ლაზარეს შაბათი და ბზობა 31 მარტი, 1 აპრილი
მარხვის შუა პერიოდს აგვირგვინებს ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო დღესასწაული „ბზობა“ - იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში (მათე 21, 1-11), რომელიც დიდმარხვის მე-6 კვირიაკეს იდღესასწაულება. ამ დღესასწაულს წინ უძღვის ეგრეთწოდებული „ლაზარეს შაბათი“, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის, ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს, აღდგინებას (იოანე 11, 1-45). ეს არის აგრეთვე დღესასწაული ქართული ენისა, რამეთუ „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან“ („ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“).
ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნდა.
საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი ხსნილია ხიზილალით, ხოლო ბზობის დღესასწაულზე ვიხმევთ თევზსაც. ამ დღეს მორწმუნეებს ურიგდებათ ნაკურთხი ბზის ტოტები გასახსენებლად იმისა, თუ როგორ უფენდნენ ოდესღაც იესო ქრისტეს მწვანე რტოებს და ებრაელები მისი იერუსალიმში დიდებით შესვლისას, პასექის უკანასკნელ დღესასწაულზე.
წინა წლის ბზის ნაკურთხი ტოტები შეგვიძლია ან ეკლესიაში მივიტანოთ, სადაც მათ შესაგროვებლად ადგილია ხოლმე გამოყოფილი, ან ჩვენვე დავწვათ სუფთა ადგილას.
ახლოვდება მარხვის ბოლო კვირა ანუ ვნების კვირა და ამ დროს ყველა დღეს თავისი დატვირთვა აქვს
http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...nebis_kvira.htmესეც ლინკი

ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლთა დრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო...“ და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.
ვნების კვირაში, გარდა ხუთშაბათისა, მკაცრი მარხვაა

როგორც მახსოვს დიდ ოთხშაბათს ეკლესიებში კითხულობენ სახარებას თავიდან ბოლომდე ან მის დიდ ნაწილს(?)