დათიკო
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32831
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
|
#6088324 · 9 Jul 2007, 01:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეგრი
| QUOTE | | პრობლემა ისაა, რომ არავის აქვს პასუხი. |
რატომ გგონია, რომ არავის არ აქვს უნარი განმარტებითი ლექსიკონი გადაშალოს, ან ვიკიპედიაში მაინც ამოიკითხოს. მდააა...
ერთი ლექციის ნაწილს შემოთავაზებთ, რომელიც ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს. ლექცია ეკუთვის ედიშერ ჭელიძეს.
აპოკრიფი ბერძნული ტერმინია და ნიშნავს "ფარულს". ითარგმნება ქართულად როგორც "დაფარული". ამასთან, დაფარულობა ორი შინაარსისა შეიძლება იყოს: რაიმე შეიძლება იფარებოდეს მრავალთაგან, რადგან დაფარულობა ყოველთვის მრავალთაგან დაფარულობას ნიშნავს, მხოლოდ ზოგიერთებისთვის საწვდომობას ნიშნავს და ეს დაფარულობა მრავალთაგან, საჯაროობისგან დაფარულობა, ორი მიზნით შეიძლება ხდებოდეს. ერთი - ძეგლი იფარება მრავალთაგან, იმიტომ რომ ამ ძეგლში მოცემული სწავლებანი იმდენად ღრმაა, რომ არ შეიძლება ჩვენ დავაფინოთ ძაღლთა და ღორთა წინაშე. ამიტომ, ეს დაფარულობა არის ძეგლის აღმატებული შინაარსიდან გამომდინარე და მისი ნიმუშები საეკლესიო ტრადიციაში სახეზეა, ოღონდ ეს დაფარულობა არ უიგივდება აპოკრიფს ჟანრობრივად, ჩვენ ზოგადად დაფარულობაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, თუ რა შეიძლება განაპირობებდეს დაფარულობას. და როგორც აღვნიშნეთ, პირველი მნიშვნელობით, ე.წ. დადებითი მნიშვნელობით, აპოკრიფულობა, ანუ დაფარულობა შეიძლება გულისხმობდეს იმას, რაც იფარება. განსაკუთრებულ აღმატებულებას, რომ ის მრავალთათვის მიუწვდომელია და ამიტომ არ შეიძლება, რომ ყველას წინაშე გამომზეურდეს ის, რადგან არის დიდი საშიშროება მისი შერყვნისა და გაუწმინდურებისა. ჩვენ თუ გადავშლით წმინდა დიონისე არეოპაგელის შრომებს, ამ ერთ-ერთი უდიდესი მოძღვრისა და ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველ-მესაიდუმლისა, მისტიკოსი თეოლოგისა და საიდუმლოთ ღვთისმეტყველისა, ყველა შრომის დასაწყისში ჩვენ ვნახავთ ადრესატისადმი გამოთქმულ ძალიან მკაცრ გაფრთხილებას. ადრესატი გახლავთ ტიმოთე მოციქული და ტიმოთესადმი როდესაც იწყებს თავისი შრომის გაგზავნას წმ. დიონისე არეოპაგელი შესავალში მკაცრად მოთხოვს მისგან, რომ მრავალთაგან დაფაროს ეს წიგნი. რატომ? ”რაჲთა არა საროკველ ჰყვნენ წმიდანი წმიდათანი”… რომ საროკველი, ესე იგი სათამაშო, საცეკვაო არ გახადონ ეს სიწმინდეები. სჩვევია ზოგჯერ ადამიანს, რასაც ვერ მიწვდება, თავის თავს კი არ დაადანაშაულებს ამაში, პირიქით გაღიზიანდება და ყოველნაირად ცდილობს მისგან მიუწვდომელის უხეშად მოხელთებას, მის შერყვნას, მის არარაობად ქცევას. ასეთია მისი მიზანდასახულობა. ვისდამიც ან რისდამიც ის გაბოროტებულია. რამდენადაც უდიდეს საეკლესიო სიწმინდეებს მოუმზადებელი და წარმართული ჩვევებით დასნეულებული გონება ვერ მიწვდება, ეცდება პირიქით რომ საკუთარი სნეულება და სიბილწე მასზე გადაიტანოს, ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გზა არსებობს სიწმინდის გადარჩენისა, რომ ის განერიდოს მრავალთა მისაწვდომობას. ეს მხარე, რაც უკვე აღვნიშნეთ წმინდა დიონისე არეოპაგელის შრომებში სრულიად თვასაჩინოა და ამან, ჩვენ აბსოლიტურად დარწმუნებული ვართ, ეს შრომები მრავალგვარი შერყვნისა და სხვადასხვა მინარევებისაგან გადაარჩინა, კარგად არის ცნობილი, რომ დიონისე არეოპაგელი როგორც პავლე მოცვიქულის მოწაფე, მოღვაწეობდა I – II საუკუნეების მიჯნაზე მაშინ დაიწერა მისგან ეს თხზულებები, მაგრამ ისინი ცნობილი არ გამხდარა საეკლესიო წრეებისთვისაც კი, საკმაოდ ფართო საეკლესიო წრეებისთვისა კი, არათუ არასაეკლესიო წრეებისთვის მე-6 საუკუნის დამდეგამდე. მთელი 5 საუკუნე ეს შრომები მიუწვდომელი იყო მასობრივი მკითხველისათვის. ჩვენ მასობრივს ხაზს ვუსვამთ იმიტომ რომ გავრცელებულია აზრი, თითქოს ეს შრომები არავინ არ იცოდა, არ მართლდება. მასობრივი მკითხველისთვის მიუწვდომელი იყო, რამდენადაც ძალიან ღრმა ღვთისმეტყველება იყო ამ ძეგლებში გამოთქმული და შესაბამისად მის წვდომას აუცილებელი მომზადება სჭირდებოდა. როდესაც ამ საკითხს ჩვენ განვიხილავთ, ბუნებრივია ისმის კითხვა, ეს კითხვა ხშირად დასმულა სხვა შემთხვევებში, როდესაც ამ საკიტხებზე ჩვენ განხილვა ან ლექცია გვქონია, წერილობითაც ყოფილა ამის შესახებ მსჯელობა ჩვენდამი, შემდეგ ჩვენს მიერაც პახუხი, და სრულიად ჩამოყალიბებულად შეიძლება განიმარტოს საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხსენებულ დაფარულობას,რ რაზეც ვსაუბრობდით, დღეისათვის განსაკუთრებით პოპულარულ ეზოტერიზმთან. ზოგჯერ ეს გვხვდება სიტყვის ფორმით ეზოთერიზმი ან ეზოთერული, რაც ტერმინოლოგიურადაც კი მცდარია, იმიტომ რომ ეს გახლავთ ბერძნული სიტყვა, სადაც არის ტ - ”ესოტეროს”. ”თ” - ც აქვს ბერძნულს და აქ რომ თ იგულისხმებოდეს, მაშინ თ უნდა ყოფილიყო თვითონ ბერძნულშიც და აუცილებლად ქართულად უნდა იყოს ეზოტერული. ეზოტერიზმი რაც დღეისათვის ფართოდ გავრცელებულია და ეზოტერულობა დიდ პატივში, შეიძლება ასეც ითქვას, ეზოტერული მოძღვრებები, აი, ამ ეზოტერიზმთან დაკავშირებით როგორ განიმარტება ის დაფარულობა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ჯერ ზოგადად რა კავშირი აქვს ეზოტერიზმს და ეკლესიას და კნკრეტულად რა მიმართებაა იმ დაფარულობასთან დაკავშირებით ეზოტერიზმისა, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ. სრულიად უპირობოდ უნდა ვთქვათ და ამ აზრს ყველ ე.