დათიკოაქ ნახავ ჩემს ძველ გზავნილს სამოთხის ეტიმოლოგიაზე:
სამოთხის ეტიმოლოგიაბარემ აქაც გადმოვწერ.
სამოთხე ქართული სიტყვაა: ძირი
ოთხ- უნდა იყოს. მისგანვეა ნაწარმოები
მოთხე, მოთხვითი, მოთხვილი, მოთხვა, სამოთხველიმოთხე (მ-ოთხ-ე): სიწმინდეთა, და საზოგადოდ ფასეულ ნივთთა შესანახი ყუთი (ოთხკედელა ჭურჭელი)
მოთხვითი (მ-ოთხ-ვ-ით-ი): კვადრატული
მოთხვილი (მ-ოთხ-ვ-ილ-ი): კვადრატული
სამოთხე (სა-მოთხ-ე): ?
მოთხვა (მოთხ-ვ-ა): სეირნობა, ფეხით სიარული.
სამოთხველი (სა-მოთხ-ვ-ელ-ი): ფეხით სავალი ადგილი
მოთხე”მითხრეს მათცა ვითარმედ ჰქონან მათ ნაწილნი მათ წმიდათანი, რომელი იგი გამოჩნდეს წმიდასა ქალაქსა იერუცალჱმს. ხოლო ჩუენ მოვიხუენით იგინი და, არა ვითარ იგი ჯერ იყო სარწმუნოებით, არამედ ვითარცა ორგულებით, დავსხენით იგინი სადიაკონოსა ეკლესიისა, არა სხუათა თანა ნაწილთა, არამედ ზედა
მოთხესა წმიდათა ჭურჭელისა სამსახურებელისასა.” (გამოცხადებაჲ წმიდათა ზაქარიაჲსი, სჳმეონისი (და) იაკობისი, ძმისა უფლისაჲ და პირველეპისკოპოსისაჲ)
”და ადგილთაგან მწიგნობართ უხუცესთა საჯდომი და ვენაჴნი და ბოსტანნი და ნაფუძარნი და სამკაულისა
მოთხენი მისნია.” (ეტლთა და შჳდთა მნათობთათჳს)
მოთხვითი”და ქალაქი იგი
მოთხვითად არს; და სიგრძჱ მისი, ვითარცა სივრცჱ. და განზომა ქალაქი იგი ლერწმითა მით ათორმეტსა ათასსა უტევანსა. ათორმეტი სიგრძჱ და სივრცჱ და სიმაღლჱ მისი სწორ არიან.” (გამოცხ. 21.16)
ბერძნულ ტექსტში წერია: ”και η πολις
τετραγωνος κειται”: და ეს ქალაქი კვადრატულად ძევს
τετραγωνος: მართკუთხედის ფორმის, ან კვადრატული. Τετρα- (ოთხ-), γωνια (კუთხე)
ლათინურში: ”et civitas
in quadro posita est”: და ეს ქალაქი კვადრატულად ძევს (მდებარე არს)
quadrum: კვადრატი
ინგლისურში: And the city lieth
foursquare (KJV)
საეკლესიო-სლავურში: И градъ
на четыры углы стоитъ
მოთხვილი45:2 და იყოს ამისგანი სიწმიდედ ხუთასი წყრთაჲ ხუთასსა ზედა
მოთხვილად გარემო, და ერგასის წყრთა განშოვრებულ გარემო. (ეზეკ. 45:2, იერუსალიმური)
სამოთხესამოთხეს თავდაპირველად ოთხკუთხა შემოკავებული ადგილის/ბაღის მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, შემდეგ - ბაღის. მოგვიანებით, სიტყვამ ზეციური სამოთხის მნიშვნელობა დაიმკვიდრა.
სამოთხე ედემისა: ედემის ბაღი
და დაასხა ღმერთმან
სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელ შექმნა. (შესაქმე 2:8 მცხეთური ბიბლია)
2:8 Και εφυτευσεν κυριος ο θεος
παραδεισον εν Εδεμ κατα ανατολας και εθετο εκει τον ανθρωπον, ον επλασεν.
2:8 plantaverat autem Dominus Deus
paradisum voluptatis a principio in quo posuit hominem quem formaverat
2:8 And the LORD God planted a
garden eastward in Eden; and there he put the man whom he had formed. (KJV)
ბერძნული
παραδεισ-ος მიიჩნევა ავესტური
pairidaēza-დან (შემოკავებული ადგილი, ბაღი) მომდინარედ. სიტყვა პირველად ქსენოფონტემ გამოიყენა ”ანაბასისში” (დაიწერა ძვ. წ-აღ-ის 370-იანების ბოლოს ან 360-იანებში) სპარს მეფეთა და დიდებულთა ბაღების სახელად (იხ. Henry George Liddell. Robert Scott. A Greek-English Lexicon, revised and augmented throughout by Sir Henry Stuart Jones with the assistance of Roderick McKenzie. Oxford, Clarendon Press. 1940). ეს ბაღები, რომლებიც გარს ერტყა სპარს მეფეთა და დიდებულთა აგარაკებს, შემორაგვული იყო კედლებით, და სავსე იყო (სანადირო) ნადირ-ფრინველით, უამრავი სახეობის მცენარით, წყლებით.
