ახალგაზრდობის და სიყმაწვილის წლებს გავიხსენებ ოდნავ, გულზე მომხვდა ეს თემა და უნდა მოვიფხანო ეხლა

ესე იგი, ტერორი იყო და რჩება სოციო-პოლიტიკური ქმედების ერთ-ერთ ინსტრუმენტად. ის შეიძლება იყოს, როგორც „პროდუქტიული,“ ასევე დესტრუქტიული. რაც შეფასებაზეა დამოკიდებული. ტერორისტი ყოველთვის პოულობს თავისი ქმედების გასამართლებელ არგუმენტებს და მას სასარგებლოდ მიიჩნევს. ხოლო მსხვერპლი ვერანაირად ამართლებს მას. ,,საკუთარი“ ტერორი ყოველთვის გამართლებულია, ხოლო ,,სხვისი“ კი არსოდეს იქნება გამართლებული. საბოლოო ჯამში ის ტერორია გამართლებულია, რომელიც გამოხატავს უმრავლესობის ინტერესებს. მაგ. ცნობილი მართველობის ერთადერთი ფორმები, რომლებმაც შეძლეს მთლიანად მოეხსნათ კრიმინალის პრობლემა თავიანთ ქვეყნებში იყო ჰიტლერის რეჟიმი გერმანიაში და მუსოლინის ფაშისტური რეჟიმი იტალიაში. ამის მიღწევა ისევ ტერორის მეშვეობით მოხდა, თუმცა სხვა შენიშვნების ფონზე, არავის გაუკრიტიკებია ეს რეჟიმები სწორედ იმ ტერორისათვის, რომელიც მიმართული იყო კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ. ტერორის ლეგიტიმაცია მიჩნეულია აგრეთვე ოფიციალურად გამოცხადებული ომის შემთხვევაში.ამრიგად, ტერორიზმის სარგებლობა - უსარგებლობის შეფასებისას, აღინიშნება არა ის, თუ რა იქნა ჩადენილი, არამედ რა მოტივებით. სწორედ ამიტომ ერთიდაიგივე ქმედება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც დიდ გმირობად და კეთილ საქმედ, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად. რელიგიაც ერთ-ერთი გასამართლებელი მექანიზმია. ჰუსეინი რელიგიით ამართლებდა თავის კრიმინალს, ბუში შელამაზებული 'დემოკრატია-ჰუმანიზმით' .. უ ვსეხ სვოი fიშკი..