melodyman/რა დაუნდობელი და სასტიკი გვერდია, ნახევარი საათია კომენტარებზე ვიცინი

ყველაზე ღადაობა ისაა, სადაც საფლავის სურათი დევს, თუ დააკვირდები დაინახავ რომ საფლავზე ნივთები აწყვია, ჯვრები და ეგეთები, ეტყობა მადლით იტენება.
ყველაზე ღადაობა მაინც ეს სურათია:

ამას 18,694 share და 19,806 like აქვს, ანუ ფაქტიურად 20 000 ადამიანი...
გასაგებია, ფრესკის მონახაზია, რაც გინდათ თქვით, მაგრამ ქალები მაინც ჯობნიან სიბრიყვეში.
ახლა კომენტარები:
Lasha Basharuli: ნარგიზა, რა ფოტოშოპი, რა მამა გაბრიელი,,, არც ერთია და არც მეორე, ღვთისმშობელია გამოსახული, და მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, და ნამდვილად სასწაულია, სხვათაშორის ზუსტად იმ დროს ვნახე როცა გამოისახა, და ძალიან კარგად ვიცი მთელი ისტორია,,, თუ გაინტერესებს მომწერე და მოგიყვები,,, მაგრამ ასეთი სისულელის თქმა რომ ეს "ფოტოშოპია" ჩემი აზრით უბრალოდ ამორალურია და მეტი არაფერი!!!ჯერ გათვითცნობიერდეთ ჯობია !!!
Nino Birtveli: ასეთ ფრესკებზე არ უნდა ვიდაოთ, სამწუხაროდ ჩვენი ურწმუნოების შედეგია. ხშირად ადამიანებს სამსახურში უფროსების უფრო ეშიანიათ, ერიდებათ და აქვთ მათდამი კრძალვა და მოწიწება ვიდრე ღვთის მიმართ. დანარჩენი თავად განსაჯეთ. მომიტევეთ ჩემი თამამი მოსაზრების გამო.
Qeeti Akhmeteli: istoriaa waikitxeet da saxarebis wignebi ar gaushvat xelidan chemi rcheva iqnebaa
მაგრამ, ამ კომენტარმა დახურა და ყველას გაუქარწყლა ეჭვი:
Shorena Sikharulidze: ეს მოხდა ბორჯომის რაიონის სოფელ ფაფაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა იეჰოველები არიან.ტაძარში კი კანტი-კუნტად დადიოდა მრევლი.ერთ დღესაც ერთ ქალმა, რომელიც ტაძარს ალაგებდა,
ზურგიდან მზერა იგრძნო, მიტრიალდა და ნახა ტაძრის კედელზე თავისით აღბეჭდილი ღვთისმშობლის ფრესკა! ამბობენ, რომ ამ ამბის მერე ბევრი დაუბრუნდაო ჭეშმარიტ რწმენას...მადლობა დედა ღვთისას! მისი მადლიანი კალთა გვფარავდეს!ამინ!
დანარჩენები, დიდება უფალს, შეგვეწიე - ღმერთთან გვიშუამდგომლე - თი შემოიფარგლებიან. ერთი ორმა სცადა - ფოტოშოპიაო და სულ ათეისტები და თქვენი ბრალია ძმა რო დას აორსულებსო, ასე უპასუხეს მორწმუნეებმა
მორწმუნენო
მორწმუნენო
ერთად დავდგეთ
მორწმუნენო