GSM World
Global Mobile Awards

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 508
წევრი No.: 23580
რეგისტრ.: 24-September 06
|
#5218947 · 2 Apr 2007, 03:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
anthro
| QUOTE | | თარიღი სწორად გიწერია? ეს წერილი როდინდელია? |
30 ივლისი 1984 წელი ბათუმი
| QUOTE | | როცა იმ "საბოლოო წერილის" მოკლედ შინაარსიც კი არ იცის ადამიანმა... |
აჰა წაიკითხე საბოლოო წერილი შიო ავალიშვილი – ბათუმ შემოქმედელი მიტროპოლიტი ; ამბროსი ქათამაძე – ნიკორწმიდელი ეპისკოპოსი
უპირველესად ის გვინდა მოგახსენოთ, რომ ამ წერილს ჩვენ მივაწვდით ყველა დაინტერესებულ ქართველს, რამდენადაც კი შევძლებთ მის გამრავლებას. თქვენს მოსაზრებას, რომ “ეკლესიის საიდუმლოებანი არ უნდა გავიდეს ეკლესიის გარეთ” ჩვენ არ ვიზიარებთ. არ ვიზიარებთ იმიტომ, რომ გარდა ქრისტიანული დოგმა-ტიზმით დაწესებული შვიდი საიდუმლოისა ეკლესიაში სხვა საიდუმლო არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს.
ეკლესიაში არაფერია საიდუმლო და დაფარული არც ხელისუფლების ორგანოებისათვის და არც ხალხისათვის. ამიტომ ჩვენს მოქმედებაში არაფერი არაა დამალული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ღიად და ყველასათვის გასაგებად. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ყოველივე, რასაც ვაკეთებთ და ვცდილობთ გავაკეთოთ, უაღრესად სამართლიანია, დროულია და აუცილებელია საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის, ყველასთვის ერთად - მორწმუნეთათვის და არამორწმუნეთათვის.
აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეკლესიისათვის, ჩვენთვის და, ვფიქრობ, პირადად თქვენთვისაც უმჯობესი იქნებოდა არ დაგვჭირვებოდა ამ წერილის დაწერა. მაგრამ ვინაიდან თქვენ ეს არ ინებეთ, ჩვენც მივყევით მაღალი ღვთის შთაგონებას და ვწერთ ამ წერილს არა ჩვენი ნებით, არამედ ღვთის ნებითა და მოწყალებით. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ თქვენ რაიმე გასწავლოთ. გვინდა მხოლოდ გაუწყოთ ჩვენი აზრი და შეხედულება აქ მოხსენებულ საკითხებზე, პირდაპირ და დაუფარავად. და ეს პირდაპირობა სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თითქოს არად ვაგდებდეთ თქვენს მაღალ პატივსა და ღირსებას. რასაც გაუწყებთ და მოგახსენებთ, ქრისტიანულმა სიკეთემ სიყვარულის სიმაღლიდან უნდა დაინახოს, განსაზღვროს და აღიაროს. ჩვენ არ ვიცით, როგორ განმარტავს ლექსიკონი სიტყვას პატრიარქი; არც მიგვიმართავს ენციკლოპედიისათვის; კიდეც რომ მიგვემართა, გვჯერა, ვერ გასცემდა იგი პასუხს ჩვენს კითხვას. ჩვენ ჩვენს გულს ვკითხეთ და გონებას.
პატრიარქობა პატივია ღვთაებრივი, რომლის ბადალი არ არსებობს ცისქვეშეთში. ამ პატივს საფუძვლად უდევს არა ერთი ღვთის კურთხევა: თავმდაბლობა, რომელმაც ღმერთის ხელებით ფეხები დაბანა მოციქულებს დიდ ხუთშაბათს; ანდერძი დაატოვებინა დავით აღმაშენებელს, დაემარხათ გელათის კართან, რათა იქ მოსულ ქართველ ხალხს ფეხი დაედგა მიწაში მყოფი მისი მდუმარე გულისათვის. მაშასადამე, თავმდაბლობა არის პირველი ასო პატრიარქობისა.
მეორე ასო პატრიარქობისა არის ის დიდი სიწმინდე, რომელიც ეკლესიაში უნდა სუფევდეს პატრიარქის მოღვაწეობით. არ შეიძლება ესკლესიაში არსებული ბიწიერების გამართლება. ეკლესიის მსახურთა შორის რომ სიწმინდე უნდა სუფევდეს, ეს დოგმა არის სულიერი ჩვენი ცხოვრების. ვინც უარყოფს ამ ჭეშმარიტებას, იგი უარყოფს თვით ღვთაებას და მის დიდებას.
მესამე ასო პატრიარქობისა ეკლესიის მსახურთა სულიერი აღზრდაა. სულიერად დაბლა მყოფი სამღვდელო პირი ვერ წარუძღვება თავის მრევლს და ეკლესიას. შეუძლებელია ეკლესიაში იყოს სიკეთე და წესიერება, თუ მას არ ემსახურებიან კეთილი და გულით წმიდა შვილები ღვთისა. ეკლესიის ყველა მსახური უნდა იდგეს პატრიარქის უნათლეს მადლს შეფარებული და უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას თავის სიტყვისა და საქმის გამო.
