
წიგნში
"ღმერთი რომელიც არ დამარცხდა. როგორ შექმნა და შეინარჩუნა დასავლური სამყარო რელიგიამ." რობერტ როიალი აანალიზებს თუ რატომ აღმოჩნდნენ ისტორიის სანაგვეზე სეკულარული ღმერთები: მარქსი, დარვინი, ნიცშე და ფროიდი რომელთაც უნდოდათ გამხდაიყვნენ რელიგიის მესაფლავე. ქრისტიანობა კი დღესაც ისეთივე სიცოცხლის უნარიანია მიუხედავად აგრესიული სეკულარიზმის შეტევისა და დღესაც განსაზღვრავს დასავლურ კულტურას.
რობერტ როიალი წერს რომ თანამედროვე ამერიკული კულტურა სავსეა დაუფარავი თავდასხმებით ქრისტიანობაზე და რომ ასეთი თავდასხმები არ დარჩებოდა დაუსჯელი რომ ყოფილიყო მიმართული მუსულმანების ან სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ. უფრო უარესიც, წერს ის, ამ თავდასხმების გამართლებისთვის ხდება ისტორიის შეგნებული ფალსიფიცირება და დასავლეთის ისტორია წარმოდგენილია როგორც ბრძოლა რელიგიისაგან განთავისუფლებისთვის ან ხდება რელიგიის საერთოდ უგულებელყოფა, თითქოს მას არ მიუძღვოდეს წვლილი დასავლური ცივილიზაციის ფენომენალურ მიღწევებში.
რობერტ როიალს მიაჩნია რომ ეხლანდელი შეტევა რელიგიაზე არის დამარცხებული სეკულარული ღმერთების ბოლო გაბრძოლება. ხალხი ევროპაში და ამერიკაში ხვდება რელიგიის მნიშვნელობას საზოგადოებისთვის. სეკულარულ მოდელს აქვს ბევრი ნაკლოვანება და ვიწრო მსოფლმხედველობა. ნამდვილი რელიგია, ამტკიცებს რობერტ როიალი უძლებს ძირეულ ცვლილებებს კულტურაში და ცივილიზაციაში. ნებისმიერი მცდელობა წარსულის ან მომავლის ახსნისა რელიგიის გარეშე განწირულია, მითუმეტეს ისეთი ცივილიზაციისა როგორიცაა დასავლეთის. წიგნში ის მიმოიხილავს დასავლეთის წარსულს ანტიკური საბერძნეთიდან და რომიდან დაწყებულს დღემდე და იხედება მომავალში სადაც ის ცენტრალურ როლს ანიჭებს ღმერთს.
წიგნი ეხება შემდეგ საკითხებს:
-რატომ უნდოდათ წარმართ რომაელებს ქრისტიანობის განდგურება.
-როგორ გააუმჯობესა ქალის სტატუსი ანტიკურ სამყაროში ქრისტიანობამ მიუხედავად თანამედროვე ფემინისტების მტკიცებისა.
-ქრისტიანული რევოლუცია: როგორ შეცვალა მან ხალხის მიერ ღმერთის და ინდივიდუალური სულის აღქმა და როგორ აისახა ეს პოლიტიკურ თეორიაზე და სოციალურ პრაქტიკაზე.
-უარყოფს მითს იმის შესახებ რომ ქრისტიანული ფილოსოფია იყო ხელისუფლების და დოგმატიზმის მონა და უნაყოფო ენერგიის ხარჯვა უაზრო საკითხებზე.
-როგორ ცდილობდნენ შუა საუკუნეებში იმ საკითხებისა და პრობლემების მოგვარებას რომლებიც დღესაც აქტუალურია.
-როგორ უნდა უმადლოდეს დასავლეთი თავის არსებობას ქრისტიან მეომრებს და მისიონერებს და როგორ იცავდნენ ისინი პატარა წარმართულ ქვეყნებს მუსულმანური იმპერიისაგან.
-თავისუფალი ეკონომიკური ბაზარი, პოლიტიკა და ფილოსოფია რომელიც არსებობდა ქრისტიანულ ევროპაში ლუთერის რეფორმამდე.
-რელიგიის გადამწყვეტი როლი ინგლისის პოლიტიკური პარტიების ფორმირებაში.
-ამერიკის დამაარსებელის სიტყვა რელიგიის საციცოცხლო მნივნელობაზე ყველა ერისთვის.
-მე-19 საუკუნის ინგლისელი ევანგელისტი რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ბრიტანეთის იმპერიაში მონებით ვაჭრობის შეწყვეტაში.
-რატომ ვერ გახდება ევროპა უფრო არარელიგიური და არაქრისტიანული ვიდრე ყოფილა ოდესმე და ქრისტიანობის გამოცოცხლების ნიშნები.
-ქრისტიანობის სწრაფი ზრდა აზიასა და აფრიკაში.
და სხვა საკითხები
წიგნის მისამართი ამაზონზე:
http://www.amazon.com/gp/product/1594031452 This post has been edited by Ragnar Danneskjold on 18 Sep 2009, 06:45