Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(31)
« პირველი
...
8
9
[10]
11
12
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ბუდიზმი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nostalgia34
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Nostalgia34
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6741
წევრი No.: 75736
რეგისტრ.: 22-November 08
#14071752
· 31 May 2009, 11:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ze Moreira
გამოგეხმაურები.
QUOTE
უბრალოდ ცხოვრებას თუ დაუკვირდები შეგეშინდება რამდენად ვერ აკონტროლებ საკუთარ ცხოვრებას, ვგულისხმობ არა მოვლენებს შენს გარშემო, არამედ საკუთარ თავს
QUOTE
თავიდან მინდა დავიწყო ადვილი რაღაცეებით, მერე ვნახოთ რა იქნება
კარგია რომ ფრთხილობ.აღმოსავლურ ფილოსოფიაში ისეთი ლაბირინთებია.........
მე გირჩევდი სვამი ვივეკანანდას ცაკითხვას.იქ კონკრეტული ტრენინგებიც არის. კურადღება მიაქციე რაჯა-იოგას.ეს არის უმაღლესი იოგა.იოგების მეფე.
ე.ი.აუცილებელია ფიზიკური ტრენინგი/ნებისმიერი სპორტი რაც შენ მოგცონს /+აზროვნების ტრენინგი,მედიტაციების,ლოცვების სახით.ეს ორივე აუტოტრენინგის სახეობაა.
ბოლოს, მაინც მიხვალ იესოს მოძღვრებამდე.იესომ მიიღო მთელი ის ცოდნა რაც კაცობრიობამ დააგროვა.
წარმატებები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
A-G-A-P-E
ღმერთი დღეს კაცობრიობას მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება"
ჯგუფი: Members
A-G-A-P-E
ღმერთი დღეს კაცობრიობას მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება"
ჯგუფი: Members
წერილები: 17417
წევრი No.: 77217
რეგისტრ.: 5-December 08
#14071926
· 31 May 2009, 12:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(vano_t @ 31 May 2009, 10:52 )
შენი აზრი ამის თაობაზე სრულებით მცდარია. პირველი რიგში ფაქტობრივი რამ გაქვს არასწორად გადმოცემული. როცა გაუტამა ბუდა წავიდა ასკეტად, მან პირველად მედიტაცია ისწავლა 2 სხვადასხვა მასწავლებლისაგან! პირველმა ასწავლა ე.წ. ჯანის (jhana) ქვედა 4 საფეხური. მე-2 მასწავლებლისაგან ისწავლა ჯანის ზემო 4 საფეხური. ჯანა, როგორც მედიტაციის დროს მიღწეული გარკვეული მდგომარეობა, ცალკე დიდი თემაა, ამიტომ ამაზე მეტს ვერაფერს ვიტვყი აქ. თუ დაგაინტრესებს, შემიძლია უამრავ ლინკზე მიგითითო.
vano_t
მცდარი მხოლოდ იმიტომაა რომ შენი მოსაზრებისგან განსხვავდება. წინა პოსტებშიც აღვნიშნე რომ ბუდისტებს შორისაც კი არაა ერთი აზრი ბუდას სწავლების დეტალებზე და ჩემი და შენი თვალსაზრისი რომ განსხვავდებოდეს არაა გასაკვირი.
QUOTE
ამრიგად, გაუტამას უკვე ქონდა დიდი გამოცდილება მედიტაციის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯანა ძალიან ძნელი მისაღწევია და ძალიან მაღალი ფორმაა მედიტაციისა, გაუტამამ ვერაფერი მიიღო ამ მედიტაციისაგან.
ნამდვილად, გაუტამა ბავშვობიდან რელიგიურ ატმოწფეროში იზრდებოდა. მისთვის არც იოგა იყო ახალი და არც მედიტაციები. ამიტომ დავწერე რომ გაუტამა როგორც ინდუისტი ისე გაიზარდათქო და შესაბამისად უცხო ხილი არ იყოთქო მისთვის იოგაში მედიტაციისა და გონების კონტროლის ვარჯიშებითქო. ამიტომ სიტყვებზე ნუ გამოვეკიდებით ერთმანეთს.
QUOTE
უფრო მეტიც, პირველ ჯანას გაუტამამ ბავშვობისას მიაღწია ყოველგვარი სწავლების გარეშე, როცა მამამისი გარკვეულ დღესასწაულს ზეიმობდა. ეს არის ტექსტობრივი ფაქტი და
სინმადვილეში რა იყო და როგორ იყო, ამას ვერავინ გაიგებს
.
რა საინტერესოა. სინამდვილეში რა იყო და როგორ ვერავინ გაიგებს. ამიტომ ის უნდა ვიწამოთ რაც შენ და ბუდისტებს მიაჩნიათ რომ იყო? ასე არ გამოვა. თუმცა, ვისაც რა უნდა ადგეს და იწამოს, არავინ უშლის.
QUOTE
ცოტა ლირიკული გადახვევა რომ გავაკეთოთ, ხეს, რომლის ქვეშაც გაუტამამ შეიცნო შესაცნობი, ბოდჰის ხე ეწოდება. ბო-ც არის ამ ხის სინგალური სახელი, მაგრამ, ბოდჰის ხე სიმბოლურად მიუთითებს ამ ხის მნიშვნელობაზე. ბოდჰი ნიშნავს განსხივოსნებას, გამოღვიძებას.
აქაც ისევ სიტყვაზე მეკიდები. რადგან ზე "ბო" დავწერე. შენ კი ხე "ბოდჰ"-ს წერ. თუმცა აქვე აღიარებ რომ ის ხე რომლიც ქვეშაც გაუტამა დაჯდა და თავი ბუდად განიცხადა - ხე "ბო"დაც არის მოხსენიებული ბუდისტურ ტრადიციულ სწავლებაში. ამიტომ, ვფიქრობ, სიტყვებზე გამოკიდებას აზრი არ აქვს. მთავარი ისაა მის არსს ჩაწვდეს ადამიანი და არა იმას ხეს "ბო" ერქვა თუ "ბოდჰი".
QUOTE
რაც შეეხება შენს მიერ გადმოცემულ ბუდიზმის ძირითად არსს, არაფერი შეიძლება იყოს შორს ისე ჭეშმარიტებისაგან, როგორც შენი აზრი.
ერთი წუთით გვერდზე გადავდოთ ის, თუ რას ასწავლიდა ბუდა სინამდვილეში და მარტო ბუდისტურ ინტერპრეტაციებს შევხედოთ..
არა, რატომ უნდა გადავდოთ გვერდით ის რასაც გაუტამა ასწავლიდა? პირიქით, ჩვენ გაუტამას სწავლება უნდა გვაინტერესებდეს და არა ის თუ რას და როგორ განმარტავს ბუდისტური მიმდინარეობები რომლებიც ერთმანეთშიც კი ვერ თანხმდებიან და ცხადია არც შენ არ ეთანხმები ყველა მათ ისევე როგორც მე არ მეთანხმები ზოგ საკითხში.
QUOTE
ყველაზე მთავარი ის არის, რომ მაგ კითხვებით უკვე დაცილდი ბუდას მთელი მოძღვრების არსს. მსგავსი კითხვები საერთოდ არ ისმის ბუდიზმში.
ნამდვილად, მე ბრმად არაფერს ვიღებ. კითხვებიც მაქვს და კითხვებიც. ისევე როგორც თვითონ ბუდას ჰქონდა კითხვები.
QUOTE
ბუდა ამბობს, რომ ჩვენ გვძინავს და არსებობს გამოღვიძების გზა. ეს გზა ასეთია და ასეთია. თუ გინდა გამოიღვიძო, მე არ დამიჯერო, არამედ ამ გზას მიყევი და შენით დაიანხე ეს ყველაფერი. ადამიანს, რომელსაც სურს ეს ყველაფერი დაინახოს უშუალოდ,
ამ დებულებას იღებს რწმენად
...
ნამდვილად, ზოგმა შეიძლება ეს დებულებები (დოგმები) მიიღოს რწმენად და მორჩა, მისდიოს. მე ეს არასწორად მიმაჩნია!
QUOTE
საიდან გამოიღვიძა, რისგან გამოიღვიძა, რატომ გამოიღვიძა და ა.შ. ბუდას სწავლების მიმდევრისათვის არის აბსოლიტურად ზედმეტი კითხვა.
ესე იგი, ხალხო, შეკითხვები ამოიგდეთ თავიდან და მიიღეთ ბუდას სწავლება. ეს რა უბედურებაა?! ამაზე მეტი გათიშე და იბატონეს პირდაპირი მეთოდი მემგონი არ არსებობს.