მოთხვათავდაპირველად ქვეყნის
ოთხივე მხარეს სიარულსა ნიშნავდა. შემდგომში დამატებითი დატვირთვა შეიძინა (კონტექსტურად გაფართოებული)
8:7 ”ამისთჳს აჰა ესერა აღმოიყვანოს უფალმან თქუენ ზედა წყალი იგი მდინარისაჲ, ძლიერი და ფრიადი, მეფჱ იგი ასურასტანისაჲ და ყოველი დიდებაჲ მისი. და აღმოვიდეს ყოველსა ჴევნებასა მაგას თქუენსა, და
იმოთხვიდეს ყოველთა ზედა ზღუდეთა თქუენთა.” (ესაია 8:7, იერუსალიმური ნუსხა)
8:7 Now therefore, behold, the Lord bringeth up upon them the waters of the river, strong and many, even the king of Assyria, and all his glory: and he shall come up over all his channels, and
go over all his banks: (KJV)
4:26 ”შემდგომად ათორმეტისა თთჳსა ტაძარსა მას შინა სამეფოსა
იმოთხვიდა ბაბილოვნს” (დანიელ. 4:26, იერუსალიმური ნუსხა)
4:29 At the end of twelve months he
walked in the palace of the kingdom of Babylon. (დანიელ. 4:29, KJV)
3:92 "და ჰრქუა მეფემან; და უკუჱ ეგე რაჲ არს რომელსა ვხედავ კაცთა ოთხთა; ჴსნილთა ფერჴითა და ჴსნილთა ჴელითა შესრულ არიან და
იმოთხვიან შორის საჴუმილსა მაგას, და განრყუნილებაჲ არა რაჲ არს მათ თანა, და ხილვაჲ მეოთხისაჲ მის მსგავს არს ძესა ღმრთისასა." (დანიელ. 3:92)
3:25 He answered and said, Lo, I see four men loose,
walking in the midst of the fire, and they have no hurt; and the form of the fourth is like the Son of God. (დანიელ. 3:25, KJV)
”შევიდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, რომელ არს ზეცათა იერუსალჱმი, მთასა მას ზედა სიბრძნის-მეტყუელებს ღმრთისა თანა, წარიჴადა ჴამლი სულისაჲ, და რაჲთა საღმრთოჲთა მით სლვითა გონებისაჲთა წმიდასა მას ქუეყანასა შინა უნივთოდ
იმოთხვიდეს, რომელსა-იგი შინა იხილვების ღმერთი და თჳსთა საკუთართა ხედავს და განუსუენებს.” (გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება)
“ესე კაცი ადამი იყო, რომელი დამკჳდრებულ იყო
სამოთხესა შინა, რამეთუ იერუსალჱმი
სამოთხედ გამოისახების და ესე ადამი
სამოთხეს შინა ვიდოდა,
იმოთხვიდა და
იშუებდა და
იხარებდა...” (იოანე ბოლნელის ქადაგებანი)
”მომრბეველი ბასიანისა, რომელი-ესე უცხო იყო შესაძლებელად კაცობრივისა ძალისაგან, შემოქცეული მუნით და გამარჯუებული
იშუებდა და
იმოთხვიდა საყოფელთა მისთა...” (ისტ. აზმ. შარავ.)
”
იხარებდეს, იშუებდეს, იმოთხვიდეს სამოთხესა შინა ამის საწუთოსასა...” (ისტ. აზმ. შარავ.)
”...რათა ღირს იქმნენ იგინი ქრისტესთჳს სიკუდილსა და ტანჯვასა, და აქა მცირედ მოითმინნეს და მუნ საუკუნოდ
იშუებენ, და
იმოთხვენ ზეცათა შინა ყუავილთა მათ დაუჭნობელთა.” (ახ. ქართ. ცხ. მე-2 ტექსტი)
სამოთხველისამოთხველი (სა-მოთხ-ვ-ელ-ი) ნაწარმოებია
მოთხვა (ფეხით სიარული) ზმნიდან.
42:4 ”და წინაშე საყდართა მათ ადგილი
სამოთხველი ათ წყრთა სივრცით და ას წყრთა სიგრძით მიმართ კერძო, და კარები მათი ჩრდილოდ კერძო.” (ეზრა 42:4, იერუსალიმური ნუსხა)
42:4 And before the chambers was
a walk to ten cubits breadth inward, a way of one cubit; and their doors toward the north. (KJV)