გაიხედ გამოიხედე და შენს ირგვლივ თუ შენიშნავ რაიმე უბრალოებას?
უბრალოების დანახვა არც ისე ადვილი გახდა, არადა არსებობს ხო?
უბრალოება თუ იცი შენ რა არის საერთოდ მაშინ შეიძლება შენიშნო,
მერე აღწერო, ამ აღწერის დროს შეიძლება მიხვდე რომ სულაც არ
ყოფილა უბრალო, ხოდა მერე ისევ მოგიწევს უბრალოების ძებნა...
სანამ არ იპოვი.
პს.
ჩვეულებრივი ფანქარიც კი უბრალოდ გეჩვენება, მაგრამ რამდენი ადამიანის
შრომაა ჩადებული თუ გაიაზრე მიხვდები რომ არ ყოფილა უბრალო, მაგ.
ვიღაცამ ხე დარგო მერე ეს ხე გაიზარდა მერე ტყის მჭრელებმა მოჭრეს,
მერე გადაზიდეს ფაბრიკაში, იქ დაჭრეს და დაანაწილეს, მერე გრაფიტი
კიდევ სხვა ფაბრიკაში მოამზადეს და ბოლოს, იმ ხეში ჩადეს, მერე
სხვა განყოფილებაში შეიღება, ლაქი წაესვა, წარწერები ზედ, მერე
ჩალაგდა ყუთებში, მერე გადაიზიდა მაღაზიებში და ბოლოს გამყიდველმა
მოგყიდა, ალბათ ბევრი ეტაპები გამომრჩა კიდევ მაგრამ რამდენი ადამიანი,
მონაწილეობდა ამ ფანქრის ჩვენამდე მოსაღწევად თუ გავიაზრებთ არაა უბრალო,
არც ასანთი თუ "პავიდლოანი" კამფეტია ასე უბრალო... ასე რომ შენ თუ
ნამდვილ უბრალოებას დაეძებ და იცი რა იგულისხმება უბრალოში, მაშინ
გაიგებდი თუ რატომაა ღმერთი უბრალო...