მოკლედ:
,,ანგარიში პოეტ ტოკის აჩრლდილთან საუბრისა(,,სპირიტული საზოგადოების ჟურნალი ნ8274.)
ჩვენი საზოგადოების კომისიის საგანგებო სხდომა ცატარდა თვითმკვლელ პოეტ ტოკის ყოფილ რეზიდენციაში, ბატონ მავანის ახლანდელ სტუდიაში, ნნ ქუჩა, სახლი ნ-251. სხდომას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრები(გვარებს აღაარ ჩამოვთვლი).
ჩვენ, საზოგადოების17 წევრი, საზოგადოების თავმჯდომარის ბატონ პეკის მეთაურობით, 27 სექტემბერს, დილის 10სთ. და 30 წთ-ზე ზემოთ ნახსენები ფტოსტუდიის ერთ-ერთ ოთახში შევიკრიბეთ. მედიუმის პირობაზე თან გვახლდა ქალბატონი ჰოპი, რომელიც ჩვენი უსაზღვრო ნდობით სარგებლობს. აღმოვჩნდით თუ არა ხსენებულ სტუდიაში, ქალბატონმა ჰოპმა მაშინვე იგრძნო სულის მოახლოება. მას კრუნჩხვები დაეწყო და რამდენჯერმე წააღებინა. მისი სიტყვებით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ბატონი ტოკი სიცოცხლეში გამოირჩეოდა თამბაქოს მეტისმეტი სიყვარულით და ახალა მისი სული ნიკოტინით იყო გაჟღენთილი.
კომისიის წევრებმა და ქალბატონმა ჰოპმა მრგვალი მაგიდის გარშემო მდუმარედ დაიკავეს ადგილები. სამი წუთისა და ოცდახუთი წამის შემდეგ ქალბატონი ჰოპი ღრმა ტრანსის მდგომარეობაში ჩავარდა და პოეტ ტოკის სულს ეზიარა. ჩვენ, კომისიის წევრებმა, ასაკის მიხედვით უფროს-უმცროსობის დაცვით , ბატონ ტოკის სულს, ჩასახლებულს ქალბატონ ჰოპის სხეულში, შემდეგი კითხვებით მივმართეთ და შემდეგი პასუხები მივიღეთ:
კითხვა: რატომ მოევლინე კვლავ ამ ქვეყანას?
პასუხი: რათა შევიგრძნო სიკვდილის შემდგომი დიდება.
კითხვა: შენ და დანარჩენ ბატონ სულებს განა დიდება სიკვდილის შემდგომაც გაწყურიათ?
პასუხი: ყოველ შემთხვევაში, მე არ შემიძლია არ მწყუროდეს, მაგრამ ერთ იაპონელ პოეტს, რომელსაც როგორღაც შემთხვევით შევხვდი, სიკვდილის შემდგომი დიდება ეზიზღება.
კითხვა: იმ პოეტის სახელი იცი?
პასუხი: სამწუხაროდ, დამავიწყდა. მახსოვს მხოლოდ მისი საყვარელი ლექსი.
კითხვა: რა ლექსია ეს?
პასუხი: ძველი საგუბარი.
წყალში ბაყაყი ჩახტა.
ჩქაფუნი ისმა სიჩუმეში.
კითხვა: ეს ლექსი დიდ ნაწარმოებად მიგაჩნია?
პასუხი: რა თქმა უნდა, ცუდი არა მგონია. მხოლდ სიტყვა ,,ბაყაყს'' ,,კაპათი" შევცვლიდი, ხოლო სიტყვა ,,ჩახტას" მაგიერ ვიხმარდი ,,დიდებულად აფრინდა".
კითხვა: რატომ?
პასუხი: ჩვენ, კაპებს, გვახასიათებს ხელოვნების ყოველ ნაწარმოებში კაპა ვეძიოთ.
აქ საზოგადოების თავმჯდომარე ბატონმა პეკმა საუბარი გაწყვიტა და კომისიის წევრებს მოაგონა, რომ ისინი სპირიტულ სეანსს ატარებენ და არა ლიტერეტურულ დისკუსიას.
კითხვა: როგორია ბატონი სულების ცხოვრების წესი?
პასუხი; თქვენი ცხოვრებისგან არაფრით განირჩევა.
კითხვა: ხომ არ ნანობ ამის გამო თავის მოკვლას?
პასუხი: რა თქმა უნდა არა. აჩრდილის ცხოვრება თუ მომწყინდა, მაშინ კვლავ ავიღებ დამბაჩას და თვითაღდგომით
დავასრულებ.
კითხვა: ადვილია თვითაღდგომით დასრულება?
ამ კითხვას ტოკის აჩრდილმა კითვავე შეაგრბა. ტოკის ეს ჩვევა ჩვევა ყველასთვის ცნობლი გახლდათ, ვინც კი მას სიცოცხლეში იცნობდა,
პასუხი: განა ადვილია თავის მოკვლა?
კითხვა: სულები მარად ცოცხლობენ?
პასუხი: ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მრავალი თეორიაა, მაგრამ არც ერთი მათგანი სანდო არ არის. არ გვმართებს იმის დავიწყება, რომ ჩვენ შორისაც არსებობენ სხვადასხვა რელიგიის მიმდევარნი_ ქრისტიანები, ბუდისტები, მაჰმადიანები, ცეცხლთაყვანისმცემლები.