წ. ეზოტერიკოსი უნდა ითვალისწინებდეს აუცილებლად, რომ ის რასაც ეზოტერმიზმი ეწოდება, არის აბსოლიტურად უცხო საეკლესიო ტრადიციისთვის. რა თქმა უდნა ჩვენ, როდესაც აპოკრიფების შესახებ განხილვას ვიწყებდით, წინასწარ გვქონდა ჩაფიქრებული ამ საკითხზე დეტალურად გვემსჯელა, იმიტომ რომ ეს აუცილებლად განსამარტავი გახლავთ და სწორედ ამას შევეცდებით რამდენიმე სიტყვით, მაგრამ მსმენელს ვთხოვთ რომ გაითვალისწინოს ჩვენი მსჯელობის ორიენტირი. ეს ყველაფერი აპოკრიფების განმარტებისკენაა მიამართული და შემდეგში კვლავ მოვიხმობთ ყოველივე იმას, რასაც ქვემოთ ვიტყვით. რა არის ეზოტერიზმი? დაბოლოება იზმი ამ შემთხვევაში ჩვენთვის საყურადღებო არ არის, თუმცა ამ დაბოლოების წარმოშობა ახალი არაა, ძველადაც სიტყვა ესოტერისმოს ბერძნული ტერმინი არსებობდა, უფრო ხშირი იყო ეპითეტური ფორმა, ზედართავი სახელის ფორმა - ესოტერიკოს და ეს ტერმინები შემდეგში ფართოდ გავრცელდა ევროპულ ენებში. ქრათულში ის უთარგმნელად არასოდეს არ გადმოსულა, ყოველთვის ითარგმნებოდა და ეს თარგმნა საკუთრივ ბერძნული ტერმინის რაობასაც ჩვენ აუცილებლად გვიმხლეს. ზოგჯერ როდესაც სიტყვა არ ესმის მკითხველს ან მსმენელს, მისთვის ეს სიტყვა რაღაც განსაკუთრებული იდემალებით იმოსება და უმრავლეს შემთხვევაში თვით ის ე.წ. მოძღვარნი, რომლებიც მათი პირადი სწავლებების დანერგვას ცდილობენ და გავრცელებას მასობრივად, სპეციალურად იყენებენ ისეთ ტერმინებს გაუგებარი რომაა ეტიმოლოგიურად, შინაარსობრივად. ჯერ კიდევ უძველეს დროში მე-2 საუკუნეში, როდესაც გნოსტიკური სექტები არსებვობდა, გამოკვეთილად ეზოტერული სექტები, მათი პრინციპი იყო მრავალი ისეთი ტერმინის შემუშავება, თვითმიზნური შემუშავება, რომელსაც თავისათავად არავითარი ეტიმოლოგიური გააზრება არ ჰქონდათ, ეს იყო ასოების, ეს იყო თანხმოვნებისა და ხმოვნების უწესრიგო თავმოყრა მხოლოდ ერთი მიზანდასახულობით რომ მკითხველს სიტყვის შინაარსში ვერ შეეღწია და შესაბამისად ამ სიტყვას მსმენელზე და მკითხველზე მაგიური ზემოქმდება მოეხდინა. მაგალითად გნოსტიკოსების მიერ შემუშავებული სახელწოდება ერთ-ერთი ღ№ერთისა, ასე ვთქვათ, ამ სამყაროს ღმერთისა, რასაც ისინი გამოთქვამდნენ სიტყვით ”ჲალდა-ბაოთ”. აი ეს სიტყვა არავითარ ეტიმოლოგიურ გააზრებას არ ექვემდებარება ისევე როგორც მრავალი სხვა სიტყვა