მეოთხე ასო სიტყვისა “პატრიარქი” არის ზრუნვა ერის სულიერ აღზრდასა და ამაღლებაზე. თუ პატრიარქი ივიწყებს ამას და ცდილობს ერს თავი შეაყვაროს თილისმობითა და ყალბი პათოსით, იგი ივიწყებს ღვთიურ საქმეს, მასზე მინდობილს და პირად განდიდებას ეძლევა.
მეხუთე ასო, რომელიც ავსებს სახელს დიდებულს, არის საეკლესიო სამეურნეო საქმიანობა. ხალხისგან შემოწირულ ფულს და ქონებას გზა უნდა მისცეს პატრიარქმა აზრიანი და წესიერი; მომჭირნეობამ და ზომიერებამ უნდა განსაზღვროს შემოსავლის მართებული გამოყენება; მრავალ მეტნაკლები მნიშვნელობის სამეურნეო საქმეს პატრიარქის მშვიდმა გონებამ უნდა მისცეს გზა და მიმართულება.
მეექვსე ასოდ ჩვენ გვესახება მომავალი სამღვდელო დასის სწავლა და არზრდა. ჩვენი პატარა სემინარია დიდ მომავალს უნდა ამზადებდეს ჩვენი ეკლესიის სულიერი ცხოვრებისათვის. ამ საქმის განუზომელი მნიშვნელობა განმარტებას არ საჭიროებს.
მეშვიდე ასო საეკლესიათაშორისო საქმეებს განეკუთვნება. საეკლესიათაშორისო ურთიერთობაც, რა თქმა უნდა, პატრიარქის ნათელმა გონებამ უნდა მართოს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს როდი ქმნის მზიან ამინდს ეკლესიის შიდა ცხოვრებაში. ამიტომ, დილით გაღვიძებული ეკლესია ჯერ უნდა რწყავდეს შიდა ცხოვრების ბაღს და შემდეგ კი აგზავნიდეს სხვათა მილოცვებს და მისალმებებს.
მერვე ასო სიტყვისა “პატრიარქი” არის საეკლესიო სამართალი. თუ ეს ასო ამოშლილია ამ სიტყვიდან, გაუგებარი ხდება ეს სიტყვაც და ეკლესიის საქმიანობაც; უპასუხისმგებლობა, ქაოსი, თვითნებობა და ათასგვარი გაუგებრობა დაეუფლება ეკლესიას. საეკლესიო სამართალი სისხლის სამართლის იდენტური არ არის. საეკლესიო სამართალი მადლცხებული ჭურჭელია, რომელიც იტევს ცისა და მიწის ჭეშმარიტებას ჩვენთა სურვილთა და საქმეთა გამოსაჩენად, დაავადებულ სულთა და ხორცთა განსაკურნებლად.
მეცხრე ასო სიტყვისა “ პატრიარქი” არის საეკლესიო დებულება. დებულების გარეშე ან მოძველებული დებულებით საქმიანობა ბნელში ხელის ფათურს ნიშნავს და ამ გზით მიმავალი პატრიარქი ჩამორჩება მზეს და ცხოვრებას. ძველი ახალმა უნდა შეც-ვალოს და მაშინ ივლის რჩეული აღმავლობის გზით, მზის ნათლისა და ვარსკვლავებისაკენ.
ჩვენ ამოვწურეთ სიტყვის “პატრიარქი” ყველა ცხრა ასო. მაგრამ არ გვითქვამს, რომ მას გვირგვინი ადგას ხელთუქმნელი, ფასუთქმელი. ეს გვირგვინი გამოძერწა ქრისტიანულ საუკუნეთა დინებამ: დევნამ, მოწამეობამ, მოთმინებამ, გამჭრიახობამ, სიბრძნემ და განსჯამ, გულმართლობამ...
უნდა ახსოვდეს ამ გვირგვინის მატარებელ კაცს - პატრიარქს, რომ მარადიულობის მსახურია იგი.
