ცდილობ , მაგრამ გამოგდის ???? მთავარი ეგაა თორე

აქ რომ გადავიკითხე ცოტა - ცოტა, ვნახე რომ ზოგს ქრისტიანები მიაჩნია არარეალისტ ადამიანებად , ხოლო
და ათესიტები რეალისტბად .
ეს საშინლად გაუგებარი აზრია ჩემთვის პირადად.
მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ რაღაც ძეენ ეჭვი მეპარება რომ არარეალისტობაში დამადანაშაულოს ვინმემ

რატომ თვლის ზოგი ადამიანი ქრისტიანს არარეალსიტად ????
ქრისტიანი რა ოცნებებში ცხოვრობს????
მე პირადად არ მომწონს ისეთი ადამიანები ნებისმიერი რელიგიის, რომლებიც
ლოცულობენ, თავიანთ სალოცავებს შესთხოვენ იმაში დახმარებას რისი გაკეთებაც თვითონ შეუძლიათ ყოველგვარი დახმარების გარეშე და თვითონ არაფერს აკეთებენ !!!
აი ესეთი ადამიანი, გინდა ქრისტიანი იყოს, გინდა ბუდისტი მე არ მიყვარს

ზოგს კიდე ღმერთი ადამიანის ფორმის "არსება" გონია.
არასოდეს არ დამავიწყდება ჩემი სკოლის ისტორიის მასწავლკებლის (ამჟამად მე-60 სკოლის დირექტოირის ) სიტყვები.
მეექვსე თუ მეშვიდე კლასი იყო და ვკითხე (რელიგიაზე იყო ლაპარაკი) დრო რო გავიდეს და აი რო ნახოს ხალხმა რომ სინამდვილეში ღმერთი კი არ ყოფილა ამ ქვეყანაზე მთავარი არამედ რამე სხვა მეთქი მაშინ .......???
ხოდა იმან მითხრა, გურამ, ზუსტად რაც ყველაზე მთავარია ამ ქვეყანაზე იმას ქვია ღმერთიო და სხვა რამე როგორ უნდა აღმოჩნდესო ?!
მერე მივხვდი რომ ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი არის სიკეთე, ღმერთი, ჩემი გაგებით, სწორედ ამას ქვია და არა თეთრწვერა ადამიანს.
ამ ცხვორებაში მთავარი არის სიყვარული, ღმერთი არის სიყვარული.
თუ ადამიანს ჭეშმარიტად უყვარს ის ახლოს არის ღმერთთან , თუ ადამიანს არ უყვარს, ის შორს არის ღმერთისგან.
ეს არის დიდი პრობლემა ძაან ბევრი ჩვენთაგანისთვის რომ არასწორად გვესმის ძააან ბევრი რამ.
ილია ჭავჭავაძე ხომ არის წმინდანი, და მაგან დაწერა ოთარაანთ ქვრივში, რომ ადამიანმა ღმერთი არ უნდა შეაწუხოს თხოვნებითო, თავისი ცხოვრებით უნდა იცხოვროს და სიცოცხლის ბოლოს გამოჩნდება როგორ უვლია ამ ქვეყანაზეო.
ამაზე მეტი რეალისტობა რაღა არის???
საერთოდ მე ქართველი ხალხის ერთ-ერთ უდიდეს ნაკლად მიმაჩნია ფარისევლობა, აი ეს არის ძააააან დიდი მინუსი. ფარისეველია ძააან ბევრი ჩვენს სამშობლოში. ადამიანი ეკლესიაში რომ შევა და იქ რომ "მოინანიებს" (თავისი ჭკუით) ცოდვებს, და მერე რო გამოვა და იმ ცოდვაზე უფრო საშინელ რამეს რო გააკეთებს და მერე კიდე რო "მოინანიებს" აი ეს არის საზიზღრობა.
ზოგ ქართველს ეკლესია მიაჩნია ისეთ "დაწესებულებად სადაც უნდა მივიდეს და მოინანიოს თავისი ჭკუით რაღაცა".
ადამიანმა გულით უნდა ინანოს რამე თუ შესცოდა თორე , რამდენი მიდის ეგრე ეკლესიაში და თავის ცნობიერებაში ამბობს: "ღმერთო მაპატიე", მაგას მონანიება კი არა, კიდევ ერთი ცოდვით დამძიმება ქვია

მე ყოველშემთხვევაში ეგრე მესმის და ჩემი გაგებით ეგრეა.
მაგრამ მე ვერ დავეთანხმები ვერავის იმაში რომ ზოგადად ქრისტინი ხალხი არარეალისტია. პირიქით, მე ვიტყოდი რომ რეალისტები არიან და ყველაფერს სწორედ ისე აღიქვამენ როგორც სინამდვილეში არის. (ზოგადად რა თქა უნდა, ყველა ერთნაირი არაა)
ეკლესიაში მისვლა, და ლოცვა არ მიგვანიშნებს იმაზე რომ ეს ადამიანი ამოვარდნილია რეალური ცხოვრებიდან.
ეს არის არასწორი დასკვნის გამოტანა !!!
This post has been edited by Bastian on 14 May 2007, 08:42