#6255679 · 27 Jul 2007, 21:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Taba
QUOTE | იქნებ კარგად ახსნა? არაფერი არ აკონტროლებს გულის მოძრაობას უბრალოდ ტუმბოა ? როგორ ხვდება გული რომ სწრაფად იმუშაოს? |
მაგ საკონტროლო მექანიზმს რეფლექსს უწოდებენ, და არა ინსტინქტს. პერიფერული ნერვული სისტემის პარასიმპათიკური და სიმპათიკური ნაწილი გადასცემს სიგნალს მაგ ავტომატურად მოფუნქციონირე გამტარ სისტემას. უფრო დაწვრილებითაც გეტყოდი, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მთავარი ისაა რომ მაგ მექანიზმი არ წარმოადგენს ინსტინქტს.
QUOTE | QUOTE | იმას გულისხმობ რომ თაობიდან თაობას გადაეცემა |
ხო ამას ვგულისხმობდი ანუ დაბადებისას აქვს  |
დაბადებისას ქონა და გენეტიკური ერთი და იგივე არ არის. გენეტიკური ჩაწერილია უნდა იყოს გენში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია ინფორმაცია ატაროს ცილის სტრუქტურის შესახებ. გენეტიკური რამ თანდაყოლილი იქნება, მარა ყველაფერი თანდაყოლილი არ არის გენეტიკური. მაგალითისათვის, ნაყოფი შეიძლება დაიბადოს თანდაყოლილი ანომალიით იმის გამო რომ რაღაც დაავადებამ შეცვალა მისი განვითარება. ასეთმა დაავადებამ სულაც არ არის საჭირო რომ გენეტიკური კოდი შეცვალოს. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება მაგალითად ნაყოფის სიფილისი, რუბელა და ასე შემდეგ. გეიგე რა განსხვავებაა თანდაყოლილსა და გენეტიკურს შორის?
იმედია მიხვდი რომ ალერგია არ მაქვს გენეტიკაზე. ვაფშე ისე ალერგია არაფერზე არ მაქვს. არასწორ დასკვნებს აკეთებს ბევრი გენეტიკოსი და ვაფშე მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი როცა ყველაფრის ახსნა მექანისტური დებულებებით უნდათ. მარა ეგ სხვა საკითხია.
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
|