და კარგა ხანია კვლევით ლიტერატურაში დასაბუთებული აზრი იმის შესახებ, რომ ამგვარი სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ მასებზე ზემოქმედების მიზანდასახულობით შეირჩეოდა. * * * როდესაც, კვლავ აღვნიშნავთ, ადამიანი ვერ ჭცრეტს სიტყვის მნიშვნელობას, ეს სიტყვა მას რაღაც იდუმალად, განსაკუთრებულად წარმოუჩნდება და ამ სიტყვის გავლენის ქვეშ ექცევა ის. ჩვენ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ დაახლოებთ ამგვარ ეფექტს ახდენს სიტყვა ეზოტერიზმი და ეზოტერიკოსი. ამ სიტყვსი მნშივნელობა დღეს ბევრმა რომ არ იცის ამას ცხადყოფს თუნდაც ის ფაქტი, რაც აღვნიშნეთ, რომ ”თ” ფორმით ხშირია მისი დამოწმება - ”ეზოთერიზმი”, ”ეზოთერიკოსი”. აღვნიშნავთ პარალელურ სიტყვასაც, რომელიც ასევე ანალოგიური მიზანდასახულობით მოიხმობა - ”ანთროპოსოფია”. მრავალნი ამ ტერმინის გამომყენებელნი ასევე აფსოლიტურად ვერ წვდებიან მის შინაარსს და ეს საბუთდება თუნდაც იმით რომ ქართულად ხშირად იმოწმებენ მას როგორც ”ანტროპოზოფია”, მაშინ როცა, ამ შემთხვევაში უკვე აუცილებლად ”თ” უნდა იყოს. თუ ეზოტერულში აუცილებლად ”ტ” უნდა იყოს, ანთროპოსოფიაში აუცილებლად ”თ” უნდა იყოს,იმიტომ რომ ესაა ბერძნული სიტყვა ”ანთროპოს” - კაცი და ”სოფია” - სიბრძნე. ასე რომ, ტერმინი ეზოტერული თუნდაც ”თ” იქნება ეს თუ ”ტ” იქნება, ამას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, დღეისათვის მოიხმობა ამგვარი მიზანდასახულობით, შთაბეჭდილების მოსახდენად, მაგრამ რა არის ეს სიტყვა? თავისთავად ეს სიტყვა გახლავთ ძალიან მარტივი ლინგვისტურად ასახსნელი სიტყვა. მისი საფუძველია ბერძნული ფორმა ”ესოტეროს”. ხოლო ”ესოტეროს” თვითონ ნაწარმოებია ზმნიზედისგან ”ესო” - შიგნით და ზოგჯერ ზედსართაული გააზრებაც აქვს მას ”ესოს” - შიგნითა. აი, ამ ”ესოს” შედარებითი ხარისხი, ე.ი. უფროობითი ხარისხი და არა აღმატებითი ხარისხი გახლავთ ”ესოტ”. ბერძნულში უფროობით ხარისხს ააწარმოებს სუფიქსი ”ტეროს”, ხოლო აღმატებისთს - სუპერლატივს აწარმოებს ”ტატოს”. მაგ: აგათოს არის კეთილი. აგათოტეროს არის უფრო კეთილი. აგათოტატოს არის უკეთილესი, ყველაზე უფრო კეთილი. ჰაგიოს არის წმინდა, ჰაგიოტეროს არის უფრო წმინდა და ჰაგიოტატოს არის უწმინდესი, ყველაზე უფრო წმინდა. და სხვა თეიოს, თეიოტეროს, თეიოტატოს და სხვ. ისევე ამ შემთხვევაშიც, ესოს არის შიგნითა, ესოტეროს არის უფრო შიგნითა, ესოტატოს არის ყველაზე უფრო შინაგანი, მაგრამ ეს აღმატებითი ფორმა არ დამკვიდრებულა. ხოლო ეს ხშირად ხდება მსგავსი მოვლენა, დამკვიდრდა უფროობითი ფორმა - ესოტეროს, რაც ქართულად სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა ”უფრო შიგნითა”, ან ”უფრო სიღრმისეული”. აქედანაა ნაწარმოები შემდეგ ესოტერიკოს - ანუ უფრო შინაგანი და ესოტერისმოს სიღმისეულობა. სხვა არანაირი გააზრება რა თქმა უნდა ამ ტერმინს არა აქვს. ესაა სიტყვის ჩვეულებრივი გაგება, მაგრამ ის როგორც ტექნიკური ტერმინი, ანუ როგორც აღმნიშვნელი სპეციალური, გარკვეული სააზროვნო მიდინარეობისა, პირობითად ამ შემხთვევაში ვუწოდოთ მას ”სააზროვნო მიმდინარეობა”, ეს ტერმინი აფსოლიტურად სხვაა, ხოლო თავისი საღვთისმეტყველო შინაარსით ის სრულიად სხვაა. წლბის წინ ჩვენ გვქონდა ამაზე ცხოველი პაექრობა და აღვნიშნავდით, რომ ტერმინები ”ესოტეროს”, ”ესოტერისმოს” გახლავთ მართლმადიდებლური ტერმინები. ისინი შემდეგ მიტაცებულნი აღმოჩნდნენ სხვადასხვა გაუკუღმართებულ მოძღვრებათა მიერ და დღეს აი ამ დამახინჯებული შინაარსით ვრცელდება, მაგრამ წარმოშობით ეს ტერმინები ისევე მართლმადიდებლურია, როგორც თუნდაც, დღეს ასევე ფართოდ გავრცელებული ერეტიკულ წრეებში, ტერმნინი - ”თეოსოფია”. ”თეოსოფია” და ”თეოსოფოსი” ესაა წმ. დიონისე არეოპაგელის მიერ დამკვიდრებული ტერმინები და როგორც უკვე ვთქვით ისაა არსით მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლური. მაგრამ, კვლავ აღვნიშნავთ, რომ მიტაცება მოხდა ამ ტერმინებისაც და ამიტომ დღეისათვის რომ უთარგმნელი სახედ ჩვენ თეოსოფია გამოვიყენოთ დიდი ალბათობაა იმისა, რომ ვიღაცამ დაგვადანაშაულოს რომ აი ამა თუ იმ სექტის მოძღვრებას იცავთო. ერთ-ერთი დანიშნულება კლესიის მოძღვრებისა და საერთოდ ყველა ქრისტიანისა არის ის, რომ არცერთი მართლმადიდებლური ტერმინი არ დაუთმოს გაუკუღმართებულ გონებას. არ მისცეს საშუალება ვინმეს რომ მართლმადიდებლობა გააღარიბოს ტერმინოლოგიურად. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ არამართლმადიდებლები ასევე იყენებენ თუნდაც ისეთ ტერმნინებს როგორიცაა მადლი, ცხონება. საკუთრივ მართლმადიდებლობაც, ერთ ერთი პირველი ვინ ტერმნინი მართლმადიდებელი იხმარა გახლდათ ცნობილი ერეტიკოსი არიოზი, რომელმაც დევნულმა ალექსანდიიდან თავის თანამოაზრეს და მწვალებელს, კდიევ მეტად არიანელს, ევსევი ნიკომიდიელს გაუგზავნა ეპისტოლე, სადაც ასე იწყებს ის: ”მართლმადიდებელო ევსები”… ასე რომ, თუ იმის შიშით რომ ესა თუ ის ტერმინი მწვალებელთაგანაა გამოყენებული, ამის შიშით თუ ჩვენ ამ ტერმნინებს ეკლესიისგან გავაძევებთ, ეს იქნება ჩვენი წინაპარი უდიდესი ღვთისმეტყველი მამების შეურაცხყოფა, იმიტომ რომ მათ დაამკვიდრეს ეს ტერმინები მართლმადიდებლური შინარსით და არ შეიძლება რომ ჩვენ ეს ტერმინები ასე გავანიავოთ. ამ შემთხევვაში