კითხვა: შენ რომელ რელიგიას აღიარებ?
პასუხი: ყოველთვის სკეპტიკოსი ვიყავი.
კითხბა: მაგრამ სულთა არსებობაში, ეტყობა, ეჭვი არ გეპარება.
პასუხი: სულთა არსებობა თქვენზე ნაკლებად მჯერა.
კითხვა: მაგ შენს სამყაროში მრავალი მეგობარ გყავს?
პასუხი: ყველა დროებასა დაყველა ხალხში სამას მეგობარზე ნაკლები არ მყლოია.
კითხვა: ყველა შენი მეგობარი თავისმკვლელია?
პასუხი: სულაც არა. თუმცაღა, მაგალითად , მონტენი, რომელიც თვითმკვლელობას ამართლებს, ჩემი ყველაზე პატივსაცემი მეგობარია. ხოლო აი, ამ ტიპს, ამ პესიმისტი შოპენჰაუერის, რომელმაც მაინც არ მოიკლა თავი, სახელის გაგონებაც კი არ მინდა.
კითხვა: როგორ ბრძანდება შოპენჰაუერი?
პასუხი: თანამედროვე პირობებში ის თავის ახალ მოძღვრებას ანვითარებს სულთა პესიმიზმის შესახებ და არკვევს, კარგია თუ ცუდი თვითაღდგომით დასრულება. თუმცა, რომ გაიგო, ქოლერაც გადამდები დაავადებააო, მგონი, ცოტათი დამშვიდდა.
შემდეგ ჩვენ, კომისიის წევრები, შევეკითხეთ ნაპოლეონის, კონფუცის, დოსტოევსკის, დარვინის, კლეოპატრას, საკია მუნის, დემოსთენეს და სხვა გამოჩენილ ადამიანთა სულებზე: მაგრამ მათ შესახებ ტოკს რაიმე საინტერესო არ შეუტყობინებია რა და თავის მხრივ ჩვენ მოგვცა რამდენიმე შეკითხვა საკუთარ თავზე.
კითხვა; ჩემზე რას ამბობენ სიკვდილის შემდგომ?
პასუხი: რომელიღაც კრიტიკოსმა ,,ერთი საშუალო პოეტთაგანი" გიწოდა.
კითხვა: ეგ ერთ-ერთი იმ განაწყენებულთაგანია, ვისაც ჩემი ლექსების კრებული არ ვაჩუქე. გამოიცა თუ არა ჩემი თხზულებათა სრული კრებული?
პასუხი: გამოიცა, მაგრამ ამბობენ, თითქოს არ იყიდებაო.
კითხვა: სამასი წლის შემდგომ, როცა გაქრება ცნება ,, საავტორო უფლება", ჩემს თხზულებებს მილიონობით ადამიანი შეიძენს, რა მოუვიდა ჩემს ძუსა და მეგობარს?
პასუხი: ის წიგნების დუქნის მეპატრონეს ბატონ რაკს გაჰყვა ცოლად.
კითხვა: საწყალი, ალბათ არ იცის, რომ რაკს ცალი თვალი ჩასმული აქვს, ჩემი შვილები?
პასუხი; ისინი, ვგონებ ობლების სახელმწიფო თავშესაფარში არიან.
ტოკი ერთხანს ჩუმად იყო, შემდეგ სხვა კითხვა მოგვცა.
კითხვა: რა მოუვიდა ჩემს სახლს?
პასუხი: ახლა იქ რომელიღაც ფოტოგრაფის სტუდიაა.
კითხვა: ჩემი საწერი მაგიდა სადღაა?
პასუხი: არ ვიცით.
კითხვა: მაგიდის უჯრაში საიდუმლოდ ვინახავდი ზოგიერთ წერილს . . . მაგრამ თქვენ, ბატონებო, როგორც საქმიან ადამანებს, საბედნიეროდ, ეს არ გეხებათ. ახლა კი ჩვენს სამყოფში ბინდი დგება და იძულებული ვარ დაგცილდეთ. მშვიდობით ბატონებო, მშვიდობით, მშვიდობით, ჩემო კეთილო ბატონებო.
ამ უკანასკნელი სიტყვების წარმოთქმისას ქალბატონი ჰოი მოულოდნელად ტრანსულ მდგომარეობიდან გამოერკვა. ჩვენ ყველა, კომისიის17-ვე წევრი, მაღალი ღმერთის წინაშე ფიცით ვადასტურებთ გადმოცემული საუბრის ჭეშმარიტებას( შენიშვნა: ჩვენი ნდობის ღირსმა ქალბატონმა ჰოპმა ანაზღაურებით მიიღო ის თანხა, რასაც იგი თავის მსახიობობის ჟამს ერთ დღეში იღებდა)."
პ.ს.
ნუ, ესაა რეპეტე ერთი წელიწადის შემდეგ. ვთვლი, რომ ლეგენდარული პოსტების გამორება შეიძლება, ისინი ხომ მუდამ აქტუალურებია
ცალკე თემაა, თუ რამდენად შეიძლება ზემოთაკრეფილ ტექსტს ჩემი პოსტი ეწოდოს
This post has been edited by Levana_brzeni on 3 Jan 2009, 02:00