#5224556 · 2 Apr 2007, 20:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
inana
| QUOTE | | ის არ იყო ილუზიის ადამიანი. მან თავიდანვე კარგად იცოდა ყველაფერი..... |
ეს რომ ასეა, ერთ-ერთი ამისი უშუალო მოწმე მეც ვარ....თქვენი მონა-მორჩილი.....!...
marilo
| QUOTE | | .....მაგრამ ეს ყველაფერი დაინგრა როდესაც მან დაინახა საქართველოს ნამდვილი სახე,... |
ის საქართველოს ნამდვილ სახეს ყოველთვის ხედახდა....მანამდეც, მაშინაც და 15 წლით ადრე ისიც იწინასწარმეტყველა, რაც ახდა მისი სიკვდილიდან 15წლის განმავლობაში....ის მართლა ვერ იტანდა პირის წკლაპუნით ეროვნულ ღირებეულებებზე მოკიჟინე ხალხს, რომელიც ძველი, კომუნისტური სახადის სანაცვლოდ მოდიოდა ქვეყნის ხელიუფლებაში.....მკაცრი იყო მათ მიმართ შეფასებებში და, საერთოდ მიტინგი მისთვის არ იყო ის სივრცე, სადაც ადამიანს შეიძლება ეაზროვნა და ქვეყნის მოწყობაზე ეფიქრა!!! განა გამსახურდია იყო უჭკუო ან ცუდი?! -ის იყო უნიჭიერესი და სამშობლოზე შეყვარებული და მძიმე ტრაღიკული ბედის ადამიანი! მაგრამ ახალი არ არის, რომ ნებისმიერი ერთპიროვნული ძალაუფლება, დამაბრმავებელია და გამრყვნელი, გინდაც კრისტალური ცნობიერებისათვის! ამიტომაც, პირველი "ლიბრი" მას თვალებზე ააფარა მისსავე მეხოტბე და პირწკლაპუნა გარემოცვამ,....რამის მესიად რომ რაცხდა მას ხალხში!... ეს ვერ აიტანა მერაბმა : ერთი ყბით 37-იანი წლების გინება და მეორე ყბით - ერის მტრები, სუკის აგენტები, კრემლის ემისრები... სიტყვა "საბჭოთა" შეიცვალა "ეროვნულით", მაგრამ იგივე დარჩა აზროვნების ყაიდა - ყველაში ხედავდე დაუძინებელ მტერს, ვინც შენს აზრს არ ეთანხმება ...! ჰო და ამ დიდმა ფილოსოფოსმაც ამაზე დასვა ყველაზე დიდი აქცენტი - მნიშვნელობა არ აქვს "პარტკომის" პიჯაკში გამოხვალ თუ ჩოლოყაშვილების "ჩოხა-ახალუხში", მთავარია ამის უკან იდგეს პერსონა, რომელიც მორჩა წარსულის მიტინგს და იწყებს მომავალზე ფიქრს .....სხვა, მის ადგილას მიაშუირებდა პარიზს ან მილანს, სადაც მას არაერთხელ ეპატიჟებოდნენ და სადაც, სორბონას უნივერსუტეტში, მას ეძახდნენ ქართველ-სოკრატს, რომელმაც ფრანგებს ხელმეორედ დაანახვა დეკარტი..!
This post has been edited by Stalker2005 on 2 Apr 2007, 20:26
--------------------
პადრე რომელიც მოვიდა ადრე
|