იმ "საბჭოთა სკოლაში" მე გადასარევი მასწავლებლები მყავდა და არავინ ეგეთ იდიოტიზმს, რომ გაგარინმა ღმერთი არ ნახა, არ ამბობდა

მათემატიკას მასწვლიდა ალიოშა ბუაძე,
ქართულს - მანიკო საყვარელიძე,
ისტორიას ნუნუ ცხომელიძე,
რუსულს ნათელა გამყრელიძე,
გეოგრაფიას ლევან ჩიქვანაია,
ფიზიკას ოთარ ხაზარაძე...
სხვების გვარები არ მახსოვს, მაგრამ ეს იყვნენ მშვენიერი პედაგოგები. ძალიან მაღალი დონე და პროფესიონალიზმი, ბავშვთან მიდგომა ჰქონდათ იდეალური და რაც მთავარია, თავისი საგნები იცოდნენ ბრწყინვალედ.
მათი ძალიან მადლობელი ვარ მე, მათი უღირსი და ხულიგანი მოსწავლე

, რომელსაც ძალიან ბევრ რამეზე ამიხილეს იმხანად თვალი. მე კი არ მესმოდა და მაშინ ვერ დავაფასე. მრავალი წელი გავიდა, სანამ მართლა მივხვდი, რა პედაგოგიურ გუნდთან მქონდა თურმე საქმე.
ასე რომ ნაღდად არ იყო ეგრე საქმე "საბჭოთა სკოლაში", რომელიც საქართველოში არასოდეს არ ყოფილა "საბჭოთა" და თუ ვინმეს დეგენერატი მასწავლებლები ჰყავდა, ეს იმათ "საბჭოურობას" სულაც არ ნიშნავს.
იმან ატაროს ახლა ბავშვები ლომაიას რეფორმირებულ სკოლებში
This post has been edited by Johnnie Walker on 17 Aug 2007, 22:53