QUOTE
ამ კითხვაზე რა პასუხიც არ უნდა გასცე, ეს პასუხი იქნება მხოლოდ პასუხი, რომელიც შედგება სიტყვებისაგან. შედარებისათვის ავიღოთ ასეთი კითხვა: როგორ და რატომ იყო იესო ქრისტე ღმერთი? ისმის თუ არა ასეთი კითხვა ქრისტიანობაში? არა. ასეთ კითხვას აზრი არ აქვს. ქრისტეს ღმერთობა უნდა იწამო. რომც დასვა კითხვა და ინტელექტუალურად განსაჯო, ვერსად ვერ მიხვალ. მიხვალ მხოლოდ იქ, სადაც გინდა მისვლა, ანუ ქრისტეს ღვთიურობის წამებასთან (ან არწამებასთან).
როგორ გეკადრება მეგობარო. ქრისტიანობას ასე ერთი ხელის მოსმით ნუ გადაჭრი. ქრისტიანულ მიმდინარეობებში, ისევე როგორც ბუდისტურ მიმდინარეობებში, საკიტხები სხვა და სხვა ნაირად ესმით ადამიანებს. ჩემთვის სავსებით ნათელია ის თუ რატომ და რა გაგებით ეწოდებოდა "ღმერთი" იესოს და არა მარტო იესოს, ადამიანებსაც კი. შეკითხვების გარეშე მე ვერ არმომიდგენია რაღაცის გააზრება და გაანალიზება. ასე აიღო და იწამოს პრინციპით რომ მეხელმძღვანელა, დღეს ან მუჰამედის სწავლებების ან გაუტამას სწავლებების მიმდევარი ვიქნებოდი.
QUOTE
მცდარია ისევ. უკვე ავღნიშნე მრავალჯერ, რომ ბუდიზმში სულის შესახებ მოძღვრება არ არსებობს. მეორეც, "ანვითარებს ფილოსოფიას" აბსოლიტურად მცდარი მოსაზრებაა. ამაზე კამათი ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთი სუტრა მაინც დაასახელე (მე ეჭვი მაქვს, რომ შენ არ გაქვს წაკითხული არცერთი სუტრა და მხოლოდ გარკვეული კრიტიკოსების ნაწერების საფუძველზე საკუთარ აზრს გადმოსცემ), სადაც ბუდა რაიმე ფილოსოფიას ავითარებს ამის თაობაზე. პირიქით, ბუდა ყოველგვარი ფილოსოფიისაგან შორს იდგა. ამის საუკეთესო მაგალითია, მაგალითად,
ახლა მე ამ სუტრას ვერ ვთარგმნი. თუ გაინტერესებს, შემდეგში შემიძლია ამ სუტრის არსზე გითხრა. მთავარი ის არის, რომ ამ სუტრაში (და კიდევ ბევრ სუტრაში) ნათლად არის გადმოცემული თუ რამდენად შორს იდგა ბუდა ყოველგვარი ფილოსოფიისაგან და ხედვისაგან.
ნამდვილად, არცერთ სუტრაში არ შემხვედრია ფრაზა ბუდამ განავითარა ეს სწავლებებიო. მაგას ხომ არ დაწერდნენ არაა? ბუდამ განავითარა თავისი ფილოსოფია და თუ რამ შეუწყო ხელი ამაში ეს უკვე დავწერე და აღარ გავიმეორებ.
QUOTE
ისევ მცდარია. ამ ლინკზე თვითონ ბუდისტი ბერის მიერ არის გადმოცემული ერთ-ერთი სუტის ნაწილი და შემდეგ მისი არსი. თვითონ მაგ ლინკზეა. მოდი ხაზს გავუსმევ რამოდენიმე რამეს. 1) ტანჯვა არ არის იმ სიტყვის სწორი თარგმანი, რა სიტყვაც იხმარება სანსკრიტში (ან პალზე) ბუდას მიერ. ეს სიტყვა არის დუკჰა (dukha). ამ სიტყვის შესაბამისი სიტყვა ქართულში არ არსებობს. არც ინგლისურში არ არსებობს და ამიტომ ინგლისურში ამ სიტყვას ბევრნაირად თარგმნიან: suffering, discontent, stress და ა.შ.; ეს სიტყვა არ ნიშნავს ტანჯვას. დუკჰა ტანჯვასაც მოიცავს, მაგრამ ამასთანავე მოიცავს უარყოფითი განცდების ბევრ მნიშვნელობას. დუკჰა შეიძლება თარგმნო როგორც უკმაყოფილება, მაგალითად, ან სტრესი ბევრ კონტექსტში. 2) ბუდისტურ სუტრებში არსად არ არის ნათქვამი, რომ ცხოვრება ტანჯვაა! ბუდა ამბობდა პირველ წარჩინებულ ჭეშმარიტებაზე, რომ [b]არსებობს დუკჰა (სტრესი, უკმაყოფილება, ტანჯვა, უსიამოვნება და ა.შ.). "ცხოვრება ტანჯვაა" და "არსებობს ტანჯვა"-ს შორის დიდი განსხვავებაა. შეიძლება ქართულში ერთნაირადაც ჩათვალო ამათი შინაარსი. ბუდას სწავლებაში ასე არ არის. ბუდას სწავლებაში ეს პირველი ჭეშმარიტება ისეა გადმოცემული, რომ "მე" არ დგას ამ ტანჯვის უკან. სულ სხვა საკითხია თუ ლოგიკურად ყოველთვის ასე უნდა იყოს, ანუ "მე" უნდა იდგეს ამის უკან. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ენის სტრუქტურაა ისეთი, რომ წინადადებაში გვაქს სუბიექტიც და ობიექტიც. თუ არსებობს ტანჯვა, მაშინ ლინგვისტურად, ეს ტანჯვა რაღაცის ან ვიღაცის თვისებაა. ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ ერთი წუთით. ბუდას მიერ გადმოცემული წარჩინებული ჭეშმარიტება იმ ფორმით არის დასმული, რომ "მე" არ გამოჩნდეს მის სწავლებაში.
ეს ყველაფერი და დანარჩენი უკვე შენეული ინტერპრეტაციაა ბუდას სწავლების. რაზეც კამათის სურვილი საერთოდ არ მაქვს.
როგორ უკვე აღვნიშნე, მე გავაგრძელებ ბუდას სწავლების განხილვას. შევეხები ნირვანასაც და სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც და მხოლოდ მას შემდეგ დავწერ ჩემს აზრს ამ ყველაფერზე.
მანამდე კი ისევ დროებით დაგემშვიდობები მეგობარო
--------------------
ეკლესიებს ღმერთი არ იწონებს. არც გამოცხადება-ხილვებით ეკონტაქტება სამღვდელოებას; 2-ე საუკუნიდან დღემდე, ღმერთი მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება" ხალხს და იუწყება,რომ სულ მალე,პოლიტიკური ძალები გააფთრებით დაესხმებიან რელიგიებს გასანადგურებლად რასაც მოჰყვება ღვთის მთავრობის მმართველობა ზეციდან დედამიწაზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nostalgia34
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Nostalgia34
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6741
წევრი No.: 75736
რეგისტრ.: 22-November 08
#14071931
· 31 May 2009, 12:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დავამატებ.თბილისში არავითარი სკოლა,აუტოტრენინგებში არ არსებობს ,ნუ დაიჩემებს ნურავინ.
პროფესიონალურ ცოდნასთან ერთად კეთილსინდისიერებაა აუცილებელი.
მე,პირადად თვითონ მივაღციე შედეგებს,სათანადო ლიტერატურა+ყოველდღიური ტრენინგები.ლიტერატურასაც შერჩევა უნდა.ვისაც არ ეზარება,ყველა წერს.კაი ბიზნესია.
ახლა ერთი ლოზუნგი უნდა გავუშვა:
მხოლოდ ,სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი,ძლიერი ადამიანები შეძლებენ ამ ქვეყნის აღმავლობას! ვოტ.
აბა დაფიქრდი,ისტერიული,ფსიხოზური,დეპრესიული ადამიანები რისი გამკეთებლები არიან?არც არაფრის.....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#14072447
· 31 May 2009, 13:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ze Moreira
QUOTE
საერთოდ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი რელიგიების მიმართ, მაგრამ ვფიქრობ რომ შეიძლება საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა გამოიყენო
ნამდვილად. სკეპტიციზმი აუცილებელია. არაფერი არ უნდა მიიღო ჭეშმარიტად. საკუთარ თავზე რომ გამოცდი ყველაფერს, მაშინ შეგიძლია შეათანხმო ესა-თუ-ის სწავლება შენს პირად გამოცდილებას.
QUOTE
თავიდან მინდა დავიწყო ადვილი რაღაცეებით, მერე ვნახოთ რა იქნება
უბრალოდ ცხოვრებას თუ დაუკვირდები შეგეშინდება რამდენად ვერ აკონტროლებ საკუთარ ცხოვრებას, ვგულისხმობ არა მოვლენებს შენს გარშემო, არამედ საკუთარ თავს. ყველაფერი ჩვენგან დამოუკიდებელია, ჩვენი ფიქრებიც კი
მინდა ამაში ცოტა წესრიგი შევიტანო
აქაც გეთანხმები. როცა მედიტაციის პრაქტიკას დაიწყებ, მაშინ ძალიან გარკვევით დაინახავ თუ რამდენად კომპულსიური ფიქრები, განცდები და ჩვენი რეაქცია ამ ყველაფერთან. როცა პრაქტიკას გააღრმავებ, იმასაც დაინახავ თუ რამდენ აზრს და ფიქრს (რომელიც ბექგრაუნდზე ელვის სისწრაფით მიედინება) ვერ აღვიქვავთ "ნორმალურ" მდგომარეობაში.
