი I
რომის პაპის პირველობის შესახებკ.: სწორად ამტკიცებენ კათოლიკეები, თითქოს რომის პაპი არის თავი ეკლესიისა და ღმერთის მოადგილე დედამიწაზე?მ.: ეკლესიის თავი თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტეა; წმ. მოც. პავლე ამბობს რომ ღმერთმა „ყოველივე დაამროჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მისცა მთავრობად ზესთა ყოველთა ეკლესიისა, რომელ-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაი იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო (ეფ. 1,22-23).
კ.: ეკლესიის მეთაურად დედამიწაზე მოციქულთაგან ვინმე ხომ არ დაადგინა იესო ქირსტემ?მ.: არა, არ დაუდგენია; უფალმა აუკრძალა კიდეც მოციქულებს ფიქრი პირველობასა და უფროსობაზე (მარკ: 10, 35-44).
კ.: როგორღა ამტკიცებენ კათოლიკეები, თითქოს უფალმა მოც. პეტრე დაადგინა მეთაურად ეკლესიისა და ღმერთის მოადგილედ დედამიწაზე?მ.: კათოლიკეები დიდად ცდებიან იმის გამო, რომ პეტრე მოციქულის მიმართ მაცხოვრის მიერ თქმული სიტყვები არასწორად ესმით: „... შენ ხარ კლდე და კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ეროედნენ მას“ (მათე 16, 18-19).
კ.: რას ნიშნას სიტყვები: „ამას კლდესა ზედა“?მ.: წმ. იოანე ოქროპირი თავის 53-ე საუბარში მათეს სახარების შესახებ ამბობს: „მას კლდესა ზედა აღვაშენო, ანუ აღმსარებლობის რწმენაზე; იგივე აზრის არის ნეტარი ავგუსტინე: „კლდეს“ უწოდებს მაცხოვარი არა პეტრეს, არამედ მის რწმენას ძე ღვთისას მიმართ. აი ისიც: „შენ ხარ ქირსტე, ძე ღმრთისა ცხოველისა.
კ.: რა მტკიცებანი მოყავთ კათოლიკეებს წმ. სახარებიდან მასზედ, რომ თითქოს მოციქული პეტრე დააყენა უფალმა ეკლესიის მეთაურად და თავის მოადგილედ დედამიწაზე?მ.: კათოლიკეებს მოჰყავთ მაცხოვრის სიტყვები: „სვიმონ, სვიმონ, აჰა - ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად ვითარცა იფქლი, ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი; და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი“ (ლუკა 22,31-32). ამ სიტყვებიდან კათოლიკეები ასკვნიან თითქოს პეტრე მოციქულს დაევალა დანარჩენი მოციქულების განმტკიცება, სხვა მოციქულებზე უფროსობა და მათზე ბატონობა.
ასევე ამბობენ თითქოს სიტყვები: „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“ (ინ. 21,15-17) ნიშნავდეს პეტრეს უფროსობას თვით მოციქულებზე.
კ.: როგორ უნდა ვუყურებდეთ მაცხოვრის სიტყვების კათლიკეებისეულ განმარტებას?მ.: ზემოთ მოყვანილი განმარტება თავისთავად არასწორია და მცდარი. ერთი მხრივ, არვითარი საფუძველი არა გვაქვს „ცხოვართა“ შორის ვიგულისხმოთ მოციქულები. მეორე მხირვ მოციქულებს თავად არასდროს არ ჩაუთვლიათ პეტრე თავიანთ გამგებლად.
კ.: საიდან ჩანს ეს?მ.: ეს ჩანს მაცხოვრის სიტყვებიდან თორმეტი მოციქულის მიმართ, საიდანაც ცხადია, რომ მოციქულთათვის ერთადერთი მოძღვარი იესო ქრისტეა, და არა რომელიმე მოციქულთაგანი. აი, ეს სიტყვებიც: „ხოლო თქვენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღვარი თქვენი ქრისტე, ხოლო თქვენ ყოველნი ძმანი ხართ და მამით ნუვის ჰხადით ქვეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაი თქვენი, რომელი არს ცათა შინა“ (მათე, 23, 8-9).
კ.: იქნებ ეს სიტყვები მოქიცულთა გარდა ყველა ქრისტიანს ეხება?მ.: არა, რადგან მოციქულნი ქრისტიანებს თავიანთ შვილებს უწოდებდნენ (1-იოანე 2,1-18),
კ.: საიდან ჩანს კიდევ, რომ მოციქულები არ თვლიდნენ პეტრეს თავის წინამძღვრად?მ. ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ იერუსალიმში მოციქულთა კრებას წარმართავდა არა პეტრე, არამედ იაკობი (საქმე მოც. 15,13).
