#25086203 · 21 Apr 2011, 16:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიკვდილის არსებობამ წარმოშვა სწორედ რელიგია, როგორც ერთგვარი ნუგეში. |
ჯემალ ქარჩხაძის რომან "იგიში" არის ეგ მომენტი, როცა პირველყოფილი ადამიანი სიკვდილზე ფიქრობს: "ცა რომ დღის თვალს გაახელს, იგი ავა დიდი დაძინების ქარაფზე და უკან აღარ დაბრუნდება. სხვები? სხვები დაბრუნდებიან? იგის სხეულში დიდი გაკვირვება შევიდა და იქიდან ყველაფერი გამოდევნა. როგორ დაბრუნდებიან სხვები, თუკი იგი აღარ იქნება? როგორ იარსებებენ, როგორ ინადირებენ, როგორ იტყვიან სიტყვებს? ან ბალახზე როგორ აბრჭყვიალდება მრგვალი წვეთი, ან წვიმა როგორ მოვა ქვეყანაზე? შეუძლებელი ჩანდა რაიმეს არსებობა, როცა იგი აღარ იარსებებდა. იქნებ იგი იარსებებს? იქნებ მთლიანად არ გაქრება? იქნებ ის რაღაც, რაც იგიც არის, ტყეც, ზღვაც, ცაც და ყველაფერი, დარჩეს ქყეყანაზე? პასუხი ნათელია...
--------------------
ცხოვრება უსამართლოა შვილო. რაც უფრო მალე მიხვდები ამას, მით უფრო მალე გაგიადვილდება მასთან შეგუება. ქართულმა ელიტამ გადაარჩინა თბილისი გადაგვარებას !!! (c) PNG ძაან გაუგებრობაა და ჩამოვიდეს ქრისტე მეორედ და აგვიხსნას რა ჯანდაბაა ეს პოსტდმოდერნი და როგორ ვიცხოვროთ. (c) Pioneer
|