წესრიგის შეტანაში ცოტა სხვანაირად არის საქმე. წესრიგს ვერაფერში ვერ შეიტან. ის რაც კომპულსიურია და თავისით მიმდინარეობს, იმაში წესრიგის შეტანა შეუძლებელია. ბუდისტურ მედიტაციებში არავითარი მცდელობა არ არის, რომ რაიმეში წესრიგი შევიტანოთ. ასეთ მედიტაციაში დაკვირვების მეტს არაფერს ვაკეთებთ. წესრიგი ავტომატურად მოვა, ყოველგვარი ნების და ჩარევის გარეშე. ამასაც პირადად გამოცდი.
QUOTE
ნუ წყალზე სიარული და გასხივოსნება მაგარია, მაგრამ ეს არ არის ჩემი მიზანი, ამას არამგონია ცხოვრება მივუძღვნა
ძალიან კარგი თუ წყალზე სიარული და ფრენა არ გაინტერესებს
ეს მე უბრალოდ იმიტომ დავწერე, რომ ასეთი მედიტაციის არსზე მიმეთითა. ბუდიზმში მედიტაცია არის ჩვენი ტრანსფორმაციის იარაღი მხოლოდ.
QUOTE
ისე არც ვიცი სწორი გზით თუ მივდივარ
საბოლოო ჯამში ბუდიზმში არ არსებობს სწორი და არასწორი გზა. როცა დაჯდები და სუნთქვას, სხეულს და გონებას მთელი ყურადღებით "უსმენ", მაშინ აღარავითარი გზა და უგზოობა არ არსებობს. მთავარია მთელი ყურადღებით იყო მომართული.
მედიტაცია მარტოც არის შესაძლებელი. განსაკუთრებით ძაძენი/შიკანტაზა და მისი მსგავსი მედიტაციის ფორმები. თავიდან, სჯობს ცოტა ინფორმაცია მოიპოვო ასეთ მედიტაციაზე, რომ იცოდე დაახლოებით რას აკეთებ. ძაძენი/შიკანტაზა მედიტაციის ყველაზე მარტივი და ამასთანავე ყველაზე ღრმა ფორმებია. ერთადერთი პრობლემა რაც ასეთი მედიტაციის დროს დგება არის ის, რომ ადამიანები ყოველთვის რაღაცას მოველით საკუთარი ქმედებებისაგან; ყოველთვის ფიზიკური და სულიერი კარგად ყოფნა გვინდა; თუ რაიმე ქმედებას ეს ყველაფერი არ მოაქვს, მაშინ მოსაბეზრებლად მიგვაჩნია ქმედება. ძაძენის დროს არაფერს ელი-უბრალოდ ზიხარ და მთელი შენი ყურადღება სუნთქვას, სხეულს და გონებას ეთმობა. ეს არის საშინლად მომაბეზრებელი რამ (თავიდან არის მომაბეზრებელი, თორემ შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ არაფერს ელი, შემდეგ კამპოტივით მიდის ყველაფერი). პარადოქსი იმაშია, რომ რაც მომაბეზრებელია, წლების შემდეგ იძლევა დიდ ნაყოფს. ადამიანს შეუძლია ასე დაიწყოს. ან შეუძლია სხვა მედიტაციას მიყვეს, რომელიც მალე იძლევა რაღაც განსაკუთრებულ შედეგს. მაგალითისათვის შეიძლება ავიღოთ ე.წ. ტრანსცენდენტალური მედიტაცია. ამ მედიტაციის შესახებ ვერავითარ ინფორმაციას ვერ მოიპოვებ. რატომ? იმიტომ, რომ მედიტაციის ეს ფორმა რომ დაიწყო, 2000 დოლარამდე უნდა გადაუხადო ვინმე გურუს. ამ ფულს რომ გადაიხდი, მოგცემენ შენთვის ინდივიდუალურ მანტრას (ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში ამათი პროპონენტები) და ამ მანტრის გამეორებით აღწევ რაღაც განსხვავებულ მდგომარეობას (ექსტაზს). ამდენ ჩალიჩს, მე პირადად მირჩევნია, რამოდენიმე ათეული დოლარი 3 მასტერკა პლანში გადავიხადო და 1 წუთში დავბოლდე
არა მგონია "ჩემთვის ინდივიდუალურმა მანტრის" ჩამღერებამ უკეთესი შედეგი მომცეს (რომ არაფერი ვთქვათ დახარჯულ 2000 დოლარზე). მოკლედ, თუ კაიფია ჩვენი მიზანი, კაიფის უფრო მარტივი და უკეთესი ფორმები არსებობს. შენ არ მყევხარ მხედველობაში. ზოგადად ვამბობ ამ ყველაფერს ისევ, ხაზი რომ გავუსვა ბუდისტური მედიტაციის არსს.
ერთ შენიშვნას გავაკეთებ: როცა ვახსენებ ბუდისტურ მედიტაციას, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ მედიტაციაში რაღაც რიტუალებია და ამ რელიგიისათვის დამახასიათებელი რამ არის მასში ჩართული. სრულებით საწინააღმდეგოა ეს ყველაფერი. მედიტაციის ეს ფორმა ნებისმიერი მრწამსის ადამიანს შეუძლია გააკეთოს: ათეისტს, ქრისტიანს, მუსულმანს და ა.შ. ყურადღებით ყოფნა არ არის რაიმე რელიგიის კუთვნილება. ყურადღებით ყველას შეუძლია იყოს რელიგიური მრწამსის (თუ რაიმეს სხვა მსოფლხედველობის) მიუხედავად.
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
saloMEsalo
Member
ჯგუფი: Registered
saloMEsalo
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 79
წევრი No.: 92408
რეგისტრ.: 28-May 09
#14088517
· 1 Jun 2009, 16:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბუდიზმი (ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი, ან გაღვიძებულის კანონი), რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI - V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა, და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამის, ინდუიზმის და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდეგ.ძვ. წ. V საუკუნეში თანამედროვე ნეპალში ინდოეთის საზღვართან, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და ეზოს გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა და, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა.
როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცებულმა ბრძენმა მოინახულა და დაადასტურა ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას მოუტანსო. ასიტამ გაიხარა მისი ხილვიასგან, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ძალზე მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს.
მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სახვა ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შერთეს ცოლად და შვილიც შეეძინა.
ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა, რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო? მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ დაბრუნებულუი სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა.
ერთ დღესაც მან სნეულებისაგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების შესახებ, რომელიც ყველა ადამიანს ემუქრება.
მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც მიჰყავდათ. როცა იკითხა, უთხრეს ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო.
ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და, როცა იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს ეს არის ასკეტი (განდეგილი), რომელიც ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ამ წუთისოფლის ცოდვა-ბრალის საიდუმლო ამოხსნასო, ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისაგანო.
და მიატოვა 29 წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი და შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი და ბრძენი მოინახულა, მაგრამ მათმა სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრებამ ვერ დაანახა გზა ხსნისაკენ. ბოლოს, ერთი ლეღვის ხის ძირას დაჯდა ფეხმორთხმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა.
მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გარდაიქმნა - ეს გამოღვიძებას ჰგავდა. ამიტომ ეწოდა მას ბუდა, რაც ნიშნავს „გამოღვიძებულს“ და „გასხივოსნებულს“.
ამის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრობას. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა. ღრმად მოხუცებული კი იგი გარდაიცვალა, მიაღწია რა ნირვანას.ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება:
1. ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი.
2. არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ.
3. შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე.
4. არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს.
ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება:
1. მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება.
2. მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად.
3. მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე...
4. მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს - არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს.
5. მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს.
6. მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს.
7. მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე.
8. მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო.
მხოლოდ ხსნის გზის რვა საფეხურის გავლის შემდეგ მიაღწევს ადამიანი ხსნას, ბუდასავით გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც ცუდი და მტანჯველი სიზმარია, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე - არც სიცოცხლე, არც სიკვდილი.
--------------------
nobody is perfect ;)))
I am nobody ;)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Love The Sun
Ragganinn'aH
ჯგუფი: Members
Love The Sun
Ragganinn'aH
ჯგუფი: Members
წერილები: 9691
წევრი No.: 30835
რეგისტრ.: 4-March 07
#14088610
· 1 Jun 2009, 16:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
saloMEsalo
ვიკიდან დაკოპირებული საკმაოდ არასრული სტატია ბუდიზმის შესახებ
რათ გვინდოდა?
