კი ბატონო, მაგრამ ყველა ეს შეგრძნება ხომ ფიზიკურია.
ტვინში სხვა ინფორმაციასთან ერთად ინახება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ჩაიდინე.
ზურგის ტვინში ინსტინქტების და რეფლექსების შესახებ დიდი ინფორმაციაა.
ასევე ტვინში ინახება ის ინფორმაცია, რომ "ეს არ უნდა გაგეკეთებინა", რომ "ეს ცუდია". რატომაა ცუდი ეს ადამიანს ოდესღაც ნასწავლი და ჩანერგილი აქვს, ზოგს სკოლიდან, ზოგს ეკლესიიდან, ზოგს ტელევიზიიდან, ზოგს წიგნებიდან, ზოგს მშობლებისგან და ა.შ. ანუ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ინფორმაციაა ტვინში ქიმიური ნივთიერების სახით (გრძელვადიანი მახსოვრობა ქიმიური ნაწილაკების მეშვეობით ინახება, მოკლევადიანი კი - ელექტრული მუხტებით) შენახული - ისევე როგორც მაგნიტურ დისკზე ინახება ინფორმაცია ელექტრული მუხტების მეშვეობით, ლაზერულ დისკზე კი პაწაწინა ორმოების საშუალებით, წიგნში ასოების და სიტყვების მეშვეობით და ა.შ.
ტვინი სხვადასხვა ინფორმაციის წაკითხვის თუ ჩაწერის დროს აჭიროების შემთხვევაში სიგნალს აძლევს სხვადასხვა ორგანოს, ჯირკვალს, გამოიყოფა ჰორმონები (მაგალითად ადრენალინი), ზემოქმედება ხდება გულზე, იცვლება სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის რითმები და pattern-ები (მაპატიეთ ქართულად ვერ გადავთარგმნე) და მიიღება სხვადასხვა შეგრძნება რასაც ვეძახით სინდისის ქენჯნას, სიხარულს, დარდს, ტანჯვას და ა.შ.
როგორც ცნობილია სულს არ გააჩნია არც ტვინი (ინფორმაციის საცავი, მახსოვრობა) და არც ნერვული სისტემა და ამიტომ მაინტერესებს რანაირად უნდა დაიტანჯოს ის