ხოოოო, საიდან დავიწყო აღარ ვიცი იმდენ პოსტზე მომინდა პასუხის გაცემა

)
ეხლა რაც დამამახსოვრდა იმეებზე დავწერ.
თქვენი აზრით ეკლესია არ საჭიროებს რეფორმებს??? მე მგონია, რომ დღეს ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი სადაც რეფორმა უნდა გატარდეს ეკლესიაა, რათქმაუნდა არა ერთადერთი

რადგან ეკლეისიის მსახურები არანაკლებ კორუმპირებულები არიან ვიდრე რომელიმე სახელმწიფო უწყებისა. ეკლესიაში უამრავი გაიძვერა და ბოროტი ადამიანია, რომლებიც ანაფორის მიღმა იმალებიან. მე ასეთ ადამინებს ყოველდღე ვხვდები და ვხედავ მათ მიერ გაკეთებულ საქმეს, ამ ადამიანებს კიდევ უამრავი ბრმადმორწმუნე (რაც ასე ხშირია ჩვენ ბედკრულ ქვეყანაში) ადამიანი ხვდება მათ, მაგრამ ვერ ხედავენ ამას და კიდევ სჯერათ მათი და არამხოლოდ სჯერათ მზად არიან ყველაფერი გააკეთონ თუ ამას საეკლესიო პირები სთხოვენ და არც დაფიქრდებიან რას აკეთებენ და რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამას, ეს მათთვის კანონია რადგან მოძღვარმა უთხრათ.
ვიღაც იძახდა ერთადერთი ადგილია სადაც ნორმალური ქართულით ლაპარაკობენო, ალბათ არ მოუსმენია ბევრი საეკლესიო პირის ლაპარაკი თორე არ იტყოდა ამას

ეკლესიაშI უამრავი ძალიან გაუნათლებელი ადამიანია.
ერთი პოსტის შინაარსი იყო, რომ ეკლესიის საქმეები არ უნდა იყოს საჯარო და ეს არ არის ჩვენი საქმე თუ რა ხდება იქ. აბა ვისი საქმეა??? როცა მე ვარ მორწმუნე, რაც ჩემ რელიგიას ეხება ყველაფერი ჩემი საქმეა, რატომ არ უნდა მქონდეს მე უფლება ვისაუბრო ამაზე?? ან პროტესტი გამოვთქვა რაიმეს მიმართ რაც ეკლესიაში ხდება??
ქალბატონ შორენას რაც შეეხება მის შესახებ ალბათ ყველამ იცის

შორენას ამართ;ლებთ იმით რომ ადამიანი რომელიც პატრიარქის გვერდით ამდენ ხანს ატარებს არ შეიძლება რო ცუდი ან აგენტი და ა.შ. იყოსო, მერე კიდევ ანდრიაძეზე იძახით იდიოტიო, მე არამგონია ანდრიაძე ნაკლებ დროს ატარებდეს პატრიარქთან.
არავის ეგონოს რო მე პატრიარქის ნამოღვაწარს ვერ ვხედავდე და არ ვაფასებდე, კარგად ვხედავ რამდენით წაიწია წინ ეკლესიამ მისი ხელმძღვანელობით, თუმცა კარგის დანახვასთან ერთად ეკლესიაშI რაც ცუდია ის არ უნდა დავმალოთ.
და მე რაც დავწერე აქ სასულიერო პირებზე არ ეხება ყველა მათგანს, არის ბევრი მათგანი რომელიც ძალიან ღირსეული, განათლებული და სულიერად ამაღლებული პიროვნებაა, ასეთებსაც ვიცნობ
სულ დამავიწყდა თემა კობახიძეზე რო იყო

)
რაც შეეხება მას, ძალიან ბევრ რამეშI ვეთანხმები და ვფიქრობ რო განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია.
და რატომ გგონიათ რომ ყველა ვინც რამეზე ხმას ამოიღებს მის უკან აუცილებლად ვიღაცა უნდა იდგეს?????
ვიღაცამ თქვა კიდე ეგ მგონი ფსიქიატრიულში მკურნალობდაო

არ ვიცი მართლა ასე იყო თუ არა, მაგრამ არ მესმის ამ ხალხის ადამიანი თუ ფსიქიატრიულშI მკურნალობს ე.ი. არასწორად ფიქრობს, მისი ნათქვამი არ შეიძლება ჭკვიანური იყოს??? ვერ აზროვნებს?? ფსიქიატრიულში თუ მიხვალთ და ზოგიერთ მათგანს ახლოს გაიცნობთ დარწმუნდებით რომ ბევრი ძალიან ჭკვიანი, განათლებული და საინტერესო ადამიანია.
კიდევ ბევრ რამეზე მინდოდა დაწერა მაგრამ ვეღარ ვიხსენებ ეხლა

P.S. ი ს ტ ე რ ი კ ა-ს პოსტები მომეწონა

აუ რამდენი დამიწერია
This post has been edited by U_2 on 23 Jan 2007, 02:26