ბევრი რამ ნახა საქართველოს ეკლესიამ წმინდა ნინოდან ჩვენს დრომდე. ჩვენ კაცს ველოდით - ღმერთისა და ერის რჩეულს; სულიერ მამას... და სწორედ ამ დროს თქვენ წარსდექით ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე იმ რჩეულ კაცად, ვისაც ელოდა სული ჩვენი სასოებისა. ეს არც შემთხვევითი ყოფილა და არც მოულოდნელი: თქვენ გიცნობდათ ერიც და ეკლესიაც, თქვენ გიცნობდათ ქრისტიანული დიდი სამყარო. ეს ნაცნობობა და ავტორიტეტი განაპირობა თქვენმა სასულიერო განსწავლულობამ, თქვენმა ხანგრძლივმა მონაწილეობამ სხვადასხვა საეკლესიათაშორისო კონფერენ-ციებსა და ფორუმებში, თქვენმა თავმდაბალმა საეკლესიო მოღვაწეობამ. სულიერ მამად თქვენს მოვლინებას ხალხი აღტაცებით შეხვდა. მეხსიერებამ ჩვენი დროის მატი-ანესამ შემოინახა და ფირზედაც აღბეჭდა ჩვენი ცხოვრების ის დღეები. 1977 წლის დეკემბრის დღეებს, ცივს და სუსხიანს, მაინც მზე ადგა, იმედების მანათობელი. მოხდა თქვენი ჯერ არჩევა, შემდეგ კი კურთხევა და აღსაყდრება საქართველოს უძველეს საპატრიარქო ტახტზე. ჩვენი მცხეთა, ჩვენი პატარა იერუსალიმი მოწამე იყო იმ დღეების, იმ აღტაცების. ვით დაჭრილებს ანკარა წყალი, ისე სწყუროდა ხალხს თქვენი ნახვა, თქვენს საპატრიარქო გვირგვინზე თვალის შევლება. რა სწყუროდა ხალხს? ყოველივე ის, რაც ჩამოვთვალეთ ამ წერილის დასაწყისში და კიდევ ის, რაც ვერ ჩამოვთვალეთ. გაიარა იმ დღეებმა, იმედებისა და აღტაცების ზეიმით სავსემ, მიწყ-ნარდა მღელვარება სიხარულისა. დაიწყო შრომა, მოქმედება, მიწერმოწერა, ნახვა, გაცნობა და ყველაფერი, რაც ამყარებს წესრიგს საქმიანს; დაუახლოვდნენ საპატრიარქოს მეცნიერები, ხელოვანნი - ყველა, ვისაც სწყუროდა ეკლესიის აღორძინება და აღმასვლა; პირველივე პერიოდიდან თქვენ შეუდექით სინოდის გაფართოებას; ხელდასხმულ იყვნენ ახალი ეპისკოპოსები; პირველ რიგში ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზ მახარაძე და ჭყონდიდელი ეპისკოპოსი იოანე ანანიაშვილი. ამ ხელდასხმამ ხალხში თავიდანვე დიდი მითქმამოთქმა გამოიწვია, ვინაიდან ხალხი, სამღვდელონიც და საერონიც, ამ პირებს ჯერ კიდევ ეკლესიაში მოსვლამდე იცნობდნენ, როგორც აშკარა მამათმავლებს. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი: ნიკოლოზ მახარაძე და ექვთიმე კოჭლამაზაშვილი თქვენ სემინარიიდან წამოიყვანეთ და მღვდლებად აკურთხეთ სოხუმში, ჯერ კიდევ 1976 წელს, როდესაც თქვენ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყავით. ეს დეტალები ქართველ ხალხს არ გამოპარვია. მაგრამ ხალხი თქვენ გენდობოდათ და უყურებდა, თუ რა გამოვიდოდა ამ ამბებიდან. ხალხს შეეძლო ეფიქრა, რომ თქვენ, როგორც მწყემსმთავარმა, აპატიეთ მათ წარსული შეცოდება იმ პირობით, რომ აღარ ჩაიდენდნენ ასეთს. თუმცა ისინი აშკარად, მოურიდებლად მამათმავლობდნენ კურთხევის შემდეგაც. მაგრამ ამაზე ქვემოთ ვილაპარაკოთ.
ვიმეორებ, ხალხი თქვენ სრული ნდობით გიყურებდათ. ხალხი იმდენად იყო დაჯერებული თქვენში და იმდენად სცემდა პატივს თქვენს მოღვაწეობას, რომ დიდი მეცნიერი აკაკი შანიძე თავის ქალიშვილთან, მზექალასთან ერთად თქვენს რეზიდენციაში გეახლათ. საპატრიარქოს საქმიანობა იმთავითვე დუღდა: მოდიოდნენ უცხოელი სტუმრები, უცხოეთში იგზავნებოდა საქართველოს ეკლესიის დელეგაციები, იმართებოდა მიღებები, ბანკეტები და ბევრი საინტერესო შეხვედრები; გამრავლდნენ მქადაგებლები და გახშირდა ქადაგებები, მაგრამ უმთავრესად მხოლოდ სიონის ტაძარში. თავიდანვე შეიმჩნეოდა, რომ საშინაო საქმეებიდან თქვენი ყურადღება ეკუთვნოდა მხოლოდ სიონს, მაგრამ მაშინ ვერავინ ხვდებოდა, თუ რატომ იყო ასე.
გაიარა 1978-79 წლებმა. ბევრი რამ მოხდა ამ ორ წელიწადში, მაგრამ ჩვენ ამ ფაქტების ჩამოთვლას არ მივყვებით. ამჟამად ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ საქართველოს ეკლესია განსაცდელშია!
ჩვენ თქვენთვის წარდგენილ წინა თხოვნაშიც ჩავწერეთ ეს სამსიტყვიანი საშინელება, მაგრამ თქვენ არც კი იკითხეთ, რა იყო ეს განსაცდელი. რატომ? რატომ არ მოგვთხოვეთ პასუხი ჩვენს მიერ გამოთქმულ ფორმულაზე? რატომ არაფერი არ იკითხეთ?
