ვალს? რომელ ვალს? არანაირი ვალი - ეს უბრალოდ ადეკვატურია.
რაც შეეხება სიმშვიდეს, ყველას აქვს აღშფოთების უფლება - დიახ, ის ხშირად აუცილებელია, ფორუმზე მხოლოდ მას არ ვესაუბრები - ეს ღია დიალოგია და რეალურად არც არის დიალოგი, თორემ რეალში რაც უნდა უქნია.... როგორც ქრისტეანი და როგორც ესთეტიზმის ტრფიალი გათელილი ვარ მისი პოსტებით, ეს ნამდვილად საჭიროებს გემრიელი - არას - თქმას
arbiter elegentiarum-ი სამართლიანად შენიშნავდა - ჯობია დუმდე და ადამიანებს სულელი ეგონო, ვიდრე ხმა ამოიღო და ეჭვები დაადასტურო.
ზევითა პოსტინგი დასცინის იმას, რასაც ჩვენ, ქრისტეანები ყველაზე წმიდად ვთვლით - იხილეთ ხარების სცენა ლუკას სახარებიდან და გამაცინეთ, რას ხედავთ აქ სასაცილოს?
"და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ, ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე? და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ."
ნუთუ ჩაწვდება კი კაცობრიობის ყური მის სისავსეს, მთავარანგელოზის სიტყვებმა "კურთხეული ხარ შენ დედებს შორის, რადგან ზეგარდამო მოგეცა ორსულობა და შობ ძეს - სახელად იესოს, მას მაღლის ძე ეწოდება" - კაცობრიობას დატევებული მამისგან ეუწყა რომ - მე ვინებე თქვენი გამოხსნა და მოვავლინე არა ანგელოზი ან საჩინო კაცი, არამედ თავად მე მივიდრიკე თავი ქალწულის მუცელში და განვკაცდი! დიახ ეს არის ჩასახვა რომელიც გასაოცარი ამბების მთელ სისავსეს იწყებს, დასაბამი ღმერთის ბოსელში შობისა - დიახ, ის არ შეუხვევიათ ოქროს სამოსში, მას ყველაზე მდაბიური სახვევები შემოახვიეს და ჩააწვინეს არა ოქროს აკვანში - არამედ საქონლის ბაგაში, სადაც სუნი იყო

და როდესაც შობის დღესასწაულზე ჩვენ ვიხსენებთ რა გააკეთა მამამ ცოდვის მონობიდან გამოსახსნელად, ყველა ვტირით და ახალი შემართებით ვივსებით ზეცისა და ქვეყნის წინაშე - დიახ, ჩვენ ახლა და ამ წუთას ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ვიბრძვით პიროვნული გამარჯვებისთვის....
დიახ - სიტყვაი ღვთისა ხორციელ იქმნა - ყველასათვის საყვარელი სიტყვები, ყველა ქ
This post has been edited by mnate on 3 Sep 2007, 20:28