კ.: რა მიზანი ამოძრავებთ კათოლიკებს, როდესაც ცდილობენ იმის მტკიცებას, რომ მოციქულთაგან პეტრე იყო უფროსი, ანუ მათი წინამძღვარი?მ.: კათოლიკეთა აზრით, მოციქული პეტრე იყო არა მხოლოდ თავი ეკლესიისა, არამედ ქალაქ რომის ეპისკოპოსიც და აქედან გამომდინარე ასკვნიან, რომ რომის პაპი, როგორც მემკვიდრე მოციქული პეტრესი, არის თავი მთელი ეკლესიისა.
კ.: სინამდვილეში თუ იყო პეტრე მოციქული რომის ეპისკოპოსი?მ.: ფრიად საეჭვოა. გალატელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული წერს:
„და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა (პეტრე) და იოანე, რომელნი - იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თვისთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისა , რათა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ“. (გალ. 2,7). როგორც აქედან ჩანს, პეტრე მოციქულს დავალებული ჰქონდა ქადაგება წინადაცვთილიბთან (იუდეველებთან) და გაუგებარია როგორ შეიძლება იგი ყოფილიყო რომის ეპისკოპოსი (ანუ წარმართთა). გარდა ამისა, პავლე მოციქულმა, როგორც ცნობილია, რომაელ ქრისტიანებს გაუგზავნა ეპისტოლე, რასაც არ იზამდა იმ შემთხვევაში, იქ რომ ეპისკოპოსად პეტრე ყოფილიყო, მით უფრო, რომ პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: „თანაც ვცდილობდი ისე დამეცვა ჩემი ღირსება, რომ არ მეხარებინა იქ, სადაც ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა (რომ. 15,20).
კ.: ცნობდნენ თუ არა ძველი ქრისტიანები რომი პაპის პირველობას მსოფლიო ეკლესიაში?მ.: არა, არ ცნობდნენ, ცნობილია, რომ მოციქულთა გარდაცვალების შემდეგ (მათ შორის პეტრე მოციქულისაც) კიდევ საკმაო ხანს იცოცხლა იოანე ღვთისმეტყველმა. შეუძლებელია იმის დაშვება, რომ პირველი ქრისტიანები რომის პაპს უფრო წინ აყენებდნენ, ვიდრე იოანე მოციქულს.
კ.: იქნებ შემდეგ პერიოდში (იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალების შემდე) ცნობდნენ პირველი ქრისტიანები რომის პაპს მსოფლიო ეკლესიის წინამძღვრად?მ.: არა, არც შემდეგ პერიოდში არ თვლიდნენ რომის პაპს მსოფლიო ეკლესიის წინამძღვრად. მსოფლიო საეკლესიო კრებებზე, რომლებიც წარმოადგენენ მთელი ეკლესიის ხმას, (და არა მხოლოდ ერთი რომელიმე ეკლესიის ხმას) რომის პაპს განესაზღვრა სხვა პატრიარქების თანაბარი უფლებები.
კ.: რომელ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე იქნა ეს განსაზღვრული?მ.: პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ (325 წ.) თავისი მე-6 კანონით დაადგინა: „ძველი წესი იყოს დაცული, რომელიც მიღებულია ეგვიპტეში, ლიბიასა და სუთქალაქში (პენტაპოლისში); რომ ყველა ამათზე ვრცელდებოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ხელისუფლება. ასეთივე ჩვეულება არის რომის ეკლესიაშიც, ანტიოქიასა და სხვა სამთავროებშიც - დაცულია რომელიმე ეკლესიის უპირატესი ძალაუფლება“. ამ კანონის საფუძველზე რომის პაპი თანასწორია სხვა სამთავროთა ეპისკოპოსებისა. იმავე კრებამ მის მიერ მიღებული მე-7 კანონით დაადგინა: „რადგან ჩვეულებით დამტკიცებულია და ზეციდან მოცემული, რომ პატივი მიეგოს ელიის (იერუსალიმის) ეპისკოპოსს, ამიტომ ამ ქალაქს შეურყევლად ჰქონდეს მიტროპოლიის პატივი“. ამ კანონით იერუსალიმის პატრიარქი აყვანილ იქნა რომის პაპის სიმაღლეზე.
მეორე მსოფლიო კრების მე-3 კანონი გვამცნობს: „კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს აქვს უპირატესობა, ანუ წარჩინებულება პატივისა, რომელიც რომის ეპისკოპოსის პატივის ტოლია, ვინაიდან კონსტანტინეპოლი არის ახალი რომი“. ის, რაც განისაზღვრა პირველ ორ მსოფლიო კრებაზე, შემდგომში დაამოწმეს მომდევნო მსოფლიო კრებებმა:
მე-4 მსოფ. კრების 28-ე კანონით დადგენილია: „ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უაღრესი პატივი, როადგან იგი სამეფო ქალაქია. ამავე ფიქრით აღძრულმა ასორმოცდაათმა ღვთისმოყვარე ეპისკოპოსმა თანასწორი პატივი დაუწესა ახალი რომის - კონსტანტინეპოლის უწმინდეს საყდარს. სამართლიანად განსაჯეს, რომ თუ კონსტანტინეპოლი და ძველი რომი ტოლია იმით, რომ ორივე სატახტო და სინკლიტის (სენატის) ქალაქია, საეკლესიო საქმითაც განდიდდეს კონსტანტინეპოლი, როგორც რომი და მეორე იყოს მის შემდეგ“...
