შენი დაკვირვება მაცდურად დამაჯეერებელი ჩანს, მაგრამ განსხვავება ისაა რომ ეკლესია აგებულია სინდისის და პირადული თავისუფლების პრინციპზე, სადაც ძალას და ავტორიტეტს იესო ღმერთისაგან იღებს მორწმუნე.
თუ კომუნიზმი ცალმხრივი ურთიერთობა ოყო, ქრისტიანობა ორმხრივი გზაა შენსა და ღმერთს შორის, სადაც მღვდელი მოძრაობის მომწესრიგებელის როლს თამაშობს, უხეში შედარება რომ ვიხმარო.
ჩვენი ბოლოდროინდელი გაიშნიკების შემხედვარე შეიძლება ვინმეს ეგონოს მღვდლებიც პირად გამორჩენაზე ხომ არ არიან მომართულიო,. დაგამშვიდებ რომ არა! მათი მოვალეობაა თავმდაბლურად ლმობიერი და დამხმარე მეშველი იყონ და ამას ცდილობენ.
ეს უკვე ჩემი სიტყვები არაა: "მაშინ, როდესაც საეკლესიო და საერო პრესის საშულებით ზოგი სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ მართლმორწმუნე ქრისტიანი სრულად უნდა დაემორჩილოს თავის მოძღვარს, ურბნისისა და რუისის მღვდელმთავარ, მეუფე იობის (აქიაშვილის) განმარტებით, სულიერი მამის ასეთი განდიდება მიუღებელია. ჟურნალ `კარიბჭესთვის~ მიცემულ ინტერვიუში იგი ამბობს: `არის ხალხი, ვისაც თითქმის გაკერპებული ჰყავს სულიერი მამა. მის იქით ვერარაფერს ხედავს, თვით ღმერთსაც კი. ეს ფაქტობრივად კერპთაყვანისმცემლობაა, რაც, თავადაც ხვდებით, დამაბრკოლებელია სულისათვის... ზოგიერთი მოძღვარი სულიერ შვილს სხვასთან ზიარებას, ლოცვა-კურთხევის აღებას უკრძალავს. ეს უკვე, შეიძლება ითქვას, ეშმაკის მახეში გაბმაა, თანაც მოძღვრის მეშვეობით~ (`კარიბჭე~ #8, 21 აპრილი 2006).. "
http://www.caucas.itdc.ge/files/39_69_2909...tin-April.4.pdf