დათიკო, მთავარ გვერდზე მარცხნივ ზემოთ, იქ, სადაც აწერია TBILISIS FORUMI, ცოტა ქვემოთ და არა ზემოთ, არის იუზერის სახელი, რომელზეც მაუსის დაკლიკების შემდეგ ამოყრის ყველა ლინკს, სადაც მისი ნიკი იყო ნახსენები. ამას კიდევ სხვანეირად სეიმ-სერჩი თუ რაღაც ეგეთი ქვია (შეგიძლია გადაამოწმო). უღრმესად პატივცემულმა ნიკა 167-მა ისარგებლა ზუსტად ფორუმის ამ ოპციით და პირველივე პოსტში ჩაწერა ყველა იმ იუზერის სია, ვინც ფორუმზე იყო. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მათგანი (გამონაკლისს მხოლოდ უჩინარი წევრები წარმოადგენენ, რადგან სიაში არ წერიან) სეიმ-სერჩის გამოყენების შემდეგ ამ თემაში ამოყოფდა თავს. ეს არის სწორედ ის რეკლამა, რაზედაცაა საუბარი.