#5958374 · 24 Jun 2007, 13:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | შვეიცარიაში და იტალიაში მუსულმანები მშვენივრად დადიან ჩადრის გარეშე |
შვეიცარიაში და იტალიაში არ ვყოფილვარ, მაგრამ აქ ცხოვრობენ ირანელები, ჩემს ქუჩაზე და ქალები ხომ თავსაფრით დადიან, პატარა გოგოებიც თავდაბურული დაჰყავთ. გუშინ მეჯდა გვერდით ავტობუსში ახალგაზრდა ქალი. ამ სიცხეში ზემოდან გრძელი, წვივებიდან კისრამდე მჭიდროდ შეკრული პერანგი ეცვა, თავზე-მოსახვევი და ნიკაპქვეშ ქინძისთავით დამაგრებული...
მანდ მთავარია მოქალაქეობა. თუ ადამიანს დატოვებული აქვს ისლამური ქვეყნის მოქალაქეობა, მაშინ მას ახალი ქვეყნის დემოკრატიული კანონი იცავს, რომელიც რელიგიის თანასწორობას ქადაგებს და კანონდარღვევად მიიჩნევს ნებისმიერი სახის ძალადობას რელიგიურ ნიადაგზე. აბა აქ რომ ირანელი ჩამოდის, ის თავის დროზე ირანში დაბრუნდება და ეშინია: აქ რომ უჩადროდ ვიარო, იქ გამიგებენ და ცუდი დღე დამადგებაო.
ისლამი კრძალავს თუ არ კრძალავს, სულ არ მაინტერესებს, რაღა დაგიმალოთ...ფაქტია, რომ ისლამს იშველიებენ რეპრესიული ღონისძიებების გასამართლებლად (საფუძველი კი აქვთ საამისოდ).
| QUOTE | | საქართველოში მცხოვრებ ისლამის მიმდევრებშიც მასიურად ჰქონდა ადგილი სარწმუნოების შეცვლის შემთხვევებს და ამის გამო მუსულმანებს არავინ მოუკლავთ. |
აჭარლების მაგალითის მოყვანა საერთოდ არ გამოდგება, მანდ მუსლიმანობა კი იყო, მაგრამ წინაპრები, ენა და კულტურა კი არ დავიწყებიათ.
ბოლოს და ბოლოს, ბევრი ეკლესია იყო და ეს ძალაუნებურად არ ავიწყებდათ ძველ რწმენას. მუსლიმანები იყვნენ, მაგრამ ეკლესიაზე ხელის აღებას და დანგრევას მაინც ვერ ბედავდნენ (წყარო: თედო სახოკია, "მოგზაურობანი").
აჭარლებს ფუტკრის მოშენებაც კი აკრძალული ჰქონდათ (სანთელი რომ არ გაეკეთებინათ) და ტყეში დგამდგნენ "ბუკებს". საუკუნეობით გამტკიცებულ რწმენას ხალხში ასე ადვილად ვერ ამოშლი...
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|