--------------------
Immigration stole the nation, Mother Russia, Abu Hamza!
"People shouldn't be afraid of their governments. Governments should be afraid of their people." - V
http://lelorugby.blogspot.com/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
axavild
ანიმაცია თაითლებული
ჯგუფი: Members
axavild
ანიმაცია თაითლებული
ჯგუფი: Members
წერილები: 11486
წევრი No.: 64158
რეგისტრ.: 11-June 08
#15909789
· 10 Oct 2009, 03:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
"მაშინ მომისმინე ბაჰაია: გაწრვთენი თავი ისე, რომ დანახვისას მხოლოდ დაინახო; მოსმენისას მხოლოდ მოისმინო; გრძნობისას მხოლოდ შეიგრძნო; შეცნობისას მხოლოდ შეიცნო. ასე უნდა გაწვრთნა თავი. როცა შენთვის დანახულში მხოლოდ დანახული იქნება, გაგონილში მხოლოდ გაგონილი, შეგრძნებულში მხოლოდ შეგრძნებული, შეცნობილში მხოლოდ შეცნობილი, მაშინ შენ არ არსებობ ამ გაგებით. როცა შენ არ არსებობ ამ გაგებით, შენ არ არსებობ იმ დროს (ანუ, იმ დროს, როცა გაგონილში მხოლოდ გაგონილია, დანახულში დანახული და ა.შ.). როცა შენ არ არსებობ იმ დროს, მაშინ შენ არც აქ ხარ, არც იქ და არც ამათ შორის. მხოლოდ ეს არის ყოველგვარი სტრესის (ტანჯვის, უბედურების, უსიამოვნების) დასასრული."
ვახ! კიდე მინდა სუტრები!
--------------------
Tata Ketsa
lali, mogikdes deda tu exla ar dacvebi da ar daidzineb
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#15911376
· 10 Oct 2009, 12:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
axavild
QUOTE
QUOTE
"მაშინ მომისმინე ბაჰაია: გაწრვთენი თავი ისე, რომ დანახვისას მხოლოდ დაინახო; მოსმენისას მხოლოდ მოისმინო; გრძნობისას მხოლოდ შეიგრძნო; შეცნობისას მხოლოდ შეიცნო. ასე უნდა გაწვრთნა თავი. როცა შენთვის დანახულში მხოლოდ დანახული იქნება, გაგონილში მხოლოდ გაგონილი, შეგრძნებულში მხოლოდ შეგრძნებული, შეცნობილში მხოლოდ შეცნობილი, მაშინ შენ არ არსებობ ამ გაგებით. როცა შენ არ არსებობ ამ გაგებით, შენ არ არსებობ იმ დროს (ანუ, იმ დროს, როცა გაგონილში მხოლოდ გაგონილია, დანახულში დანახული და ა.შ.). როცა შენ არ არსებობ იმ დროს, მაშინ შენ არც აქ ხარ, არც იქ და არც ამათ შორის. მხოლოდ ეს არის ყოველგვარი სტრესის (ტანჯვის, უბედურების, უსიამოვნების) დასასრული."
ვახ! კიდე მინდა სუტრები!
ბუდისტური სუტრების დიდი კოლექცია არის ბევრ ინგლისურ საიტებზე. რუსულად ბევრს ვერ ნახავ. სუტრების 2 ჯგუფია. პირველი არის ე.წ. ტრიპიტაკას სუტრები, რომელიც თერავადა ბუდიზმის კანონიკური ტექსტებია და მეორე არის მაჰაიანისტური სუტრები.
ტრიპიტაკა არის სამი ნაწილისაგან შემდგარი თერავადა ბუდიზმის კანონი. "ტრი" ნიშნავს სამს და "პიტაკა" ნიშნავს კალათს-ანუ სამი კალათა, სამი სათავსო. ტრიპიტაკის პირველ "კალათას" ქვია ვინაია პიტაკა. ვინაია მოიცავს ძირითადად ბუდისტი ბერების ქცევის წესებს მონასტერში და მონასტრის გარეთ. მეორე ნაწილია სუტრა პიტაკა (ან სუტა პიტაკა). სუტრა პიტაკაშია გადმოცემული ბუდისტური სუტრები. სუტრა პიტაკა უზარმაზარი კრებულია სუტრების. მთლიანად ეს სუტრები ალბათ 20 000 გვერდზე მეტი იქნება მოცულობით. მესამე ნაწილს ქვია აბჰიდჰარმა ანუ უმაღლესი დჰარმა. ეს ნაწილი უკვე გაუტამა ბუდას შემდეგ შექმნილი ნაწილია და ძირითადად წარმოადგენს ბუდისტურ ფქსიქოლოგიას.
თუ დაგაინტერესა სუტრებმა, მაშინ უნდა წაიკითხო სუტა პიტაკა. სუტა პიტაკას მთლიანად ვერ წაიკითხავ, ძალიან დიდი ნაწილია. სუტა პიტაკაში არის ძირითადი სუტრები სადაც ბუდიზმის არსია გადმოცემული. დანარჩენ სუტრებში ძირითადად მეორდება ძირითადი ნაწილი.
მოკლედ შემიძლია აგიხსნა "რუკა", რომელიც სუტრა პიტაკას აღწერს და შემდეგ მოგცემ რამოდენიმე ლინკს, რომელიც საკმარისია ამ ყველაფრის გაგებისათვის. ასევე დავდებ ძირითადი სუტრების კრებულს. იმ სუტრებში დიდი სიბრძნეა გადმოცემული. ხანდახან ალაგ ალაგ შემიძლია დავდო ნათარგმნი ნაწილები, მაგრამ ჩემი თარგმანი ინგლისურიდან იქნება და დიდად იქნება დამახინჯებული. ჯერ თვითონ სანსკრიტიდან (უფრო სწორად პალიდან-პალი არის სანსკრიტის ნაირსახეობა რა ენაზეც დაიწერა ტრიპიტაკა და ტრიპიტაკას პალის ენაზე ქვია ტიპიტაკა) ინგლისურში გადმოთარგმნისას ხდება გარკვეულ წილად არსის შეცვლა და მერე ინგლისურიდან ქართულად თარგმანი კიდევ უფრო ართულებს საქმეს. მოკლედ, ტიპიტაკა შედგება 5 ნაწილისაგან. ამ ნაწილებს ეძახიან "ნიკაია"-ს. "ნიკაია" ნიშნავს დისკუსიას, სწავლებას. ეს სახელი იმიტომ არის არჩეული, რომ ამ ხუთივე ნაწილში გადმოცემულია გაუტამა ბუდას სწავლება ისე, როგორც ბუდას მიერ იყო გადმოცემული. პირველი ნაწილია
დიგჰა ნიკაია
, ანუ დიდი სწავლებები, სადაც 34 დიდი ზომის სუტრებია. მეორე ნაწილია
მაჯჰიმა ნიკაია
, ანუ საშუალო ზომის სწავლებები, რაც შეიცავს 152 საშუალო ზომის სუტრებს. მესამე ნაწილია
სამიუტა ნიკაია
, ანუ ჯგუფური სწავლებები. ეს შეიცავს 2889 სუტრას. ეს სუტრები დაჯგუფებულია (სიტყვა სამიუტა ნიშნავს ჯგუფს, გროვას) 56 სამიუტად. მეოთხე ნაწილია
ანგუტარა ნიკაია
. ამ ნაწილში კიდევ რამოდენიმე ათასი მოკლე სუტრაა და ესენიც დაყოფილია გარკვეულ კატეგორიებად. მხუთე ნაწილია
ქუდაკა ნიკაია
. ამ ნაწილში კიდევ 15 წიგნია. ზოგ ამ წიგნში სუტრებია, ზოგი პოემის სახით არის გადმოცემული. მაგრამ, მთავარია ის რომ, ამ ნაწილში 3 ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია: 1)
დჰამაპადა
-ამ ლინკზე დჰამაპადას 26-ვე თავია ნათარგმნი 2 ბუდისტი ავტორის მიერ. ავტორები (Buddharakkhita და Thanissaro) თავების გვერდზეა მოცემული და რომელ ავტორსაც დააკლიკებ მის ნათარგმნ თავთან მიგიყვანს. Thanissaro ძალიან ცნობილი ავტორია და მისი ნათარგმნები ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება; 2)
სუტა ნიპატა
-ამ წიგნში შემავალი ბევრი სუტა არის დალინკებული ამ გვერდზე; 3)
უდანა
-ამ წიგნშიც ძალიან მნიშვნელოვანი სუტრები და გამოთქმებია. მოცემულ ლინკზე არის მხოლოდ ნაწილები თარგმანი. თუ მთლიანი თარგმანი გინდა, მაშინ
sacred-texts.com
-ზე არის სრული თარგმანი.
www.accesstoinsight.org
არის ძალიან კარგი ვებგვერდი, რომელიც თერავადა ბუდიზმზე უზარმაზარ ინფორმაციას შეიცავს სუტრების დიდი კოლექციის ჩათვლით.
dhamma.ru
არის რუსული საიტი, რომელიც ახლა ვნახე. ამ საიტზე ვნახე
ეს გვერდი
სადაც ყველა მნიშვნელოვანი სუტრა ნათარგმნი ჩანს. მაგ საიტზე რაც სუტრებია (მცირე ნაწილია) სავსებით საკმარისია ბუდიზმის სიბრძნეში გასარკვევად.
