merkurielaხო, ცენტრი ღმერთია, ყველა დანარჩენი ცენტრისკენ უნდა მიდიოდეს თუ ბედნიერება უნდა
* * *
რატომ ემართებათ კარგ ადამიანებს ცუდი რაღაცეები?ახლა განვიხილოთ ბოროტების ცნება. ვინმემ შეიძლება დასვას კითხვა: "თუ ღმერთი ყოვლადმოწყალეა და არაფერი ხდება მისი ნების გარეშე, მაშინ რატომ არსებობს ამქვეყნად ბოროტება? როგორ შეუძლია მწყალობელ ღმერთს რომ ბოროტება დაუშვას? მეორე მხრივ კი, თუ რაიმე ღმერთის ნებისგან დამოუკიდებლად არსებობს, განა ეს არ ნიშნავს, რომ ბოროტებაც ისეთივე ძლიერია, როგორიც ღმერთი? იქნებ ეშმაკი ღმერთზე უფრო ძლიერია?"
ამ კითხვაზე პასუხი იწყება იმით, რომ ღმერთი მართლაც ყოვლადმოწყალე და ყოვლადკეთილია. მართალია, რომ მილიონობით ადამიანს სუფთა სასმელი წყალიც კი არა აქვს, მილიონობით ადამიანი შიმშილით კვდება, თითქმის ყველგანაა გვალვები, ქარიშხლები ან ომები. როგორ ავხსნათ ეს? წარმოიდგინეთ ციხე. როცა იქ ხართ, იმასაც ხვდებით, რომ ეს არც კურორტია და არც სასახლე. ციხე გამოსწორებისთვის და განწმენდისთვის არსებობს და არა გართობისთვის. ეს მატერიალური სამყარო - ციხეა, და თავისი ბუნებით იგი ტანჯვის და უბედურების სამეუფოა. მატერიალურ სამყაროში ყოველთვის იქნება ომები, ყოველთვის იქნება ავადმყოფობა და სიკვდილი, ეს არაბუნებრივი მოვლენები იმიტომ არსებობს, რომ ჩვენ აქ არაბუნებრივ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვასწოროთ სიტუაცია, თუ საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ნების თავისუფლებას.
ბოროტება რეალურია ჩვენთვის იმ დონეზე, რა დონეზეც საკუთარ თავს მატერიასთან, ანუ არაბუნებრივთან ვაიგივებთ. რეალობა და ბოროტების სინამდვილე ადამიანის აღქმაზე და აზროვნებაზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ სუფთა ცნობიერება გვაქვს, მაშინ ვაცნობიერებთ, რომ ერთადერთი რეალობა - სულიერი სამყაროა. რაც უფრო დაბინძურებულია ჩვენი ცნობიერება მატერიით, მით უფრო მეტ გავლენას ახდენს ჩვენზე მატერიალური სამყარო თავისი ტანჯვით და უბედურებებით.
ამგვარად, ბოროტება არ არსებობს, ამავე დროს მთელი მატერიალური კოსმოსი გაჯერებულია ბოროტებით. ჩვენი დროის დაბალგანვითარებული ცნობიერება იზიდავს ბოროტებას, და ღმერთი ამას უშვებს. რატომ? იმიტომ რომ ტანჯვა და ქმედებების შედეგები უბიძგებენ ადამიანს აბსოლუტური სიკეთისკენ, ისევე როგორც მშობლის მიერ შვილის დასჯა აღუძრავს შვილს კარგად მოქცევის სურვილს.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბავშვის დასჯა ცუდია, მაგრამ სინამდვილეში ეს მშობლის სიყვარულის გამოხატულებაა. ადამიანები საკუთარი ქმედებებით იწვევენ, რომ დასჯილნი იყვნენ, მაგრამ ეს უნდა განვიხილოთ, როგორც ნეგატიური საქმიანობის ბუნებრივი შედეგი. ასეთი მიდგომა გვეხმარება, რომ დავაფასოთ სულიერი ზრდის შესაძლებლობები, რომლებიც ცხოვრების გზაზე შემხვედრ სირთულეებში დევს.
ამის არასწორად გაგებას მივყავართ იქამდე, რომ ადამიანები ღმერთს და ბოროტებას ურთიერთგამომრიცხავ ცნებებად თვლიან. მაგრამ უფრო სწორი და ტრანსცენდენტული თვალთახედვით ეს ორი ურთიერთწინააღმდეგობა განუყოფლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ისევე როგორც მონეტის ორი მხარე. და ისევ გვაქვს არჩევანი - ვემსახუროთ ღმერთს თუ ვემსახუროთ საკუთარ თავს. მიზეზი, რომლის გამოც ამ ციხეში მოვხვდით, საკუთარი თავის მსახურების სურვილია. ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი: არ ვემსახუროთ ღმერთს, და ამ არჩევანის შედეგით ვიტანჯებით.