საერთოდ არ აქვს აზრი ძალიან ცოდვილი ხარ თუ არა, ეშმაკი ყველას ებრძვის, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი განსაკუთრებით ძლიერ მორწმუნეებს, ცდილობს თავისკენ გადაიბიროს.
კვეთებულის ლოცვას რაც შეეხება ეს რიტუალი არ არის, ეგზორციზმისგან განსხვავებით, ეგზორციზმს მაგიტომ სჭირდება ნებართვები და გამოკვლევები, რადგან თუ აღმოჩნდა რომ ადამიანი არ არის ეშმაკისეული , არამედ უბრალოდ ავადმყოფია დიდი შანსია ამ ადმაიანის სიკვდილის. კვეთებული კიდევ არის ლოცვა, რომელსაც ჩვეულებრივმა ადამიანმა (ავადმყოფმა) რო მოუსმინოს არც არაფერი და ის არც წამლების მიღებას კრძალავს არც რამე სასწაულად დიდხნიან პროცედურებს და რაღაცეებს მოიცავს, განსხვავებით ეგზორციზმისგან. მოკლედ განსხვავება დიდია, არაფერს შუაშია მართმადიდებლობა და კათოლიკობა, უბრალოდ ერთი არის რიტუალი რომელსაც დიდი სამზადისი და ყოველგვარი წამლებისგან უარის თქმა ბევრი რამ ჭირდება და კვეთებული ლოცვაა რომელსაც ეშმაკი ვერ უძლებს და ტოვებს შენს სხეულს
* * *
სულ დამავიწყდა რაც შეეხება ფილმს " the rite " მე ვფიქრობ ენტონის ამ სიბერეში ეგეთი ფილმით არ უნდა "გაებანძებინა" თავი, ნუ ენტონი კი არასდროს გაბანძდება მაგრამ ვინც ფილმს ნახავს მიხვდება რა გაგებით ვიძახი, მისი ფილმები უმეტესი არის სერიოზული და რაღაც დამაშოკირებელი ფილმები, ეს ფილმი კიდე არის რაღაც თითქოს არაენტონური, მოკლედ მე ტყუილად დავხარჯე მაგ ფილმის ყურებაზე დრო. მაგრამ მაინც უყურეთ ხალხო, გემოვნებაზე არ დაობენ

მეორე ფილმზე კიდე სრულიად განსხვავებულ აზრს ვიტყვი, ემილი როუზის ეგზორციზმი, თუ არ ვცდები ესე ქვია, ნაწარმოებიც სერიოზულია და ფილმიც, მერჩივნა "the rites " მაგივრად კიდევ ერთხელ მაგ შედევრისთვის მეყურებინა . (მაპატიეთ რომ ამდენჯერ ვიხმარე სიტყვა ფილმი. რაც მოდიოდა უცებ თავში იმას ვწერდი, ნუ აზრს გამოიტანთ)
This post has been edited by 1715 on 31 May 2011, 02:30