იმიტომ, რომ თქვენ განუზომელ განდიდებას იყავით მიცემული (რასაც ჩვენ ქვემოთ დავასაბუთებთ) და როდესაც სინამდვილის პირისპირ აღმოჩნდით, შეგეშინდათ თვალებში შეგეხედათ მისთვის და მოგესმინათ ამ განსაცდელის შესახებ. განსაცდელი კი დღითიდღე მწვავდება, რადგან თქვენ, განდიდების მანიით შეპყრობილს გინდათ, ცრუმეტყველება გეხვიოთ გარს; გინდათ გესმოდეთ, რომ აყვავდა არნახულად საქართველოს ეკლესია. მაგრამ ჩვენ, ხუთმა მღვდელმთავარმა ვეღარ გამოვიჩინეთ ეს ცრუმეტყველება და თქვენი აშკარა მტრობა და სიძულვილი დავიმსახურეთ. რატომ? რა მოხდა? მოხდა დიდად სამწუხარო და სამარცხვინო ამბავი: მამათმავლები მომრავლდნენ ჩვენს ეკლესიაში. და არა თუ მარტო მომრავლდნენ. მათ დაიმსახურეს გაბატონებული მდგომარეობა და თქვენი აშკარა მფარველობის ქვეშ ეწეოდნენ თავიანთ სოდომურ ცოდვას. სამღვდელონიც და საერონიც აღშფოთებულნი იყვნენ ამ მოვლენით, მაგრამ საერონი ერთმანეთში მითქმამოთქმით იქარვებდნენ აღშფოთებას, ხოლო სამღვდელონი, თქვენი მუშაობის მეთოდებით დაშინებულნი, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. მიტროპოლიტმა შიო ავალიშვილმა 1980 წელს გაბედა და მოგახსენათ: “თქვენო უწმიდესობავ, თქვენს მოღვაწეობას ხარვეზად დააჩნდება ის, რომ საქართველოს ეკლესიის შინაგან სიწმინდეზე არ ზრუნავთ”. თქვენ სახის ფერის შეცვლამდე გაგაჯავრათ ამ შენიშვნამ და მას მხოლოდ თქვენი უკმეხი პასუხი მოჰყვა. მამათმავლების “საქმიანობა” კი იქამდე მივიდა, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე მამათმავლობისათვის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან გამოაძევეს. თქვენ კი ქუთაისის ეპარქიაში გადმოიყვანეთ იგი, ხოლო 74 წლის მიტროპოლიტი შიო, რომელიც ამ დროს ქობულეთში ისვენებდა, გადაიყვანეთ ბათუმში. თქვენი “შეფობის” ქვეშ მყოფმა ნიკოლოზ მახარაძემ სოხუმიდან ქუთაისში ჩამოიყვანა თავისი “შეყვარებული” მამაკაცები და შეუდგა თავისი “მოვალეობის” შესრულებას. მის ურიცხვ უტიფრობას და თავხედობას შედეგად მოყვა ის, რომ ხალხმა საჩივრების წერა დაიწყო. თქვენც მარტო ერთ დღეს შემოსული ექვსი საჩივარი თავად ნიკოლოზს გადაეცით, ალბათ “ზომების” მისაღებად. არ გასულა დიდი დრო და მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე მეორე პანაღიით დააჯილდოვეთ და ასე შეეცადეთ თქვენი ნებითა და უფლებამოსილებით დაგეთრგუნათ ხალხის ნება. უნდა ვთქვათ პირდაპირ და სამართლიანად: თქვენ თქვე-ნი მოქმედებით ტალახი ესროლეთ სახეში ქართველ ხალხს და საქართველოს ეკლესიის წმიდა გუმბათს. გეგონათ, თქვენი შეუზღუდავი ძალაუფლება ჩააჩუმებდა მომჩივნებს და საბოლოოდ მორწმუნე თუ არამორწმუნე ქართველი ხალხი შეეგუებოდა ეკლესიაში შემოტანილ მამათმავლობასა და სხვა გარყვნილებას. მაგრამ არ დაწყნარდნენ მომჩივნები და ჩვენ, მღვდელმთავრებს დაგვიწყეს საჩივრების წერა, აგვავსეს საყვედურებით, რომ ვითმენთ ამ საშინელებას და ხმას არ ვიღებთ. ავწონდავწონეთ შექმნილი ვითარება ხუთმა მღვდელმთავარმა, დავწერეთ თხოვნა თქვენს სახელზე და მოგართვით 1982 წლის 10 დეკემბერს. ჩვენ თქვენთვის არ გვიკადრებია რაიმე ულტიმატუმის წამოყენება, არამედ გთხოვეთ მოცემული საკითხის განხილვა საქართველოს საეკლესიო დებულების მე-19 მუხლის თანახმად.
