მართლმადიდებლების მიერ შეთხზულ ისტორიას რომ კითხულობ, მაგის ბრალია რომ ასე გადაუმოწმებლად გჯერა ამ ზღაპრების, რასაც აბრალებენ ორიენტალურ ეკლესიებს..
შენი დადებული ვიდეოებში ზოგიერთი ფაქტი დამახინჯებულია

სომხური ეკლესია არ აღიარებს ღვთაებრივი ბუნების მიერ ადამიანურის შთანთქმას(ევტიქიანელობა), არ აღიარებს რომ ქრისტეს ვნებულებანი მოჩვენებითი იყო (ივლიანიტობა)...
რა საჭიროა ეს გადაბრალებები არ მესმის, თუ რამე აინტერესებთ არ შეიძლება რომ იკითხონ ან თუნდაც მეორე მხარის კატეხიზმო წაიკითხონ?
რაც შეეხება ქალკედონის კრებას იგი აღიქმებოდა ფაქტობრივად ნესტორიანელობის(ანტიოქიური სკოლის) რევანშად და გამარჯვებად (ორბუნებოვნების დოგმატად აღიარება) ალექსანდრიულ სკოლაზე(კრილე ალექსანდრიელის ქრისტოლოგიაზე)... რაც დამტკიცდა კიდეც 5 საეკლესიო კრებაზე, როდესაც თვითონ მართლმადიდებლებმა დაგმეს პრონესტორიანული ფრთის წარმომადგენლები: იბა ედესელი, თეოდორიტე კვირელი და თეოდორე მოფსუეტელი, მათი ნაშრომები გაჟღენთილი იყო ნესტორიანული თეოლოგიით, არადა ქალკედონის კრებაზე ამ ფრთას ეგონა რომ ისინი გამარჯვებულები გამოვიდნენ და ნესტორის სწავლების რეაბილიტაციაც მოახდინეს...
5 საეკლესიო კრების ერთ ერთი დადგენილება კი ასე ჟღერს:
Если кто-либо не воспринимает выражение «
соединение произошло из двух природ, из Божества и Человечества» или «
едина природа Бога Слова воплощенного» в понимании учения Святых Отцов, то есть, что из Божественной и из человеческой природы, после того как совершилось соединение по Ипостаси, явился один Христос - анафема!»
(Анафемы Пятого Вселенского Собора. II Константинопольский Собор. 8-я сессия (2 июня 553 г.))
http://www.pagez.ru/lsn/0508.php This post has been edited by logos on 19 Dec 2013, 21:55