საკითხი ასე ისმის: რა განსხვავებაა ტერმინ ეზოტერისმის მართლმადიდებლურ გაგებასა და ერეტიკულ გაგებას შორის. განსხვავება არის ძალიან მკვეთრი. ერეტიკული გაგებით ანუ სექტობრივი გაგებით ეზოტერიზმი გულისხმობს მოძღვრებას, რომელიც მხოლოდ ელიტარული, მხოლოდ რჩეული ნაწილისთვისაა განკუთვნილი, სხვები მას ვერც მიწვდებიან და მათთვის ის არცაა ჩამოყალიბებული და შექმნილი. ჩვენს მიერ ზემოხსენებულ მეორე მესამე საუკუნეების ეზოტერულ სექტებში, გნოსტიკოსებში ეს აზრი იყო უკიდურესობამდე მიყვანილი. ისინი კაცობრიობას ბუნებიტად ჰყოფდნენ სამ ნაწილად. ბუნებითა, ესე იგი დაბადებიდან ესა თუ ის ადამიანი კაციბრიობის ამა თუ იმ ნაწილს ეკუთვნის. ეს სამი ნაწილი გახლდათ შემდეგი: 1. ყველაზე რჩეულ ნაწილს კაცობრიობისას, ესე იგი დაბადებიდანვე რომ რჩეულნი არიან, რჩეულობის მარცვალი რომ აქვთ თან დაყოლილი გენეტიკურად, აი ამ რჩეულ ნაწილს კაცობრიობისას ისინი უწოდებდნენ ”პნევმატიკოჲ”. პნევმურები, ანუ სულიერნი. 2. მეორე ნაწილს უფრო მდარე ნაწილს ისინი უწოდებდნენ ”ფსიხიკოჲ”, ანუ მშვინვიერნი. 3. ხოლო მესამე ნაწილს ყველაზე მდარეს და მთლად გაუბედურებულ ნაწილს, რომელსაც არაფერი არ ეშველებოდა, ესე იგი დაბადებიდანვე რომ მარადიული მოსპობისთვისაა განკუთვნილი ისინი უწოდებდნენ ”სარკიკოჲ”, ანუ ხორციელნი. ყველაზე მეტად მათი დამოკიდებულება გაურკვეველია მშვინვიერებისადმი. ვერაა გარკვეული ისინი რა მომავლის მქონენი არიან, გადარჩებიან, არ გადარჩებიან… რომ არ ცხონდებიან, ეს სრულიად გარკვეულია მათ მიერ, მაგრამ სადთაც არც მარადიულ მოსპობაში გადადიან და თითქოს სადღაც ახლოს იტრიალებენ იმ ცხონების გარშემო, მთალდ გარკვეული არაა. მაგრამ რაც გარკვეულია მათ მიერ ესაა ის რომ პნევმატიკოსები არიან სწორედ ისინი, რომლებიც ცხონდებია, გადარჩებიან. ოღონდ, გადარჩებიან არა შემდეგ, მეორედ მოსვლისას, ასეთი საკითხი მათთან საეთო არ არსებობს და ხორციელ აღდგომას ისინი სრულიად უარყოფდნენ, არამედ ამ ქვეყნადვე რა წამს ისინი საკუთარ თავში აღმოაჩენენ ამ რჩეუობის მარცვალს და გამოფხიზლდებოდნენ და გაიცნობიერებდნენ თავიანთ განსაკუთრებულ წარმოშობას, აი, ამის შემდეგ ისინი ცხონდებოდნენ, რაც შეეხება, ხორციელთ, ანუ ”სარკიკოჲ”, ისინი დაბადებიდანვე განწირულნი იყვნენ მარადიული დაღუპვისთვის, წარწყმედისვის, სრული არარაობისთვის და ისინი ისევე განქარდებოდნენ, როგორც ბზე ცეცხლში დამწვარი.. აი, ასე ყოფდნენ ისინი კაცობრიობას და ეზოტერიზმი მათთვის ნიშნავდა იმ მოძღვრებას, რომელიც იმ რჩეულ ნაწილს გამოაფხიზლებდა. ესე იგი მხოლოდ გენეტიკურად ფლობა რჩეულობისა არ იყო მათვისაც