პატარები ვიყავით - თეფშების ტრიალით ვერთობოდით.
მაშინ ჯერ კიდევ სსრკ იყო.
ერთხელაც ორმა ჩემმა მეგობარმა (ნანუკამ და თამუნამ)მთხოვეს - "მაისში სკოლას ვამთავრებთ და მოდი ქართულში რა თემები მოვა გამოსაშვებ გამოცდაზე - თეფშს ის ვკითხოთო".
ჩვენც ვკითხეთ სულს და ილია და გალაქტიონი (თუ არ ვცდები) დაგვიწერა.
ჩემი კიდევ ორი სხვა მეგობრის ძმებიც (ირაკლი და დათო) ამთავრებდნენ სკოლას იმ წელიწადს და იმათაც გადავურეკეთ - თეფშმა ილია და გალაქტიონი დაწერა, ხოდა მაინც გაითვალისწინეთ მეთქი.. რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით ვუთხარით.
თურმე იმათაც მთელს კლასში გაუვრცელებიათ ეს ამბავი - "თეფშმა ილია და გალაქტიონი დაწერაო" -
ხოდა მაისის ბოლოს საქართველოს სამ სკოლაში ყველამ იცოდა ეს. (ნანუკა და თამუნა კლასელები იყვნენ).
ყოველი შემთხვევისათვის ამ მწერლების შპარგალკები სამი სკოლის მოწაფეებმა კარგად მოიმარაგეს.
ჰოდა მოვიდა გამოცდების დროც.
იმ დღეს, კარგად მახსოვს, დილით ადრე სამზარეულოში ვიჯექი - იქვე რადიო იყო ჩართული დაბალ ხმაზე და მუსიკის ფონზე ჩათვლებისათვის ვემზადებოდი.
უცებ მუსიკა შეწყდა და დიქტორმა გამოაცხადა - ქართულის თემებს ვაცხადებთო!
ყურები ვცქვიტე - მეც ინტერესში ჩავვარდი..\
ჰოდა პირველი თემა ილიას შემოქმედების მიხედვით რაღაც თემა რომ გამოაცხადა დიქტორმა და მეორე კი გალაქტიონის - კინაღამ გავდიჟდი!
სულ კანკალმა ამიტანა.
თურმე იმ ბავშვების სკოლებშიც ერთია ამბავი ატეხილა - კინაღამ გადაირივნენ მოწაფეები და მასწავლებლები!
ყველაზე სასაცილო კი ის იყო - რომ ამ ამბიდან ზუსტად 10 წუთში ერთ ერთი მეგობრის დედამ დამირეკა და მთხოვა -
"ძალიან გთხოვ თეფშს შემდეგი გამოცდის- მათემატიკის ნომრებიც ჰკითხეო!"
This post has been edited by basa-ttt on 4 Aug 2007, 13:06