იმ დღიდან თქვენი გული და გონება აღივსო ჩვენდამი მტრობითა და სიძულვილით და შეუდექით ამ მტრობისა და სიძულვილის პრაქტიკულ განხორციელებას. ჩვენთვის პასუხის გასაცემად თქვენ აირჩიეთ არაქრისტიანული გზა, მიხვეულმოხვეული, არაპირდაპირი: ჯერ გამოგვიცხადეთ, რომ ამ საკითხთა შესახებ უნდა მოლაპარაკებოდით რელიგიის საქმეთა რწმუნებულს და დაგერეკათ მოსკოვში; სამი დღის შემდეგ გვითხარით, რომ ყოველივე გადაწყვეტილია და მამათმავლები განიდევნებიან ეკლესიიდან; ხოლო ხუთი დღის შემდეგ გამოგვიცხადეთ, რომ ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ იქნა დატოვებული. მოგებულ დროში დარაზმეთ მამათმავლები, მიეცით მითითება თქვენს ძმას, ვიქტორ შიოლაშვილს, რომ დაერაზმა ჩვენს წინააღმდეგ 5-6 მოხულიგნო დედაკაცი სიონის მრევლიდან. ჩვენ იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა საპატრიარქოში სიარული და ავრიდებოდით თქვენს პროვოკაციებს. ყველა ჩვენი საწინააღმდეგო მტრული პროვოკაცია და გამოხტომა, რაც მოაწყვეს მამათმავლების ეპარქიებ-ში და შიოლაშვილების საპატრიარქოში, აღწერილი გვაქვს ადრინდელ თხოვნაში, ამიტომ ამ საქმეზე აღარ გავაგრძელებთ ლაპარაკს.
გაინაღდეს რა თქვენი თავგამოდებული მფარველობა, მამათმავლები განაგრძობდნენ თავიანთ აღვირახსნილობას და აჩანაგებდნენ ეპარქიებს. მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე არ ერიდება ხულიგნობას და ნარკოტიკების სპეკულიანტებთან კავშირსაც კი. ამას წინად მას მასწავლებელი ქალის გალანძღვისათვეის ხელწერილი დაადებინეს ქუთაისის მილიციაში, ხოლო მასთან გარყვნილებით კავშირში მყოფ ვინმე მაიზერას დიდძალი ოპიუმი აღმოუჩინეს და პატიმრობაში იმყოფება. ასეთი ამბების ფონზე არაფრით არ ქრება საქართველოს ეკლესიის კარიბჭიდან წარწერა ვაი რა განსაცდელშია საქართველოს ეკლესია და რა მოელის მას?!
თქვენ, ბატონო პატრიარქო, თქვენი პატრიარქობის დასაწყისიდანვე შეუდექით ახალგაზრდა სამღვდელოების გამრავლებას და ეს ახალგაზრდა სამღვდელოება ხედავს, რომ თქვენ ხელს აფარებთ გარყვნილებას. თუმცა მამათმავლები მათ სძულთ, სამაგიეროდ უყვართ ლამაზი ქალები, უშაქრო ღვინო, ყომარბაზობა, ნადირობა და სხვა ასეთები.
ჩვენ არ გიზრახავთ, რომ სამეურნეო საკითხები არ გესმით; არ გქონიათ შემთხვევა ჩასწვდომოდით, თუ რა არის არისტოტელეს “ოიკოს” და “ნომოს” – საამისო არც განათლება მიგიღიათ და არც პრაქტიკული ცხოვრება გაგივლიათ. უბედურება იმაშია, რომ გინდათ, ყველაფერი თქვენი ხელიდან და თქვენი თავიდან გამოდიოდეს. ამის გამო სულიერი თანაძმობიდან თქვენ ვერ იტანთ საქმის მცოდნე ადამიანებს, თქვენ გაღიზიანებთ აქტიურად მოსაქმე კაცი. თქვენ უფრო მშვიდად ეგუებით იმას, რომ უქნარა და მძინარა კაცი იჯდეს ადგილზე, ვიდრე გამჭრიახი, კარგი მცოდნე და უნარიანი მოღვაწე. ამის გამო თქვენი პატრიარქობის დასაწყისიდანვე არეულია საქართველოს ეკლესიის სამეურნეო საქმეები. საქმის ნათელსაყოფად საკმარისია ასეთი მარტივი გაანგარიშებაც კი: 1978 წლის დამლევს, იმ დროს, როდესაც მიროპოლიტი შიო ავალიშვილი იყო ქორეპისკოპოსად, საპატრიარქოს საქართველოს სახბანკში ანგარიშზე ჰქონდა ორნახევარი მილიონი მანეთი; განვლილ ოთხნახევარ წელში შემოვიდოდა დაახლოებით ამდენივე. დღეს ამ თანხიდან აღარაა არაფერი. ქაოსმა ჩაყლაპა ხუთი მილიონი მანეთი და სადღაც ნისლს იქით იხედება მხოლოდ თქვენი საზაფხულო რეზიდენცია მარტყოფში. ჩვენ კი საპატრიარქოს კარიბჭეზედაც დაგვრჩა გონებისმიერი წარწერა: ვაი რა განსაცდელშია საქართველოს ეკლესია და რა მოელის მას?! მიმბაძველობის
ფასი საყოველთაოდ ცნობილია. თქვენ კი ჩვენს მეზობლად მყოფ კათალიკოს – პატრიარქს ბაძავთ და არ გინდათ ანგარიში გაუწიოთ იმას, რომ იმ მეზობელს მარტო ამერიკაში აქვს 120 ეკლესია. ამ ეკლესიებიდან ირიცხება დოლარები ჟენევის ბანკში. ჩვენი ეკლესიის მატერიალური ბაზა კი ძალიან ღარიბია. სავალალოა ჩვენი ეკლესიების სიმცირე და ეს მცირედნიც არის შეუკეთებელი და სამარცხვინო მდგომარეობაში. ასეთ პირობებში მიმბაძველობა, რაღაცეების უთავბოლო შენება და ხუთი მილიონის უანგარიშოდ აორთქლება უდიდესი დანაშაულია ღვთისა და ერის წინაშე. თქვენ მიმბაძველობა გამოიჩინეთ თქვენი პატრიარქობის დასაწყისშივე, როდესაც განაცხადეთ, რომ ვატიკანს მსოფლიოში უდიდესი მუზეუმი აქვს და საქართველოს ეკლესიამაც უნდა შექმნას თავისი მუზეუმიო. ამ განცხადების შემდეგ თქვენი უშუალო მითითებით დაიწყო მოსახლეობიდან ყანწების, ხანჯლების და სხვა ათასგვარ უცნაურობათა ძალიან მაღალ ფასებში შესყიდვა და სეიფებში შელაგება.
