იყო თუ არ იყო, კათოლიკურმა ეკლესიამ ერესის გამო დაწვა ბრუნო ცეცხლზე. დღესაც ცოცხალია ლეგენდა, რომ ბრუნო ცეცხლზე მისი მეცნიერეული იდეების გამო (კერძოდ, დედამიწა მზის გარშემო ბრუნავსო) დაწვესო-რაც, რა თქმა უნდა, მცდარია. ბრუნოს კათოლიკურმა ეკლესიამ წაუყენა მთელი სია იმ "ერესის", რომელსაც იგი ქადაგებდა.
ეს არის კათოლიკური ენციკლოპედიის ვებგვერდი. აქ ნახსენებია ყველა ის იდეა, რომელსაც ბრუნო ემხრობოდა. თუმცა, ამ გვერდზე ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი იმაზე, რომ ბრუნო დაწვეს-ალბათ კათოლიკური ეკლესიის სირცხვილის მისაჩქმალად, თუ რატომ?
trial_and_execution-ამ ლინკზე კიდევ მოცემულია იმ ბრალდებების სია, რაც მას წაუყენეს.
ამაში შედიოდა:
1) Holding opinions contrary to the Catholic Faith and speaking against it and its ministers.
2) Holding erroneous opinions about the Trinity, about Christ's divinity and Incarnation.
3) Holding erroneous opinions about Christ.
4) Holding erroneous opinions about Transubstantiation and Mass.
5) Claiming the existence of a plurality of worlds and their eternity.
6) Believing in metempsychosis and in the transmigration of the human soul into brutes.
7) Dealing in magics and divination.
8) Denying the Virginity of Mary.
ეს იდეები ახალი ხილი იყო მაშინ (მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილის იდეა იყო). ბრუნო კიდევ ქუჩა-ქუჩა ქადაგებდა ამ ყველაფერს და საკმაოდ ბევრი მიმდევარი გაუჩნდა. ბრუნოს მიმდევარი კათოლიკურ ეკლესიას აკლდებოდა. ეკლესიას მიმდევარი რომ აკლდებოდა, ფული აკლდებოდა. ფული რომ აკლდებოდა, ფულის მოყვარულები უხერხულად გრძნობდნენ თავს. უხერხულად რო გრძნობდნენ თავს, მერე იმათ აგდებდნენ უხერხულ მდგომარეობაში, ვინც მათ ეს უხერხულობა შეუქმნა.
მოკლედ, ერესისთვის დაწვეს ბრუნო.
P.S. მეორე ლეგენდა, რომელიც პოპულარულია არის ის, რომ კოლუმბმა თურმე დაამტკიცა, რომ დედამიწა მრგვალია. დედამიწა რომ მრგვალი იყო, დიდი ხანი იცოდნენე ბერძნებმა (არისტოტელეს აქვს მოყვანილი ამის მეცნიერული არგუმენტები). ასევე დიდი ხანი იცოდნენ დედამიწის რადიუსი, რაც კოლუმბმა უარყო და არასწორი რადიუსი განსაზღვრა.
P.P.S. რა შუაშია ეს ყველაფერი თემასთან? არაფერში.