#6060005 · 5 Jul 2007, 21:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | ბაიაშვილ ავად გახდა, მთვრალს შესცივდა წუხელისა, უცხელებენ ნიორწყალსა, ეგ რა სნეულს უშველისა? ნარეცხ მაინც მაუტანონ ნაარაყალ ჭურჭელისა. დაიუბნა ავადმყოფმა სიბრძნე დიდი რუსთველისა: "-ისევ მაძღრივ სიკვდილი სჯობს, ვიდრე უსმელ-უჭმელისა." |
ეს ლექსი აქ რა მოსატანი იყო? თან 2 სტროფი აკლია. აი, ასეა:
ბაიაშვილ ავად გახდა, მთვრალს შესცივდა წუხელისა, უცხელებენ ნიორწყალსა, ეგ რა სნეულს უშველისა? ნარეცხ მაინც მაუტანონ ნაარაყალ ჭურჭელისა. მართამა სთქო, დაიმეხოს, სიკვდილი სჯობს უქნელისა, მაგის საქმე არაყია შრომაში ხელუყრელისა, ზომა რაით ვერ გაიგო მაგ გასახეთქ მუცელისა.
ავადმყოფმა დაიუბნა მცნება დიდის რუსთველისა, მაძღრის სიკვდილი სჯობავის მინამ უსმელ-უჭმელისა.
თემას რომ დავუბრუნდეთ:
ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა... და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ... მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი... მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი... თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, - ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე? მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი? მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე... მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო, ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა? „ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო... გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა, მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს? თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
1954
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|