მაჰაიანისტური სუტრები ძალიან დიდი ზომებისაა. ორი სუტრა, რომელიც შედარებით მცირე ზომებისაა არის
ალმასის სუტრა
და
პრაჯნაპარამიტა სუტრა
, რომელსაც გულის სუტრასაც ეძახიან. მაჰაიანისტური სუტრების კოლექცია
ამ ვებგვერდზეა
მოცემული. ამათ გარდა კიდევ ბევრი სხვა მაჰაიანისტური სუტრებია, მაგრამ ესენი ყველაზე მნიშვნელოვანი სუტრებია. პრაჯნაპარამიტა სუტრა არის ყველაზე მოკლე სუტრა მაჰაიანისტური ბუდიზმის სუტრებში, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სუტრად ითვლება. ინგლისურად სუტრა ასე ჟღერს:
When Bodhisattva Avalokiteshvara was practicing the profound Prajna Paramita, he illuminated the Five Skandhas and saw that they are all empty, and he crossed beyond all suffering and difficulty.
Shariputra, form does not differ from emptiness; emptiness does not differ from form. Form itself is emptiness; emptiness itself is form. So too are feeling, cognition, formation, and consciousness.
Shariputra, all Dharmas are empty of characteristics. They are not produced, not destroyed, not defiled, not pure; and they neither increase nor diminish. Therefore, in emptiness there is no form, feeling, cognition, formation, or consciousness; no eyes, ears, nose, tongue, body, or mind; no sights, sounds, smells, tastes, objects of touch, or Dharmas; no field of the eyes up to and including no field of mind consciousness; and no ignorance or ending of ignorance, up to and including no old age and death or ending of old age and death. There is no suffering, no accumulating, no extinction, and no Way, and no understanding and no attaining.
Because nothing is attained, the Bodhisattva through reliance on Prajna Paramita is unimpeded in his mind. Because there is no impediment, he is not afraid, and he leaves distorted dream-thinking far behind. Ultimately Nirvana! All Buddhas of the three periods of time attain Anuttara-samyak-sambodhi through reliance on Prajna Paramita. Therefore know that Prajna Paramita is a Great Spiritual Mantra, a Great Bright Mantra, a Supreme Mantra, an Unequalled Mantra. It can remove all suffering; it is genuine and not false. That is why the Mantra of Prajna Paramita was spoken. Recite it like this:
Gaté Gaté Paragaté Parasamgaté
ქართული თარგმანი დაახლოებით ასეთია:
როცა ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარა მისდევდა პრაჯნა პარამიტას პრაქტიკას, ხუთივე სკანდჰა გასხივოსნდა მის წინაშე და მან დაინახა, რომ ყოველი ამ სკანდჰაგანი ცარიელი იყო. ამდაგვარად მან მიაღწია ნაპირს, რომელიც ტანჯვისა და სიძნელეების მიღმაა.
სარიპუტრა! ფორმა არ განსხვავდება სიცარიელისაგან; სიცარიელე არ განსხვავდება ფორმისაგან; ფორმა თვით სიცარიელეა და სიცარიელე თვით ფორმაა; ასევეა გრძნობები, აზროვნება, იმპულსები და ცნობიერება.
სარიპუტრა, ყველა დჰამა ცარიელია ყოველგვარი თვისებისაგან. ისინი არც წარმოიქმნებიან და არც იშლებიან; ისინი არც ბინძურნი არ არიან და არც სუფთა; ისინი არც იზრდებიან და არც კლებულობენ; ამდაგვარად, სიცარიელეში არც ფორმა, არც გრძნობა, არც აზროვნება, არც იმპულსები და არც ცნობიერება არ არსებობს. სიცარიელეში არც თვალია, არც ყური, არც ცხვირი, არც ენა, არც სხეული და არც გონება; სიცარიელეში არც გამოსახულებაა, არც ხმა, არც გემო, არც სუნი, არც შეხების ობიექტები და არც დჰამა. სიცარიელეში არც უგუნურებაა და არც უგუნურების დასასრული; არც სიბერე და სიკვდილი და არც სიბერისა და სიკვდილის დასასრული; სიცარიელეში არც სტრესია, არც სტრესის დამთავრება, არც გზა, არც გაგება და არც მიღწევა. რადგანაც არაფრის მიღწევა არ ხდება, ბოდჰისატვა პრაჯნა პარამიტის პრაქტიკით შეუზღუდავია გონებაში. რადგანაც გონება შეუზღუდავია, ამიტომ იგი უკან ტოვებს დამახინჯებულ სიზმრობრივ აზროვნებას. და ბოლოს მოდის ნირვანა! ყველა დროის (წარსულის, ამწყოს და მომავლის) ბუდამ მიაღწია ანუტარა-სამიაკ-სამბოდჰი მხოლოდ პრაჯნა პარამიტის პრაქტიკით. ამრიგად იცოდე, რომ პრაჯნა პარამიტა არის უდიდესი სულიერი მანტრა, უმაღლესი მანტრა, შეუდარებელი მანტრა. მას შეუძლია მოხსნა ყოველგვარი ტანჯვა და სტრესი. ამიტომ მოხდა ამ მანტრის გადმოცემა. წარმოთქვი ეს მანტრა ასე:
გატე გატე პარაგატე პარასამგატე
ამ ტექსტის გაგება შეუძლებელია ასე თარგმნით. ეს უბრალოდ იმიტომ გადავთარგმნე, რომ მეჩვენებინა, ბუდისტური ტექსტების გაგებისათვის გარკვეული შესავალი ცოდნაა საჭირო. ამ ტექსტში ქართულად რაც არის ნათარგმნი სიტყვები, ისინიც კი არ შეესაბამებიან მის სანსკრიტ ექვივალენტებს. მერე, სხვა დროს ავხსნი ამას და სანსკრიტული სიტყვების დაახლოებით შინაარსაც (მაგალითად დჰამა, სკანდჰა, პრაჯნა პარამიტა, ანუტარა-სამიაკ-სამბოდჰი).
დანარჩენი სხვა დროს იყოს და ეს მოკლე მიმოხილვა დასაწყისისათვის საკმარის ლინკებს მოიცავს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
axavild
ანიმაცია თაითლებული
ჯგუფი: Members
axavild
ანიმაცია თაითლებული
ჯგუფი: Members
წერილები: 11486
წევრი No.: 64158
რეგისტრ.: 11-June 08
#15911926
· 10 Oct 2009, 12:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vano_t
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის... მოვიხიბლე თქვენი ინფორმაციულობით და გადმოცემით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#15938332
· 12 Oct 2009, 10:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არაფრის.
როგორც დაგპირდი, ცოტას განვავრცობ მაგ სუტრის არსს. ყველა დაინტერესებულთათვის ვდებ გარკვეულ ინფორმაციას. ამისათვის გარკვეული ცნებების განხილვა მოგვიწევს და გზადაგზა განვიხილავ. სუტრის პირველი აბზაცი ამბობს:
"როცა ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარა მისდევდა პრაჯნა პარამიტას პრაქტიკას, ხუთივე სკანდჰა გასხივოსნდა მის წინაშე და მან დაინახა, რომ ყოველი ამ სკანდჰაგანი ცარიელი იყო. ამდაგვარად მან მიაღწია ნაპირს, რომელიც ტანჯვისა და სიძნელეების მიღმაა."
რა არის
ბოდჰისატვა
? დაახლოებით რომ გადავთარგმნოთ, სიტყვა ნიშნავს გამოღვიძებული გონების მქონეს. ეს არის მაჰაიანა ბუდიზმის ტერმინი. ბუდიზმის მეორე მიმართულება, თერავადა ბუდზიმი, ამ ტერმინს არ ხმარობს (უფრო სწორად, ეს ტერმინი ნახსენებია პალის კანონში, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ სხვა შინაარსისაა). მაჰაიანა ბუდიზმში ადამიანის იდეალი არის, მიაღწიოს ბოდჰისატვობას. ბოდჰისატვა არის ის, ვინც გამოიღვიძა, რელობის ნამდვილი არსი შეიცნო. თერავადა ბუდიზმში, როცა ადამიანი (ან ნებისმიერი არსება) გამოიღვიძებს, იგი უკვე აღარ ბრუნდება სხვა სხეულში და რეინკარნაციას აღარ განიცდის. ამისაგან განსხვავებით, ბოჰისატვა ირჩევს რომ ისევ მოვიდეს სხვა სხეულში და გამოღვიძებისაკენ გზა ასწავლოს ყველას. ამას აკეთებს ცოცხალი არსებებისადმი უანგარო სიყვარულით. ბოდჰისატვა შეიძლება ჯოჯოხეთშიც დაიბადოს და იქ ასწავლოს დჰარმა. ამ შემთხვევაში დჰარმა ნიშნავს უნივერსალურ კანონს, სინამდვილეს, აბსოლიტურ რეალობას (დჰარმას სხვა მნიშვნელობაც აქვს და იმ სხვა მნიშვნელობით არის ამ სუტრაში ეგ სიტყვა ნახმარი). ბუდიზმში ჯოჯეხითიც და სამოთხეც დროებითი "სამყაროებია", რომელიც მარადიულად არ გრძელდება. ამრიგად, ბოდჰისატვა არის ის, ვინც გამოღვიძებულია და ამ ცხოვრების დასრულების შემდეგ ისევ ირჩევვს, რომ რაღაც ფორმით მოვიდეს და ასწავლოს სხვას. ავალოკიტეშვარა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბოდჰისატვა, რომელიც ბევრ მაჰაიანისტურ სუტრებშია ნახსენები.