<...>
ვიქტორ შიოლაშვილი, ცხადია, თქვენი ძმაა. მაგრამ ვინ არის იგი საქართველოს ეკლესიისთვის? სჭირდება თუ არა იგი საქართველოს ეკლესიას? პასუხი უდავოა: ის შვილია საქართველოს ეკლესიისა, მაგრამ მის მოღვაწეობას ეკლესია არ საჭიროებს. საქართველოს ეკლესიამ და ქართველმა ხალხმა თქვენ აგირჩიათ პატრიარქად, თქვენი ძმა კი არაფერში აურჩევიათ. დღემდე არ ვიცით, თუ რა თანამდებობაზეა იგი გაფორმებული საპატრიარქოში. ვიცით მხოლოდ ის, რომ იგი უბოროტესად იყენებს თავისი ძმის მაღალ მდგომარეობას, მოურიდებლად ერევა საპატრიარქოს ყოველგვარ, განსაკუთრებით სამეურნეო საქმიანობაში. იგი იმდენად მოურიდებელია, რომ მღვდელმთავრების საქმეებშიც ერევა და ჭკუას ასწავლის მათ. როგორც თქვენ, ისე თქვენს ახლო ნათესავებს საქართველოს ეკლესია მიგაჩნიათ თქვენს საგვარეულო საკუთრებად. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ვინმეს არ მოსწონს ეკლესიისადმი თქვენი ასეთი დამოკიდებულება, მაშინვე იწყება ნერვიულობა, დაძაბულობა, ჭორაობა და მოუსვენარი ფუსფუსი. საკმარისი იყო მოგვეტანა თქვენთან თხოვნა მამათმავლების შესახებ, რომ დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ბუჰღალტრად მომუშავე თქვენს დას შეეწყვიტა ჩვენთან მისალმება და ლაპარაკი. როგორც ძველი მემამულე არ ინდომებდა, რომ ვინმე ჩარეულიყო მისი მამულის საქმეებში, ასევე თქვენ და თქვენიანები ვერ იტანთ, რომ ვინმემ გამოიჩინოს საქართველოს ეკლესიისადმი რაიმე დაინერესება. ქართველი ხალხი – როგორც სამღვდელონი, ისე საერონი – აღშფოთებულია ამის გამო. აქედან დასკვნის გამოტანა ადვილია: თქვენი ოჯახის ყველა წევრი, ვისაც სამღვდელო ხარისხი არ აქვს, უნდა განთავისუფლებულ იქნას ეკლესიაში მუშაობისაგან.
საქართველოს ეკლესიამ ბევრი რამ განიცადა წარსულში და დღეს სრულებით არაა იმის პირობები, რომ უსამართლობა ყვაოდეს ჩვენს ეკლესიაში. თქვენ ჩვენი ეკლესიის სულიერი და მატერიალური მართვა მამათმავლებსა და ვიქტორ შიოლაშვილს მიანდეთ, თავად კი უზენაესი ზედამხედველის მანტია მოიხურეთ და თქვენგან განსახვა-ვებულად მოაზროვნე სამღვდელოებასთან ლაპარაკსაც კი არ კადრულობთ. არ გინდათ შეეგუოთ იმას, რომ ეკლესია ხალხს ეკუთვნის, ქართველ ხალხს, ყველას ერთად, მორწმუნესა და არამორწმუნეს. მალე ექვსი წელი შესრულდება, რაც თქვენ აღსაყრდით საქართველოს საპატრიარქო დიდებულ ტახტზე. მარადისობისათვის ეს სქვსი წელი ალბათ არის რაღაც, მაგრა რა – ვერ მიწვდება ამას ჩვენი გონება; ალბათ რაღაც უმნიშვნელოზე კიდევ უფრო ნაკლები. ადამიანთა სიცოცხლისათვის კი ექვსი წელი ნაღდი ექვსია, რომლის მანძილზე ბევრი რამ შეიძლება გაკეთებულიყო, მაგრამ არ გაკეთებულა თითქმის არარა. რეზიდენცია გაკეთდა მხოლოდ სოფელ მარტყოფში, თქვენი საზაფხულო რეზიდენცია და თქვენ მოგახმაროთ იგი გამჩენმა. არ გამადლით, არც გეცილებით, არც შეგვშურს, იცოდეს ღმერთმა. ისიც გაკეთდა, რომ ახალგაზრდა მღვდლები გამრავლდა; გამრავლდა ცხვრის ფარა. მაგრამ უმწყემსოდ მყოფნი დატოვო მგლების შესაჭმელად, ანდა მგლებად გარდასაქმნელად? უპატრონობა... წყეული უპატრონობა... ჩვენი მღვდლები, ახალგაზრდები... შევასწავლეთ სახარების მხოლოდ წაკითხვა და გავუშვით ღვთისა და ბედის ანაბარა. აი, რა მოგვცა ამ ექვსმა წელმა. მოცემა კი ბევრის შეეძლო, ძალიან ბევრის. რომ ყოფილიყო ჩვენი პატრონი არა სიამაყე და განდიდება, არამედ მამა ჩვენი ძმობისა და სიყვარულის; არა მონური მორჩილება, არა დუმილი სიმართლის ნაცვლად, არამედ მეტყველება