#4794719 · 12 Feb 2007, 11:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
margusha
| QUOTE | | ყველა ადამიანი განვითარების ერთ დონეზეა? |
ნამდვილად არ არის ერთ დონეზე! მაგრამ ეს მაზოხისტური აბსურდია:
| QUOTE | | ბედნიერად ცხოვრებისთვის არ იბადება ადამიანი სულის ევოლუციისთვის იბადება |
რა საჭიროა ადამიანის ასე დაკნინება! პირიქით, ადამიანს უნდა უთხრათ, რომ იგი ბევრი კარგი და კეთილი საქმისთვის არის მოვლენილი! რომ მას შეუძლია სილამაზით და სიკეთით აღტაცება, აღმაფრენა, სიხარული, თავგანწირვა, შთაგონება, დიდი სიყვარული და ერთგულება! ასევე შეუძლია და სრული უფლება აქვს იყოს ყველა ამ ადამიანური გრძნობის ობიექტიც! მაშინ არის ცხოვრება სრულფასოვანი, როცა ამ ყველაფერს განიცდი და იხარჯები! სხვანაირად ცხოვრებას მხოლოდ არსებობა ჰქვია და რატომ უნდა აკეთებდეს ადამიანი არჩევანს უბადრუკი არსებობის სასარგებლოდ, რა გამართლება აქვს ამას?! ღირსეულად ცხოვრება სულაც არ ნიშნავს ადამიანური გრძნობების უარყოფას. და გეყოთ რა სულით სპეკულირება!
რაც შეეხება ღმერთის მონაწილეობას ოჯახის შექმნასა და დანგრევაში: ეს შენი არჩევანია: ერთიც და მეორეც! კარგიც შენი დამსახურებაა და ნგრევაც! ღმერთი მხოლოდ იმდენად მონაწილეობს, რამდენადაც იგი ჩვენშია და მისი წყალობით ყველა თან დავატარებთ ჩვენი თავისუფლების და პასუხისმგებლობის ხარისხს... ზოგს მეტი აქვს და ზოგს ნაკლები, ზოგს კი საერთოდ არ გააჩნია! ადამიანებს საკუთარი ნაკლის დანახვა და აღიარება უჭირთ და ყოველთვის ურჩევნიათ სხვას გადააბრალონ თავისი ფიასკო....
This post has been edited by gvaska on 12 Feb 2007, 12:07
--------------------
everything...
|