პრაჯნა პარამიტა
: პარამიტა საერთოდ ნიშნავს სრულყოფილებას, სრულყოფილ თვისებას. პრაჯნა ნიშნავს სიბრძნეს. ბოდჰისატვას გააჩნია 6 სრულყოფილი თვისება, მათ შორის სიბრძნე. ეს სიბრძნე არ ნიშნავს პრაქტიკაზე დამყარებულ სიბრძნეს. პრაჯნაპარამიტა სულ სხვა სახის სიბრძნეა. ეს სიბრძნე არის სპონტანური სიბრძნე, რაც ნირვანას გააჩნია. დაახლოებით ასეთი რამ არის. ქრისტიანულ რელიგიებში ქრისტე იყო სრულყოფილი, ღვთის შვილი. ქრისტეს სიბრძნე არის პრაჯნაპარამიტა. მისი სიბრძნე არ მოდის წიგნების კითხვით (სინამდვილეში წიგნების კითხვით საერთოდ არ მოდის სიბრძნე!). ქრისტეს სიბრძნე ღვთის, აბსოლუტის ბუნების არსია. ვინც მიაღწევს ღვთიურობას (და ქრისტიანობაშიც არის მიმართულებები რომლებიც ამბობენ, ადამიანს შეუძლია მთლიანად შეერთოს ქრისტეს, ღვთის ბუნებას), მისი სიბრძნე იქნება ღვთიური სიბრძნე. ეს არის პრაჯნაპარამიტა-სპონტანური სიბრძნე. ეს სიბრძნე პიროვნებას არ ეკუთვნის. ეს არის უნივერსალური სიბრძნე. ბოდჰისატვა ვერ იქნება ვინმე, თუ ამბობს, "მე ბრძენი ვარ, სიბრძნე გამაჩნია". პრაჯნაპარამიტა არც პეტრესია, არც პავლესი და არც ვანოსი. პრაჯნაპარამიტა უნივერსალურია.
სკანდჰა
: ეს სიტყვა ნიშნავს გროვას, აგრეგატს. მოკლედ რომ ვთქვათ, თერავადა ბუდიზმში ადამიანი სხვა არაფერს წარმოადგენს, თუ არა აგრეგატს 5 მუდმივად ცვალებადი რამისა. ეს 5 რამ მოიცავს (სანსკრიტ ტერმინებს ჩამოვწერ, რადგანაც ქართული შესატყვისები მთლად არ არსებობს) შემდეგს: 1) რუპა-დავარქვათ ამას ფორმა. პრინციპში ეს არის ფორმა მატერიალური საგნების. იქნება ეს სხეულის ფორმა, მაგიდის ფორმა, ხაჭაპურის ფორმა თუ რაც გინდა. 2) ვედანა-დავარქვათ ამას გრძნობა. მაგრამ, ეს ნიშნავს უფრო კონკრეტულად კარგის, უსიამოვნოს ან ნეიტრალურის შეგრძნებას. ნებისმიერი მოლენა ჩვენში იწვევს ან კარგ გრძნობას, ან ცუდ გრძნობას, ან არცერთს. მოკლედ, ეგ არის ვედანა. 3) სამჯნა-შეგრძნება, პერცეპცია. სამჯნა შეიგრძნობს წითელს, ყვითელს, მწარეს, ტკბილს და ა.შ. 4) სამკჰარა-ამ ტერმინს შესაბამისს ადვილად ვერ მოვუძებნით. მაგრამ ახსნით შეიძლება ასე აიხსნას. სამკჰარა შეიძლება ნიშნავდეს იმას "რისი ერთად მოყრაც ხდება" ან იმას "ვინც ერთად უყრის, აერთიანებს". ამ კონტექსტში ნიშნავს პასიურს, რისი თავმოყრაც ხდება. ამ გაგებით სამკჰარაში შედის ყველაფერი რაც გონებაშია: ჩვენი აზრები ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, ჩვენი წარმოდგენები, მიდრეკილებები, ხასიათი და ა.შ. მაგრამ, როცა ხასიათზე ან მიდრეკილებებზე ვსაუბრობთ ამ გაგებით, არ იგულისხმება ამათი გარეგანი გამოვლინება. უფრო თვითონ აზრი და წარმოდგენა ამათზე. 5) ვიჯნანა-ცნობიერება. ცნობიერება საერთოდ. ნებისმიერი რამ გვეძლევა ცნობიერების სახით. აზრი მოგვივიდა თავში? ვიცით ამ აზრის არსებობა-ეს არის ცნობიერება. ტკბილი გემო გავიგეთ? ვიცით ამ ტკბილი გემოს არსებობა-ეს არის ცნობიერება. წითელი ფერი დავინახეთ? ვიცით, წითელი ფერი რომ დავინახეთ.
ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა. ყველა ტერმინს, რომელიც განვმარტეთ და განვმარტავთ, აქვს სინამდვილეში სხვადასხვა მნიშვნელობები და თვითონ ბუდიზმის სხვადასხვა სკოლაში ეს ტერმინები ხშირად სხვადასხვა მნიშვნელობით არის ნახმარი. თვით ერთი მიმართულების შიგნითაც ტერმინის მნიშვნელობები შეიძლევა შეიცვალოს. მაგრამ, მე ვცდილობ იმ მნიშვნელობების დაახლოებით გადმოცემას, რომელიც ტექსტის გაგებისათვის არის საჭირო. კიდევ ერთი რამ: მე გადმოვცემ სხვადასხვა სკოლის შეხედულებებს და ჩემს შეხედულებებს არ წარმოადგენს ეს ყველაფერი.
დჰამა
: შემდეგ პარაგრაფებშია ეს ტერმინი და ბარემ აქ განვმარტავ. ამ სიტყვის ერთი მნიშვნელობა უკვე ვახსენე. მეორე მნიშვნელობა, რაც ამ ტექსტშია ნახმარი, არის შემდეგი. თერავადა ბუდიზმის წარმოდგენით, მთელი ადამიანური ყოფიერება შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ: მომენტიდან მომენტამდე ჩნდება არსებობს მხოლოდ ელემენტარული "ნაწილაკები". გამოყოფენ 75-მდე დჰამას. რომელია ეს დჰამები არ ვიცი. მაგრამ, გაგებისათვის საკმარისია ვიცოდეთ, რომ ამ მომენტში არსებობს ესა და ეს დჰამა და მისი შესაბამისი ცნობიერება. შემდეგ მომენტში არსებობს ესადაეს დჰამა და მისი შესაბამისი ცნობიერება და ა.შ. და ა.შ. მაგალითისათვის ამ კონკრეტულ მომენტში შეიძლება გაჩნდეს რაღაც ფორმა და ამ ფორმის შესაბამისი ცნობიერება (ან ცნობიერება რომელიც აღიქვამს მოცემულ ფორმას); შემდეგ ამ კონკრეტული ფორმა/ცნობიერების წყვილს შეიძლება მოყვეს ცუდი (უარყოფითი) გრძნობის (რაც დჰამაც არის) გაჩენა და ამ გრძნობის აღმქმელი ცნობიერების ერთდროული გაჩენა. დჰამა (ანუ არსებობის დაუყოფელი ელემენტი) არ ჩდნება ცნობიერების გარეშე და ცნობიერება არ არსებობს დჰამის გარეშე. სადაც დჰამაა, იქვეა მისი ცნობიერება, მისი შეცნობის უნარი და სადაც ცნობიერებაა, იქვეა დჰამაც, ანუ ცნობიერების ობიექტი.
