ჯერ ცოტა გავხალისდეთ: XX საუკუნის დასაწყისში ორმა ამერიკელმა მოატყუა კუნძული მანჰეტენის მთელი მოსახლეობა. მათი თქმით, რაგდან კუნძულზე სახლები ოკეანის მხარეს იყო აშენებული, ასრებობდა საფრთხე, რომ კუნძული აყირავებულიყო, ამის თავიდან ასაცილებლად კუნძული უნდა მოეხერხათ (

) ოკეანეში შეეცურებინათ, მოეტრიალებიათ და მეორე მხრით მიედგათ ნაპირზე. დაამზადეს 50 მეტრიანი ხერხები. დაიქირავეს ვოლონტიორი მყვინთავები, ფერმერები საკვევებით ეხმარებოდნენ ამაგდართ... მისტიფიკატორებს არაფერი მიუღიათ, მორალური კმაყოფილების გარდა.
ერთმა ინგლისელმა, რომელიც ცხოვრებაში არ ყოფილა ტაიტიში, გამოიგონა ტაიური ენა, ასწავლიდა მას და წლების განმავლობაში ითვლებოდა ტაიტური კულტურის უდიდეს სპეციალისტად მსოფლიოში.

ახლა ჩვენი რეალობები: ერთმა სკოლის მოსწავლე გოგომ (თუ არ ვცდები, გურჯაანში მოხდა ეს) გაკვეთილზე განაცხადა - ღმერთი გამომეცხადა, ვხედავ ღრუბლებიდან თავი როგორ გამოყოო, და ხალხი დააჯერა ამაში. თავისი 2 თანაკლასელი (რა თქმა უნდა, "ღმერთის" დავალებით

) ანგელოზებად, თუ მოციქულებად დაინიშნა... ტელევიზიით აჩვენეს, სხვათა შორის.
ასევე კახეთში, ვიღაცის ოჯახში მარსიანელები ჩამოვიდნენ და ხალხს მკურნალობდნენ. მართალია მარსიანელებს დიასახლისის გარდა ვერავინ ხედავდა, მაგრამ აბა რაა საეჭვო იმაში, რომ მარსიანელებმა საწყალ ოჯახს ცოტა ფული აშოვნინონ?

გურიის ერთ-ერთ სოფელში ჩავიდა 2 ტიპი სტუმრად. შემთხვევით დაინახეს ეზოში ბაყაყი, ჰოდა მასპინძელს ჰკითხეს, აქ ასეთი ბაყაყები კიდეაო? ამანაც გაკვირვებით, კი არისო. ჰოდა მერე განა არ იცი, რომ ბაყაყები საფრანგეთში დელიკატესიაო? ეხლავე წადი, მოაგროვე და თითო ბაყაყს 2 დოლარად ვიყიდითო. გაიქცა ეს კაციც და 50-მდე ბაყაყი მოაგროვა თათარიახნად. ამათაც გადაიხადეს 100 დოლარი და წავიდნენ. ოღონდ მასპინძელს დაჰპირდნენ - ბაყაყები კიდე მოაგროვე, 2 კვირაში ჩამოვალთ და ვიყიდითო. ამის შემდეგ მთელი სოფელი ბაყაყებს დასდევდა. მართლაც დაბრუნდნენ 2 კვირაში - აბა გვაჩვენეთ რა მოაგროვეთო. მთელი სოფლის მოგროვილი ბაყაყები რო ნახეს შეიცხადეს - როგორ კაცო - დედლები და მამლები ერთად გყავთო?

არ იცით, რომ დედალი 5 დოლარი ღირს და მამალი 1-იო? გადაარჩიეთ ეხლა დედალ-მამალი, 2 კვირაში გრუზავიკს ჩამოვიყვანთ და წავიყვანთო. ცხადია, ამის მერე არ გამოჩენილან. მართალია 100 დოლარი იზარალეს, მაგრამ არ ღირდა იმად, მთელი სოფელი დედალ-მამალს რო არჩევდა?

მოკლედ, განსჯისთვის საკმარისია.მისტიფიკაცია, ანუ ტყუილი ათასგვარია, როგორც მიზნებით, ასევე დონით და მანერით. არის იმნაირი ლამაზი ტყუილი, რომ შეიძლება ძალით დაიჯერო. არსებობს უსირცხვილო ტყუილი - მაგ. მიშა გვეუბნება ხოლმე ყოველდღე ტელეეკრანებიდან. არის მეცნიერული ტყუილი, მაგალითად ადამიანის თავის ქალა რომ იპოვნეს დინოზავრის მუცელში. ზოგადად, მატყუარას სხვადასხვა თვისებებთან ერთად ცოდნაც სჭირდება, ისევე, როგორც მის მსმენელს სჭირდება ცოდნა, რათა იგი ამხილოს. მაგალითად, ეხლა წავიკითხე რომელიღაც ჟურნალში, როგორ გამოეცხადა აქაურ ცოლ-ქმარს უცხოპლანეტელი, როგორ ზრუნავს მათზე, ასწავლის საეკლესიო ცხოვრებას.

ხო, იმათ პლანეტაზე ტექნიკური მიზნებით გამოიყენება თურმე... ჭაჭის არაყი.

წყალი არ ქონიათ და აქედან ეზიდებიან. ხო, პლანეტას თურმე "ცენტური" ნარქმევა. თურმე მდებარეობს "მეექვსე გალაქტიკაში", რომელიც დედამიწიდან 15000 სინათლის წელიწადითაა დაშორებული, მართალია ჩვენი გალაქტიკის დიამეტრია მარტო 150000 სინათლის წელი, მაგრამ მერერ რა - მეექვსე გალაქტიკაც აქვეა - ყურის ძირში. აი იმათებური რამოდენიმე სიტყვა:
სანგა -გამარჯობა
ტრაიქს (თუ ტრაქს?

) - პრეზიდენტო
კონტონი - ერთი წელი
ლავქუბა - ხვალ დილით მოვალ
კენტირა - როგორ ხარ?
ვისტრე - კარგად
პუნატაი - მამაკაცი
მონიტორი - (აბა გამოიცანით ) ტელევიზორი
გენტერ მოკლე კუნდა - დაცინვას კაცი არ მოუკლავს
ანუ, რისი თქმა მინდა - ხომ არ არის ის, თუ რანაირი მისტიფიკაციის დაჯერება შეუძლია (ან არ შეუძლია) ადამიანს, გარკვეული მაჩვენებელი მისი ზოგადი განათლებისა. ამდაგვარი უდონო მისტიფიკატორების მომრავლება ამ ბოლო დროს, იმას ხომ არ მოასწავებს, რომ უვიცები გავხდით? ანდა იქნებ სტრესი, გაჭირვებაც გარკვეულ როლს ასრულებს, აიძულებს ადამიანს იმისი იწამოს, რაზეც ჩვეულებრივ, გაიცინებდა?
აბა, რას ფიქრობთ?
თუ ვინმეს გაგიჩინათ აზრის გამოთქმის სურვილი ამ თემამ, ხო კაი...
თუ არადა - გენტერ მოკლე კუნდა. ლავქუბა...