ძალიან საინტერესო თემაა.
მაგიას მე უფრო მეცნიერებას მივაკუთვნებდი და მისი განხილვა რელიგიასთან ერთად ცოტა არასწორად მიმაჩნია. რატომღაც ვინც მაგიით ინტერესდება უპირატესობას ანიჭებს რიტუალურ ანუ ცერემონიალურ მაგიას. თავისთავად ცხადია, მაგიის ეს "დარგი" საინტერესოა, მაგრამ სანამ ადამიანი გადავა პრაქტიკულ ქმედებებზე და სავარჯიშოებებზე კარგი იქნება თუ თეორიულად გაეცნობა მის საფუძვლებს, პრინციპებს წესებს. ელიფას ლევის თავის წიგნში "თეორია და პრაქტიკა უმაღლესიი მაგიის" კარგად აქვს წარმოდგენილი ყველა ის ურთულესი ნიუანსი რაც დაკავშირებულია ამ მეცნიერების შესასწავლად. თვითონ მაგია იყოფა ბევრ "დარგად" და "ქვედარგად". ჩემთვის ყველაზე საინტერესოა ოკულტიზმი.
ოკულტურის სწავლებები ადამიანზე, როგორც მიკროკოსმოსზე და სხვადასხვა ფარულ კავშირებზე დამტკიცებულია ექსპერიმენტული მეთოდებით. აქვე დავამატებ, რომ ოკულტური მეცნიერების ბევრ შესაძლებლობებს აღიარებს თანამეედროვე ფიზიკა, მედიცინა და სხვა მეცნიერებები. ოკულტიზმი აღიარებს, რომ თითოეულ ადამიანში დევს ნიჭი შეუცნობელის შეცნობის, საჭიროა უბრალოდ (მთლად უბრალოდ არ ხდება ) განვითარება ამ ნიჭის ურთულესი ვარჯიშებით. ეს ვარჯიშები არის მიმართული, რომ ადამიანმა მართოს საკუთარი აზრები, გრძნობები, ინსტიქტები. ამ მხრივ საინტერესო ცნობების წაკითხვა შეიძლება "ბჰაგავატ გიტაში", სადაც წერია, რომ განპირობებული სული არის ეტლში ანუ სხეულში მყოფი მგზავრი, მეეტლწე არის გონება, ხოლო ცხენები კი ადამიანის გრძნობები. სულმა უნდა მართოს მეეტლე, ხოლო მეეტლემ კი გრძნობები. ეს არის ჭეშმარიტად რთული გზა, მაგრამ მონდომებას შედეგი უეჭველი მოყვება. ოკულტიზმი, როგორც ფართო მეცნიერება, შეიცავს სხვადასხვა მეცნიერების დარგებს (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ) ესენია: მაგია, ასტროლოგია, სპირიტუალიზმი, ნუმეროლოგია და სხვ. პირადად მე უმნიშვნელოვანეს ოკულტურ სწავლებად მიმაჩნია კაბალა და ასევე ეგვიპტური მისტერიები. ძალიან ვარ დაინტერესებული ქართული ოკულტიზმით, რადგან საქართველოში საკმაოდ ძლიერი ფილოსოფიურ-ოკულტური სკოლები არსებობდნენ. ძველი წყაროებიდან ჩანს, რომ არც ალექსანდრიის ფილოსიფუერი სკოლების სწავლებები და შემდეგ ინიციაციები არ იყო უცხო. ასევე ვიტყვი ქართულ ასტროლოგიაზე.
ასევე საკმაოდ საინტერესოა ჰერმეს ტრისმეგისტრის სწავლებები, საიდანაც გამომდინარეობს ჰერმეტიზმი:
ესაა მეცნიერება, რომელიც სწავლობს ბუნების ამოუცნობ ძალებისა და ადამიანის ურთიერთკავშირს. ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობაა: მაგიური ძალების გამოვლენა ადამიანში და მისი მართვა, ტელეპატია, ასტროლოგია, და საერთოდ ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, რომლებიჩ მეცნიერების მიერ ჯერჯერობით აუხსნელია. ჰერმეტიზმს ასევე უწოდებენ ოკულტიზმს (დღეს ეს სიტყვე უფრო "მოდაშია").
ჰერმეტისტულ მეცნიერებებში მოიაზრება: ალქიმია, კაბალისტიკა, სხვადასხვა ტიპის მაგია, ასევე წინასწარმეტყველება, ნეკრომანტია, ასევე თეოლოგიური ფოლოსოფია ანუ თეოსოფია, რომელსაც შეისწავლის ელენე პეტრეს ასულ ბლავაცკაიასა და პოლკოვნიკ ოლკოტის მიერ დაარსებული თეოსოფიური საზოგადოება. ჰერმეტიზმი შეიცავს თეორიულ და პრაკტიკულ მხარეებს.
ჰერმეტიზმი განსხვავდება მისტიკისგან. სიტყვა "მისტიკა" წარმოსდგება სიტყვა "საიდუმლოსგან", რომელიც თავის მხრივ ნიშნავს ურთიერთობას ღმერთთან და ასევე თავისი ბუნებით მისტიკა არის სულიერი, ხოლო ჰერმეტიზმი კი უფრო პრაკტიკული და ნატურალისტური. ჰერმეტიზმი იკვლევს ადამიანის დამოკუდებულებას ბუნების საიდუმლო ძალებთან კონტაქტს. თუმცა მისტიკასა და ჰერმეტიზმს ბევრი საერთო ასპექტი აქვს.
არსებობს ჰერმეტიზმის შემდეგი სახეობები:
1. უმაღლესი ჰერმეტიზმი: თეურგია, ტავმატურგია, ფსიხურგია;
2. კლასიკური ჰერმეტიზმი: კაბალა, მაგია, ტაროტ, ასტროლოგია, ალქომია;
3. ჰერმეტისული მედიცინა: ჰიპნოტიზმი და მაგნეტიზმი;
4. პრაქტიკული ჰერმეტიზმი: ტელეპატია, ტელეფსიხია, ტელეკინეზი, ფსიხომეტრია;
5. სახალხო ჰერმეტიზმი: ორაკული, მკითხაობა, მწვანე (მცენარეული) მაგია.
მგონი ძალიან დიდი პოსტი გამომივიდა

თუ დაგაინტერესებთ შემიძლია რამდენიმე საინტერესო ლინკიც დავდო....
პატივიცემით
sanctum-regnum