This post has been edited by
vano_t
on 12 Oct 2009, 10:08
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#15938383
· 12 Oct 2009, 10:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რას ამბობს ახლა პირველი აბზაცი? თერავადა ბუდიზმის მიხედვით, დჰამა არის ერთადერთი რეალურად არსებული რამ. ბუდიზმში საერთოდ ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით არის დაკავშირებული. ნებისმიერი მოვლენა (ან საგანი) არსებობს იმიტომ, რომ მისი გამომწვევი ფაქტორები ქმნიან ამ ყველაფერს. თუმცა, დჰამა არსებობის ელემენტარული საფუძველია და მის არსი გააჩნია. დჰამაც რომ მიზეზ-შედეგობრიობით იქმნებოდეს, მაშინ დჰამას აღარ ექნება თავისთავადობა. მაჰაიანა ბუდიზმი დჰამის რეალურ არსებობასაც უარყოფს და ამბობს, რომ დჰამა ცარიელია. სიცარიელეში არ იგულისხმება ის, რომ არაფერს არ წარმოადგენს. არაფერი რომ იყოს, არც არაფრის შეგრძნება არ იქნებოდა. მაჰაიანა ამბობს უბრალოდ, რომ დჰამაც (დჰამები) გამოწვეულია და არავითარი თავისი არსი არ გააჩნია. კარგად რომ გავიგოთ ეს, ასეთი რამ შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითისათვის. ავიღოთ მაგიდა. ბუდიზმის ორივე სკოლა იტყვის, რომ მაგიდას არსი არ გააჩნია. რას ნიშნავს ეს? მაგიდაში არაფერია ისეთი, რომელიც მის "მაგიდობრიობას" განაპირობებს. მაგიდა არის გროვა გარკვეული ფორმის საგნებისა (ფეხები და თვითონ დასადები), რომლებიც თავის მხრივ გროვაა გარკვეული ნაწილებისა და ა.შ. და ა.შ. მაგალითად, მაგიდის ფეხი შემდეგ კიდევ შეგიძლია გაყო 2 (3, 7, 10 და ა.შ.) ნაწილად. ფეხს რომ არსი ქონოდა, სად წავიდოდა ეს არსი მისი დაყოფისას? ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ სანამ არ მივალთ მაგიდაში შემავალ ელემენტარულ ნაწილებამდე: პროტონებამდე, ნეიტრონებამდე (სინამდვილეში, პროტონიც და ნეიტრონიც აღარ ითვლება ელემენტარულ ნაწილებად და კიდევ იყოფიან კვარკებად), ელექტრონებამდე. ამ მაგალითს თუ მოვიყვანთ, მაშინ თერავადა ბუდიზმის წარმომადგენელი იტყვის, რომ მაგიდა ცარიელია, მასში არაფერია რაც მაგიდას ქმნის. უბრალოდ მაგიდა შედგება რეალურად არსებული ელემენტარული ნაწილაკებისაგან (თერავადა ასეთ ელემენტარულ ნაწილაკებს უწოდებს დჰამებს-მაგრამ ამ დჰამებს ფიზიკის ელემენტარულ ნაწილებთან საერთო არაფერი აქვს-მე უბრალოდ თვალსაჩინოებისათვის მომყავს ეს მაგალითი). ანუ, ელემენტარული ნაწილაკები არიან მხოლოდ რეალურები. ანუ, ელექტრონს, პროტონს და ნეიტრონს გააჩნია სუბსტნცია-ისინი მუდმივი არიან, არ იცვლებიან და ყველაფერ დანარჩენს ქმნიან. მაჰაიანა ბუდისტი კიდევ ამბობს, რომ არც პროტონი, არც ნეიტრონი და არც ელექტრონი არ არის ელემენტარული და საერთოდ არ არსებობს ელემენტარული ნაწილაკი. ყველა ნაწილაკი იყოფა. ელექტრონს (პროტონს, ნეიტრონს) სუბსტანცია არ გააჩნიათ. ისინი არ არიან მუდმივნი და უცვლელნი. ისინიც მიზეზების გამო იქმნებიან და მათი მიზეზებიც მიზეზების გამო იქმნებიან და ა.შ. და ა.შ. სად აღმოვჩნდით? თუ ყველაფრის უსასრულოდ დაყოფა შეიძლება, მაშინ როგორ შეიძლება რაიმეს ქონდეს არსი? ეს არის ზუსტად ის სიცარიელე, რაც ამ სუტრაშია ნახსენები. აბსოლიტურად ყველაფერი ფენომენალური გამოვლინებებიდან ცარიელი და არავითარი სუბსტრატი არ გააჩნია. ადამიანი თუ წარმოადგენს ნაწილების გროვას (ფიქრების, შეგრძნებების, სხეულის ნაწილების, ემოციების და ა.შ.) რომელნიც მუდმივად იცვლება, ასევე თითოეული ნაწილი წარმოადგენს გროვას სხვა ნაწილებისა უსასრულოდ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის: ესენი არ წარმოადგენენ თეორიულ სპეკულაციებს. 15 საუკუნეში რამდენიც არ უნდა ემსჯელათ უჯრედის, მოლეკულების, ატომების, ელექტრონების და პროტონების არსებობაზე, ეს იქნებოდა მხოლოდ თეორიული სჯა ბაასი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. დღეს მიკროსკოპში შეგიძლია ჩაიხედო და დაინახო ეს ყველაფერი (მოლეკულების, ატომების და ელემენტარული ნაწილაკების "დანახვას" სხვა მეთოდები ჭირდება, მაგრამ შესაძლებელია). ანუ ეს ცნებები ცდაში გამოვლინდება. ასევეა ზუსტად თერავადას და მაჰაიანას განცხადებები. ბუდიზმს გააჩნია თავისი "მიკროსკოპი", რომლის საშუალებითაც ადამიანი იწყებს "დანახვას" ამ ყველაფრის. თერავადას "მიკროსკოპი" იხედება დჰამების დონემდე. მაჰაიანას მიკროსოპი დჰამასაც გაკვეთავს და მის შემადგენელ ნაწილებსაც, სანამ მის წარმომქნელ არა-არსობრიობას არ დაინახავს. ეს მიკროსკოპი არის ცხოვრების გარკვეული წესი და მედიტაციის გარკვეული ფორმები.
დანარჩენს მერე დავამატებ.
This post has been edited by
vano_t
on 12 Oct 2009, 10:13
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 12613
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07
#15948089
· 12 Oct 2009, 22:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რატომ კამათობთ ხალხო?
ბუდა თავის მოსწავლეებს ინდივიდუალურად უდგებოდა, ყოველ კლიტეს თავის გასაღებს არგებდა.სწავლება როგორც ასეთი, მას საერთოდ არ ქონდა. სწავლება რომ უარყო,სწორედ ამიტომ გახდა ბუდა და თავის ცოდნას იგი ბუდას ბუნებიდან იღებდა.
სწორედ ამის გამო, მან გარდაცვალება ვერ მოასწრო,რომ მისი მოსწავლეები წაეკიდნენ ერთმანეთს: არა ესაა ბუდას სწავლება, არა ესო.ყველა მართალი იყო, პირადად მას ბუდა სწორედ ამას ეუბნებოდა, მაგრამ რომ შეაჯერეს, დიამეტულად განსხვავებული აზრები აღმოჩნდა. ხოდა, დაიფანტნენ თითოეული თავის სიმართლეში დარწმუნებული. გასხივოსნებული მოსწავლეები ამ კამათში მონაწილეობას არ იღებდნენ და მიმდინარეობებს არ ქმნიდნენ. მიმდინარეობებს ადამიანური ბუნება ქმნის ბუდიზმშიც და ქრისტიანობაშიც.
როდესაც ჭეშმარიტების მაძიებელი გასხივოსნებულ ოსტატს ჩაბარდება, განა სისულელე არ იქნება მოსწავლე ოსტატს შეედავოს, სწავლებაში ასე წერია და შენ სხვა რამეს რატომ მეუბნებოდიო? ბოდხიდხარმა ასეთებს კეტით სცემდა. დიახ კეტით სცემდა და საბრძოლო ხელოვნებას ასწავლიდა . თუმცა შაკია მუნი (გაუტამა ბუდა)ძალადობას უარყოფდა. ამის გამო უნდა ვიფიქროთ რომ ბოდხიდხარმა გასხივოსნებული არ იყო?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
axavild
ანიმაცია თაითლებული
ჯგუფი: Members
axavild
ანიმაცია თაითლებული
ჯგუფი: Members
წერილები: 11486
წევრი No.: 64158
რეგისტრ.: 11-June 08
#15998751
· 16 Oct 2009, 03:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vano_t
როგორც ყოველთვის!
QUOTE
ქრისტეს სიბრძნე არის პრაჯნაპარამიტა. მისი სიბრძნე არ მოდის წიგნების კითხვით (სინამდვილეში წიგნების კითხვით საერთოდ არ მოდის სიბრძნე!)
This post has been edited by
axavild
on 16 Oct 2009, 03:55
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
YVAVUKA_ANGELOZI
ბელადი ქრაუ
ჯგუფი: Registered
YVAVUKA_ANGELOZI
ბელადი ქრაუ
ჯგუფი: Registered
წერილები: 1034
წევრი No.: 16272
რეგისტრ.: 16-January 06
#16187798
· 28 Oct 2009, 09:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამოვწიოთ...
