როგორ იქნებოდა...

იეღოვლობა=გამოჩენილობას მხოლოდ მაშინ როცა რამეს ცუდს ან ისეთს აკეთებ რომ ხალხმა დაგცინოს...
ისე ამის თქმა მიყვარს ხოლმე რა, ილია ჭავჭავაძის ლექსი:
ილია ჭავჭავაძის ნაშრომიდან:
კაენი
(ნაწყვეტი, ბაირონიდან)
ა დ ა მ ი
ღმერთო უკვდავო! უბოლოო! მაღალთ სიბრძნე!
ვინც ერთის სიტყვით - უფსკრულისა გულსა წყვდიადსა
წცლსა სინათლე გადმოასხი და ზედ მოჰფინე, -
თაყვანსა გცემ მე! ,იეგოვავ! დილისა ჟამსა
თაყვანსა გცემ მე!
ე ვ ა
ღმერთო! ვინცა დღეს საამოსა
გვაძლევ, და გაჰყავ ღამე - ბნელი, დილა - ნათელი,
რომელმანც გაჰყავ მიწა, წყალი და სამყაროსა -
მაგ ერთ ნაწილსა შენ ქმნულების - მოც სახელი,
თაყვანსა გცემ მე!
ა ბ ე ლ ი
ღმერთო! ვინცა არაფრით შეჰქმენი
მიწა, ჰაერი, ოკეანე, ცეცხლი, სივრცენი,
რომელმაც შეჰქმენ სინათლე დღის, ბნელი ღამისა, -
რადგანც ქვეყნებსა ეფინება შენი ნათელ
და შენი ჩრდილი; შემდეგ ღამის - დღის გაჩენისა,
ღმერთო, რომელმაც შეჰქმენ ფორმა გოგელ არსისა,
რათა იხაროს, იტრფიალოს და შეიყვაროს,
რათა შენ თითონ, იეგოვავ, მან შეგიყვაროს,
ღმერთო! თაყვანს გცემ! თაყვანს გცემ მე!ა დ ა მ ი
ღმერთო უკვდავო!
[1860 წ.]
ილია ჭავჭავაძის თხზულებანი -III ტომი.
Estote ergo vos perfecti sicut et Pater vester caelestis perfectus est! Non quod intrat in os, coínquinat hóminem : sed quod procédit ex ore, hoc coínquinat hóminem. Et erunt duo in carne una. Ítaque jam non sunt duo, sed una caro. Qui non díligit, non novit Deum : quóniam Deus cáritas est!