დათიკომაინც ვერ მიხვდი.

მე არ ვამბობ, რომ სადმე რამე უნდა აიკრძალოს, შეუძლებელია ეს. აქ არის უკულტურობის ძალიან დიდი დოზა. ხალხს არ ესმის, რომ თავისი "ბრწყინვალე აზრებით" შეიძლება სხვას შეურაცხყოფს. შენ თუ გინდა ეხლა ამ სრულწლოვნებს აზროვნებისა და წერის კულტურა ასწავლო სასწაულს ეჭიდები, ვერ მოახდენ მაგ სასწაულს. ვიმეორებ, ეს განყოფილება არის გასართობი საშუალება მათთვის (ყველაზე არ ვწერ რაღა თქმა უნდა), ვისთვისაც რელიგია ისეთივეა საგანი თუ საკითხია, როგორც ფეხბურთი, ქალები და ა.შ.
მე რაში უნდა დაგეხმარო, ჩემი ფუნქცია ვერ გავიგე?!

როდესაც ადამიანი წერს, რომ ბავშვის მონათვლა დანაშაულია და თავის შვილს იგივეს არ უზამს, რა უნდა დაუწერო?! ვერ აუკრძალავ, ეს მისი ნებაა და გამოსავალი ერთი რჩება უნდა გაეცალო. უფალი წერს, სამჯერ მოუწოდე შენს ძმას ჭეშმარიტებისაკენ და თუ ვერ შეისმენს გაეცალეო. სამჯერ? მილიონჯერაც ვერაფერს გახდები.

კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ყველასთან.