მაქვს პატივი გავაგრძელო დროებით დახურული თემა

რაც შეეხება იოანეს სახარებაში ნახსენებ სიტყვას:
"თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი"
ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ აქ სიტყვა ეს არის უფალი იესო ხორცშესხმული.
ხოლო სიტყვა ჩემი აზრით არ არის მხოლოდ ბგერათა რხევა. არამედ სიტყვას ჰყავს მთქმელი და სიტყვას ჰყავს მსმენელი. თუ ჩვენ იმას ვიტყვით, რომ იესო ქრისტე არის ღვთის სიტყვა ადამანების მიმართ ნათქვამი, მივიღებთ შემდეგს, რომ ის, რაც უნდოდა ღმერთს ეთქვა ჩვენთვის, რასაც გრძნობდა ჩვენს მიმართ თუ რა გეგმები აქვს კაცობრიობის მომავალზე - მან ეს სიტყვა თქვა იესო ქრისტეს ცხოვრებით, ქადაგებითა და მოღვაწეობით. ე.ი. იესო ქრისტე არის ღვთის სიტყვა.
სხვათაშორის ეხლა თვალი გადავავლე და აღმოვაჩინე, რომ იოანე ძალიან ხშირად იყენებს სიტყვა - "სიტყვას". და ყველა ადგილზე მას წინ უსწრებს: "ღვთის", "ჭეშმარიტი". "მისი" და ა.შ. ყველა მათგანი მიანიშნებს ღმერთის სიტყვაზე.