#61647372 · 28 Oct 2024, 00:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რეალური მონაზვნობა არის სწორედ ფარული, ანუ არაპაკაზუხური მონაზვნობა. როდესაც ფორმას გადაიცვავ, სათნო სახით დაიარები, ტიპები მამაოთი-დედაოთი მოგმართავენ, ჭკუას გეკითხებიან, ხელზე გკოცნიან, გიჩოქებენ, საჩუქრებს და ფულს გჩუქნიან, ამისთვის კი აიტან ზამთარ-ზაფხულს შავებში და გაბურძგნული თმა-წვერით სიარულს და დილის 4 საათზე ადგომას რიტუალების ჩასატარებლად.
თან ეს ყველაფერი საერთოდ არ ჭირდება ღმერთს. ადამიანის გამოგონილი ტაკომასხარობაა. სხვა საქმეა, როდესაც არაფრით ხარ გამორჩეული, მაგრამ იცავ ქრისტეს ყველა მცნებას არა მართლმადიდებლურ-კათოლიკურ გაუკუღმართებულად, არამედ ისე, როგორც წერია. მათ შორის, გიყვარს მტერი შენი და არ ზრუნავ იმაზე რა ჭამო და რა ჩაიცვა. ყოველდღიურობაში ყველაზე ძნელია არა იცრუო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცოლშვილი გყავს და მუშაობ
|