#45196920 · 18 Jul 2015, 14:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დასავლეთთან დაპირისპირების ერთერთი მძლავრი რუპორი ეს ტელევიზიაა.
რუბრიკა კულტურა და მის მიმართულებებზე სტუმრად მიიწვიეს ფილოსოფიურ მეცვიერებათა დოქტორი თეიმურაზ ფაჩულია.
აი ის ,,მარგალიტები'' რაც მან ეკრანიდა გვიქადაგა.
''დასავლეთის კულტურამთლიანად ფუნდამენტ. რაციონალიზმია. ქართული განსხვავებულია ამისგან. ..................
ფაუსტი არის ბატონობა ბუნებაზე. დასავლური კულტურა არის მოწოდება იბატონო ბუნებაზე.იბატონოს კოსმოსზე ანუ ძალადობა ზალდატანება ბუნებაზე. ამისგან არსებითად განსხვავებულია მინდია , მინდია ესწრაფვის არა ბატონობას ბუნებაზე არმედ ბუნების გაგრძელებაზე,ბუნებასთან თანამოზიარობას ჰარმონიას..ეს სიღრმისეული გამოვლენაა ქართული კულტურის. ტოლერანტობა ქართული კულტურის დედაღერძი არის ტოლერანტობა,ეს შეძლო დავით აღმაშენებელმა ანტისემიტიზმი არ არსებობს იმიტომ რომ ეწუნააღმდეგება ქარტულ პრინციპს.
............................ საქართველო სიყვარულის ქვეყანაა ამ გაცივებულ ევროპასა და მსოფლიოში. ჩვენ შევქმენით კულტურა რომელიც დიალოგიურია და გახსნილია. თუ მსოფლიო ქართულ კულტურას დაეთანხმება ან ამ ორ გზავნილს მიიღებს ტოლერანტობას და სიყვარულს, მაშინ დადგება არა კულტურათა პოლარიზაციის და ანტაგონიზმის , არამედ დადგება კულტურათა თანამშრომლობის , დიალოგის ეპოქა და ხანა. XXI საუკუნეს და მსოფლიოს გამოსავალი არა აქვს, უნდა დაუჯერონ საქართველოს და იაროს ამ მიმართულებით.''
------------------------------------------------------------- პასუხი
1.ბატონ თეიმურაზს ავიწყდება რომ საქართველო სულ ოცდახუთი წლის წინ იყო კომუნისტური ქვეყანა. 2.საქართველო იყო ბუნრებასთან ყველაზე დაპირისპირებული იდეოლოგიის ათეიზმის მატარებელი 74 წლის განმავლობაში. 3.სწორედ საქართველომ მისცა მსოფლიოს ერთერთი უმრისხანესი და დაუნდობელი პიროვნება,ანტიქრისტეს მეორე თავი, სტალინი. 4. საქარველო იყო ყველაზე ყაჩაღური მარქსისტული კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი 74 წლის განმავლობაში და ამავე დროს დასავლეთი და მსოფლიო ინარჩუნებდა თავიუფალი ეკონომიკის და აღმსარებლობის პრინციპებს. 5. დღეს დავადეგით ისევ ღვთისნიერ გზას სწორედ დასავლეთის და მთელი დემოკრატიული მსოფლიოს დახმარევბით და კეთილი ვინებოთ მადლიერი ვიყოთ ამისთვის.
This post has been edited by temart on 18 Jul 2015, 14:10
|