იგივე დაამტკიცა 36-ე კანონით მე-6 მსოფლიო კრებამ; კონსტანტინეპოლის საყდარს ძველი რომის საყდრის სწორი პატივი უნდა ჰქონდეს და როგორც საეკლესიო საქმეებში განდიდებული, მეორე იყოს მის შემდეგ. შემდეგ იყოს დიდი ქალაქის - ალექსანდრიის საყდარი და მის შემდეგ - იერუსალიმის საყდარი“.
ამგვარად ყველა სამთავროთა პატრიარქებსა და ეპისკოპოსებს მსოფლიო კრების დადგენილებით ჰქონდათ თანასწორი ძალაუფლება.
კ.: ჰქონდათ თუ არა სამთავროთა ეპისკოპოსებს, და მათ შორის რომის პაპს, უფლება - გაევრცელებინათ თავიანთი ძალაუფლება სხვა სამთავროთა ეკლესიებზე?მ.: არა. ასეთი უფლება არ ჰქონდათ. ამის თაობაზე მეორე მსოფლიო კრების (381 წ.) მე-2 კანონში ნათქვამია: „ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიათა აღრევა“.
კ.: როგორ უყურებს მსოფლიო საეკლესიო კრება პაპების მიდრეკილებას - გაევრცელებინათ თავიანთი ძალაუფლება სხვა ეკლესიებზეც?მ.: მსოფლიო საეკლესიო კრებები გმობდა ასეთ მიდრეკილებას, ხოლო ავტოკეფალურ ეკლესიათა ეპისკოპოსებს, რომელნიც სიმართლის გასარკვევად პაპების სასამართლოს მიმართავდნენ სასჯელი ედებოდა, რაც გამოიხატებოდა ჩამოქვეითებასა ან გადაყენებაში. (კართაგენის ადგილობრივი კრება, 139-ე კანონი).
კ.: კიდევ რით ცდილობენ ლათინნი თავიანთი პაპების აღმატებულობის დამტკიცებას?მ. ისინი, სხვათა შორის, ამბობენ, რომ ძველი აღთქმის ეკლესიაში იყო ერთი მღვდელმთავარი ყველა მორწმუნესათვის, რის გამოც ახალი აღთქმის ეკლესიაშიც ერთი სულიერი გამგებელი უნდა ჰყავდეს ქრისტიანებს, რომელთაც უწინამძღვრებს ღვთის წინაშე.
კ.: შეიძლება თუ არა ამის მტკიცება მოინახოს წმ. წერილში?მ.: არა, შეუძლებელია, რადგან ასეთი მტკიცება არ არსებობს. ამის საწინააღმდეგოდ პავლე მოციქული ნათლად ბრძანებს, რომ ძველი აღთქმის მღვდელმთავართა მემკვიდრენი არ არიან ახალი აღთქმის მღვდელმთავარნი. არამედ ახალი აღთქმის მღვდელმთავრები თვით უფალი იესო ქრისტეა - ძე ღვთისა (ებრ. 7,21-28).
კ.: რა შეიძლება ითქვას ლათინთა საპასუხოდ, როცა ისინი ამბობენ, რომ იესო ქრისტეს არ შეუძლია ეკლესიის მართვა იმის გამო, რომ ზეცად ამაღლდა, ხოლო ჩვენ გვჭირდება ხილული მღვდელმთავარი და შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის?მ.: მათ შეგვიძლია ვუპასუხოთ პავლე მოციქულის სიტყვებით: (ქრისტეს...) ძალუძს სრულიად გადაარჩინის ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიუახლოვდება ღმერთს, (ებრ. 7,25).
კ.: ზემოთქმულიდან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება კათოლიკეთა სწავლების შესახებ, თითქოს რომის პაპი არის თავის ეკლესიისა და ღმერთის მოადგილე დედამიწაზე?მ.: დასკვნა ერთია: ეს სწავლება ეწინააღმდეგება წმინდა წერილსა და საეკლესიო გარდამოცემას.
http://faith.ge/index.php?newsid=1117
“ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი”.
როგორც პროფესიონალი ვუშვებ, რომ დაახლოებით თურქულის მსგავსი წმინდა ერთხმიანი (და არა დღევანდელი სამხიანი და ორხმიანი რომ აქვთ) მუსიკა იყო------ვეშაპო ბიზანტიურ გალობაზე