--------------------
ყვავა, განხორციელებული ნაშაში :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#16362974
· 8 Nov 2009, 08:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კაი, ამოვწიოთ.
გავაგრძელებ გულის სუტრას.
სარიპუტრა, ყველა დჰამა ცარიელია ყოველგვარი თვისებისაგან. ისინი არც წარმოიქმნებიან და არც იშლებიან; ისინი არც ბინძურნი არ არიან და არც სუფთა; ისინი არც იზრდებიან და არც კლებულობენ; ამდაგვარად, სიცარიელეში არც ფორმა, არც გრძნობა, არც აზროვნება, არც იმპულსები და არც ცნობიერება არ არსებობს. სიცარიელეში არც თვალია, არც ყური, არც ცხვირი, არც ენა, არც სხეული და არც გონება; სიცარიელეში არც გამოსახულებაა, არც ხმა, არც გემო, არც სუნი, არც შეხების ობიექტები და არც დჰამა. სიცარიელეში არც უგუნურებაა და არც უგუნურების დასასრული; არც სიბერე და სიკვდილი და არც სიბერისა და სიკვდილის დასასრული; სიცარიელეში არც სტრესია, არც სტრესის დამთავრება, არც გზა, არც გაგება და არც მიღწევა.
ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარა აქ მიმართავს
სარიპუტრას
. სარიპუტრა იყო თერავადა ბუდიზმის წარმომადგენელი თერავადა ბუდისტების მიხედვით, ბუდისტური კანონის, ტრიპიტაკას, მიხედვით სარიპუტრა ანანდასთან ერთად იყო ბუდას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწაფე. თერავადა ბუდიზმს, როგორც ავღნიშნე, გააჩნია მთელი მოძღვრება იმის თაობაზე თუ რას წარმოადგენს რეალობა. ეს მოძღვრება გადმოცემულია ტრიპიტაკას მესამე ნაწილში და არის
აბჰიდჰამა
. მოკლედ რომ ვთქვათ, ავალოკიტეშვარა ასწავლის სარიპუტრას, რომ თერავადას შეხედულებები არ არის რეალობა. თერავადა ბუდიზმის მიხედვით (მაჰაინაშიც ასწავლიან ისე ამას), რეალობა საკმაოდ კლასიფიცირებულია სხვადასხვა ნიშნების მიხედვით. მე აბჰიდჰამას სპეციალისტი არ ვარ (და არც მაინტერესებს) და ბევრს ვერ ვიტყვი ამაზე. თუმცა არსს მოკლედ გადმოვცემ. აბჰიდჰამას მიხედვით არსებობს 6 აღქმის ორგანო (თვალი, ყური, კანი/სხეული, ენა, ცხვირი, გონება/ტვინი) და 6 აღქმის ობიექტი (ხმა, გამოსახულება, სუნი არა როგოც აღქმა არამედ ის რაც არსებობს და იწვევს სუნის შეგრძნებას, ის რაც იწვევს შეხების შეგრძნებას, ის რაც იწვევს გემოს შეგრძნებას და ბოლოს დჰამები, რაც უკვე ჩამოვთვალე და რაც იწვევს მენტალური აღქმის შეგრძნებებს) . 6 აღქმის ობიექტებს და 6 აღქმის ორგანოს ერთად ეძახიან 12 ფუძეს/ბაზისს (Twelve Bases). ამათი კონტაქტისას წარმოიქმნება 6 სახის ცნობიერება: თვალ-ცნობიერება, ყურა-ცნობიერება, ენა-ცნობიერება, სხეულ-ცნობიერება, ცხვირ-ცნობიერება და ტვინ-ცნობიერება. ამ 6 აღქმის ობიექტებს, 6 აღქმის ორგანოს და 6 ცნობიერებას ერთად ეძახიან 18 სფეროს (Eighteen Realms). მოკლედ, ბევრი ფილოსოფიაა, რაც არ მაინტერესებს, მაგრამ თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, ლინკები შემიძლია დავდო ინგლისურადაც და რუსულადაც.
მაჰაინა ბუდიზმი კი ამბობს, რომ ამ 18 სფეროს ყველა შემადგენელი ელემენტი არის ცარიელი, ყოველგვარი სინამდვილეს მოკლებული. ეს ყველაფერი არის მხოლოდ იდეა. თავისთავად, ასეთი მაჰაიანას ასეთი მოძღვრებაც (რომ 18 სფერო იდეაა) იდეაა და სხვა არაფერი. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია პრაქტიკაზე ხაზგასმა. თერავადა ბუდისტი მედიტაციის პრაქტიკის დროს ყურადღებას ამახვილებს ამ 18 ელემენტზე და უნდა "დაინახოს" (უფრო სწორი იქნება ინტუიციურად განჭვრიოტს) რა დგას ამ 18 ელემენტის მიღმა. პქრაქტიკის შედეგად ჭვრიტავს ამ 18 ელემენტს როგორც არსებულს და აყალიბებს ხედვას თავისი გამოცდილების მიხედვით. მაჰაიანას მედიტაცია განსხვავებულია და ცდილობს ამ ყველაფრის მიღმა გავიდეს და დაინახოს რა დგას ამ 18-ის მიღმა. მათ მედიტაციაში აღმოჩნდება, რომ ეს 18-ვე ელემენტი ისეთივე ცარიელია, როგოც სიზმარი. ისე მე ამას არ უნდა ვსაუბრობდე, იმიტომ რომ ამის უშუალო ჭვრეტა უნდა ქონდეს ადამიანს, რაც მე არ მქონია. უფრო ინფორმაციული თვალსაზრისით ვდებ ამას. ბევრი დაინტერესდება და შეილება პრაქტიკაც დაიწყოს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა: საკუთარ თავზე ბევრ რამეს ისწავლის ადამიანი თუ ყოველგვარი აზრისაგან განთავისუფლდება.
მოკლედ, როცა სარიპუტრას ეუბნება ავალოკიტეშვარა
"ამდაგვარად, სიცარიელეში არც ფორმა, არც გრძნობა, არც აზროვნება, არც იმპულსები და არც ცნობიერება არ არსებობს. სიცარიელეში არც თვალია, არც ყური, არც ცხვირი, არც ენა, არც სხეული და არც გონება; სიცარიელეში არც გამოსახულებაა, არც ხმა, არც გემო, არც სუნი, არც შეხების ობიექტები და არც დჰამა"
სწორედ ამაზეა საუბარი.
იგივე ითქმის შემდეგ სტრიქონებზეც. უგუნურება ითვლება სტრესის მიზეზად თერავადა ბუდიზმში. ამ უგუნურებას ბევრნაირად განმარტავენ. ერთ-ერთი არის სინამდვილის არცოდნა. უგუნურებისაგან შეიძლება განთავისფულება თუ მიყვები გარკვეულ გზას, რასაც ეძახიან
Noble Eightfold Path
-ს (8 ჭეშმარიტი ან დიდებული საფეხური). სინამდვილეში სანსკრიტში ხმარობენ ტერმინს არიული (და არა ჭეშმარიტი ან Noble) და უნდა იყოს 8 არიული საფეხური. არიული აქ სპეციალურ რამეს აღნიშნავს. არიული რასას არ მიუთითებს. არიელი ნიშნავს ადამიანს, რომელიც "მდინარის მეორე ნაპირას" გავიდა, რომელმაც ჭეშმარიტება უშუალოდ დაინახა. მათი გზა არიული გზაა და მათი ხედვა არიული ხედვა. საფეხურიც არ ნიშნავს იმას, რომ საფეხურებრივი ეტაპებია ეს ეტაპები. ყველაფერი ერთად შეიძლება შესრულდეს. უბრალოდ ტერმინს ვთარგმნი თარგმნის გულისათვის.
ე.ი. სტრესის და უბედურების მიზეზი არის უგუნურება. თუ მივყვებით 8 გზას, მივაღწევთ განთავისუფლებას, სტრესის დასასრულს. მაჰაინა ბუდიზმი პარადოქსულ განცხადებას აკეთებს. სრული განთავისუფლების მიღწევისას ჭვრეტს, რომ არაფერსაც არ მიაღწია. ეს თავისუფლება ყოველთვის იყო. არც სტრესი ყოფილა არასდროს და არც მისი დასასრული დადგა. არც განთავისუფლებულა უგუნურებისაგან, სულ თავისუფალი იყო. არსაიდან არ წამოსულა და არსადაც არ მიდის. არც განთავისუფლების გზა არსებობს და ა.შ. ზუსტად ეს არის გამოთქმული, როცა ავალოკიტეშვარა ეუბნება სარიპუტრას:
სიცარიელეში არც უგუნურებაა და არც უგუნურების დასასრული; არც სიბერე და სიკვდილი და არც სიბერისა და სიკვდილის დასასრული; სიცარიელეში არც სტრესია, არც სტრესის დამთავრება, არც გზა, არც გაგება და არც მიღწევა.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(31)
« პირველი
...
8
9
[10]
11
12
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0579 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.