სიმართლისა. სიტყვა “მორჩილება ბევრს სწორად არ ესმის. მორჩილება მონობას არ ნიშნავს. მონობა დამყარებულია ძალადობაზე, მორჩილების საფუძველი კი ღვთაებრივი სიყვარულია. სადაც არაა ღვთაებრივი სიყვარული, იქ მონობას ნათლავენ მორჩილებად. მაშასადამე, მორჩილად ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სიყვარულს ვეთაყვანებით, სასოების ვენახში ვშრომობთ, რომ მზე სხივებს ჰფენს ჩვენს ნამდვილ ძმობას, იბადება ჩვენში აზრი სანუკვარი და გონივრულად ვიყენებთ ღვთისგან ბოძებულ თავისუფალ ნებას. როცა ცდილობენ კაცს წაართვან ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნების სიცხოვლე, თავის ერთ სიტყვას დაუმორჩილონ სხვათა აზრი, მისწრაფება, შრომა და გარჯა, მაშინ მყარდება სწორედ მონობა და ძალმომრეობა. თქვენი პატრიარქობის პირველ ორ წელიწადს იმედი გვქონდა თქვენი სიმართლის. თქვენს გარშემო მყოფი მონები ღვთისა, აღტაცებულნი ნდობითა და სასოებით, თქვენს მორჩილებაში ვიყავით და ვასრულებდით თქვენს ყოველ ნებას. გამოიკვეთა ჩვენს წინაშე, ერის წინაშე თქვენი სახე, ოდნავ ღიმილს მიფარებული. თქვენი ღიმილი, თითქოს ტკბილი, სანდო-მიანი, ბევრ სიკეთეს რომ გვპირდებოდა, თურმე ფარავდა თქვენს იმ სახეს, რომელიც დრომ თანდათან გამოაჩინა. გამოიკვეთა ყველა თქვენი ნამდვილი ფიქრი და მისწრა-ფება, თქვენი რწმენა და ფილოსოფია – რწმენის მშობელი. ერთს ქადაგებდით და თვითონ თქვენ სულ სხვა ყოფილხართ; ერთ სახეს გვიჩვენებდით და ვიხილეთ ორსა-ხეობა. აორთქლდა ჩვენი იმედიც და აღტაცებაც და ხელში დაგვრჩა უკიდეგანო გან-დიდება, რომელსაც დაუპყრია თქვენი ღირსება, თქვენი საქმე, მოღვაწეობის ყველა კუნჭული. არ აკეთებდით არც ერთ ნაბიჯს, თუ კი იგი არ ემსახურებოდა თქვენს პი-რად სახელს და განდიდებას. მიხვედით თუ არა საპატრიარქო დიდებულ ტახტთან, ზურგი უჩვენეთ ეკლესიის შინაურ საქმეებს და პირველ რიგში დააყენეთ ეკლესიებ-თან საგარეო ურთიერთობა. თქვენი გაგებით, შიგნით ყველაფერს დაიპყრობდით მონობის ხერხით. უამისოდაც მიღწეული გქონდათ უკვე საკუთარ ხალხში ამაღლება და განდიდება. ალბათ ამიტომ შეაქციეთ ზურგი ყველაფერს, რაც კი შექმნიდა ეკლესიის შიდა მადლსა და კეთილდღეობას. არ კითხულობდით ეკლესიის შინაურ ამბებს გარდა იმისა, რომ მღვდლებს ამრავლებდით; არ დადიოდით ჩვენს ეპარქიებში და თუ წახვიდოდით, ისევ და ისევ მხოლოდ თქვენი განდიდებისათვის. მიგყავდათ თან მთელი დასი სამღვდელოებისა და მოსეირენი ორასი ან სამასი კაცი. მაშასადამე, საქართველოს ეკლესიის შინაგანი სამყარო თქვენ გჭირდებოდათ, როგორც ტრიბუნა საკუტარი განდიდებისა, საყრდენი პუნქტი ზენიტისკენ ასამაღლებლად. თქვენს მიერ დაწერილ სააღდგომო, საშობაო და საახალწლო ეპისტოლეებსაც კი იყენებდით ამავე მიზნით. ხომ ცნობილია, რომ პატრიარქობა ათჯერ უფრო დიდი პატივია, ვიდრე ეკლე-სიათა მსოფლიო საბჭოს ექვსთაგან ერთი პრეზიდენტობა. ამასთანავე ყოველი პატრი-არქი თავის სამწყმსოს მართავს როგორც პატრიარქი და არა როგორც პრეზიდენტი. რა კავშირშია ქართველი ხალხის სააღდგომო ეპისტოლესთან ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტობა? თქვენ პრეზიდენტი არ ყოფილხართ ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ხალხის. თქვენ პატრიარქი ბრძანდებით ჩვენი, მაგრამ ხელს აწერდით ჩვენს ეპისტოლეებს, როგორც პატრიარქიც და პრეზიდენტიც. ისეთი მადა გაგეხსნათ განდიდებისა, რომ ვეღარ გაპურებდათ პატრიარქის სუფრის სიუხვე და პრეზიდენტის ღარიბ სუფრას იშველიებდით.