საკმარისი, ისინი თვლიდნენ რომ ზეციური ნაპერწკალი რომ იმემკვიდრა ამა თუ იმ ადამიანმა და ამ ნაპერწკლით ის დაიბადა, მას რომ ღვთისური მარცვალი აქვს ბუნეაში დაბადებიდანვე, ეს მან უნდა გაიცნობიეროს, ის უნდა გამოფხიზლდეს და ამ ზეციური ნაწილის საშუალებით, რომელიც მასშია, ეს ნაწილი როგორ მოხვდა მასში ეს ხანგრძლივი ისტორიაა, ამას თავის დროზე შევეხებით ჩვენ, როცა გნოსტიკოსებზე გვექნება ლექცია, უბრალოდ ახლა წინასწარ აღვნიშნავთ, რომ ადამიანს, მათი სწავლებით ზოგს აქვს ეს ნაწილი დაბადებითვე გნოსტიკოსია ეს ადამიანი, მაგრამ გნოსტიკოსი ის მაინც არ არის ჯერ, ვიდრე არ გაიცნობიერებს თავის თავში ამ ღვთიურ წარმომავლობას, რომ სიღვთჳს რჩეულია დაბადებითვე. ამაში მას გააცნობიერებს სხვა ვინმე, რომელიც უკვე თავის მხრივ უკვე გამოფხიზლებულია და ასე ვთქვათ ჭეშმარიტებისკენ, ხოლო მათი საერთოდ გამომაფხიზლებელი არის ზეციდან მოვლენილი ძალა, რომელსაც ისინი ზოგჯერ იესო ქრუისტეს უწოდებენ, ზოგჯერ მხსნელს უწოდებენ… სხვადასხვა სახელწოდება აქვთ, რომელიც მოდის მხოლოდ გნოსტიკოსებისთვის, ანუ იმათთვის რომელსაც დაბადებიდანვე აქვთ ზეციური ნაწილი. ე.ი. ზეციდან იგზავნება ძალა მხოლოდ იმათთვის, რომელბიც ზეციურ ნაწილს ფლობენ და ამ გამოგზავნილი ე.წ. მხსნელის დანიშნულება ერთადერთია, რომ მოიძიოს ეს ადამიანები, რომლებიც ზეციურ ნაწილს ფლობენ და ყველა მათგანს გაუცნობიეროს მათი საღვთო წარმომავლობა და გამოაფხიზლოს ისინი, ასე ვთქვათ, და მაშინ იქნებიან ისინი ცხონებულები. დანარჩენებს კი არაფერი არ ეშველებათ. სწორედ ეს ზეციდან მოვლენილი ძალა გადასცემს მათ განმოფხიზლების საშუალებას ე.წ. საიდუმლო მოძღვრებას, რაც მხოლოდ მათთვისაა განკუთვნილი. თავის მხრივ გამოფხიზლებულებმა, რომელიბიც უკვე გნოსტიკოსები გახდნენ, ანუ მცოდნეები გახდნენ ჭეშმარიტებისა, რაც ნაწილობრივ მათშიცაა, ასე ვთქვათ. აი, ამ გნოსტიკოსებმა სხვებუი უნდა მოძებნონდ და სხვები უნდა გამოაფხიზლონ. მათ ასე ვთქვათ, სულიერი თვალი გახსნილი აქვთ და ისინი ადამიანებში ხედავენ, თუ რომელსა აქვს ეს ნაწილი და რომელს არა. და რპომელსაც აქვს, მას გამოაფხიზლებენ. შემდეგ ისინი ასევე სხვებს გამოაფხიზლებენ, რომ ყველა ვისაც კი ეს ნაპერწკალი აქვს გამოფხიზლდეს. ეს მცირე რიცხვია რა თქმა უნდა და ყველა მათგანი ზეცად აღვიდეს. და გამოგფხიზლება კვლავ აღვნიშნავ, ხდება ამ მოძღვრების გადაცემით, რომ უკვე გამოფხიზლებული ე.წ. საიდუმლო მოძღვრებას გადასცემს მეორეს და ესაა მათთან სწორედ ის ელიტარული ეზოტერული ხაზი, რაც ერეტიკულ ეზოტერიზმს გულისხმობს.
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
|