თქვენი მოღვაწეობის პირველი რიგის საკითხად გაიხადეთ ეკლესიის საგარეო ურთიერთობა. მაგრამ პირველ რიგში მებაღემ საკუთარ ბაღს უნდა არგოს, მიხედოს, გასხ-ლას, გათოხნოს, წყლით მორწყას, წამლით შეწამლოს და როდესაც გაიფურჩქნება ვარდყვავილები, ხეხილი დაისხამს სურნელ ნაყოფს და დავარგდება – აი, მაშინ უნდა მოუხმოს მებაღემ მეზობლებს თვისას და მოიწონოს თავი ბაღის ჩვენებით, შემდეგ კი თვითაც ნახოს სხვისი ბაღი და გაიხაროს როგორც საკუთარი, ისე სხვისი ღვაწლის სიკეთითაც. თქვენ კი იწვევდით პატრიარქებს, მღვდელმთავრებს, ბერებს, საჩვენებელი კი საკუთარი ღვაწლით შექმნილი არა გქონდათ რა და აკლდამებსა და ისტორიულ ძეგლებს აფარებდით ჩვენს შინაურ უმოქმედობას. და ყოველივე ამას აკეთებდით მხოლოდ იმიტომ, რომ გაგეტანათ თქვენი სახელი “მთებს იქით, ზღვებს იქით და უფრო შორს”. თავის მოწონება და სახელზე ფიქრი ცოტად თუ ბევრად ყველა ადამიანს ახასიათებს. მაგრამ როდესაც კაცი ჯერ განდიდებაზე ფიქრობს და შემდეგ კი საქმეს ეძებს განდიდების მოსაპოვებლად, ის ვერც საქმეს გააკეთებს და ვერც დიდებას მიაღწევს. აკი ვერ მიაღწიეთ ვერც თქვენ ვერაფერს. დაფიქრდით, მიხედეთ თქვენს წარსულ საქმეს, თქვენს ცხოვრებას, როდესაც თქვენში ასე თუ ისე იყო თავმდაბლობა და მოკრძალება; მოღვაწეობდით მშვიდი შრომით და მისწრაფებით, ქართველმა ხალხმა შეგიყვარათ და აღგაზევათ თავის გულში, თავის ფიქრებში. ასე რომ თქვენ პატრიარქობა დაიწყეთ უკვე განდიდებულმა. და რაგვარად განდიდებულმა. დიდების მთებზე იდექით უკვე, როცა პატრიარქი გახდით. სასოებით შეჰყურებდა ერი თქვენს მომავალ გზას და ნაბიჯებს, თქვენს მიზნებს და საქმეებს თქვენსას. თქვენს პიროვნებას აღარ ესაჭიროებოდა მეტად ამაღლება და განდიდება. თქვენი ღვაწლით ჩვენი სული და ეკლესია უნდა განდიდებულიყო. ამიტომ მიგიღოთ ხალხმა აღტაცებით. განვლილმა წლებმა დაგვანახა, რომ ეკლესია კი არ ამაღლდა, არამედ დაეცა და დანაგვიანდა. არ გამართლდა მოლოდინი და დაიკარგა იმედი ხალხის. ამის გამო დაიკარგა თქვენი წარსული დიდებაც. სამწუხარო ამბავი მოხდა: მზიდან დაიწყეთ და ჯურღმულის ფსკერზე დაეშვით. ვფიქრობ, სჯობდა ეკლესიისათვის და თქვენთვისაც, რომ ნებანება მოსულიყო აღორძინება, ანთილი სანთლით დაგეწყოთ და ჩირაღდნებს შეესვათ შუქზე ეკლესია და მისი სიწმინდე. თქვენც ხომ მაშინ იქ იქნებოდით, იმ ჩირაღდნებთან. მაგრამ სხვაგვარად მოხდა: მზიდან დაიწყეთ და დაბლა დაეშვით. ახლა მტრულად უყურებთ ყველას, ვინც ხედავს ამას ყველაფერს და გეუბნებათ დაუფარავად. ვინც ვერ ხედავს, ნუ გავკიცხავთ მათ მხედველობას და ვინც ხედავს და არას ამბობს, ან სხვა რამეს გეუბნებათ ფარისევლობით, ღმერთმა დაადოს მსჯავრი “და
|